მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერში ჩემი ბიზნესპარტნიორი მეხმარება, ასაკით პატარაა, მაგრამ ძალიან ძლიერია" - ნუცა შანშიაშვილის "ახალი ერა" ამერიკაში: ანშლაგი კონცერტზე და მომღერლის ემოციები
"ყველაფერში ჩემი ბიზნესპარტნიორი მეხმარება, ასაკით პატარაა, მაგრამ ძალიან ძლიერია" - ნუცა შანშიაშვილის "ახალი ერა" ამერიკაში: ანშლაგი კონცერტზე და მომღერლის ემოციები

"და­ვი­ბა­დე ბედ­ნი­ე­რი სუ­ლის მა­ტა­რე­ბელ შემ­სრუ­ლებ­ლად და მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა გა­გი­ნა­წი­ლოთ ეს დროს­ტა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა!!! სიმ­ღე­რა არის სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო, ღი­მი­ლი, უკი­დე­გა­ნო ერო­ტი­კის ენერ­გია, რომ­ლი­თაც იბა­დე­ბა მომ­ღე­რა­ლი; ეს არ არის ბრძო­ლა, მუ­სი­კა სი­ა­მოვ­ნე­ბის მწვერ­ვა­ლია!.. გე­ლო­დე­ბათ ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი შოუ! უნი­კა­ლუ­რი მუ­სი­კო­სე­ბი და მე! ბევ­რი სი­ურპრი­ზი... არ გა­მო­ტო­ვოთ არც ერთი წუთი, ცხოვ­რე­ბა მიქ­რის! გე­ლო­დე­ბით ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლის ზე­იმ­ზე!!!" - ეს პოს­ტი მომ­ღე­რალ­მა ნუცა შან­ში­აშ­ვილ­მა თა­ვის "ფე­ის­ბუკ"-გვერ­დზე კონ­ცერ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც ხე­ლოვ­ნის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ნუ­ცას რეკ­ლა­მა არ სჭირ­დე­ბა, მთა­ვა­რია, "და­ი­ძა­ხოს" და მის მო­სას­მე­ნად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მივა. მარ­თლე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ - კონ­ცერ­ტმა, სა­ხელ­წო­დე­ბით NEW ERA , რო­მე­ლიც ნიუ-იორკში, Oceana theater–ში გა­ი­მარ­თა, სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა.

სიმ­ღე­რე­ბის გარ­და, სცე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლის ახა­ლი ფერ­წე­რუ­ლი და გრა­ფი­კუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი.

- ამ კონ­ცერ­ტის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 წელი ვემ­ზა­დე­ბო­დით და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ყვე­ლა­ფერ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა, მა­ყუ­რე­ბე­ლი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა...

- კონ­ცერტს "ახა­ლი ერა" რა­ტომ და­არ­ქვით?

- კო­ვიდ-პან­დე­მი­ის მერე, ვფიქ­რობ, სამ­ყა­რო ახა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კონ­ცერ­ტში სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ვარ­სკვლა­ვი მო­ნა­წი­ლე­ობ­და - ეს ერ­თგვა­რი მი­ნიშ­ნე­ბა­ცაა იმის, რომ მო­მა­ვალ­ში მთე­ლი სამ­ყა­რო სიყ­ვა­რუ­ლით გა­ვერ­თი­ან­დე­ბით და ეს გარ­და­უ­ვა­ლია! ახლა კა­ცობ­რი­ო­ბა ძა­ლი­ან რთულ გზას გა­დის, მაგ­რამ მოვა დრო, როცა მი­ვალთ სწორ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ამ­დე და არა ისე­თამ­დე, რი­სიც ხალ­ხს ეში­ნია, თით­ქოს, რა­ღაც კონ­კრე­ტულ­მა ჯგუფ­მა უნდა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნოს და დაგ­ვი­მო­ნოს. ასეთს - არა, მაგ­რამ სწორ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას ვემ­ხრო­ბი, როცა ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რულ­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბა მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა და, პირ­ვე­ლი რიგ­ში, ამას ეძღვნე­ბო­და ჩემი პერ­ფორ­მან­სი.

- კონ­ცერ­ტის და­სა­წყის­ში მა­ყუ­რე­ბელს უჩ­ვე­ნეთ ნა­ხა­ტე­ბით აწყო­ბი­ლი ფილ­მი...

- დიახ, ეს არის ფილ­მი, აწყო­ბი­ლი ჩემი ნა­ხა­ტე­ბით, რო­მე­ლიც ახლო მო­მა­ვალ­ში ბერ­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­იგ­ზავ­ნე­ბა, რო­გორც მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი, ამა­ში კი დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის და, სა­ერ­თო­დაც, ყვე­ლა­ფერ­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა ჩემი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი, ასა­კით პა­ტა­რა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და ნი­ჭი­ე­რი ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი. ჩვენ ეს ფილ­მი ერ­თად ავა­წყვეთ...

- ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ცერტს და­ეს­წრნენ და სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი გა­მი­ზი­ა­რეს, აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­ო­ცა­რი დღე­სას­წა­უ­ლი მო­ა­წყვეთ...

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ახ­ლე­ბუ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ჰავა ნა­გი­ლა", სა­დაც მინ­დო­და ბიბ­ლი­უ­რი თე­მის - როცა მო­სემ ებ­რა­ე­ლი ხალ­ხი უდაბ­ნო­დან გა­მო­იყ­ვა­ნა - ტრა­გიზ­მი და ფი­ლო­სო­ფია გად­მო­მე­ცა და მგო­ნი, გა­მო­ვი­და... კონ­ცერ­ტი ვერ იქ­ნე­ბო­და ასე­თი კარ­გი, რომ არა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარ­ში მედგნენ: ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი, ჯაზ ვარ­სკვლა­ვე­ბი - Yaacov Mayman jazz band. იცით, რო­გორ ვარ­სკვლა­ვებ­ზეა ლა­პა­რა­კი? ფორ­ტე­პი­ა­ნო - რუს­ლან აგა­ბა­ბა­ე­ვი, უნი­კა­ლუ­რი დრა­მე­რი - ალექ­სან­დრა მე­ი­მა­ნი (მო­გი­ლე­ვი­ჩი), ბასი - ოლეგ ოსენ­კო­ვი, საყ­ვი­რი - გილ ექ­სე­ლი, საქ­სო­ფო­ნი - ია­კოვ მე­ი­მა­ნი, გი­ტა­რა - ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი ლე­გენ­და გია ფე­იქ­რიშ­ვი­ლი; ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ახალ­გაზ­რდა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მე­ვი­ო­ლი­ნე და კარ­გი ადა­მი­ა­ნი - სა­ლო­მე ლო­მი­ძე; კოს­ტი­უ­მებ­ზე იმუ­შა­ვა ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ია­მა­მო­ტომ.

სა­მო­სი იყო ზუს­ტად მორ­გე­ბუ­ლი და მმუხ­ტავ­და იმ ემო­ცი­ით, რაც მჭირ­დე­ბო­და. კონ­ცერ­ტში, ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბა­ლე­ტის დივა მანო მი­ქა­ძე, რო­მელ­მაც და­ამ­შვე­ნა სიმ­ღე­რა "ტან­გო". მიქ­სი გა­ვა­კე­თე არ­გენ­ტი­ნუ­ლი ტან­გო­სა და ქარ­თუ­ლი ემო­ცი­უ­რი თე­მა­ტი­კის დახ­მა­რე­ბით. როცა ამ სიმ­ღე­რას ვას­რუ­ლებ­დი, წი­თე­ლი სა­მო­სი მეც­ვა, მა­ნოს - ყვი­თე­ლი. ჩვე­ნი ნო­მე­რი უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის ბრძო­ლას ჰგავ­და, სა­ბო­ლო­ოდ მანო "მაგ­დებს" და ფეხს მა­დებს, მერე კი ისეთ პო­ზას იღებს, რო­გორ­საც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ­წი­ვი. აი, ასე­თი, სა­ნა­ხა­ო­ბე­ბით და­ხუნძლუ­ლი, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა...

ნუცა და ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი

- ამ კონ­ცერ­ტის მსმე­ნე­ლი და მა­ყუ­რე­ბე­ლი, ძი­რი­თა­დად, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი იყ­ვნენ?

- არა მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი ებ­რა­ე­ლი და­დის ჩემს ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე, ასე­ვე, სხვა ეროვ­ნე­ბის ხალ­ხიც, ვინც ჩემი მუ­სი­კის მსმე­ნე­ლია და მათ შო­რის - ამე­რი­კე­ლიც ბლო­მად შევ­ნიშ­ნე. ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა ჩემ­მა პე­და­გოგ­მა, რო­მე­ლიც კუნ-ფუს მას­წავ­ლის - პეგი ჩუ ჩემს კონ­ცერტს და­ეს­წრო და თა­ნაც, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ნეფ­რი­ტის დრა­კო­ნით და­მა­სა­ჩუქ­რა, თან მი­თხრა: ასე­თი­ვე დრა­კო­ნი ხარ სცე­ნა­ზეო (იღი­მის)...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ყველაფერში ჩემი ბიზნესპარტნიორი მეხმარება, ასაკით პატარაა, მაგრამ ძალიან ძლიერია" - ნუცა შანშიაშვილის "ახალი ერა" ამერიკაში: ანშლაგი კონცერტზე და მომღერლის ემოციები

"ყველაფერში ჩემი ბიზნესპარტნიორი მეხმარება, ასაკით პატარაა, მაგრამ ძალიან ძლიერია" - ნუცა შანშიაშვილის "ახალი ერა" ამერიკაში: ანშლაგი კონცერტზე და მომღერლის ემოციები

"დავიბადე ბედნიერი სულის მატარებელ შემსრულებლად და მაქვს საშუალება გაგინაწილოთ ეს დროსტარება და წარმატება!!! სიმღერა არის სიყვარული, სითბო, ღიმილი, უკიდეგანო ეროტიკის ენერგია, რომლითაც იბადება მომღერალი; ეს არ არის ბრძოლა, მუსიკა სიამოვნების მწვერვალია!.. გელოდებათ ქართულ-ამერიკული შოუ! უნიკალური მუსიკოსები და მე! ბევრი სიურპრიზი... არ გამოტოვოთ არც ერთი წუთი, ცხოვრება მიქრის! გელოდებით ყველას სიყვარულის ზეიმზე!!!" - ეს პოსტი მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა თავის "ფეისბუკ"-გვერდზე კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა.

როგორც ხელოვნის თაყვანისმცემლები ამბობენ, ნუცას რეკლამა არ სჭირდება, მთავარია, "დაიძახოს" და მის მოსასმენად უამრავი ადამიანი მივა. მართლებიც აღმოჩნდნენ - კონცერტმა, სახელწოდებით NEW ERA , რომელიც ნიუ-იორკში, Oceana theater–ში გაიმართა, სრული ანშლაგით ჩაიარა.

სიმღერების გარდა, სცენაზე წარმოდგენილი იყო ნუცა შანშიაშვილის ახალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

- ამ კონცერტისთვის, დაახლოებით, 1 წელი ვემზადებოდით და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, მაყურებელი კმაყოფილი დარჩა...

- კონცერტს "ახალი ერა" რატომ დაარქვით?

- კოვიდ-პანდემიის მერე, ვფიქრობ, სამყარო ახალი განვითარების ეტაპზე გადავიდა. მოგეხსენებათ, კონცერტში სხვადასხვა ეროვნების ვარსკვლავი მონაწილეობდა - ეს ერთგვარი მინიშნებაცაა იმის, რომ მომავალში მთელი სამყარო სიყვარულით გავერთიანდებით და ეს გარდაუვალია! ახლა კაცობრიობა ძალიან რთულ გზას გადის, მაგრამ მოვა დრო, როცა მივალთ სწორ გლობალიზაციამდე და არა ისეთამდე, რისიც ხალხს ეშინია, თითქოს, რაღაც კონკრეტულმა ჯგუფმა უნდა გაგვაერთიანოს და დაგვიმონოს. ასეთს - არა, მაგრამ სწორ გლობალიზაციას ვემხრობი, როცა ერთმანეთის სიყვარულში გაერთიანდება მთელი კაცობრიობა და, პირველი რიგში, ამას ეძღვნებოდა ჩემი პერფორმანსი.

- კონცერტის დასაწყისში მაყურებელს უჩვენეთ ნახატებით აწყობილი ფილმი...

- დიახ, ეს არის ფილმი, აწყობილი ჩემი ნახატებით, რომელიც ახლო მომავალში ბერლინის კინოფესტივალზე გაიგზავნება, როგორც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ვფიქრობ, ძალიან ლამაზადაა გაკეთებული, ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის და, საერთოდაც, ყველაფერში ძალიან მეხმარება ჩემი ბიზნესპარტნიორი, ასაკით პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ალექსანდრე ზაზარაშვილი. ჩვენ ეს ფილმი ერთად ავაწყვეთ...

- ის ადამიანები, რომლებიც კონცერტს დაესწრნენ და საკუთარი ემოციები გამიზიარეს, აღნიშნავდნენ, რომ როგორც ყოველთვის, საოცარი დღესასწაული მოაწყვეთ...

- ჩემთვის ყველაზე საინტერესო, შთამბეჭდავი იყო ახლებურად შესრულებული "ჰავა ნაგილა", სადაც მინდოდა ბიბლიური თემის - როცა მოსემ ებრაელი ხალხი უდაბნოდან გამოიყვანა - ტრაგიზმი და ფილოსოფია გადმომეცა და მგონი, გამოვიდა... კონცერტი ვერ იქნებოდა ასეთი კარგი, რომ არა ის ადამიანები, რომლებიც მხარში მედგნენ: ალექსანდრე ზაზარაშვილი, ჯაზ ვარსკვლავები - Yaacov Mayman jazz band. იცით, როგორ ვარსკვლავებზეა ლაპარაკი? ფორტეპიანო - რუსლან აგაბაბაევი, უნიკალური დრამერი - ალექსანდრა მეიმანი (მოგილევიჩი), ბასი - ოლეგ ოსენკოვი, საყვირი - გილ ექსელი, საქსოფონი - იაკოვ მეიმანი, გიტარა - ჩვენი ქართველი ლეგენდა გია ფეიქრიშვილი; ასევე, მონაწილეობდა ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი მევიოლინე და კარგი ადამიანი - სალომე ლომიძე; კოსტიუმებზე იმუშავა ცნობილმა დიზაინერმა იამამოტომ.

სამოსი იყო ზუსტად მორგებული და მმუხტავდა იმ ემოციით, რაც მჭირდებოდა. კონცერტში, ასევე, მონაწილეობდა ბალეტის დივა მანო მიქაძე, რომელმაც დაამშვენა სიმღერა "ტანგო". მიქსი გავაკეთე არგენტინული ტანგოსა და ქართული ემოციური თემატიკის დახმარებით. როცა ამ სიმღერას ვასრულებდი, წითელი სამოსი მეცვა, მანოს - ყვითელი. ჩვენი ნომერი უკრაინისა და რუსეთის ბრძოლას ჰგავდა, საბოლოოდ მანო "მაგდებს" და ფეხს მადებს, მერე კი ისეთ პოზას იღებს, როგორსაც გამარჯვებული არწივი. აი, ასეთი, სანახაობებით დახუნძლული, ძალიან ემოციური კონცერტი გაიმართა...

ნუცა და ალექსანდრე ზაზარაშვილი

- ამ კონცერტის მსმენელი და მაყურებელი, ძირითადად, ქართველი ემიგრანტები იყვნენ?

- არა მარტო ქართველები. ძალიან ბევრი ებრაელი დადის ჩემს ყველა კონცერტზე, ასევე, სხვა ეროვნების ხალხიც, ვინც ჩემი მუსიკის მსმენელია და მათ შორის - ამერიკელიც ბლომად შევნიშნე. ძალიან გამახარა ჩემმა პედაგოგმა, რომელიც კუნ-ფუს მასწავლის - პეგი ჩუ ჩემს კონცერტს დაესწრო და თანაც, ძალიან ძვირფასი ნეფრიტის დრაკონით დამასაჩუქრა, თან მითხრა: ასეთივე დრაკონი ხარ სცენაზეო (იღიმის)...წაიკითხეთ სრულად