მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომაა ხუთშაბათი "თევზის დღე"?
რატომაა ხუთშაბათი "თევზის დღე"?

თევ­ზის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იცის და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ამ პრო­დუქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი ტრა­დი­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს. ალ­ბათ გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ხუთ­შა­ბა­თი თევ­ზის დღედ ით­ვლე­ბა. სა­ი­დან გაჩ­ნდა ასე­თი ტრა­დი­ცია, და­ნამ­დვი­ლე­ბით არა­ვინ იცის, თუმ­ცა, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ვერ­სია. ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ეს ფაქ­ტი მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტრა­დი­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ოთხშა­ბათს და პა­რას­კევს ხორ­ცის ჭამა იკ­რძა­ლე­ბო­და. ამ დღე­ებს შო­რის თევ­ზის მი­ღე­ბა კი პირ­და­პირ კავ­შირ­ში იყო ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან. ორ­გა­ნიზ­მი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­ტა­მი­ნე­ბის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და სხვა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მა­რაგს სწო­რედ თევ­ზით ივ­სებ­და.

ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ქრის­ტი­ა­ნე­ბი უნდა და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ კვე­ბით შე­ზღუდ­ვებს, რათა ცოდ­ვე­ბი მო­ე­ნა­ნი­ე­ბი­ნათ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, თევ­ზი არ იყო აკ­რძა­ლულ პრო­დუქ­ტებს შო­რის, რად­გან ის ცივ­სის­ხლი­ა­ნია და ამი­ტო­მაც, ცხო­ვე­ლუ­რი ხორ­ცის შე­სა­ნიშ­ნავ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ით­ვლე­ბო­და. თევ­ზი ძვე­ლად მარ­ხვის დღე­ებ­შიც კი ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მათ­თვის, ვი­საც ხელი მი­უწ­ვდე­ბო­და მას­ზე.

კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი ვერ­სი­ით, თევ­ზის დღე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­წე­სა, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­ში იყო ქვე­ყა­ნა­ში სა­ქონ­ლის და ღო­რის ხორ­ცის დე­ფი­ციტ­თან. თევ­ზის დღის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­მო­ღე­ბით, ხორ­ცის დე­ფი­ცი­ტი რომ გა­და­ე­ფა­რათ. სი­ახ­ლემ მა­სობ­რი­ვი კამ­პა­ნი­ის სახე მი­ი­ღო, რო­მელ­საც დი­ე­ტო­ლო­გე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ. ისი­ნი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­დას ეწე­ოდ­ნენ და არც თუ ისე უსა­ფუძ­ვლოდ. მრა­ვალ­მა კვლე­ვამ და­ამ­ტკი­ცა, რომ თევ­ზი იდე­ა­ლუ­რად ეწე­რე­ბა ჯან­სა­ღი კვე­ბი­სა და დი­ე­ტე­ბის სი­ებ­ში.

უნდა ით­ქვას, რომ დღე­საც, ხუთ­შა­ბა­თის ტრა­დი­ცია და­კარ­გუ­ლი არ არის. ძა­ლი­ან ბევრ რეს­ტო­რან­ში, ხუთ­შა­ბათს, თევ­ზის არ­ჩე­ვა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, სპე­ცი­ა­ლუ­რად აქ­ცი­ე­ბიც ტარ­დე­ბა ამ დღეს. მა­გა­ლი­თად კომ­პა­ნია "ოკე­ა­ნე", ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის და ლიბ­რეს ქსელ­ში, ხუთ­შა­ბა­თო­ბით, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის თევზზე ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს სლო­გა­ნით „ხუთ­შა­ბა­თი თევ­ზის დღეა“.

ქარ­თუ­ლი ბრენ­დი „ოკე­ა­ნე“, ბა­ზარ­ზე 20 წლის წინ გა­მოჩ­ნდა და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი წარ­მო­ე­ბა აქვს. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გვი­თხრეს, წარ­მო­ე­ბა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა, რად­გან თევ­ზის პრო­დუქ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა მზარ­დია. ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან თევზს ქარ­თულ სუფ­რა­ზე ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვა. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი წერ­და - „ქარ­თველს უთევ­ზოდ პუ­რის ჭამა და დრო­ის ტა­რე­ბა არაფ­რად მი­აჩ­ნდა“. მარ­თლაც, სხვა­დას­ხვა დღე­სას­წა­ულ­ზე, ჭირ­სა თუ ლხინ­ში, თევ­ზის­გან რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის კერ­ძი მზად­დე­ბო­და.

ახალ­და­ჭე­რილ თევზს თბი­ლი­სე­ლი მე­თევ­ზე­ე­ბი ქუ­ჩებ­სა და ბაზ­რებ­ში ხელ­ზე ყიდ­დნენ, მაგ­რამ არ­სე­ბობ­და უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სის­ტე­მა და თევ­ზით სა­ვაჭ­რო სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბიც, სა­დაც მე­თევ­ზე­ე­ბი თევზს აბა­რებ­დნენ. სწო­რედ ამ სა­ვაჭ­რო ად­გი­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­თა დაკ­ვე­თით იჭერ­დნენ მე­თევ­ზე­ე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხის თევ­ზე­ულს თბი­ლის­სა თუ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კუ­თხე­ებ­ში.

შემ­დეგ თით­ქოს თევ­ზის კულ­ტუ­რა და­ი­კარ­გა, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, თევზზე მო­თხოვ­ნა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბოლო 20 წელ­ში თევ­ზის მოხ­მა­რე­ბა 10-ჯერ გა­ი­ზარ­და. თევზზე მო­თხოვ­ნის გაზ­რდამ წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც შე­უ­წყო ხელი და ასორ­ტი­მენ­ტიც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და. რო­გორც ზე­ვით აღ­ვნიშ­ნეთ, ერთი რაც არ შეც­ვლი­ლა, ხუთ­შა­ბა­თის სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვაა და დღე­საც ბევ­რის­გან მო­ის­მენთ ფრა­ზას, რომ „ხუთ­შა­ბა­თი თევ­ზის დღეა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

რატომაა ხუთშაბათი "თევზის დღე"?

რატომაა ხუთშაბათი "თევზის დღე"?

თევზის სასარგებლო თვისებების შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის და ბევრ ქვეყანაში ამ პროდუქტთან დაკავშირებული მთელი რიგი ტრადიციები არსებობს. ალბათ გეცოდინებათ, რომ ხუთშაბათი თევზის დღედ ითვლება. საიდან გაჩნდა ასეთი ტრადიცია, დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა, არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ეს ფაქტი მართლმადიდებლურ ტრადიციას უკავშირდება, რომლის თანახმად, ოთხშაბათს და პარასკევს ხორცის ჭამა იკრძალებოდა. ამ დღეებს შორის თევზის მიღება კი პირდაპირ კავშირში იყო ადამიანის ჯანმრთელობასთან. ორგანიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მარაგს სწორედ თევზით ივსებდა.

ტრადიციის მიხედვით, ქრისტიანები უნდა დამორჩილებოდნენ კვებით შეზღუდვებს, რათა ცოდვები მოენანიებინათ. ხშირ შემთხვევაში, თევზი არ იყო აკრძალულ პროდუქტებს შორის, რადგან ის ცივსისხლიანია და ამიტომაც, ცხოველური ხორცის შესანიშნავ ალტერნატივად ითვლებოდა. თევზი ძველად მარხვის დღეებშიც კი ნებადართული იყო. ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვისაც ხელი მიუწვდებოდა მასზე.

კიდევ ერთი ცნობილი ვერსიით, თევზის დღე საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხელისუფლებამ დააწესა, რაც პირდაპირ კავშირში იყო ქვეყანაში საქონლის და ღორის ხორცის დეფიციტთან. თევზის დღის აუცილებლობის შემოღებით, ხორცის დეფიციტი რომ გადაეფარათ. სიახლემ მასობრივი კამპანიის სახე მიიღო, რომელსაც დიეტოლოგებიც შეუერთდნენ. ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწეოდნენ და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. მრავალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ თევზი იდეალურად ეწერება ჯანსაღი კვებისა და დიეტების სიებში.

უნდა ითქვას, რომ დღესაც, ხუთშაბათის ტრადიცია დაკარგული არ არის. ძალიან ბევრ რესტორანში, ხუთშაბათს, თევზის არჩევანი განსაკუთრებით მრავალფეროვანია, სპეციალურად აქციებიც ტარდება ამ დღეს. მაგალითად კომპანია "ოკეანე", ნიკორა სუპერმარკეტების და ლიბრეს ქსელში, ხუთშაბათობით, სხვადასხვა სახეობის თევზზე ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს სლოგანით „ხუთშაბათი თევზის დღეა“.

ქართული ბრენდი „ოკეანე“, ბაზარზე 20 წლის წინ გამოჩნდა და ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი წარმოება აქვს. როგორც კომპანიაში გვითხრეს, წარმოება წლიდან წლამდე იზრდება, რადგან თევზის პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან თევზს ქართულ სუფრაზე ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა. ივანე ჯავახიშვილი წერდა - „ქართველს უთევზოდ პურის ჭამა და დროის ტარება არაფრად მიაჩნდა“. მართლაც, სხვადასხვა დღესასწაულზე, ჭირსა თუ ლხინში, თევზისგან რამდენიმე დასახელების კერძი მზადდებოდა.

ახალდაჭერილ თევზს თბილისელი მეთევზეები ქუჩებსა და ბაზრებში ხელზე ყიდდნენ, მაგრამ არსებობდა უფრო მოწესრიგებული სისტემა და თევზით სავაჭრო სპეციალური ადგილებიც, სადაც მეთევზეები თევზს აბარებდნენ. სწორედ ამ სავაჭრო ადგილების მეპატრონეთა დაკვეთით იჭერდნენ მეთევზეები სხვადასხვა სახის თევზეულს თბილისსა თუ საქართველოს სხვა კუთხეებში.

შემდეგ თითქოს თევზის კულტურა დაიკარგა, მაგრამ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, თევზზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, ბოლო 20 წელში თევზის მოხმარება 10-ჯერ გაიზარდა. თევზზე მოთხოვნის გაზრდამ წარმოების განვითარებასაც შეუწყო ხელი და ასორტიმენტიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ერთი რაც არ შეცვლილა, ხუთშაბათის სიმბოლური დატვირთვაა და დღესაც ბევრისგან მოისმენთ ფრაზას, რომ „ხუთშაბათი თევზის დღეა“.