მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხინვალში 38 წლის მამაკაცი მოკლეს
ცხინვალში 38 წლის მამაკაცი მოკლეს

გა­სულ ღა­მით, ცხინ­ვალ­ში მოკ­ლეს სო­ფელ დმე­ნი­სის მცხოვ­რე­ბი, 38 წლის სოს­ლან ვა­ლი­ე­ვი. მა­მა­კა­ცი და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ცხინ­ვა­ლის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი სი­უ­კა­ე­ვია, რო­მე­ლიც ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე "სამ­ხრეთ ოსე­თის“ ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ალან გაგ­ლო­ევ­მა სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან.

"სამ­წუ­ხა­რო რამ მოხ­და, თუ სი­უ­კა­ე­ვი დამ­ნა­შა­ვეა, უნდა და­ა­კა­ვონ, თუ საკ­მა­რი­სი ხალ­ხი არ იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო გვარ­დი­ის სამ­სა­ხუ­რი და ომო­ნიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გაგ­ლო­ევ­მა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მი­ვი­და "სამ­ხრეთ ოსე­თის" ორი მცხოვ­რე­ბი.

წყა­რო

ავტორი:

ცხინვალში 38 წლის მამაკაცი მოკლეს

ცხინვალში 38 წლის მამაკაცი მოკლეს

გასულ ღამით, ცხინვალში მოკლეს სოფელ დმენისის მცხოვრები, 38 წლის სოსლან ვალიევი. მამაკაცი დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცხინვალის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული, 1989 წელს დაბადებული გიორგი სიუკაევია, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე "სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა საგანგებო შეხვედრა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.

"სამწუხარო რამ მოხდა, თუ სიუკაევი დამნაშავეა, უნდა დააკავონ, თუ საკმარისი ხალხი არ იქნება სახელმწიფო გვარდიის სამსახური და ომონიც დაგვეხმარება“, - განაცხადა გაგლოევმა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ჩვენების მისაცემად ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით მივიდა "სამხრეთ ოსეთის" ორი მცხოვრები.

წყარო