პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ემოციებისა და ნერვების აშლის ნაცვლად, სჯობს მეტად ჩამოყალიბებული იყოთ" - კამათი პარლამენტში
"ემოციებისა და ნერვების აშლის ნაცვლად, სჯობს მეტად ჩამოყალიბებული იყოთ" - კამათი პარლამენტში

პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს სხდო­მა­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის სა­კი­თხზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კითხს კენ­ჭი დღეს არ ეყა­როს, კა­მა­თი მოჰ­ყვა.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ბი­უ­როს სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, მის­თვის გა­სა­გე­ბია, რომ ოპო­ზი­ცია თა­ვის დღის წეს­რიგს იმა­ზე აგებს, თუ რა გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­დე­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა პარ­ლა­მენ­ტი სა­კუ­თა­რი დღის წეს­რი­გით მოქ­მე­დებს.

"ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა არ ტრი­ა­ლებს მხო­ლოდ თქვენ დღის წეს­რიგ­ზე. გა­სა­გე­ბია, რომ თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უცხო ქვეყ­ნის სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი რა გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ. თქვენ პი­რა­დად ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ყე­ნე­ბუ­ლი გქონ­დათ დე­კემ­ბერ­ში, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ შარ­შან ივ­ნის­ში და ამ პე­რი­ოდ­ში არც ერთხელ არ გა­მო­გი­ტა­ნი­ათ. სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ სხვა ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და ამით აწყობთ თქვენ პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს. ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მე ვამ­ბობ, რომ ჩვენ ჩვე­ნი დღის წეს­რი­გი გვაქვს. ამ კვი­რის დღის წეს­რიგ­ში არის თქვე­ნი სა­კი­თხი ჩას­მუ­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვა ეს სა­კი­თხი“,- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს არ არის მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის დღის წეს­რი­გი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღო.

"მეს­მის, რომ თქვენ გა­ნი­ხი­ლავთ რო­გორც ჩვე­ნი დღის წეს­რი­გის ირ­გვლივ არ­სე­ბულ დის­კუ­სი­ას, თუმ­ცა არ ვფიქ­რობ, რომ ეს ოპო­ზი­ცი­ის სა­კი­თხია მხო­ლოდ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და სამი მო­სა­მარ­თლი­სა და ერთი ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლის სან­ქცი­რე­ბას. ამის პა­სუ­ხად, ვფიქ­რობ, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა არ არის მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის დღის წეს­რი­გი. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლას ინ­ტე­რეს­შია პა­სუ­ხი გავ­ცეთ ამ მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ჩვენ თა­ვად შე­ვის­წავ­ლოთ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სხვა ტი­პის მძი­მე სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას“, - გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წო­და, მო­ბი­ლიზ­დეს, გა­მო­ი­ჩი­ნოს სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა და შემ­დეგ დღე­ებ­შიც გა­მო­ცხად­დეს სხდო­მებ­ზე.

"ემო­ცი­ე­ბი­სა და ნერ­ვე­ბის აშ­ლის ნაც­ვლად, სჯობს მე­ტად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყოთ ოპო­ზი­ცია. ნუ ბრაზ­დე­ბით. თქვენ­ზე გაბ­რაზ­დით, სა­კუ­თარ თავ­ზე“,- აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

სა­პა­სუ­ხოდ სამ­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ახლა ის ვი­თა­რე­ბა არ არის ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ას გა­მოც­და უნდა მო­უ­წყონ.

"თქვენ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად წყვეტთ, რომ გა­მოც­და ჩაგ­ვი­ტა­როთ ოპო­ზი­ცი­ას. ქვე­ყა­ნა ახლა ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ ოპო­ზი­ცი­ას გა­მოც­და ჩაგ­ვი­ტა­როთ?! ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დია, ბა­ტო­ნო შალ­ვა“,- გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი და სხვა კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა­თა შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კითხს პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცია აყე­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
0

ჩემთვის მატყუარა ,მოღალატე,უზრდელ, უტიფარ ,სინდისისგან დაცლილ ყველა ქალს სამნიძე ჰქვია ,კიკუ პოლიტიკაში!

არ მეცინება
1

სთქვა "ოპოზიციონერშა" სამნიძემ

ავტორი:

"ემოციებისა და ნერვების აშლის ნაცვლად, სჯობს მეტად ჩამოყალიბებული იყოთ" - კამათი პარლამენტში

"ემოციებისა და ნერვების აშლის ნაცვლად, სჯობს მეტად ჩამოყალიბებული იყოთ" - კამათი პარლამენტში

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი დღეს არ ეყაროს, კამათი მოჰყვა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მისთვის გასაგებია, რომ ოპოზიცია თავის დღის წესრიგს იმაზე აგებს, თუ რა განცხადებები გაკეთდება სხვა ქვეყანაში, თუმცა პარლამენტი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს.

"ჩვენი პარლამენტის მუშაობა არ ტრიალებს მხოლოდ თქვენ დღის წესრიგზე. გასაგებია, რომ თქვენი ინიციატივები დაკავშირებულია უცხო ქვეყნის საჯარო ინსტიტუტები რა განცხადებებს აკეთებენ. თქვენ პირადად ეს ინიციატივა დაყენებული გქონდათ დეკემბერში, „ნაციონალურ მოძრაობას“ შარშან ივნისში და ამ პერიოდში არც ერთხელ არ გამოგიტანიათ. საკითხის აქტუალობა და განსაკუთრებული მობილიზება გამოიწვია იმან, რომ სხვა ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება და ამით აწყობთ თქვენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ამ კვირის დღის წესრიგში არის თქვენი საკითხი ჩასმული და აუცილებლად გამოვა ეს საკითხი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერ ხათუნა სამნიძის განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის დღის წესრიგი, განსაკუთრებით იმ მძიმე გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ მიიღო.

"მესმის, რომ თქვენ განიხილავთ როგორც ჩვენი დღის წესრიგის ირგვლივ არსებულ დისკუსიას, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ოპოზიციის საკითხია მხოლოდ, განსაკუთრებით იმ მძიმე გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ეხებოდა სამი მოსამართლისა და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებას. ამის პასუხად, ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნა არ არის მხოლოდ ოპოზიციის დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ყველას ინტერესშია პასუხი გავცეთ ამ მძიმე გადაწყვეტილებას და ჩვენ თავად შევისწავლოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები და სხვა ტიპის მძიმე საკითხები, რომლებიც ეხება სასამართლო სისტემას“, - განაცხადა სამნიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა, მობილიზდეს, გამოიჩინოს სერიოზულობა და შემდეგ დღეებშიც გამოცხადდეს სხდომებზე.

"ემოციებისა და ნერვების აშლის ნაცვლად, სჯობს მეტად ორგანიზებული და ჩამოყალიბებული იყოთ ოპოზიცია. ნუ ბრაზდებით. თქვენზე გაბრაზდით, საკუთარ თავზე“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

საპასუხოდ სამნიძემ აღნიშნა, რომ ახლა ის ვითარება არ არის ქვეყანაში, როდესაც ოპოზიციას გამოცდა უნდა მოუწყონ.

"თქვენ ერთპიროვნულად წყვეტთ, რომ გამოცდა ჩაგვიტაროთ ოპოზიციას. ქვეყანა ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ოპოზიციას გამოცდა ჩაგვიტაროთ?! ეს პოლიტიკური განაცხადია, ბატონო შალვა“,- განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.