სოციალურ ქსელებში პრორუსულმა გვერდებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ადამიანის სასტიკი მკვლელობაა აღბეჭდილი. სავარაუდოდ, მოკლული ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცია, ხოლო მკვლელობის შემსრულებელი რუსი სამხედრო.
როგორც უკრაინული მედია წერს, ვიდეო გასულ წელს უნდა იყოს გადაღებული, რადგან მწვანე ფოთლები ჩანს.
კადრებში ჩანს, რომ სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცი უკრაინელს დანით კვეთს თავს. შემდეგ მოჭრილ თავს კამერას უჩვენებენ და ამბობენ, რომ მას ნაწამები ჯარისკაცის მეთაურს გაუგზავნიან.
არ ჩანს იმ ადამიანის სახე, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, რადგან ნიღაბი უკეთია. ზოგიერთი მოსაზრებით, ვიდეო ბახმუტშია გადაღებული.
ისევ და ისევ სავარაუდოდ...
მიუღებელი და დასაგმობია ნებისმიერი სადიზმი და ჯალათობა ვინც არ უნდა ჩადიოდეს ამას, რუსი იქნება, უკრაინელი ან ნებისმიერი სხვა ეროვნების - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს...
გამახსენდა ერთი წლის წინათ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც უკრაინელი ქალი ნამგლის მსგავსი ცივი იარაღით თავს კვეთს რუსი ეროვნების ტყვეს!!!
სიკვდილი და არ გადარჩენა ყველა ჯალათსა და მწამებელს!!!