პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა ამ დროისთვის რიკოთზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კომენტარს აკეთებს
რა ვითარებაა ამ დროისთვის რიკოთზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კომენტარს აკეთებს

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­ორ­გი წე­რეთ­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს დი­ლის 7:00 სა­ა­თი­დან რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მსუ­ბუ­ქი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგა.

მი­სი­ვე თქმით, და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი კვლავ მოქ­მე­დებს და 19:00 სა­ა­თის შემ­დეგ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მოძ­რა­ო­ბას გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რის გზა­ზე გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

რო­გორც გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა აღ­ნიშ­ნა, მოძ­რა­ო­ბა რი­კოთ­ზე დატ­ვირ­თუ­ლია, რაც აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია.

„დღეს დი­ლის 7:00 სა­ა­თი­დან უკვე მსუ­ბუ­ქი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის აღ­დგა მოძ­რა­ო­ბა რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე. ტრა­დი­ცი­უ­ლად, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლია ყო­ველ­თვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და ნა­კა­დე­ბი. სა­ღა­მოს 19:00 სა­ა­თამ­დე მსუ­ბუ­ქი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ რი­კო­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე, ხოლო 19:00 სა­ა­თის შემ­დეგ, მსუ­ბუ­ქი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბი გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა­ზე იქ­ნე­ბა . 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია, სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო კომ­პა­ნია და ასე­ვე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mtebi
10

ალბათ ჯობია მანდ ფეხით სასიარულო ბილიკები გააკეთონ. ხალხი სურამამდე მივა მანქანით, მერე ფეხით გადავა შორაპნამდე, იქ სხვა მანქანები დახვდებათ და გზას გააგრძელებენ. ბუნებისთვისაც კაი იქნება და ჯანმრთელობისთვისაც. სხვა ქვეყნებიც აგვყვებიან და გადაიღებენ ამ ინოვაციას. 

იმერელი
0

მთავარია წვიმა არ მოვიდეს :)))))

ავტორი:

რა ვითარებაა ამ დროისთვის რიკოთზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კომენტარს აკეთებს

რა ვითარებაა ამ დროისთვის რიკოთზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კომენტარს აკეთებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი წერეთლის განცხადებით, დღეს დილის 7:00 საათიდან რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგა.

მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს და 19:00 საათის შემდეგ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გააგრძელებენ.

როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, მოძრაობა რიკოთზე დატვირთულია, რაც აღდგომის დღესასწაულისთვის დამახასიათებელია.

„დღეს დილის 7:00 საათიდან უკვე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის აღდგა მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე. ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულზე მომატებულია ყოველთვის ინტენსივობა და ნაკადები. საღამოს 19:00 საათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ რიკოთის მონაკვეთზე, ხოლო 19:00 საათის შემდეგ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები გომი-საჩხერე-ჭიათურაზე იქნება . 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელშიც ჩართულები არიან სამშენებლო კომპანია, საზედამხედველო კომპანია და ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.