საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია მეც დამასანქცირებთ! დიდი ხანია, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!?" - მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
"იმედია მეც დამასანქცირებთ! დიდი ხანია, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!?" - მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს უვა­დოდ არ­ჩე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე, ვლა­დი­მერ კა­კა­ბა­ძე სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დებს. ის კო­ლე­გა ლე­ვან თევ­ზა­ძის პოსტზე აკო­მენ­ტა­რებს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს სთხოვს, ისიც და­ა­სან­ქცი­რონ.

"ეს სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის მი­ე­რაა მი­ღე­ბუ­ლი რომ­ლის მო­რა­ლი კარ­გად იკი­თხე­ბა აშშ-ს ერთ-ერთი პრე­ზი­დენ­ტის ცნო­ბილ გა­მო­ნათ­ქვამ­ში „ის ძაღ­ლის შვი­ლია, მაგ­რამ ჩვე­ნი ძაღ­ლის შვი­ლი“ ("Somoza may be a son of a bitch, but he's our son of a bitch."). ამი­ტომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს თუ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მშვი­დო­ბი­ა­ნად, და­მო­უ­კი­დებ­ლად და სტა­ბი­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სუ­ბი­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა სი­მარ­თლე გი­თხრა, აშშ-ს ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის­გან აღარც მიკ­ვირს.

ცივი ომის "სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბის" სტილ­ში მი­ღე­ბუ­ლი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი მახ­სე­ნებს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბას, რომ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მსოფ­ლიო ჟან­დარ­მის სტა­ტუს­ში აღიქ­მე­ბა, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნას­წო­რი პარტნი­ო­რო­ბის ნაც­ვლად სა­კუ­თარ მო­კავ­ში­რე­ებს უხე­ში ფორ­მით კარ­ნა­ხობს მხო­ლოდ მის­თვის სა­სურ­ველ თა­მა­შის წე­სებს. სამ­წუ­ხა­როდ ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თაც ვლინ­დე­ბა რაც გულ­და­სა­წყვე­ტი და და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია. პ.ს. დიდი ხა­ნია გა­სუ­ლი, რაც ვი­ეტ­ნამ­ში ქა­ლებს და ბავ­შვებს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით აღარ წამ­ლავთ, ბა­ტო­ნო ბლინ­კენ!?იმე­დია მეც და­მა­სან­ქცი­რებთ!!!" - წერს კა­კა­ბა­ძე.

ცნო­ბის­თვის, აშშ მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს სან­ქცი­ებს უწე­სებს.

ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძის სა­ჯა­რო სან­ქცი­რე­ბას ახ­დენს, ვი­ზის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ 7031(c) წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გამო.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ბლინ­კე­ნი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს მათი თა­ნამ­დე­ბო­ბა რო­გორც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა, რი­თაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 90 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
1

ეპატიება, ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე, რაა მამული? მას ხომ ეს შეგრძნება არასოდეს ქონია და დარჩა ფესვებიდან მოწყვეტილი, სამწუხაროდ.

nodari
27

კაკაბაძეს-

გამოჩნდა ახალი ცოტნე დადიანი. შენ და შენი მოსამართლეები უნდა გაგატიტვლონ ტანზე განავალი წაგისვან(თაფლი თქვენზე არამია) და ქალაქში უნდა ჩამოგატარონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"იმედია მეც დამასანქცირებთ! დიდი ხანია, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!?" - მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

"იმედია მეც დამასანქცირებთ! დიდი ხანია, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!?" - მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძე სანქცირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს. ის კოლეგა ლევან თევზაძის პოსტზე აკომენტარებს საკუთარ მოსაზრებას და ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს, ისიც დაასანქცირონ.

"ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ-ს ერთ-ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში „ის ძაღლის შვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი“ ("Somoza may be a son of a bitch, but he's our son of a bitch."). ამიტომ ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა სიმართლე გითხრა, აშშ-ს ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს.

ცივი ომის "საუკეთესო ტრადიციების" სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია. პ.ს. დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ, ბატონო ბლინკენ!?იმედია მეც დამასანქცირებთ!!!" - წერს კაკაბაძე.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ნახეთ ასევე: