სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყუილია ინფორმაცია, რომ ინგლისურის არცოდნის გამო, პარტიის თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება" - ბეჟაშვილი
"ტყუილია ინფორმაცია, რომ ინგლისურის არცოდნის გამო, პარტიის თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება" - ბეჟაშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, დე­პუ­ტატ ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა მე­ლი­ას მიერ გახ­სნი­ლი ახა­ლი ოფი­სი პარ­ტი­უ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან არ და­ფი­ნანსდე­ბა.

რო­გორც ბეჟაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ცალ­კე ოფი­სი პარ­ტი­ულ სტრუქ­ტუ­რად ვერ მო­ი­აზ­რე­ბა და ის, შე­საძ­ლოა, პი­რა­დი ეგოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს.

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” არა­ნა­ი­რი ცალ­კე ოფი­სი პარ­ტი­უ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან არ და ვერ და­ფი­ნანსდე­ბა. პარ­ტი­ას აქვს ცენ­ტრა­ლუ­რი და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სე­ბი. პარ­ტია ერ­თი­ა­ნი, სტრუქ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნიზ­მია, პარ­ტი­ა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს პარ­ტი­ის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი თავ­მჯდო­მა­რე, სამ­დივ­ნო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი. ამი­ტომ, ცალ­კე რა­ი­მე სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ოფი­სე­ბის შექ­მნა შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს პი­რა­დი ეგოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას - ოფი­სი, კა­ბი­ნე­ტი და ა.შ. მაგ­რამ პარ­ტი­ის სტრუქ­ტუ­რად ეს ვერ მო­ი­აზ­რე­ბა.

ნე­ბის­მი­ე­რი თავ­დას­ხმე­ბი “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე”, სე­პა­რა­ტიზ­მი, ბუ­ნებ­რი­ვია, არ ემ­სა­ხუ­რე­ბა პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სებს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი დამ­თავ­რდა. პარ­ტი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი ჰყავს. მოს­წონს ეს ვინ­მეს თუ - არა, ეს დად­გე­ნი­ლი წე­სია, რო­მელ­საც პარ­ტი­ის ყვე­ლა წევ­რი უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს”,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რის მო­საზ­რე­ბას, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში” ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს, ბეჟაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­გან სე­პა­რა­ტიზ­მის მცდე­ლო­ბაა, რად­გან ისი­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ვერ ეგუ­ე­ბი­ან.

„ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა შე­ეჩ­ვი­ონ იმას, რომ არ­ჩევ­ნებ­მა გა­და­წყვი­ტა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და თავ­მჯდო­მა­რის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის სა­კი­თხი. ცალ­კე ოფი­სე­ბის ნოს­ტალ­გია გვერ­დზე უნდა გა­და­ი­დოს და ყვე­ლა ნა­ბი­ჯი უნდა გა­და­იდ­გას ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის. თავ­დას­ხმე­ბი, სე­პა­რა­ტიზ­მის მცდე­ლო­ბა მომ­დი­ნა­რე­ობს სხვა სუ­ბი­ექ­ტე­ბის­გან და ისი­ნი არ ეგუ­ე­ბი­ან არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს. ამი­ტომ სა­უბ­რო­ბენ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე. უნდა მი­ი­ღონ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათ სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი აქვთ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” ხელს ვერ შე­უშ­ლით”,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა.

გარ­და ამის, ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა კი­თხვას გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ „ინ­გლი­სუ­რი ენის არ­ცოდ­ნის გამო პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა და ამ პოსტზე ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი­სა და პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა”. ბეჟაშ­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს.

„ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვა­დას­ტუ­რებ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­სა­ბა­მოა რე­ა­ლო­ბას­თან და არ ვიცი, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ამ სა­კი­თხის წინ წა­მო­წე­ვა”,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

ვერ იქნება თავმჯდომარე ხაბე-ზონდერშტურმფიურერია და ფიურერი ვივამედშია, რადგან ნაცმო თავად არაა პოლიტიკური პარტია, ის კრიმინალური დაჯგუფებაა , მიშას ზონდერბრიგადაა, ბირთვი კი სპეცსამსახურების მიერ ნაჩქარევად "ანტირუსული" პროექტის ქვეშ ერთ ღამეში შეკოწიწებული მეორე რიგის ხელმოცარულ ჩინოვნიკთა და ძალადვაიპოლიტიკოსთა რამოდენიმე დაკომპლექსებული ადამიანისაგან შეადგინეს ! იყო მიშა და შეუკოწიწეს პარტია , დასახელებაც სხვას წაართვეს -მირიანშვილს! აბა, იყო ფუნქცირებადი პარტია, წლობით წერდა იდეოლოგიური ბირთვი პროგრამებს, შრომებს , პოლიტიკურ ტრაქტატებს, გეგმას ადგენდა საბაზრო ეკონომიკის განვითრების, დემოკრატიული და სამართლის სისტემის რეფორმის ნაშრომებს, მექანიზმებს, პროგნოზებს , საარჩევნო პლატფორმებს და მიშა აირჩია ყრილობამ თავმჯდომარედ , თუ მეორე ღამეს შევარდნენ ხროვად მიშას მეთაურობით გადაატრიალეს და დასხდნენ, ისხდნენ, სანამ არ გამოყარეს ?! ისევ შეიყრებიან ! ისევ გამოიყრებიან და შეიყრებიან ფაქტიურ თავმჯდომარესთან !

რიგითი
3

დაუნ ვი დიქტეიტეეეეე!!!!!!

ავტორი:

"ტყუილია ინფორმაცია, რომ ინგლისურის არცოდნის გამო, პარტიის თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება" - ბეჟაშვილი

"ტყუილია ინფორმაცია, რომ ინგლისურის არცოდნის გამო, პარტიის თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება" - ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ გახსნილი ახალი ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება.

როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცალკე ოფისი პარტიულ სტრუქტურად ვერ მოიაზრება და ის, შესაძლოა, პირადი ეგოს დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” არანაირი ცალკე ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ და ვერ დაფინანსდება. პარტიას აქვს ცენტრალური და რეგიონალური ოფისები. პარტია ერთიანი, სტრუქტურული ორგანიზმია, პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე, სამდივნო და აღმასრულებელი ორგანოები. ამიტომ, ცალკე რაიმე სეპარატისტული ოფისების შექმნა შეიძლება ემსახურებოდეს პირადი ეგოს დაკმაყოფილებას - ოფისი, კაბინეტი და ა.შ. მაგრამ პარტიის სტრუქტურად ეს ვერ მოიაზრება.

ნებისმიერი თავდასხმები “ნაციონალურ მოძრაობაზე”, სეპარატიზმი, ბუნებრივია, არ ემსახურება პარტიის ინტერესებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ გავითავისოთ, რომ არჩევნები დამთავრდა. პარტიას ხელმძღვანელი ორგანოები ჰყავს. მოსწონს ეს ვინმეს თუ - არა, ეს დადგენილი წესია, რომელსაც პარტიის ყველა წევრი უნდა დაემორჩილოს”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება პარტიის ზოგიერთი წევრის მოსაზრებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში” ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ბეჟაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სუბიექტებისგან სეპარატიზმის მცდელობაა, რადგან ისინი არჩევნების შედეგებს ვერ ეგუებიან.

„ადამიანები უნდა შეეჩვიონ იმას, რომ არჩევნებმა გადაწყვიტა პარტიის ხელმძღვანელობის და თავმჯდომარის ლეგიტიმურობის საკითხი. ცალკე ოფისების ნოსტალგია გვერდზე უნდა გადაიდოს და ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ერთიანობისთვის. თავდასხმები, სეპარატიზმის მცდელობა მომდინარეობს სხვა სუბიექტებისგან და ისინი არ ეგუებიან არჩევნების შედეგებს. ამიტომ საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე. უნდა მიიღონ არსებული რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათ სხვა პოლიტიკური გეგმები აქვთ, „ნაციონალური მოძრაობა” ხელს ვერ შეუშლით”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გარდა ამის, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ინგლისური ენის არცოდნის გამო პარტიის თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება და ამ პოსტზე ლევან ბეჟაშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურები განიხილება”. ბეჟაშვილი ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ინფორმაციას არ ვადასტურებ, აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან და არ ვიცი, რას ემსახურება ამ საკითხის წინ წამოწევა”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.