მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად ჩაიკეტა ენგურის ხიდი" - აფხაზური მედიის ინფორმაციით, გალში მცხოვრებლები თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობენ
"...სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად ჩაიკეტა ენგურის ხიდი" - აფხაზური მედიის ინფორმაციით, გალში მცხოვრებლები თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობენ

აფხა­ზუ­რი მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ჯერ მარ­ტის, შემ­დეგ კი 9 აპ­რი­ლის აქ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში იმარ­თე­ბო­და. ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, გა­ლის რა­ი­ო­ნის დევ­ნი­ლე­ბი და იქა­უ­რი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მიერ გა­მარ­თულ მი­ტინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად თბი­ლის­ში იმარ­თე­ბა.

"აფხა­ზე­თის, ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის ცნო­ბით, ოპე­რა­ტი­ულ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ლის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რო­ბენ და ე.წ. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი აქვთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ" - წერს გა­მო­ცე­მა Апсныпресс.

მი­სი­ვე ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია სტუ­დენ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლო­ბენ, მათი ნა­თე­სა­ვე­ბი კი, ქარ­თულ მხა­რეს ან გა­ლის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ.

"სწო­რედ ამ პრო­ცე­სის შე­სამ­ცი­რებ­ლად ჩა­ი­კე­ტა ენ­გუ­რის ხიდი დრო­ე­ბით" - წერს გა­მო­ცე­მა.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. ერთი ნა­წი­ლის ცნო­ბით, ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა კი­დევ ერთხელ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე იე­რი­შია, რად­გან ყვე­ლამ იცის, რომ ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი თბი­ლი­სის ცენ­ტრში პო­ლი­ტი­კუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით კი არა, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის იდ­გე­ნენ.

სხვე­ბის თქმით, მათი ნე­ბაა, ევ­რო­პას მო­ი­თხო­ვონ თუ ამე­რი­კას, მაგ­რამ აფხა­ზეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თონ...

"ხალ­ხს ევ­რო­პა სურს და მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია გა­მარ­თეს. რა არის ამა­ში სა­ხი­ფა­თო, ყვე­ლა­ფერ­ში "დესტრუქ­ცი­ულ პრო­ცე­სებს" რა­ტომ ხე­დავთ... ჩვენც, ქარ­თვე­ლებ­სა და ევ­რო­პე­ლებს ბევ­რი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა გვაქვს. მე ასე ვხე­დავ" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru-ს სტა­ტი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზეთ­ში არა­სამ­თავ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს არის რე­ა­ლო­ბა" - წერს მა­კტი­ნა ჯა­ლა­ღო­ნია.

"სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვის, აფხა­ზე­თი - არაფ­რის­თვის, ყვე­ლა­ნა­ი­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა და­კარ­გუ­ლი გვაქვს, არ­სად გვინ­და, გვსურს ყვე­ლამ თავი დაგ­ვა­ნე­ბოს, მაგ­რამ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ასე ვერ იქ­ნე­ბა. ამ რე­ა­ლო­ბა­ში ასე გა­მო­რი­ცხუ­ლია. ამი­ტომ, ჩა­საფ­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბი­სა და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მე­დია-სი­უ­ჟე­ტე­ბის ნაც­ვლად იქ­ნებ დროა გა­ვერ­კვეთ, სად გვინ­და რა გვინ­და, თო­რემ მე­ო­რე თა­ო­ბა მი­დის "და­კარ­გვის­კენ" - წერს იან ჩე­ლო­ტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიბნელე!
18

"ქართველი სტუდენტები აქციაზე ევროპული მომავლისთვის იდგნენ", თურმე! და ამ მომავალს ეგრევე დაკარგავდნენ, ენჯეოების დაფინანსების წყარო და ოდენობა რომ გამჭვირვალე გამხდარიყო, არა?.. - ცოტათი თქვენითაც რომ იაზროვნოთ, გეკრძალებათ?

Qeto
2

მერე თქვენ რა გენაღვლებათ.. ითამაშეთ ომობანა და მედლები დაკიდეთ რუსთა ურდოს ქვეყნის გაპარტახებისათვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"...სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად ჩაიკეტა ენგურის ხიდი" - აფხაზური მედიის ინფორმაციით, გალში მცხოვრებლები თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობენ

"...სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად ჩაიკეტა ენგურის ხიდი" - აფხაზური მედიის ინფორმაციით, გალში მცხოვრებლები თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობენ

აფხაზური მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანია ჯერ მარტის, შემდეგ კი 9 აპრილის აქციები, რომელიც თბილისში იმართებოდა. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, გალის რაიონის დევნილები და იქაური მაცხოვრებლები ქართული ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგებში მონაწილეობენ, რომლებიც პერიოდულად თბილისში იმართება.

"აფხაზეთის, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ და ე.წ. აფხაზეთიდან დევნილის სტატუსი აქვთ, საქართველოში გამართულ აქციებში აქტიურად მონაწილეობენ" - წერს გამოცემა Апсныпресс.

მისივე ცნობით, საუბარია სტუდენტებზე, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, მათი ნათესავები კი, ქართულ მხარეს ან გალის რაიონის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

"სწორედ ამ პროცესის შესამცირებლად ჩაიკეტა ენგურის ხიდი დროებით" - წერს გამოცემა.

გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებულ რეგიონში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილის ცნობით, ამგვარი ინფორმაციების გავრცელების წინაპირობა კიდევ ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებზე იერიშია, რადგან ყველამ იცის, რომ ქართველი ახალგაზრდები თბილისის ცენტრში პოლიტიკური ინიციატივით კი არა, ევროპული მომავლისთვის იდგენენ.

სხვების თქმით, მათი ნებაა, ევროპას მოითხოვონ თუ ამერიკას, მაგრამ აფხაზეთსა და საქართველოს შორის, ერთხელ და სამუდამოდ არჩევანი უნდა გააკეთონ...

"ხალხს ევროპა სურს და მშვიდობიანი აქცია გამართეს. რა არის ამაში სახიფათო, ყველაფერში "დესტრუქციულ პროცესებს" რატომ ხედავთ... ჩვენც, ქართველებსა და ევროპელებს ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს. მე ასე ვხედავ" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ინტერნეტგამოცემა abkhaz-auto.ru-ს სტატიის კომენტარებში.

"ეს ყველაფერი აფხაზეთში არასამთავრო ორგანიზაციების შემცირებას ემსახურება. ეს არის რეალობა" - წერს მაკტინა ჯალაღონია.

"საქართველო ევროპული მომავლისთვის იბრძვის, აფხაზეთი - არაფრისთვის, ყველანაირი ინიციატივა დაკარგული გვაქვს, არსად გვინდა, გვსურს ყველამ თავი დაგვანებოს, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ასე ვერ იქნება. ამ რეალობაში ასე გამორიცხულია. ამიტომ, ჩასაფრებული შეტევებისა და დაფინანსებული მედია-სიუჟეტების ნაცვლად იქნებ დროა გავერკვეთ, სად გვინდა რა გვინდა, თორემ მეორე თაობა მიდის "დაკარგვისკენ" - წერს იან ჩელოტი.