"როგორც თავდაკარგული ნარკომანი ყიდის ცოლის, დედის, შვილების, მეგობრების ბედნიერებას ლომკაში, იგივე ემართება ადამიანებს, რომლებსაც ძალაუფლების ლომკა აქვთ", - ამის შესახებ ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს და ამ კონტექსტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საკითხს განიხილავს.
"ძალაუფლება ნარკოტიკია უნებისყოფო ხალხისთვის. ძალაუფლება პატარა ადამიანებს თავს დიდებად აგრძნობინებს და თავს აკარგინებს - ვეღარ ცნობენ თავის თავს, თავის შესაძლებლობებს, მასშტაბს. ძალაუფლების და დოპამინის ურთიერთკავშირზე ბევრი მასალაა და წაიკითხეთ. (მე ბევრი ვიკითხე, მაინტერესებდა, ადამიანები ჩემ გარშემო რამ გამოაყეყეჩა).
როგორც თავდაკარგული ნარკომანი ყიდის ცოლის, დედის, შვილების, მეგობრების ბედნიერებას ლომკაში, იგივე ემართება ადამიანებს, რომლებსაც ძალაუფლების ლომკა აქვთ. ასეთ მდგომარობაში მყოფი ადამიანი ძალაუფლებას თვითმიზნად თვლის და არა საშუალებად - მათთვის არ არსებობს დიდი მიზანი, რის გამოც ძალაუფლება სჭირდება.
საკუთარი პაწაწინა თავის განსადიდებლად უნდა - ისე თავი ეპატარავება, ეგო ღრღნის და ჭკუას აკარგინებს. ერთ დროს სისტემის ღმერთებიც და ჭანჭიკებიც (მნიშვნელობა არ აქვს), ძალაუფლებას როცა ხარბდებიან, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე მიდიან, გარშემომყოფებს მისი ძალაუფლებისთვის ბრძოლას სთხოვენ (ვისაც სხვა ამოცანა აქვს და ვიღაცის ძალაუფლებისთვის ბრძოლა კიდია, ისინი მტრები ხდებიან). მათ არ აინტერესებთ ეროვნული მიზანი, მათ უნდათ საკუთარი განდიდების სამსახურში ჩაგაყენონ.
არაადეკვატური ეგოთი მართული ადამიანები, როცა თავად ტალახში წვებიან, ყველას გათხვრა უნდათ, ამიტომ ადამიანებს თავიანთ სქემებში ითრევენ, სვრიან, დისკრედიტაციას ახდენენ ისე, რომ ამ ადამიანებმა არაფერი იციან. როცა ფეხი უსრიალდებათ და ფლავდებიან - ეგო ეგლიჯებათ და განზე მდგომების დათხვრას იწყებენ.
მათ არა სიმართლის დადგენა, არამედ იმ ხალხის დისკრედიტაცია სურთ, ვინც კეზერაშვილს უპირისპირდებოდა და მართალი აღმოჩნდა. ასეთია კეზერაშვილის ეგო, თვითონ იძირება, მაგრამ სხვებიც უნდა გათხვაროს.
ჩვენი ამოცანაა ამ ტალღასაც (მანამდე იყო გაზპრომთან გარიგება, მიშას ღალატი, ბიძინასთან გარიგება და ა. შ) გავუმკლავდეთ და ყველა თრეში გავანადგუროთ. აუცილებლად გავანადგურებ (როგორც ფაქტორს, მაინც დავაზუსტებ)" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ნაცმოძრაობა ერთ ღამეში შეკოწიწებული სახელმითვისებული მუსოლინიური ტიპის შტურმზონდერ ფაშიოა , რომელიც პოლიტიკურ ველზე ყაჩაღობით ირჩენსთ თავს , საბუთი ? რამდენიც გნებავთ , მაგალითად კეზერამ გაძარცვა არმია და ქვეყანა მიშას დავალებით, პოლიტიკაა ძარცვა ?! ან, თუნდაც მისი ოფოციალური პოლიტიკურ იდეოლოგიური მსოფლმხედველობის ცვლილება-ნეოკონსრტვატორი იყო , ეს "იდეოლოგია" ეკონომიკის საძარცვი ინსტრუმენტია-შირმაა "თავდაცვის გაძლიერების მიზნით ეკონომიკაში მეტი ჩარევის", ანუ ძარცვის გასამართლებლად ! ახლა აქვსთ კარდინალურად საწინააღმდეგო სამოქალაქო ნაციონალიზმის და ევროატლანტიზმის იდეოლოგიის მატარებელი , სამივე ბატიბუტიზმია , ნაცმოს სამი, თუ ოთხი შტო ატარებს ერთიდაიგივე იდეოლოგიას , სად ნახეთ რამოდენიმე ძველის ბაზაზე შექმნილი ახალ პარტიას ერთიდაიგივე პერსონები შეადგენდნენ , იდეოლოგია კი ძველისგან განსხვავებული გაუხდათ ? იდეოლოგიაა ღერძი , რომლის გარშემო განისაზღვრება და მიიღწევა საპროგრამო პოლიტიკური მიზანი , სამივე ბოკერიას ბატიბუტისტური ტრულაილა ფუტურო შემოქმედებაა და არაფერი აქვს საერთო საქართველოს ტრადიციულ და ისტორიულ მსოფლმხედველობასთან, წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან ! ესაა იდეოლოგია ფიქსი , არა აქვს არანაირი საფუძველი , თვალთმაქცობაა, რეგისტრაციისათვის და შირმა საჭიროა ქალბატონის რედიკულივით და აქვსთ , სეთურის პროგრამაა , ეგარი, ამ დროს პარტიის არსებობის დედააზრი იდეოლოგიაა ! გააჩერეთ კეზერა და კითხეთ რა განსხვავებაა ძველ და ახალ იდეოლოგიებს შორის , უპასუხოს აბა, ეგეც ნაბუკო ხომ არ არის ?!
გრძნობ და გეწვის არა? ის რა თქმა უნდა იტყვის როდის და რამდენი აქვს მიცემული შენთვის და შენი ქმრისთვის პენსიონერების ნაძარცვი ფული!