პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზაზას ამბავი რომ გავიგეთ, რეპეტიცია გვქონდა, ყველაფერი ჩაიშალა" - კაცი, რომელიც დააკლდა თეატრს: როგორ იხსენებენ ზაზა მიქაშავიძეს მეგობრები და კოლეგები?
"ზაზას ამბავი რომ გავიგეთ, რეპეტიცია გვქონდა, ყველაფერი ჩაიშალა" - კაცი, რომელიც დააკლდა თეატრს: როგორ იხსენებენ ზაზა მიქაშავიძეს მეგობრები და კოლეგები?

31 მარტს თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. "თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მო­ა­მა­გე ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძე იყო მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­უ­კე­თე­სო მო­წა­ფე, მისი მუდ­მი­ვი თა­ნა­მო­აზ­რე და ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი" - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძის­თვის თე­ატ­რი და ზო­გა­დად, ეს სამ­ყა­რო იყო ყვე­ლა­ფე­რი, მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერც წარ­მო­ედ­გი­ნა. ცნო­ბი­ლია, რომ ბა­ტო­ნი ზაზა მსა­ხი­ობ ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძის მე­უღ­ლე გახ­ლდათ და ამ სამ­სა­ხი­ო­ბო წყვილს თე­ატ­რის შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის.

"ჩემი ოჯა­ხი თე­ატ­რა­ლუ­რია, ჩემი მე­უღ­ლე ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძეც მსა­ხი­ო­ბია. ბევრ სპექ­ტაკლში სცე­ნა­ზე ერ­თად ვდგა­ვართ და ვთა­მა­შობთ... მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მოს­წავ­ლე ვარ. ბა­ტო­ნი მიშა იყო გურუ, ძა­ლი­ან დიდი პე­და­გო­გი, დიდი რე­ჟი­სო­რი. მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე და ცდი­ლობ­და, ჩვენც ასე­ვე გვყვა­რე­ბო­და. ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე მსა­ხი­ო­ბი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი მე­უღ­ლეც ბა­ტო­ნი მი­შას მო­წა­ფე იყო. ჩემ­თვის თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი არის ყვე­ლა­ფე­რი“, - ამ­ბობს ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სპექ­ტაკ­ლი "და­რა­ბებს მიღ­მა გა­ზა­ფხუ­ლია" - ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძე და ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და, ბა­ტო­ნი ზა­ზას კო­ლე­გებს და­კავ­ში­რე­ბო­და (უმე­ტე­სო­ბამ, ამ მძი­მე ამ­ბით შე­წუ­ხე­ბულ­მა, სა­უ­ბა­რი ვერ შეძ­ლო)...

რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

- ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ზაზა აღარ არის. 45 წე­ლი­წა­დი ერ­თად ვი­ყა­ვით. ნი­ნე­ლი და მე ჯგუ­ფე­ლე­ბი ვართ და ნი­ნე­ლის­გან გა­მომ­დი­ნა­რეც სტუ­დენ­ტო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ. კარ­გის მეტი არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია - ჯერ ერთი, ფან­ტას­ტი­კუ­რი იუ­მო­რი ჰქონ­და, იყო კარ­გი მე­გო­ბა­რი, რაც მთა­ვა­რია, თხე­მით ტერ­ფამ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გახ­ლდათ. არ მახ­სოვს, რე­პე­ტი­ცია გა­ეც­დი­ნოს, ან მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი მო­სუ­ლი­ყოს. ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო, ნამ­დვი­ლად თე­ატ­რის კაცი. ბო­ლოს „ბა­კუ­ლას ღო­რებ­ში“ ითა­მა­შა. ეს სპექ­ტაკ­ლი ჩემი და ნი­ნე­ლის მე­სა­მე სა­კურ­სო სპექ­ტაკ­ლი იყო, რო­მე­ლიც შემ­დეგ თე­ატ­რში გად­მო­ვი­და... ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ, ზა­ზას წას­ვლით გული დამ­წყდა. ამ­დე­ნი წელი ერ­თად, ხუმ­რო­ბა ხომ არ არის?! სცე­ნა­ზეც ხში­რად ვყო­ფილ­ვართ პარტნი­ო­რე­ბი. ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში იყო... თე­ატ­რის გვერ­დში მდგო­მი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და.

ნიკა წე­რე­დი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი:

- 2002 წელს მი­ვე­დი თე­ატ­რში. იმ დღი­დან ვიც­ნობ ზა­ზას. სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი იყო. გარ­და არ­ტის­ტო­ბი­სა, ის მე­ო­რე პრო­ფე­სი­ით რე­ჟი­სო­რი იყო. მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო დად­გმის „ჩვე­ნი პა­ტა­რა ქა­ლა­ქის“ ბა­ტონ მი­შას­თან ერ­თად დამ­დგმე­ლი. ახ­ლაც მას ება­რა ამ სპექ­ტაკ­ლის აღ­დგე­ნა. მა­ი­სის მერე პრე­მი­ე­რე­ბი უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო და ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის უნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო... გარ­და იმი­სა, რომ რე­ჟი­სო­რი იყო, „ჩვენ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში“ გოგი გე­გეჭ­კო­რის შემ­დეგ წამ­ყვანს და მთხრო­ბელს თა­მა­შობ­და. ზა­ზამ სა­ოც­რად შეც­ვა­ლა... სპექ­ტაკლში მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­მიყ­ვა­ნა. ის ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბი და ის ხმა ახ­ლაც ყურ­ში მიდ­გას. სა­ო­ცა­რი იყო. შევ­დი­ო­დი ხოლ­მე კუ­ლის­ში და ვუს­მენ­დი, რად­გან მის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იყო მო­წო­დე­ბუ­ლი... მის ხმას რომ ვე­ღარ გა­ვი­გებ, არის სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი...

კად­რი ფილ­მი­დან "მარ­ტო­ხე­ლა მო­ნა­დი­რე"

მო­მი­წია მას­თან რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლშიც პარტნი­ო­რო­ბა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს რო­გორც შე­იძ­ლე­ბა, რომ გვერ­დში და­უდ­გე, ყო­ველ­თვის გვერ­დში ედგა, ზა­ზას­გან სულ იგ­რძნო­ბო­და, რომ ძა­ლი­ან კარ­გად, და­დე­ბი­თად იყო მათ­თან გან­წყო­ბი­ლი. თე­ატ­რის გარ­და, წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ე­რე­ბა, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის როლი მე­თა­მა­შა. ეს იყო "პირ­ვე­ლი არ­ხის“ ერთ-ერთ მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მელ­შიც ზა­ზას სტა­ლი­ნის როლი ჰქონ­და (ფილ­მი მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი­სა და სტა­ლი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე იყო). ზაზა სტა­ლი­ნის როლს თა­მა­შობ­და და მე - მი­ხელ ჭი­ა­უ­რე­ლის. გა­და­ღე­ბა ერ­თად გვქონ­და და ჩვენ შო­რის კი­დევ სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და... ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, გვერ­დში მდგო­მი ადა­მი­ა­ნი იყო. ახლა ვიხ­სე­ნებ­დი, შარ­შან რა­ღაც ვერ იყო კარ­გად და მაგ პე­რი­ოდ­ში მამა გარ­და­მეც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­ვი­და, კარ­გა ხანი იყო ჩემ­თან, მამ­ხნე­ვებ­და, ვე­რაფ­რით და­ვი­ვი­წყებ ამას. ბევ­რი კარ­გი მახ­სოვს... გუ­შინ, როცა ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ, რე­პე­ტი­ცია გვქონ­და, ერთი სპექ­ტაკ­ლის აღ­დგე­ნა­ზე ვმუ­შა­ობთ, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­შა­ლა...

სპექ­ტაკ­ლი "ჰა­რა­ლე­თი" - ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძე და ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე

ვანო ხუ­ციშ­ვი­ლი, თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ბა­ტო­ნი ზა­ზას ამ­ქვეყ­ნი­დან წას­ვლა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია. მთე­ლი თე­ატ­რის­თვის ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო... ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის წას­ვლა სა­ერ­თოდ, რთუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლია, მაგ­რამ ბა­ტო­ნი ზაზა გა­მო­ირ­ჩე­ო­და თე­ატრთან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბით. ის თე­ატ­რის დამ­ფუძ­ნებ­ლებს შო­რის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო და მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­მო­აზ­რე. პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თად შექ­მნეს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ის იდეა, რა­საც მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი ჰქვია და ზო­გა­დად კონ­ცეფ­ცია.

ეს ამ­ბა­ვი უფ­რო­სი და ახა­ლი თა­ო­ბის­თვის დიდი დარ­ტყმაა, რო­მელ­თა­ნაც ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ვუ­სამ­ძიმ­რებ თე­ატრს, ოჯახს, გან­სა­კუთ­რე­ბით ვუ­სამ­ძიმ­რებ ქალ­ბა­ტონ ნი­ნე­ლის ამ ძა­ლი­ან დიდ და­ნაკ­ლისს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ერ­თად მო­დი­ოდ­ნენ. ბა­ტო­ნი ზაზა იყო მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის წევ­რი, რომ­ლის ბა­ზა­ზეც თე­ატ­რი შე­იქ­მნა, ხოლო ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნე­ლი - მე­ო­რე ჯგუ­ფის. ძა­ლი­ან რთუ­ლია ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი... არა­და, ვემ­ზა­დე­ბო­დით „ჩვე­ნი პა­ტა­რა ქა­ლა­ქის“ აღ­სად­გე­ნად. 11 მა­ისს მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა.

სპექ­ტაკ­ლი "ჰა­რა­ლე­თი"

ბა­ტო­ნი ზაზა იცით, რომ ამ სპექ­ტაკ­ლის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა იყო. თა­ვის დრო­ზე მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა ამ სპექ­ტაკლზე რე­ჟის­ო­რად აიყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი აღ­დგე­ნაც მოხ­და, სულ ის აღად­გენ­და. სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია... თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და ვფიქ­რობ, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრმა ღირ­სე­უ­ლად უნდა უპა­სუ­ხოს ამ რთულ გა­მოწ­ვე­ვას და ტრა­გე­დი­ას. ისე, რო­გორც ამ თე­ატრს სჩ­ვე­ვია და ღირ­სე­უ­ლად ატა­როს მისი სა­ხე­ლი, უნდა გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა. მე სულ ერთი წე­ლია, რაც სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ვი­ნიშ­ნე. ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, ვინც ყვე­ლა­ზე კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი იყო, გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ურ­თი­ერ­თო­ბით რო­გორც ჩემ­თან, ასე­ვე თე­ატრთან მი­მარ­თე­ბა­ში, ეს ბა­ტო­ნი ზაზა იყო. მად­ლო­ბას ვუხ­დი მას ამ ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. იმ ფა­სე­უ­ლო­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის­თვის, რა­საც თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი ჰქვია. ის ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯით ამ ყვე­ლა­ფერს უფრთხილ­დე­ბო­და, რა­საც მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის და­ნა­ტო­ვა­რი ჰქვია.

ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძე გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­ში: "კა­რი­ე­რი“, „სახ­ლი ლესნა­ი­ა­ზე,“ „მა­რა­დი­სო­ბის კა­ნო­ნი,“ „ტე­რან­გი,“ „ახა­ლი არ­კა­დია“, „ბრა­ვო, ალ­ბერ ლო­ლიშ!“, „ვა­მე­ხი მო­დის (და­კარ­გუ­ლი სა­გან­ძუ­რის სა­ძებ­ნე­ლად)“, „ქვე­ლი (კე­თი­ლის­მყო­ფე­ლი),“ „ტუ­რან­დო­ტი,“ „მარ­ტო­ხე­ლა მო­ნა­დი­რე,“ დათა თუ­თაშ­ხია,“ „ვალ­სი პე­ჩო­რა­ზე,“ „ვირ­თხა,“ „დათ­ქმულ დღეს,“ „ანას და­ბა­დე­ბის დღე“.

  • AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მსა­ხი­ო­ბის და რე­ჟი­სო­რის ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს მის ოჯახს, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრს და მთელ თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინა
1

ხალხო, მიზეზი დაწერეთ , რით გარდაიცვალა. ასი წლის კაცი ხომ არ იყო, რომ ისედაც გასაგები იყოს ყველაფერი 

ქართველი!
0

ნათელი და სანთელი მის სულს!

ავტორი:

"ზაზას ამბავი რომ გავიგეთ, რეპეტიცია გვქონდა, ყველაფერი ჩაიშალა" - კაცი, რომელიც დააკლდა თეატრს: როგორ იხსენებენ ზაზა მიქაშავიძეს მეგობრები და კოლეგები?

"ზაზას ამბავი რომ გავიგეთ, რეპეტიცია გვქონდა, ყველაფერი ჩაიშალა" - კაცი, რომელიც დააკლდა თეატრს: როგორ იხსენებენ ზაზა მიქაშავიძეს მეგობრები და კოლეგები?

31 მარტს თუმანიშვილის თეატრის მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა. "თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი" - წერია განცხადებაში.

  • ზაზა მიქაშავიძისთვის თეატრი და ზოგადად, ეს სამყარო იყო ყველაფერი, მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოედგინა. ცნობილია, რომ ბატონი ზაზა მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის მეუღლე გახლდათ და ამ სამსახიობო წყვილს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

"ჩემი ოჯახი თეატრალურია, ჩემი მეუღლე ზაზა მიქაშავიძეც მსახიობია. ბევრ სპექტაკლში სცენაზე ერთად ვდგავართ და ვთამაშობთ... მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე ვარ. ბატონი მიშა იყო გურუ, ძალიან დიდი პედაგოგი, დიდი რეჟისორი. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე და ცდილობდა, ჩვენც ასევე გვყვარებოდა. ის რომ არ ყოფილიყო, მე მსახიობი არ ვიქნებოდი. ჩემი მეუღლეც ბატონი მიშას მოწაფე იყო. ჩემთვის თუმანიშვილის სახელობის თეატრი არის ყველაფერი“, - ამბობს ნინელი ჭანკვეტაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

სპექტაკლი ''დარაბებს მიღმა გაზაფხულია'' - ზაზა მიქაშავიძე და ნინელი ჭანკვეტაძე

AMBEBI.GE შეეცადა, ბატონი ზაზას კოლეგებს დაკავშირებოდა (უმეტესობამ, ამ მძიმე ამბით შეწუხებულმა, საუბარი ვერ შეძლო)...

რამაზ იოსელიანი, მსახიობი:

- ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზაზა აღარ არის. 45 წელიწადი ერთად ვიყავით. ნინელი და მე ჯგუფელები ვართ და ნინელისგან გამომდინარეც სტუდენტობიდან ერთად მოვდივართ. კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია - ჯერ ერთი, ფანტასტიკური იუმორი ჰქონდა, იყო კარგი მეგობარი, რაც მთავარია, თხემით ტერფამდე პროფესიონალი გახლდათ. არ მახსოვს, რეპეტიცია გაეცდინოს, ან მოუმზადებელი მოსულიყოს. ყველანაირად მოწესრიგებული იყო, ნამდვილად თეატრის კაცი. ბოლოს „ბაკულას ღორებში“ ითამაშა. ეს სპექტაკლი ჩემი და ნინელის მესამე საკურსო სპექტაკლი იყო, რომელიც შემდეგ თეატრში გადმოვიდა... ძალიან შეწუხებული ვარ, ზაზას წასვლით გული დამწყდა. ამდენი წელი ერთად, ხუმრობა ხომ არ არის?! სცენაზეც ხშირად ვყოფილვართ პარტნიორები. ყოველთვის ფორმაში იყო... თეატრის გვერდში მდგომი ადამიანი წავიდა.

ნიკა წერედიანი, მსახიობი:

- 2002 წელს მივედი თეატრში. იმ დღიდან ვიცნობ ზაზას. საოცრად ნიჭიერი იყო. გარდა არტისტობისა, ის მეორე პროფესიით რეჟისორი იყო. მიხეილ თუმანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო დადგმის „ჩვენი პატარა ქალაქის“ ბატონ მიშასთან ერთად დამდგმელი. ახლაც მას ებარა ამ სპექტაკლის აღდგენა. მაისის მერე პრემიერები უნდა გამოსულიყო და ახალი სეზონისთვის უნდა მომზადებულიყო... გარდა იმისა, რომ რეჟისორი იყო, „ჩვენ პატარა ქალაქში“ გოგი გეგეჭკორის შემდეგ წამყვანს და მთხრობელს თამაშობდა. ზაზამ საოცრად შეცვალა... სპექტაკლში მეც ვმონაწილეობდი, რამდენიმე წლის წინ შემიყვანა. ის ინტონაციები და ის ხმა ახლაც ყურში მიდგას. საოცარი იყო. შევდიოდი ხოლმე კულისში და ვუსმენდი, რადგან მისგან განსაკუთრებულად იყო მოწოდებული... მის ხმას რომ ვეღარ გავიგებ, არის საშინელი ამბავი...

კადრი ფილმიდან ''მარტოხელა მონადირე''

მომიწია მასთან რამდენიმე სპექტაკლშიც პარტნიორობა. საყვარელი ადამიანი იყო. ახალგაზრდა მსახიობს როგორც შეიძლება, რომ გვერდში დაუდგე, ყოველთვის გვერდში ედგა, ზაზასგან სულ იგრძნობოდა, რომ ძალიან კარგად, დადებითად იყო მათთან განწყობილი. თეატრის გარდა, წილად მხვდა ბედნიერება, მიხეილ ჭიაურელის როლი მეთამაშა. ეს იყო "პირველი არხის“ ერთ-ერთ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ზაზას სტალინის როლი ჰქონდა (ფილმი მიხეილ ჭიაურელისა და სტალინის ურთიერთობაზე იყო). ზაზა სტალინის როლს თამაშობდა და მე - მიხელ ჭიაურელის. გადაღება ერთად გვქონდა და ჩვენ შორის კიდევ საოცარი ურთიერთობა ჩამოყალიბდა... ურთიერთობაშიც არაჩვეულებრივი, ყურადღებიანი, გვერდში მდგომი ადამიანი იყო. ახლა ვიხსენებდი, შარშან რაღაც ვერ იყო კარგად და მაგ პერიოდში მამა გარდამეცვალა. მიუხედავად ამისა, მოვიდა, კარგა ხანი იყო ჩემთან, მამხნევებდა, ვერაფრით დავივიწყებ ამას. ბევრი კარგი მახსოვს... გუშინ, როცა ეს ამბავი გავიგეთ, რეპეტიცია გვქონდა, ერთი სპექტაკლის აღდგენაზე ვმუშაობთ, ყველაფერი ჩაიშალა...

სპექტაკლი "ჰარალეთი'' - ზაზა მიქაშავიძე და ნინელი ჭანკვეტაძე

ვანო ხუციშვილი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- ბატონი ზაზას ამქვეყნიდან წასვლა ძალიან სამწუხარო ამბავია. მთელი თეატრისთვის ნამდვილად მოულოდნელობა იყო... ნებისმიერი ადამიანის წასვლა საერთოდ, რთული და მტკივნეულია, მაგრამ ბატონი ზაზა გამოირჩეოდა თეატრთან მიმართებაში საოცარი ურთიერთობით. ის თეატრის დამფუძნებლებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო და მიხეილ თუმანიშვილის თანამოაზრე. პრაქტიკულად, ერთად შექმნეს და განახორციელეს ის იდეა, რასაც მიხეილ თუმანიშვილის თეატრი ჰქვია და ზოგადად კონცეფცია.

ეს ამბავი უფროსი და ახალი თაობისთვის დიდი დარტყმაა, რომელთანაც ძალიან მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა. ვუსამძიმრებ თეატრს, ოჯახს, განსაკუთრებით ვუსამძიმრებ ქალბატონ ნინელის ამ ძალიან დიდ დანაკლისს. უნივერსიტეტიდან ერთად მოდიოდნენ. ბატონი ზაზა იყო მიხეილ თუმანიშვილის პირველი ჯგუფის წევრი, რომლის ბაზაზეც თეატრი შეიქმნა, ხოლო ქალბატონი ნინელი - მეორე ჯგუფის. ძალიან რთულია ახლა ეს ყველაფერი... არადა, ვემზადებოდით „ჩვენი პატარა ქალაქის“ აღსადგენად. 11 მაისს მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების დღეა.

სპექტაკლი ''ჰარალეთი''

ბატონი ზაზა იცით, რომ ამ სპექტაკლის მთავარი პერსონა იყო. თავის დროზე მიხეილ თუმანიშვილმა ამ სპექტაკლზე რეჟისორად აიყვანა. რამდენი აღდგენაც მოხდა, სულ ის აღადგენდა. სამწუხარო ამბავია... თუმცა ცხოვრება გრძელდება და ვფიქრობ, თუმანიშვილის თეატრმა ღირსეულად უნდა უპასუხოს ამ რთულ გამოწვევას და ტრაგედიას. ისე, როგორც ამ თეატრს სჩვევია და ღირსეულად ატაროს მისი სახელი, უნდა გააგრძელოს ცხოვრება. მე სულ ერთი წელია, რაც სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნე. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ყველაზე კონსტრუქციული იყო, გამოირჩეოდა თანამშრომლობით, ურთიერთობით როგორც ჩემთან, ასევე თეატრთან მიმართებაში, ეს ბატონი ზაზა იყო. მადლობას ვუხდი მას ამ ურთიერთობისთვის. იმ ფასეულობის გაფრთხილებისთვის, რასაც თუმანიშვილის თეატრი ჰქვია. ის ყოველი ნაბიჯით ამ ყველაფერს უფრთხილდებოდა, რასაც მიხეილ თუმანიშვილის დანატოვარი ჰქვია.

ზაზა მიქაშავიძე გადაღებულია ფილმებში: "კარიერი“, „სახლი ლესნაიაზე,“ „მარადისობის კანონი,“ „ტერანგი,“ „ახალი არკადია“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“, „ქველი (კეთილისმყოფელი),“ „ტურანდოტი,“ „მარტოხელა მონადირე,“ დათა თუთაშხია,“ „ვალსი პეჩორაზე,“ „ვირთხა,“ „დათქმულ დღეს,“ „ანას დაბადების დღე“.

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს მსახიობის და რეჟისორის ზაზა მიქაშავიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, თუმანიშვილის თეატრს და მთელ თეატრალურ საზოგადოებას.
×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"