პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თემური დავინახე და ვიფიქრე, ნუთუ ის შეიძლება არსებობდეს და ჩემ გვერდით არ იყოს-მეთქი?" - რუსუდან ფეტვიაშვილის მხატვრობა, დიდი სიყვარული და ცხოვრების სხვა მთავარი ამბები
"თემური დავინახე და ვიფიქრე, ნუთუ ის შეიძლება არსებობდეს და ჩემ გვერდით არ იყოს-მეთქი?" - რუსუდან ფეტვიაშვილის მხატვრობა, დიდი სიყვარული და ცხოვრების სხვა მთავარი ამბები

თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვრის რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი გა­ლე­რეა გა­იხ­სნა. ეს დღე მხატ­ვარ­მა გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის, თე­მურ ბად­რი­აშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს და­ამ­თხვია. გა­ლე­რე­ა­ში ნა­მუ­შევ­რე­ბი ორ სარ­თულ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. პირ­ველ სარ­თულ­ზე ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტი­ლო­ე­ბია, მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი - ძვე­ლი ნა­მუშ­ვრე­ბი, რო­მე­ლიც მხატ­ვარ­მა პა­რი­ზის სა­ხე­ლოს­ნო­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა. ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ასე­ვე რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლი­სა და მისი ძმის, მო­ქან­და­კე დიმა ფეტვი­აშ­ვი­ლის სა­ერ­თო ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი...

Ambebi.ge - ს რუბ­რი­კის "ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი“ სტუ­მა­რი სწო­რედ დიდი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლია.

  • გა­ლე­რეა

- პირ­ვე­ლი გა­ლე­რეა ქარ­თუ­ლი თო­ჯი­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მქონ­და, - ერთ-ერთი ფოიე ეთ­მო­ბო­და, სა­დაც სტუმ­რებს სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზეც ვი­ღებ­დით, პრე­ზი­დენ­ტე­ბიც კი გვსტუმ­რობ­დნენ ხოლ­მე... მე­ო­რე გა­ლე­რეა ბა­თუმ­ში, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას 7-ში იყო, ისიც და­ი­ხუ­რა. იქაც უამ­რავ სტუ­მარს ვი­ღებ­დით. კა­ფეც ჰქონ­და, ლა­მა­ზი სივ­რცე იყო, 9 წელი იმუ­შა­ვა. მერე ჩემი მე­უღ­ლე ავად რომ გახ­და, შო­რი­დან მარ­თვა ვე­ღარ შევ­ძე­ლით... 30 მარ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე იყო, თბი­ლის­ში ჩემი მუდ­მივ­მოქ­მე­დი გა­ლე­რეა გა­იხ­სნა. ამის­თვის ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი სპე­ცი­ა­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დით, მათ შო­რის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც. ეს დღე ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ჩემი მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღეა. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის და­ვამ­თხვიე, რომ არას­დროს დამ­ვი­წყე­ბო­და ამ გა­ლე­რე­ის გახ­სნის თა­რი­ღი, რად­გა­ნაც თე­მურ ბად­რი­აშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს გა­იხ­სნა... გერ­მა­ნი­ი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ერთ-ერთი გა­ლე­რის­ტი ქალ­ბა­ტო­ნი ჩა­მო­ვი­და. ჩვე­ნი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი სწო­რედ მას უკავ­შირ­დე­ბა. თე­მუ­რიც კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო მის მი­მართ და 30-ში ჯერ მის საფ­ლავ­ზე მი­ვე­დით... ამ ქალ­ბა­ტო­ნის მად­ლი­ე­რი დავ­რჩი, თუმ­ცა უცხო­ე­თი­დან ჩა­მოს­ვლა სხვებ­საც უნ­დო­დათ, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ვერ ჩა­მო­ვიდ­ნენ.

  • 6 წლის ვუნ­დერ­კინ­დი

- ფი­ლარ­მო­ნი­ის ბოლო სარ­თულ­ზე ავთო კუ­ხი­ა­ნი­ძეს და თენ­გიზ მირ­ზაშ­ვილს სა­ბავ­შვო გა­ლე­რეა ჰქონ­დათ. სწო­რედ იქ გახ­სნა ჩემი პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა ელე­ნე ახვლე­დი­ან­მა. ძა­ლი­ან ფე­რა­დო­ვა­ნი დღე იყო. ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას ულა­მა­ზე­სად შე­მორ­ჩა. ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი მო­ვი­და, ლა­მა­ზი კაბა მეც­ვა, რაც იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და, აქ­ტი­უ­რი ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით, ხე­ებ­ზე დავ­ძვრე­ბო­დით და კა­ბას თით­ქმის არ ვიც­ვამ­დი, მით უმე­ტეს, ისეთ ვარ­დის­ფერს, ფურ­ფუ­შე­ბი­ან - მაქ­მა­ნე­ბი­ანს. კაბა იმ დღის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მა­ჩუ­ქეს. მახ­სოვს, ასე­ვე ვარ­დე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი, ქვიშ­ხე­თის მწე­რალ­თა სახ­ლში გაც­ნო­ბი­ლი მე­გობ­რე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც ვის­ვე­ნებ­დით ხოლ­მე. სა­ერ­თოდ, ბევ­რი ბავ­შვი იყო მო­სუ­ლი...

მე­ო­რე გა­მო­ფე­ნა 8 წლის ასაკ­ში მქონ­და, შემ­დე­გი - 9 წლის ასაკ­ში, 12 წლი­სას კი - უკვე პა­რიზ­ში. ნა­მუ­შევ­რე­ბი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოგ­ზა­უ­რობ­და. პომ­პი­დუს ცენ­ტრშიც იყო და ბო­ლოს ერთ-ერთ სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ­ში, სა­დაც გა­მო­ფე­ნის და­ხურ­ვის­თვის ქა­ლა­ქის მერ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ფე­რენ­ცია მო­ა­წყო, მო­იწ­ვია ქა­ლა­ქის მეს­ვე­უ­რე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი. აბა, ვნა­ხოთ, ეს ბავ­შვი მო­მა­ვალ­ში რო­გო­რი გა­იზ­რდე­ბა - და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­თი სა­თა­უ­რით იყო ის კონ­ფე­რენ­ცია.

  • "შემ­ცვა­ლა თუ არა ად­რე­ულ ასაკ­ში მო­სულ­მა პო­პუ­ლა­რო­ბამ..."

- მაგ დროს, დედა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­მა­ლავ­და ჩემ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რათა ქება არ მო­მეს­მი­ნა, გა­ზეთ­ში ჩემ­ზე და­წე­რი­ლი პუბ­ლი­კა­ცია არ წა­მე­კი­თხა... ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ სა­დაც ჩემი გა­მო­ფე­ნე­ბის დიდი აფი­შე­ბი იყო გა­მოკ­რუ­ლი, იქ არც გაგ­ვევ­ლო. ამას იმი­ტომ აკე­თებ­და, რომ იმ ყვე­ლა­ფერს ჩემ­ზე არ ემოქ­მე­და და თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბა არ გა­მო­ეწ­ვია. ვფიქ­რობ, ცოტა გა­და­ა­ჭარ­ბა კი­დეც, რად­გან მორ­ცხვი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა ალ­ბათ მა­ინც სა­ჭი­რო იყო, რომ ბავ­შვი და­ვე­ცა­ვი... დე­დის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ამ მხრივ ჩემი მა­შინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­ბა­ლან­სა.

  • "ყვე­ლას ნაზი ბავ­შვი ვე­გო­ნე“

- ბავ­შვთა ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ლე­რე­ა­ში, კონ­კას­თან გა­მო­ფე­ნა რომ მქონ­და, მაგ დროს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფოტო გა­და­მი­ღო და­ვით ია­კო­ბაშ­ვილ­მა. იმის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ძა­ლი­ან ნაზი და სათ­ნო ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ადა­მი­ა­ნე­ბი რომ მხვდე­ბოდ­ნენ, რო­გო­რი შვე­ლი­ვით ბავ­შვი­აო, - ამ­ბობ­დნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ჩემი სა­ხით აქ­ტი­უ­რი, ცო­ცხა­ლი გო­გო­ნა ხვდე­ბო­დათ. მერე ცოტა სხვა ემო­ცია ჰქონ­დათ... სხვა­ო­ბა იყო ხოლ­მე მათ წარ­მოდ­გე­ნა­სა და რე­ა­ლო­ბას შო­რის, რად­გან მარ­თლა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვით...

  • 5 და-ძმა

- ოთხ დედ­მა­მიშ­ვილს შო­რის სხვა­ო­ბა 1-2 წე­ლი­წა­დია. მე­ხუ­თე­ზე, ანუ უმ­ცროს სა­ლო­მე­ზე უკვე 16 წლით ვარ უფ­რო­სი. ყვე­ლას შვი­ლი­ვით გვყავს გაზ­რდი­ლი. მე და სა­ლო­მე ახლა თავ­შლებ­ზე ერ­თად ვმუ­შა­ობთ. აკა­დე­მი­ა­ში მხატ­ვრო­ბა და დი­ზა­ი­ნი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ანუ მო­დე­ლე­ბის დი­ზა­ი­ნი. შუ­ა­თა­ნამ, მა­რი­ამ­მაც სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა. მუ­შა­ობს, თა­ვის საქ­მე აქვს - ჩვენს შო­რის, რო­გორც ყვე­ლა­ზე მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, თა­ვის­თვის არის... ჩემი ძმა, დი­მიტ­რი მო­ქან­და­კეა და ერ­თად ვსაქ­მი­ა­ნობთ. ჩემ­სა და მე­ო­რე ძმას - გი­ორ­გის შო­რის ასაკ­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია სხვა­ო­ბა. ბავ­შვო­ბა­ში და­ხა­ტუ­ლი ჩემი პირ­ვე­ლი პორ­ტრე­ტის გმი­რი სწო­რედ გი­ორ­გია. ისიც ხა­ტავ­და და ლექ­სებ­საც წერ­და, მერე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, ეკო­ნო­მი­უ­რი და­ამ­თავ­რა. ხე­ლოვ­ნე­ბას არ გაჰ­ყვა. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ნი ხე­ლო­ვა­ნე­ბი ვართ...

სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებ­ში იზ­რდე­ბი­ან, მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე არ ფიქ­რო­ბენ, ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუ­ნა­ვენ, ერ­თმა­ნე­თის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­დი­ან. შე­უძ­ლი­ათ, სხვა­საც გა­უ­წი­ონ თა­ნაგ­რძნო­ბა, სით­ბო გა­უ­ყონ, გა­უ­ნა­წი­ლონ. ასეთ დროს ბევრ რა­ღა­ცას სწავ­ლო­ბენ - უპირ­ვე­ლე­სად, ზრუნ­ვას, მოვ­ლას, პატ­რო­ნო­ბას, თა­ნაგ­რძნო­ბას. ჩვენ ასე გა­ვი­ზარ­დეთ.

  • ჩვე­ნი ოჯა­ხი

- დალ­ხე­ნი­ლი ოჯა­ხი არას­დროს გვქო­ნია. მა­მა­ჩე­მი მო­ქან­და­კე იყო და ბევ­რს მუ­შა­ობ­და. ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ქან­და­კე­ბებს დგამ­და, დღე და ღა­მეს ას­წო­რებ­და. დედა თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რში სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ნა­წი­ლის გამ­გე იყო, წერ­და და თარ­გმნი­და. რომ წა­მო­ვი­ზარ­დეთ, მუ­შა­ო­ბა მა­შინ და­ი­წყო. ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ გავზრდილ­ვართ. ვფიქ­რობ, რომ ეს ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან ამ დროს სი­ფხიზ­ლე არ გაკ­ლდე­ბა. ხე­დავ, იცი, ყვე­ლა­ფერს ამ­ჩნევ, ხვდე­ბი, გა­ჭირ­ვე­ბა რა არის. მოკ­ლედ, ცხოვ­რე­ბა­ში კა­ლა­პო­ტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი არ ხარ. ხელ­ში გი­ჭი­რავს ალ­ფაც და ომე­გაც, იცი, მი­ნუ­სიც და პლუ­სიც და ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბა გრჩე­ბა, ილუ­ზი­ე­ბით არ ცხოვ­რობ...

დიდ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში გაზ­რდა, მერე ცხოვ­რე­ბას­თან შე­ხე­ბი­სას ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ტრავ­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც კი გახ­დეს. რა ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი... მგო­ნია, ასეთ დროს გულ­მო­წყა­ლე­ბაც იცი...

მამა ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, - ნუ­რას­დროს ნუ­რაფ­რის შე­გე­შინ­დე­ბაო. მის­გან­ვე ვიცი, რომ ხე­ლო­ვანს აქვს უფ­ლე­ბა, გა­მო­ხა­ტოს ის, რაც უნდა. იმი­ტომ, რომ ხე­ლო­ვანს მი­ე­ცა ღვთის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა და არა­ფერს უნდა შე­უ­შინ­დეს. მისი მო­ვა­ლე­ო­ბაა, თქვას სი­მარ­თლე და თვა­ლი არა­ფერ­ზე და­ხუ­ჭოს. რო­გორც და რა­ზეც უნდა, იმა­ზე ხა­ტოს. იმუ­შა­ვე ბევ­რი და ნუ­რაფ­რის შე­გე­შინ­დე­ბა! - ეს იყო მა­მა­ჩე­მის ფრა­ზა. ჩემ­თვის ასე­თი სა­უბ­რე­ბი ბევ­რის მომ­ცე­მი იყო. თუმ­ცა მამა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აკა­დე­მი­ა­ში ას­წავ­ლი­და და ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ სტუ­დენ­ტებს, ბევ­რის მო­ლა­პა­რა­კე არ ყო­ფი­ლა, ოჯახ­ში ენა­წყლი­ა­ნო­ბით ნაკ­ლე­ბად გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მი­თე­ბის, ლე­გენ­დე­ბის მო­ყო­ლა, სა­უბ­რე­ბი მხატ­ვრებ­ზე, ბევ­რი რამ იცო­და, აღორ­ძი­ნე­ბის ხა­ნის პე­რი­ოდ­ზე და სი­ა­მოვ­ნე­ბით ჰყვე­ბო­და, ოღონდ მა­შინ, თუ შე­ე­კი­თხე­ბო­დი.

დე­და­ჩე­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი ასე­თი იყო, - არას­დროს გე­გო­ნოთ, რომ ვინ­მე­ზე მეტი ხართ ან ვინ­მე­ზე შე­და­რე­ბით ცნო­ბი­ლი, სულ ამას უს­ვამ­და ხაზს. რე­ა­ლუ­რად არც მი­მაჩ­ნდა, რომ ვინ­მე­ზე მეტი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა დედა ამას იმი­ტომ ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვო­ბა­სა და თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­მი­წია ყოფ­ნამ და თავ­ში არ ამ­ვარ­დნო­და. მოკ­ლედ, მუდ­მი­ვად მამ­დაბ­ლებ­და, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა არ მქო­ნო­და. მთა­ვა­რი კი­დევ რაც იყო, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს გვი­ნერ­გავ­და, - სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა იცხოვ­რო და აქ იღ­ვა­წო, აქ უნდა გა­ა­კე­თო შენი საქ­მე, ქვეყ­ნის, ოჯა­ხის, წი­ნაპ­რე­ბის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლი ხარ. ეს ქვე­ყა­ნა არის შენი საზ­რუ­ნა­ვი! - ამ ფრა­ზებს სულ ვის­მენ­დი.

  • "სა­ნამ ჩემი პერ­სო­ნა­ჟე­ბი დღის სი­ნათ­ლეს ნა­ხა­ვენ..."

- ყვე­ლა­ფე­რი ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე ხდე­ბა. წი­ნას­წარ არა­ფე­რი მაქვს და­გეგ­მი­ლი, რის მერე რას დავ­ხა­ტავ... მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის წინ 100%-იანი მო­ბი­ლი­ზე­ბა მჭირ­დე­ბა. ხან­და­ხან კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კაც კი მშვე­ლის, ჩარ­თუ­ლი მაქვს, ხან ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი. სა­მუ­შა­ოდ მთლი­ა­ნად რომ მოვ­ბი­ლიზ­დე­ბი, რა გან­წყო­ბაც მაქვს, იმ გან­წყო­ბის ნა­მუ­შე­ვარს ვქმნი. მხატ­ვრო­ბაც ასე­თი სპონ­ტა­ნუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი, ცო­ცხა­ლი და ცხა­დია. სამ­ყა­როც ასე იქ­მნე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვი და უშუ­ა­ლო პრო­ცე­სია და წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი არას­დროს არ არის.

  • "მა­ღელ­ვებს ჩემ­გან წა­სუ­ლი ნა­მუ­შევ­რის ბედი..."

- ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ჩემ­გან მი­დის, ისეთ ხელ­ში მოხ­ვდეს, რომ მო­უფრ­თხილ­დნენ. აქ მისი ფი­ნან­სუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ იგუ­ლის­ხმე­ბა. თი­თო­ე­ულ­ში 100%-იანი ენერ­გია, სიყ­ვა­რუ­ლი მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი, ბო­ლომ­დე ვარ და­ხარ­ჯუ­ლი...

ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი მინ­და, გა­გი­ზი­ა­როთ, ცოტა ხნის წინ, ჩარ­ჩო­ე­ბის სა­ლონ­ში მი­ვე­დი და იქ ჩემი ნა­ხა­ტი ვნა­ხე, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ერთ-ერთი ძვირ­ფა­სი და სა­ე­ტა­პო იყო, 15 წლის ასაკ­ში შევ­ქმე­ნი. მე­გო­ნა, ისეთ­მა ადა­მი­ან­მა შე­ის­ყი­და (საკ­მა­ოდ და­ბალ ფა­სად იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც ღირ­და), ვინც იცო­და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა მერე სხვის ხელ­ში მოხ­ვდა, მაგ­რამ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ხი­ლე. ვი­ღა­ცას ჩარ­ჩო­ში ჩა­სას­მე­ლად ჰქონ­და მი­ტა­ნი­ლი. ამ ყვე­ლაფ­რის ნახ­ვა ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ვკი­თხე, ვინ არის მისი პატ­რო­ნი, სა­კუ­თარ ნა­მუ­შე­ვარს შე­ვის­ყი­დი-მეთ­ქი. არ მი­თხრეს. კი­დევ კარ­გი რომ არ მახ­სოვს, ვინ იყო თავ­და­პირ­ვე­ლად მისი პატ­რო­ნი, მას­ზე ცუდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნე­ბო­და.

  • ფეტვი­აშ­ვი­ლი მსოფ­ლიო კო­ლექ­ცი­ებ­ში

- ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბა. ყვე­ლას სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი არ მახ­სოვს, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან ტეტ­ჩერს, ვიცი, რომ ჰქონ­და. ამე­რი­კა­ში "თეთრ სახ­ლში“ არა­ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, მა­გა­ლი­თად, ჯორჯ ბუშს (უმ­ცროსს), ტო­ნი­ნო გუ­ე­რა კი გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ მის კო­ლექ­ცი­ა­შიც არის, არა­ერთ ცნო­ბილ ელჩს აქვს, საფ­რან­გეთ­შიც ბევ­რია გაბ­ნე­უ­ლი, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ვინ­მე რომ არ გა­მომ­რჩეს, ვე­რა­ვის გა­მოვ­ყოფ...

  • "ჩემი ცხოვ­რე­ბის გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დი“

- 90-იანი წლე­ბი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა მძი­მე იყო, ძა­ლი­ან უჭირ­და სა­ქარ­თვე­ლოს, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და იმ ყვე­ლაფ­რის გამო სა­ში­ნელ დეპ­რე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გა­მოც­ლი­ლი მქონ­და ენერ­გია, მე­გო­ნა, საშ­ვე­ლი აღარ იყო. მაგ პე­რი­ოდ­ში მე და ჩემს მე­უღ­ლეს კა­ნა­დი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი გვქონ­და. მა­მა­ჩე­მი მეხ­ვე­წე­ბო­და, წავ­სუ­ლი­ყა­ვი. არ წა­ვე­დით, ვფიქ­რობ­დით, თუ ყვე­ლა წა­ვი­და, ვინ­ღა დარ­ჩე­ბა ქვე­ყა­ნა­შიო... არა­და, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ­დნენ. მა­შინ ამის გამო ისე­თი შეგ­რძნე­ბაც მქონ­და, რომ თით­ქოს მარ­ტო ვრჩე­ბო­დი, გარ­შე­მო კი ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი იმე­დი ჰქონ­დათ. იგი­ვე მე­გობ­რე­ბი, და-ძმე­ბი, მე­გობ­რე­ბის მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი. ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ უნდა დავ­ტო­ვო ქვე­ყა­ნა? თუ რა­მეს აკე­თებ, სჯობს, ნელ-ნელა, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ აკე­თო-მეთ­ქი. გა­სა­გე­ბია, რომ აქ ეს რთუ­ლი იყო... მოკ­ლედ, დავ­რჩი და სწო­რედ მა­შინ მო­მი­წია სა­ხა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა.

როცა მის უწ­მინ­დე­სო­ბას შევხდი, სა­პატ­რი­არ­ქო­ში ჩემს მე­გო­ბარ­თან, დედა თებ­რო­ნი­ას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი. სა­ხა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. მი­თხრა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ხელ­ნა­წე­რი სა­ხა­რე­ბა იქ­მნე­ბო­და, მა­კურ­თხა და მი­თხრა, ხატმწერ­თა ჯგუფს ჩავ­დგო­მო­დი სა­თა­ვე­ში. სა­ხა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა 2000 წლის­თვის უნდა დაგ­ვემ­თავ­რე­ბი­ნა და ნა­მუ­შე­ვა­რი სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში უნდა დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი­ყო. ეს შენი სახ­ლია, შე­გიძ­ლია, აქ იცხოვ­როო - ასე­თი იყო პატ­რი­არ­ქის სი­ტყვე­ბი. იქ არ მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ ვმუ­შა­ობ­დი... პე­რი­ო­დუ­ლად ამო­დი­ო­და, დამ­ხე­დავ­და ხოლ­მე. ის ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გარ­და­ტე­ხა იყო, მე­ო­რე სუნ­თქვა­სა­ვით ჩა­მერ­თო. იმ ენერ­გი­ა­გა­მო­ლე­ულ­ზე მის­წრე­ბა იყო. სა­ხა­რე­ბა­ზე სამი წელი ვმუ­შა­ობ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში სხვა არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ვი­ყა­ვი ამ საქ­მე­ში გა­დაშ­ვე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, თუ რა­მეს ვა­კე­თებ, მირ­ჩევ­ნია, ბო­ლომ­დე ჩა­ვერ­თო. ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე, ვერ ვი­ტყვი, რომ სა­მა­გა­ლი­თო ქრის­ტი­ა­ნი გავ­ხდი, მაგ­რამ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თე... უწ­მინ­დეს­მა ნება დამ­რთო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პის გა­რე­შე და­მე­წყო ტყა­ვის ეტ­რატ­ზე მუ­შა­ო­ბა... მერე სხვე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ... 2000 წელს სა­ხა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვას­რუ­ლეთ...

  • "რომ არა მხატ­ვა­რი, მუ­სი­კო­სი ვიქ­ნე­ბო­დი“

- ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ოპე­რა და სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა. ერთ ბე­ბი­ას უნ­დო­და, სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მე­ო­რეს - ექი­მი. ალ­ბათ მა­ინც ხე­ლოვ­ნე­ბა­ში წა­ვი­დო­დი, მუ­სი­კას გავ­ყვე­ბო­დი. ვმღე­რო­დი მე-16 სა­მუ­სი­კო სკო­ლა­ში, სა­კონ­ცერ­ტო გუნ­დი გვქონ­და, რეს­პუბ­ლი­კურ ოლიმ­პი­ა­დებ­ში პრი­ზე­ბით გვა­ჯილ­დო­ებ­დნენ. სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, მუ­სი­კა მიყ­ვარ­და, თუმ­ცა მანდ პირ­ვე­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, ჩემ­ზე უკე­თე­სი ბევ­რი იყო.

  • თე­მუ­რი - მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე...

- ერთხელ დე­დას­თან თე­ატ­რში მი­ვე­დი. მე­ა­თე კლას­ში ვი­ყა­ვი. თე­მუ­რი რუ­სუ­ლი თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ, რო­მელ­საც სპექ­ტაკ­ლი უნდა გა­მო­ეშ­ვა. თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო, თეთ­რე­ბი ეცვა, თა­ვა­დაც ღია ფე­რე­ბის გახ­ლდათ, - მისი ქერა თმა, ცის­ფე­რი თვა­ლი რომ და­ვი­ნა­ხე, მზით გა­ნა­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მშვი­დო­ბი­ა­ნი, კე­თილ­შო­ბი­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი თვა­ლის ერთი შევ­ლე­ბით შევ­ნიშ­ნე... ღმერ­თო, ნუთუ ეს ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს და ჩემ გვერ­დით არ იყოს-მეთ­ქი?

თუმ­ცა სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ის ინ­სტი­ტუტს ამ­თავ­რებ­და. გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი იყო ლა­მა­ზი გოგო-ბი­ჭე­ბით, იმ წუ­თას ასაკ­ში ჩვენ შო­რის სხვა­ო­ბა იყო... მე­ო­რედ დე­და­ჩემ­თან კა­ბი­ნეტ­ში კი­დევ შევ­ხვდით. კურ­სე­ლებ­თან ერ­თად საქ­მე­ზე იყო მო­სუ­ლი. მა­შინ გა­ვი­ცა­ნი და ლადო ბურ­დუ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე წყნეთ­ში დამ­პა­ტი­ჟა. ლადო ბურ­დუ­ლი მისი მე­გო­ბა­რი იყო. მოკ­ლედ, დავ­მე­გობ­რდით. მა­შინ 16 წლის ვი­ყა­ვი. ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ ასა­კი­დან მიყ­ვარ­და და ის ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ჩემ გვერ­დით 33 წე­ლი­წა­დი გა­ა­ტა­რა.

  • "თე­მუ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად ბევ­რი ვიბ­რძო­ლეთ..."

- მისი ავად­მყო­ფო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ტკი­ვი­ლე­ბი გან­ვი­ცა­დე, ნაირ-ნა­ი­რი ავად­მყო­ფო­ბა იჩენ­და მუდ­მი­ვად თავს. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ავად­მყო­ფო­ბებს ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი ვებ­რძო­დით ხან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ხან პა­ლა­ტა­ში, ხან სტამ­ბოლ­ში, ხან თბი­ლის­ში, ხან გერ­მა­ნი­ა­ში... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ ამ ბრძო­ლა­ში გა­ვი­მარ­ჯვებ­დით, და­მარ­ცხე­ბა ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა... ბო­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნას ვე­ღარ უძ­ლებ­და, გა­დავ­წყვი­ტე, შინ გა­მო­მეყ­ვა­ნა. ვთქვი, ჩემს თავს უნდა გა­და­ვა­ჭარ­ბო-მეთ­ქი, არა­და, ჩემს თავს ნამ­დვი­ლად გა­და­ვა­ჭარ­ბე, რაც არ შე­მეძ­ლო, ისეთ რა­მე­ებს ვა­კე­თებ­დი, ისე ვმოქ­მე­დებ­დი... ტრა­ქე­ოს­ტო­მია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, ხმა აღარ ჰქონ­და, ნა­ტან­ჯი იყო, თვა­ლე­ბით მეხ­ვე­წე­ბო­და, რომ წა­მო­მეყ­ვა­ნა. მზის შუქი, სახ­ლი ენატ­რე­ბო­და. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში 6 თვე გა­მო­უს­ვლე­ლად იყო, მა­ნამ­დე სტამ­ბოლ­ში... გა­ნუ­წყვეტ­ლივ ლოც­ვებს ვკი­თხუ­ლობ­დი, მო­ძღვა­რი აზი­ა­რებ­და. იქა­უ­რო­ბას ყო­ველ დღე გვი­ან ვტო­ვებ­დი და დი­ლას 8 სა­ათ­ზე ისევ მას­თან ვი­ყა­ვი... მერე უცებ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც სა­ოც­რე­ბა უნდა ჩა­მე­დი­ნა და სახ­ლში გა­ვა­კე­თე რე­ა­ნი­მა­ცია, ასე­თი რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია - დი­ა­ლი­ზის აპა­რა­ტიც მო­ვი­ტა­ნე, შე­ვუ­თან­ხმდი ექი­მებს, ექთ­ნებს, რომ ჩვენ­თან ემო­რი­გე­ვათ.

კვი­რა ბოლო დღე იყო, სამ­შა­ბათს უნდა გა­მო­მეყ­ვა­ნა. კვი­რას, დი­ლის 5 სა­ათ­ზე ექიმ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ გარ­და­იც­ვა­ლა... ეს ჩემ­თვის შოკი იყო, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მე­გო­ნა, რომ ასე ხელ­მო­ცა­რუ­ლი დავ­რჩე­ბო­დი. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ იმას ვერ შევ­ძლებ­დი, ის მა­ინც და­ე­ნა­ხა, რომ სახ­ლში იყო და არა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ში­ნე­ლი ტრავ­მა მი­ვი­ღე და ტრა­გე­დია და­მა­ტყდა თავს. ვერ მო­ვას­წა­რი... დი­ა­ლი­ზის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. ვფიქ­რობ, რკი­ნა­სა­ვით ვყო­ფილ­ვარ, ამ­დენ დარ­ტყმას გა­ვუ­ძე­ლი... არა­და, ამ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ექი­მი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ იმე­დი არ უნდა მქო­ნო­და. ეს ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. რას ნიშ­ნავს, - თქვენ გა­ა­კე­თეთ მაქ­სი­მუ­მი და­ნარ­ჩე­ნი ღმერ­თის ნე­ბაა-მეთ­ქი. ღმერ­თს ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია... ვი­ცო­დი, რომ მძი­მე იყო, მაგ­რამ მა­ინც მე­გო­ნა, რომ გა­და­ვარ­ჩენ­დი...

  • "ჩემი დიდი მე­გო­ბა­რი, ანუ მე­ო­რე მე“

- თე­მუ­რი ჩემი დიდი მე­გო­ბა­რი იყო, რო­გორც სა­კუ­თარ თავს ვენ­დო­ბი, ასე­ვე ვენ­დო­ბო­დი მას. ეს იგი­ვე ადა­მი­ა­ნი იყო, რაც მე ვარ. სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თე­ბით, გა­რეგ­ნო­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნი მრწამ­სით, ცხოვ­რე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ერ­თნა­ი­რე­ბი. მისი წას­ვლა დეპ­რე­სი­ას ვე­ღარ გა­მო­იწ­ვევ­და, ამო­ვი­წუ­რე, გაცვდა ემო­ცი­ე­ბი... დეპ­რე­სია მა­შინ გე­უფ­ლე­ბა, როცა პა­სი­უ­რი ხარ და არა­ფერს აკე­თებ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თავ­ზე ვე­დე­ქი, ღამე ვმუ­შა­ობ­დი, სულ მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, კი, დეპ­რე­სი­ას უმოქ­მე­დო­ბა იწ­ვევს...

  • "ჩემი სურ­ვი­ლია..."

- მინ­და ადა­მი­ა­ნებს მო­მა­ვა­ლი ქრის­ტეს აღ­დგო­მა მი­ვუ­ლო­ცო, დიდი სი­კე­თის და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ყო­ვე­ლი ქარ­თვე­ლის­თვის. ჩვენს ქვე­ყა­ნას თა­ვის სი­ლა­მა­ზით, წარ­მა­ტე­ბით, მშვი­დო­ბით, გა­ნათ­ლე­ბით, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, სიძ­ლი­ე­რით, სი­სავ­სით და­ე­კა­ვე­ბი­ნოს მსოფ­ლი­ოს თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში თა­ვი­სი ნიშა. მო­ე­ძებ­ნოს სა­მუ­და­მოდ თა­ვი­სი ად­გი­ლი. ეს ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა და ამას ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცინო ბაბუციძე
0

მახსოვს ხატვა რომ დაიწყო რუსუდანმა... ერის გენეტიკური კოდი დევს ასეთ ზენიჭიერ ადამიანებში, ამაშია ქართველის და საქართველოს გადარჩენის საიდუმლო... ერის წიაღიდან გამოდიან რუსუდანისნაირი ადამიანები და ნაცსრს აცლისნ სამყაროს ბინდგადაკრული თვალებიდან... ტანჯული, მაგრამ მაინც ბედნიერი ერი ვართ... ჩვენს პატარა ქვეყანას მსოფლიო დონის ვარსკვლავები გვყავს თითქმის ყველა სფეროში... დადგება დრო და მართლა გაბრწყინდება საქართველო ამ ადამიანთა ნაღვაწით და უფლის შეწევნით! იდღეგრძელოს ქალბატონი რუსუდანის ჯიშმა და გენმა!

ნატალია
0

შვილები არ ყავს რუსუდანს?

ავტორი:

"თემური დავინახე და ვიფიქრე, ნუთუ ის შეიძლება არსებობდეს და ჩემ გვერდით არ იყოს-მეთქი?" - რუსუდან ფეტვიაშვილის მხატვრობა, დიდი სიყვარული და ცხოვრების სხვა მთავარი ამბები

"თემური დავინახე და ვიფიქრე, ნუთუ ის შეიძლება არსებობდეს და ჩემ გვერდით არ იყოს-მეთქი?" - რუსუდან ფეტვიაშვილის მხატვრობა, დიდი სიყვარული და ცხოვრების სხვა მთავარი ამბები

თბილისში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების მუდმივმოქმედი გალერეა გაიხსნა. ეს დღე მხატვარმა გარდაცვლილი მეუღლის, თემურ ბადრიაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია. გალერეაში ნამუშევრები ორ სართულზეა განთავსებული. პირველ სართულზე ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული ტილოებია, მეორე სართულზე კი - ძველი ნამუშვრები, რომელიც მხატვარმა პარიზის სახელოსნოდან ჩამოიტანა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასევე რუსუდან ფეტვიაშვილისა და მისი ძმის, მოქანდაკე დიმა ფეტვიაშვილის საერთო ნამუშევრები, რომლებიც ხეზეა შესრულებული...

Ambebi.ge - ს რუბრიკის "ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები“ სტუმარი სწორედ დიდი ქართველი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილია.

  • გალერეა

- პირველი გალერეა ქართული თოჯინების სახელმწიფო თეატრში მქონდა, - ერთ-ერთი ფოიე ეთმობოდა, სადაც სტუმრებს სახელმწიფო დონეზეც ვიღებდით, პრეზიდენტებიც კი გვსტუმრობდნენ ხოლმე... მეორე გალერეა ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 7-ში იყო, ისიც დაიხურა. იქაც უამრავ სტუმარს ვიღებდით. კაფეც ჰქონდა, ლამაზი სივრცე იყო, 9 წელი იმუშავა. მერე ჩემი მეუღლე ავად რომ გახდა, შორიდან მართვა ვეღარ შევძელით... 30 მარტი მნიშვნელოვანი დღე იყო, თბილისში ჩემი მუდმივმოქმედი გალერეა გაიხსნა. ამისთვის ნახევარი წელიწადი სპეციალურად ვემზადებოდით, მათ შორის, ფსიქოლოგიურადაც. ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი მეუღლის დაბადების დღეა. ეს ყველაფერი იმისთვის დავამთხვიე, რომ არასდროს დამვიწყებოდა ამ გალერეის გახსნის თარიღი, რადგანაც თემურ ბადრიაშვილის დაბადების დღეს გაიხსნა... გერმანიიდან სპეციალურად ერთ-ერთი გალერისტი ქალბატონი ჩამოვიდა. ჩვენი გერმანიაში ცხოვრების პერიოდი სწორედ მას უკავშირდება. თემურიც კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ და 30-ში ჯერ მის საფლავზე მივედით... ამ ქალბატონის მადლიერი დავრჩი, თუმცა უცხოეთიდან ჩამოსვლა სხვებსაც უნდოდათ, სხვადასხვა მიზეზით ვერ ჩამოვიდნენ.

  • 6 წლის ვუნდერკინდი

- ფილარმონიის ბოლო სართულზე ავთო კუხიანიძეს და თენგიზ მირზაშვილს საბავშვო გალერეა ჰქონდათ. სწორედ იქ გახსნა ჩემი პირველი გამოფენა ელენე ახვლედიანმა. ძალიან ფერადოვანი დღე იყო. ჩემს მეხსიერებას ულამაზესად შემორჩა. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ლამაზი კაბა მეცვა, რაც იშვიათად ხდებოდა, აქტიური ბავშვები ვიყავით, ხეებზე დავძვრებოდით და კაბას თითქმის არ ვიცვამდი, მით უმეტეს, ისეთ ვარდისფერს, ფურფუშებიან - მაქმანებიანს. კაბა იმ დღისთვის სპეციალურად მაჩუქეს. მახსოვს, ასევე ვარდები, საჩუქრები, ქვიშხეთის მწერალთა სახლში გაცნობილი მეგობრები, ვისთან ერთადაც ვისვენებდით ხოლმე. საერთოდ, ბევრი ბავშვი იყო მოსული...

მეორე გამოფენა 8 წლის ასაკში მქონდა, შემდეგი - 9 წლის ასაკში, 12 წლისას კი - უკვე პარიზში. ნამუშევრები ერთი წლის განმავლობაში მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე მოგზაურობდა. პომპიდუს ცენტრშიც იყო და ბოლოს ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში, სადაც გამოფენის დახურვისთვის ქალაქის მერმა სპეციალური კონფერენცია მოაწყო, მოიწვია ქალაქის მესვეურები, კულტურული წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ხელოვნებათმცოდნეები. აბა, ვნახოთ, ეს ბავშვი მომავალში როგორი გაიზრდება - დაახლოებით, ასეთი სათაურით იყო ის კონფერენცია.

  • "შემცვალა თუ არა ადრეულ ასაკში მოსულმა პოპულარობამ..."

- მაგ დროს, დედა კატეგორიულად მიმალავდა ჩემზე გავრცელებულ ინფორმაციას, რათა ქება არ მომესმინა, გაზეთში ჩემზე დაწერილი პუბლიკაცია არ წამეკითხა... ყველაფერს აკეთებდა, რომ სადაც ჩემი გამოფენების დიდი აფიშები იყო გამოკრული, იქ არც გაგვევლო. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ იმ ყველაფერს ჩემზე არ ემოქმედა და თვითკმაყოფილება არ გამოეწვია. ვფიქრობ, ცოტა გადააჭარბა კიდეც, რადგან მორცხვი ვიყავი. თუმცა ალბათ მაინც საჭირო იყო, რომ ბავშვი დავეცავი... დედის მადლობელი ვარ, რომ ამ მხრივ ჩემი მაშინდელი მდგომარეობა დააბალანსა.

  • "ყველას ნაზი ბავშვი ვეგონე“

- ბავშვთა ხელოვნების გალერეაში, კონკასთან გამოფენა რომ მქონდა, მაგ დროს ძალიან ლამაზი ფოტო გადამიღო დავით იაკობაშვილმა. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მიიჩნევდნენ, რომ ძალიან ნაზი და სათნო ბავშვი ვიყავი. ადამიანები რომ მხვდებოდნენ, როგორი შველივით ბავშვიაო, - ამბობდნენ, სინამდვილეში კი ჩემი სახით აქტიური, ცოცხალი გოგონა ხვდებოდათ. მერე ცოტა სხვა ემოცია ჰქონდათ... სხვაობა იყო ხოლმე მათ წარმოდგენასა და რეალობას შორის, რადგან მართლა ძალიან აქტიური ვიყავით...

  • 5 და-ძმა

- ოთხ დედმამიშვილს შორის სხვაობა 1-2 წელიწადია. მეხუთეზე, ანუ უმცროს სალომეზე უკვე 16 წლით ვარ უფროსი. ყველას შვილივით გვყავს გაზრდილი. მე და სალომე ახლა თავშლებზე ერთად ვმუშაობთ. აკადემიაში მხატვრობა და დიზაინი აქვს დამთავრებული, ანუ მოდელების დიზაინი. შუათანამ, მარიამმაც სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მუშაობს, თავის საქმე აქვს - ჩვენს შორის, როგორც ყველაზე მორიდებული ადამიანი, თავისთვის არის... ჩემი ძმა, დიმიტრი მოქანდაკეა და ერთად ვსაქმიანობთ. ჩემსა და მეორე ძმას - გიორგის შორის ასაკში წელიწადნახევარია სხვაობა. ბავშვობაში დახატული ჩემი პირველი პორტრეტის გმირი სწორედ გიორგია. ისიც ხატავდა და ლექსებსაც წერდა, მერე სხვა მიმართულებით წავიდა, ეკონომიური დაამთავრა. ხელოვნებას არ გაჰყვა. დანარჩენი ყველანი ხელოვანები ვართ...

საერთოდ, როდესაც ბავშვები მრავალშვილიან ოჯახებში იზრდებიან, მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, ერთმანეთის მდგომარეობაში შედიან. შეუძლიათ, სხვასაც გაუწიონ თანაგრძნობა, სითბო გაუყონ, გაუნაწილონ. ასეთ დროს ბევრ რაღაცას სწავლობენ - უპირველესად, ზრუნვას, მოვლას, პატრონობას, თანაგრძნობას. ჩვენ ასე გავიზარდეთ.

  • ჩვენი ოჯახი

- დალხენილი ოჯახი არასდროს გვქონია. მამაჩემი მოქანდაკე იყო და ბევრს მუშაობდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პარტნიორებთან ერთად ქანდაკებებს დგამდა, დღე და ღამეს ასწორებდა. დედა თოჯინების თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგე იყო, წერდა და თარგმნიდა. რომ წამოვიზარდეთ, მუშაობა მაშინ დაიწყო. ფუფუნებაში არ გავზრდილვართ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, რადგან ამ დროს სიფხიზლე არ გაკლდება. ხედავ, იცი, ყველაფერს ამჩნევ, ხვდები, გაჭირვება რა არის. მოკლედ, ცხოვრებაში კალაპოტიდან ამოვარდნილი არ ხარ. ხელში გიჭირავს ალფაც და ომეგაც, იცი, მინუსიც და პლუსიც და ფხიზელი გონება გრჩება, ილუზიებით არ ცხოვრობ...

დიდ ფუფუნებაში გაზრდა, მერე ცხოვრებასთან შეხებისას ზოგჯერ შეიძლება ტრავმების საფუძველიც კი გახდეს. რა ვიცი, შეიძლება ვცდები... მგონია, ასეთ დროს გულმოწყალებაც იცი...

მამა ყოველთვის მეუბნებოდა, - ნურასდროს ნურაფრის შეგეშინდებაო. მისგანვე ვიცი, რომ ხელოვანს აქვს უფლება, გამოხატოს ის, რაც უნდა. იმიტომ, რომ ხელოვანს მიეცა ღვთისგან თავისუფლება, გამოხატვის საშუალება და არაფერს უნდა შეუშინდეს. მისი მოვალეობაა, თქვას სიმართლე და თვალი არაფერზე დახუჭოს. როგორც და რაზეც უნდა, იმაზე ხატოს. იმუშავე ბევრი და ნურაფრის შეგეშინდება! - ეს იყო მამაჩემის ფრაზა. ჩემთვის ასეთი საუბრები ბევრის მომცემი იყო. თუმცა მამა, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიაში ასწავლიდა და ძალიან უყვარდათ სტუდენტებს, ბევრის მოლაპარაკე არ ყოფილა, ოჯახში ენაწყლიანობით ნაკლებად გამოირჩეოდა. ძალიან უყვარდა მითების, ლეგენდების მოყოლა, საუბრები მხატვრებზე, ბევრი რამ იცოდა, აღორძინების ხანის პერიოდზე და სიამოვნებით ჰყვებოდა, ოღონდ მაშინ, თუ შეეკითხებოდი.

დედაჩემის დამოკიდებულება კი ასეთი იყო, - არასდროს გეგონოთ, რომ ვინმეზე მეტი ხართ ან ვინმეზე შედარებით ცნობილი, სულ ამას უსვამდა ხაზს. რეალურად არც მიმაჩნდა, რომ ვინმეზე მეტი ვიყავი. თუმცა დედა ამას იმიტომ ამბობდა, რომ ბავშვობასა და თინეიჯერობაში ყურადღების ცენტრში მომიწია ყოფნამ და თავში არ ამვარდნოდა. მოკლედ, მუდმივად მამდაბლებდა, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ მქონოდა. მთავარი კიდევ რაც იყო, სამშობლოს სიყვარულს გვინერგავდა, - საქართველოში უნდა იცხოვრო და აქ იღვაწო, აქ უნდა გააკეთო შენი საქმე, ქვეყნის, ოჯახის, წინაპრების წინაშე ვალდებული ხარ. ეს ქვეყანა არის შენი საზრუნავი! - ამ ფრაზებს სულ ვისმენდი.

  • "სანამ ჩემი პერსონაჟები დღის სინათლეს ნახავენ..."

- ყველაფერი ქვეცნობიერ დონეზე ხდება. წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი, რის მერე რას დავხატავ... მუშაობის დაწყების წინ 100%-იანი მობილიზება მჭირდება. ხანდახან კლასიკური მუსიკაც კი მშველის, ჩართული მაქვს, ხან ქართული ხალხური სიმღერები. სამუშაოდ მთლიანად რომ მოვბილიზდები, რა განწყობაც მაქვს, იმ განწყობის ნამუშევარს ვქმნი. მხატვრობაც ასეთი სპონტანური, ბუნებრივი, ცოცხალი და ცხადია. სამყაროც ასე იქმნება. ბუნებრივი და უშუალო პროცესია და წინასწარ დაგეგმილი არასდროს არ არის.

  • "მაღელვებს ჩემგან წასული ნამუშევრის ბედი..."

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ნამუშევარი, რომელიც ჩემგან მიდის, ისეთ ხელში მოხვდეს, რომ მოუფრთხილდნენ. აქ მისი ფინანსური ღირებულება არ იგულისხმება. თითოეულში 100%-იანი ენერგია, სიყვარული მაქვს ჩადებული, ბოლომდე ვარ დახარჯული...

ჩემი გულისტკივილი მინდა, გაგიზიაროთ, ცოტა ხნის წინ, ჩარჩოების სალონში მივედი და იქ ჩემი ნახატი ვნახე, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ძვირფასი და საეტაპო იყო, 15 წლის ასაკში შევქმენი. მეგონა, ისეთმა ადამიანმა შეისყიდა (საკმაოდ დაბალ ფასად იმასთან შედარებით, რაც ღირდა), ვინც იცოდა მისი მნიშვნელობა. არ ვიცი, შეიძლება მერე სხვის ხელში მოხვდა, მაგრამ გაუბედურებულ მდგომარეობაში ვიხილე. ვიღაცას ჩარჩოში ჩასასმელად ჰქონდა მიტანილი. ამ ყველაფრის ნახვა ჩემთვის დიდი ტკივილი აღმოჩნდა. ვკითხე, ვინ არის მისი პატრონი, საკუთარ ნამუშევარს შევისყიდი-მეთქი. არ მითხრეს. კიდევ კარგი რომ არ მახსოვს, ვინ იყო თავდაპირველად მისი პატრონი, მასზე ცუდი შთაბეჭდილება შემექმნებოდა.

  • ფეტვიაშვილი მსოფლიო კოლექციებში

- ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ცნობილი ადამიანის კოლექციაში ინახება. ყველას სახელები და გვარები არ მახსოვს, მაგრამ პოლიტიკოსებიდან ტეტჩერს, ვიცი, რომ ჰქონდა. ამერიკაში "თეთრ სახლში“ არაერთ თანამდებობის პირს, მაგალითად, ჯორჯ ბუშს (უმცროსს), ტონინო გუერა კი გარდაიცვალა, მაგრამ მის კოლექციაშიც არის, არაერთ ცნობილ ელჩს აქვს, საფრანგეთშიც ბევრია გაბნეული, ასევე საქართველოშიც, ვინმე რომ არ გამომრჩეს, ვერავის გამოვყოფ...

  • "ჩემი ცხოვრების გარდამტეხი პერიოდი“

- 90-იანი წლები მოგეხსენებათ, რა მძიმე იყო, ძალიან უჭირდა საქართველოს, სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო და იმ ყველაფრის გამო საშინელ დეპრესიაში ვიყავი. შეიძლება ითქვას, გამოცლილი მქონდა ენერგია, მეგონა, საშველი აღარ იყო. მაგ პერიოდში მე და ჩემს მეუღლეს კანადიდან შემოთავაზებები გვქონდა. მამაჩემი მეხვეწებოდა, წავსულიყავი. არ წავედით, ვფიქრობდით, თუ ყველა წავიდა, ვინღა დარჩება ქვეყანაშიო... არადა, ისეთი ადამიანები მიდიოდნენ, რომლებიც რაღაცას წარმოადგენდნენ. მაშინ ამის გამო ისეთი შეგრძნებაც მქონდა, რომ თითქოს მარტო ვრჩებოდი, გარშემო კი ბევრი ადამიანი იყო, რომლებსაც ჩვენი იმედი ჰქონდათ. იგივე მეგობრები, და-ძმები, მეგობრების მეგობრები, ახლობლები. ვფიქრობდი, რატომ უნდა დავტოვო ქვეყანა? თუ რამეს აკეთებ, სჯობს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთო-მეთქი. გასაგებია, რომ აქ ეს რთული იყო... მოკლედ, დავრჩი და სწორედ მაშინ მომიწია სახარებაზე მუშაობა.

როცა მის უწმინდესობას შევხდი, საპატრიარქოში ჩემს მეგობართან, დედა თებრონიასთან ერთად ვიყავი მისული. სახარებაზე მუშაობა შემომთავაზა. მითხრა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელნაწერი სახარება იქმნებოდა, მაკურთხა და მითხრა, ხატმწერთა ჯგუფს ჩავდგომოდი სათავეში. სახარებაზე მუშაობა 2000 წლისთვის უნდა დაგვემთავრებინა და ნამუშევარი საკათედრო ტაძარში უნდა დაბრძანებულიყო. ეს შენი სახლია, შეგიძლია, აქ იცხოვროო - ასეთი იყო პატრიარქის სიტყვები. იქ არ მიცხოვრია, მაგრამ ვმუშაობდი... პერიოდულად ამოდიოდა, დამხედავდა ხოლმე. ის ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა იყო, მეორე სუნთქვასავით ჩამერთო. იმ ენერგიაგამოლეულზე მისწრება იყო. სახარებაზე სამი წელი ვმუშაობდი. იმ პერიოდში სხვა არაფერი გამიკეთებია. თავიდან ბოლომდე ვიყავი ამ საქმეში გადაშვებული. საერთოდ, თუ რამეს ვაკეთებ, მირჩევნია, ბოლომდე ჩავერთო. ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, ვერ ვიტყვი, რომ სამაგალითო ქრისტიანი გავხდი, მაგრამ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე... უწმინდესმა ნება დამრთო მოსამზადებელი ეტაპის გარეშე დამეწყო ტყავის ეტრატზე მუშაობა... მერე სხვებიც შემოგვიერთდნენ... 2000 წელს სახარებაზე მუშაობა დავასრულეთ...

  • "რომ არა მხატვარი, მუსიკოსი ვიქნებოდი“

- ძალიან მიყვარდა ოპერა და საოპერო ხელოვნება. ერთ ბებიას უნდოდა, საოპერო მომღერალი გამოვსულიყავი, მეორეს - ექიმი. ალბათ მაინც ხელოვნებაში წავიდოდი, მუსიკას გავყვებოდი. ვმღეროდი მე-16 სამუსიკო სკოლაში, საკონცერტო გუნდი გვქონდა, რესპუბლიკურ ოლიმპიადებში პრიზებით გვაჯილდოებდნენ. სერიოზულად ვიყავი ჩართული, მუსიკა მიყვარდა, თუმცა მანდ პირველი არ ვყოფილვარ, ჩემზე უკეთესი ბევრი იყო.

  • თემური - მომავალი მეუღლე...

- ერთხელ დედასთან თეატრში მივედი. მეათე კლასში ვიყავი. თემური რუსული თოჯინების თეატრში მუშაობდა, ახალგაზრდა რეჟისორი გახლდათ, რომელსაც სპექტაკლი უნდა გამოეშვა. თავის მეგობრებთან ერთად იყო, თეთრები ეცვა, თავადაც ღია ფერების გახლდათ, - მისი ქერა თმა, ცისფერი თვალი რომ დავინახე, მზით განათებული ადამიანი აღმოვაჩინე. მშვიდობიანი, კეთილშობილი - ეს ყველაფერი თვალის ერთი შევლებით შევნიშნე... ღმერთო, ნუთუ ეს ადამიანი შეიძლება არსებობდეს და ჩემ გვერდით არ იყოს-მეთქი?

თუმცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, ის ინსტიტუტს ამთავრებდა. გარშემორტყმული იყო ლამაზი გოგო-ბიჭებით, იმ წუთას ასაკში ჩვენ შორის სხვაობა იყო... მეორედ დედაჩემთან კაბინეტში კიდევ შევხვდით. კურსელებთან ერთად საქმეზე იყო მოსული. მაშინ გავიცანი და ლადო ბურდულის დაბადების დღეზე წყნეთში დამპატიჟა. ლადო ბურდული მისი მეგობარი იყო. მოკლედ, დავმეგობრდით. მაშინ 16 წლის ვიყავი. ფაქტობრივად, იმ ასაკიდან მიყვარდა და ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ჩემ გვერდით 33 წელიწადი გაატარა.

  • "თემურის გადასარჩენად ბევრი ვიბრძოლეთ..."

- მისი ავადმყოფობის განმავლობაში დიდი ტკივილები განვიცადე, ნაირ-ნაირი ავადმყოფობა იჩენდა მუდმივად თავს. გაოცებული ვიყავი. ავადმყოფობებს ხმალამოღებული ვებრძოდით ხან რეანიმაციაში, ხან პალატაში, ხან სტამბოლში, ხან თბილისში, ხან გერმანიაში... დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდით, დამარცხება ვერ წარმომედგინა... ბოლოს საავადმყოფოში ყოფნას ვეღარ უძლებდა, გადავწყვიტე, შინ გამომეყვანა. ვთქვი, ჩემს თავს უნდა გადავაჭარბო-მეთქი, არადა, ჩემს თავს ნამდვილად გადავაჭარბე, რაც არ შემეძლო, ისეთ რამეებს ვაკეთებდი, ისე ვმოქმედებდი... ტრაქეოსტომია ჰქონდა გაკეთებული, ხმა აღარ ჰქონდა, ნატანჯი იყო, თვალებით მეხვეწებოდა, რომ წამომეყვანა. მზის შუქი, სახლი ენატრებოდა. რეანიმაციაში 6 თვე გამოუსვლელად იყო, მანამდე სტამბოლში... განუწყვეტლივ ლოცვებს ვკითხულობდი, მოძღვარი აზიარებდა. იქაურობას ყოველ დღე გვიან ვტოვებდი და დილას 8 საათზე ისევ მასთან ვიყავი... მერე უცებ მივხვდი, რომ რაღაც საოცრება უნდა ჩამედინა და სახლში გავაკეთე რეანიმაცია, ასეთი რამ საქართველოში არავის გაუკეთებია - დიალიზის აპარატიც მოვიტანე, შევუთანხმდი ექიმებს, ექთნებს, რომ ჩვენთან ემორიგევათ.

კვირა ბოლო დღე იყო, სამშაბათს უნდა გამომეყვანა. კვირას, დილის 5 საათზე ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ გარდაიცვალა... ეს ჩემთვის შოკი იყო, არავითარ შემთხვევაში არ მეგონა, რომ ასე ხელმოცარული დავრჩებოდი. ვერ წარმომედგინა, თუ იმას ვერ შევძლებდი, ის მაინც დაენახა, რომ სახლში იყო და არა საავადმყოფოში, საშინელი ტრავმა მივიღე და ტრაგედია დამატყდა თავს. ვერ მოვასწარი... დიალიზის დროს გარდაიცვალა. ვფიქრობ, რკინასავით ვყოფილვარ, ამდენ დარტყმას გავუძელი... არადა, ამ 6 თვის განმავლობაში ყველა ექიმი მეუბნებოდა, რომ იმედი არ უნდა მქონოდა. ეს ძალიან მაღიზიანებდა. რას ნიშნავს, - თქვენ გააკეთეთ მაქსიმუმი დანარჩენი ღმერთის ნებაა-მეთქი. ღმერთს ყველაფერი შეუძლია... ვიცოდი, რომ მძიმე იყო, მაგრამ მაინც მეგონა, რომ გადავარჩენდი...

  • "ჩემი დიდი მეგობარი, ანუ მეორე მე“

- თემური ჩემი დიდი მეგობარი იყო, როგორც საკუთარ თავს ვენდობი, ასევე ვენდობოდი მას. ეს იგივე ადამიანი იყო, რაც მე ვარ. სხვადასხვანაირი ხასიათებით, გარეგნობით აბსოლუტურად, განსხვავებულები, მაგრამ შინაგანი მრწამსით, ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებით ერთნაირები. მისი წასვლა დეპრესიას ვეღარ გამოიწვევდა, ამოვიწურე, გაცვდა ემოციები... დეპრესია მაშინ გეუფლება, როცა პასიური ხარ და არაფერს აკეთებ. საავადმყოფოში თავზე ვედექი, ღამე ვმუშაობდი, სულ მუდმივად ჩართული ვიყავი, კი, დეპრესიას უმოქმედობა იწვევს...

  • "ჩემი სურვილია..."

- მინდა ადამიანებს მომავალი ქრისტეს აღდგომა მივულოცო, დიდი სიკეთის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს საქართველოსთვის, ყოველი ქართველისთვის. ჩვენს ქვეყანას თავის სილამაზით, წარმატებით, მშვიდობით, განათლებით, მრავალფეროვნებით, სიძლიერით, სისავსით დაეკავებინოს მსოფლიოს თანამეგობრობაში თავისი ნიშა. მოეძებნოს სამუდამოდ თავისი ადგილი. ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება და ამას ყველას ვუსურვებ.