საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გზა თბილისიდან კემბრიჯამდე - გაიცანით თაკო წულაია, "წიგნების თაროს" მონაწილე
გზა თბილისიდან კემბრიჯამდე - გაიცანით თაკო წულაია, "წიგნების თაროს" მონაწილე

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, „წიგ­ნე­ბის თარო“ მე­ა­თე სა­ი­უ­ბი­ლეო სტუ­დენ­ტუ­რი სე­ზო­ნით ბრუნ­დე­ბა. ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კი­დევ უფრო მეტი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­საქ­მნე­ლად, პრო­ექ­ტი მო­ნა­წი­ლე­ებს ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვებს ჰპირ­დე­ბა. გუნ­დე­ბი ერ­თმა­ნეთს ლი­ტე­რა­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­დან კი­თხვე­ბის გა­მოც­ნო­ბა­ში ეჯიბ­რე­ბი­ან. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კი სას­წავ­ლებ­ლად კემ­ბრი­ჯის ორ­კვი­რი­ან სა­ზა­ფხუ­ლი სკო­ლა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

ახა­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე იმ გა­მორ­ჩე­ულ ახალ­გაზ­რდებს გა­გაც­ნობთ, რომ­ლე­ბიც „წიგ­ნე­ბის თა­როს“ პრო­ექტს ქმნი­ან.

„წიგ­ნე­ბის თა­რო­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია და არც ვი­ფიქ­რებ­დი, რომ არა პან­დე­მია, რო­მელ­მაც ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მო­სა­წყე­ნი და რუ­ტი­ნუ­ლი ამ­ბე­ბის გრო­ვად აქ­ცია. ამ ჩა­კე­ტი­ლო­ბის­გან გა­საქ­ცე­ვად სი­ახ­ლე­ებს ვე­ძებ­დი, ამი­ტომ გო­გას და მა­რი­ამს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად გუნ­დის შექ­მნა­ზე დავ­თან­ხმდი. მა­შინ არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ ახლა ცხა­დია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც კი ოდეს­მე მი­მი­ღია“, - გვიყ­ვე­ბა პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თაკო წუ­ლა­ია და კემ­ბრი­ჯის სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს.

მი­სი­ვე თქმით, თა­ვი­დან, რო­დე­საც პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი არ ჰქო­ნია. „ვფიქ­რობ­დი, რომ პირ­ველ სე­ზონს წა­ვა­გებ­დით, გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დით და მერე, მომ­დევ­ნო სე­ზო­ნებ­ში გა­ვი­მარ­ჯვებ­დით, მაგ­რამ როცა თა­მა­შე­ბი და­ი­წყო, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შეგ­ვეძ­ლო. მა­ლე­ვე კემ­ბრი­ჯი ხელ­შე­სა­ხებ ოც­ნე­ბად იქცა. თუმ­ცა, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი რთუ­ლი და დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მა­შინ, როცა ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბო­დი, კემ­ბრი­ჯის ფო­ტო­ე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბას ვი­წყებ­დი მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად... სა­ბო­ლო­ოდ, შო­რე­უ­ლი მი­ზა­ნი რე­ა­ლო­ბად იქცა, მაგ­რამ ლონ­დო­ნის აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნა­ვის დაჯ­დო­მამ­დე მა­ინც ვერ ვი­ჯე­რებ­დი, რომ ეს მარ­თლა ხდე­ბო­და“, - გვიყ­ვე­ბა თაკო.

რო­გორც ამ­ბობს, კემ­ბრი­ჯის სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ხელი შე­უ­წყო მის პი­როვ­ნულ ზრდას და უფრო თავ­და­ჯე­რე­ბულ ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

„ხმა­უ­რი­ან და ხალ­ხით სავ­სე ლონ­დონ­ზე მე­ტად კემ­ბრი­ჯი შე­მიყ­ვარ­და - მყუდ­რო და მწვა­ნე ქა­ლა­ქი, ულა­მა­ზე­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და ცხოვ­რე­ბის ზო­მი­ე­რი რიტ­მით… ამ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ შე­უძ­ლე­ბე­ლია, პი­როვ­ნუ­ლად არ გა­ი­ზარ­დო და უფრო და­მო­უ­კი­დე­ბელ და თავ­და­ჯე­რე­ბულ ადა­მი­ა­ნად ქცე­უ­ლი არ დაბ­რუნ­დე უკან“, - გვიყ­ვე­ბა თაკო.

სწო­რედ თავ­და­ჯე­რე­ბა, მიზ­ნე­ბი­სად­მი სწრაფ­ვა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა იქცა იმ მთა­ვარ ბა­ზი­სად, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რა მას, გა­ეკვლია გზა თბი­ლი­სი­დან კემ­ბრი­ჯის სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლამ­დე.

ორ­კვი­რი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ახალ­გაზ­რდე­ბი ეც­ნო­ბოდ­ნენ ად­გი­ლობ­რივ კულ­ტუ­რას, ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ ქა­ლა­ქებს, კო­ლე­ჯებს, კა­თედ­რა­ლებ­სა თუ მუ­ზე­უ­მებს და სწავ­ლობ­დნენ ინ­გლი­სურ ენას. თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მი­ღე­ბულ ცოდ­ნას­თან ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა.

„ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბა ქარ­თველ და უცხო­ელ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, ალ­ბათ, იუ­მო­რის გრძნო­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ისი­ნი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლე­ბი არი­ან, ეში­ნი­ათ უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და სა­სა­ცი­ლო ან ნაკ­ლე­ბად სა­სა­ცი­ლო ხუმ­რო­ბე­ბის თქმის. კემ­ბრი­ჯში კი ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თაა, აქ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე ხუმ­რო­ბენ - იმა­ზე, თუ რო­გორ და­უ­ვარ­დათ კა­ლა­მი, რო­გორ და­უც­ვივ­დათ ფურ­ცლე­ბი... - მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი სა­ხა­ლი­სოა, ეს კი მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სად აქ­ცევს“, - გვიყ­ვე­ბა თაკო.

სა­უბ­რი­სას კი აღ­ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­ი­ა­რა ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი და მრა­ვა­ლი კულ­ტუ­რუ­ლი გან­სხვა­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ლე­ვე შეძ­ლო გარ­შე­მომ­ყო­ფებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა.

„ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი ბა­რი­ე­რი, რო­მე­ლიც უცხო ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნი­სას ჩნდე­ბა, ყო­ველ­თვის ენობ­რი­ვია. როცა შენ გეს­მის და შენი ეს­მით, კულ­ტუ­რუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ ქმნის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან იოლი იყო. ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უფრო მეტი სა­ერ­თო აღ­მო­ვა­ჩი­ნე და სა­ბო­ლო­ოდ, ისე­თი გან­ცდა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს ორ კვი­რა­ზე ბევ­რად მეტი დრო გა­ვა­ტა­რე კემ­ბრი­ჯში“, - აღ­ნიშ­ნავს თაკო.

რო­გორც ის გვიყ­ვე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, უც­ვლე­ლი რჩე­ბა მისი მი­ზა­ნი - სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი, გეგ­მე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რას და­უ­კავ­ში­როს.

„ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩემ­თვის თვით­გა­მო­ხატ­ვის, აზ­როვ­ნე­ბის და ცხოვ­რე­ბის ფორ­მაა, ამი­ტო­მაც არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. გარ­და ამი­სა, ზუს­ტად ლი­ტე­რა­ტუ­რა იყო ის, რა­მაც ჩემს მე­გობ­რებ­თან და­მა­კავ­ში­რა და უფრო მე­ტიც, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლიც სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით შე­ვი­ძი­ნე. მოკ­ლედ, რაც კარ­გია ჩემ­ში თუ ჩემ გარ­შე­მო, სულ ლი­ტე­რა­ტუ­რის ბრა­ლია. ამი­ტომ კი­თხვას, წე­რას და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ლა­პა­რაკს ვა­პი­რებ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და იმე­დი მაქვს, ხელს არა­ფე­რი შე­მიშ­ლის“,- გვიყ­ვე­ბა თაკო.

რო­გორც ამ­ბობს, მის­თვის ლი­ტე­რა­ტუ­რას არა მხო­ლოდ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია, რად­გან მისი დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის და გან­სხვა­ვე­ბე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბის სწავ­ლა, რაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სო­ცი­უ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

„შე­იძ­ლე­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ, მაგ­რამ არ მენ­დო­მე­ბო­და ისეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა, რომ­ლის წევ­რე­ბიც მკი­თხვე­ლე­ბი არ არი­ან. კი­თხვა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­სტის გაც­ნო­ბას არ გუ­ლის­ხმობს, მიმ­ღებ­ლო­ბას და გან­სხვა­ვე­ბე­ბის სიყ­ვა­რულს გას­წავ­ლის, ხში­რად სინ­დი­სის ხმა­დაც იქ­ცე­ვა და უკე­თეს ადა­მი­ა­ნად თუ ვერ გაქ­ცევს, უკე­თეს ადა­მი­ან­ზე წარ­მოდ­გე­ნას მა­ინც გიქ­მნის. კი­ნოც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მუ­სი­კაც, მაგ­რამ ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩა­უ­ნაც­ვლე­ბე­ლი და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო მგო­ნია პი­როვ­ნე­ბე­ბის­თვი­საც და სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის­თვი­საც“, - გან­მარ­ტავს თაკო.

სა­ბო­ლო­ოდ კი, ის ახალ­გაზ­რდებს ურ­ჩევს, აუ­ცი­ლებ­ლად იკი­თხონ ლი­ტე­რა­ტუ­რა. მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში კი სა­კუ­თარ თავს უს­მი­ნონ.

„მათ­თვის, ვინც ახლა ირ­ჩევს პრო­ფე­სი­ას და აბა­რებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მაქვს. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ვე­ტყო­დი რომ აუ­ცი­ლებ­ლად იკი­თხონ მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვერ იპო­ვონ ისე­თი ავ­ტო­რი ან წიგ­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­დე­ბათ. ამი­ტომ, მთა­ვა­რია, ეძე­ბონ. ასე­ვე ვურ­ჩევ­დი, რომ მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. ამ პრო­ფე­სი­ე­ბის სწავ­ლა მათ მო­უ­წევთ და არა მათ კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლებს, რომ­ლებ­საც ჰგო­ნი­ათ, რომ უკეთ იცი­ან, რისი სწავ­ლა სჯობს და სად. სა­ბო­ლო­ოდ კი, ვე­ტყო­დი, არა­სო­დეს თქვან უარი სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­სა და მიზ­ნებ­ზე ში­შის გამო“, - ამ­ბობს თაკო.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სტუ­დენ­ტუ­რი ბა­რა­თი 2020 წლი­დან აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს წიგ­ნე­ბის თა­როს. პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში კი 223-მა სტუ­დენ­ტმა მი­ი­ღო სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­სა და წიგ­ნე­ბის თა­როს თა­ნამ­შრომ­ლო­ბით არა­ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და, მათ შო­რის შე­იქ­მნა „წიგ­ნე­ბის თა­როს ონ­ლა­ინ სკო­ლა“ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, სა­დაც ახალ­გაზ­რდებს უტარ­დე­ბო­დათ არა­ფორ­მა­ლუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა კურ­სე­ბი, მათ შო­რის: მი­თო­ლო­გი­ის, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის, კოს­მო­სის, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის, რი­ტო­რი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა თუ სა­უბ­რის ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით „წიგ­ნე­ბის თა­როს ონ­ლა­ინ სკო­ლა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 1336-მა მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო.

R

მზევინარ
0

წარმატებას ვუსურვებ ამ ნი3იერ გოგონას!👋✨

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გზა თბილისიდან კემბრიჯამდე - გაიცანით თაკო წულაია, "წიგნების თაროს" მონაწილე

გზა თბილისიდან კემბრიჯამდე - გაიცანით თაკო წულაია, "წიგნების თაროს" მონაწილე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „წიგნების თარო“ მეათე საიუბილეო სტუდენტური სეზონით ბრუნდება. ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მეტი აღმოჩენებისა და განვითარების შესაძლებლობის შესაქმნელად, პროექტი მონაწილეებს ახალ და საინტერესო გამოწვევებს ჰპირდება. გუნდები ერთმანეთს ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროდან კითხვების გამოცნობაში ეჯიბრებიან. გამარჯვებულები კი სასწავლებლად კემბრიჯის ორკვირიან საზაფხული სკოლაში მიემგზავრებიან.

ახალი სეზონის დაწყებამდე იმ გამორჩეულ ახალგაზრდებს გაგაცნობთ, რომლებიც „წიგნების თაროს“ პროექტს ქმნიან.

„წიგნების თაროში“ მონაწილეობაზე არასდროს მიფიქრია და არც ვიფიქრებდი, რომ არა პანდემია, რომელმაც ჩემი ყოველდღიურობა მოსაწყენი და რუტინული ამბების გროვად აქცია. ამ ჩაკეტილობისგან გასაქცევად სიახლეებს ვეძებდი, ამიტომ გოგას და მარიამს პროექტში მონაწილეობის მისაღებად გუნდის შექმნაზე დავთანხმდი. მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ცხადია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია“, - გვიყვება პროექტის გამარჯვებული თაკო წულაია და კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს.

მისივე თქმით, თავიდან, როდესაც პროექტში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, განსაკუთრებული მოლოდინები არ ჰქონია. „ვფიქრობდი, რომ პირველ სეზონს წავაგებდით, გამოცდილებას მივიღებდით და მერე, მომდევნო სეზონებში გავიმარჯვებდით, მაგრამ როცა თამაშები დაიწყო, აღმოვაჩინეთ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო. მალევე კემბრიჯი ხელშესახებ ოცნებად იქცა. თუმცა, მოსამზადებელი პერიოდი რთული და დატვირთული აღმოჩნდა. მაშინ, როცა ძალიან ვიღლებოდი, კემბრიჯის ფოტოების თვალიერებას ვიწყებდი მოტივაციის ასამაღლებლად... საბოლოოდ, შორეული მიზანი რეალობად იქცა, მაგრამ ლონდონის აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომამდე მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მართლა ხდებოდა“, - გვიყვება თაკო.

როგორც ამბობს, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიღებული გამოცდილება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ხელი შეუწყო მის პიროვნულ ზრდას და უფრო თავდაჯერებულ ადამიანად ჩამოყალიბებას.

„ხმაურიან და ხალხით სავსე ლონდონზე მეტად კემბრიჯი შემიყვარდა - მყუდრო და მწვანე ქალაქი, ულამაზესი არქიტექტურითა და ცხოვრების ზომიერი რიტმით… ამ ქალაქში ცხოვრების შემდეგ შეუძლებელია, პიროვნულად არ გაიზარდო და უფრო დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ ადამიანად ქცეული არ დაბრუნდე უკან“, - გვიყვება თაკო.

სწორედ თავდაჯერება, მიზნებისადმი სწრაფვა და თავდაუზოგავი შრომა იქცა იმ მთავარ ბაზისად, რომელიც დაეხმარა მას, გაეკვლია გზა თბილისიდან კემბრიჯის საზაფხულო სკოლამდე.

ორკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები ეცნობოდნენ ადგილობრივ კულტურას, ათვალიერებდნენ ქალაქებს, კოლეჯებს, კათედრალებსა თუ მუზეუმებს და სწავლობდნენ ინგლისურ ენას. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მიღებულ ცოდნასთან ერთად განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მასწავლებლების მოსწავლეებისადმი დამოკიდებულება აღმოჩნდა.

„ძირითადი განსხვავება ქართველ და უცხოელ მასწავლებლებს შორის, ალბათ, იუმორის გრძნობაა. საქართველოში ისინი ყოველთვის ძალიან სერიოზულები არიან, ეშინიათ უშუალო ურთიერთობების და სასაცილო ან ნაკლებად სასაცილო ხუმრობების თქმის. კემბრიჯში კი ყველაფერი პირიქითაა, აქ მასწავლებლები ყველაფერზე ხუმრობენ - იმაზე, თუ როგორ დაუვარდათ კალამი, როგორ დაუცვივდათ ფურცლები... - მათთვის ყველაფერი სახალისოა, ეს კი მათთან ურთიერთობას საინტერესო და სასიამოვნო პროცესად აქცევს“, - გვიყვება თაკო.

საუბრისას კი აღნიშნავს, რომ ძალიან მარტივად გაიარა ადაპტაციის პროცესი და მრავალი კულტურული განსხვავების მიუხედავად, მალევე შეძლო გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა.

„ვფიქრობ, მთავარი ბარიერი, რომელიც უცხო ქვეყანაში ყოფნისას ჩნდება, ყოველთვის ენობრივია. როცა შენ გესმის და შენი ესმით, კულტურული განსხვავებები არანაირ პრობლემას არ ქმნის. შესაბამისად, ჩემთვის ადაპტაციის პროცესი ძალიან იოლი იყო. ბევრი განსხვავების მიუხედავად, უფრო მეტი საერთო აღმოვაჩინე და საბოლოოდ, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ორ კვირაზე ბევრად მეტი დრო გავატარე კემბრიჯში“, - აღნიშნავს თაკო.

როგორც ის გვიყვება, მიუხედავად ცვლილებებისა, უცვლელი რჩება მისი მიზანი - საკუთარი მომავალი, გეგმები, სურვილები და ოცნებები ლიტერატურას დაუკავშიროს.

„ლიტერატურა ჩემთვის თვითგამოხატვის, აზროვნების და ცხოვრების ფორმაა, ამიტომაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ზუსტად ლიტერატურა იყო ის, რამაც ჩემს მეგობრებთან დამაკავშირა და უფრო მეტიც, ჩემი საუკეთესო მოგონებების დიდი ნაწილიც სწორედ მისი დამსახურებით შევიძინე. მოკლედ, რაც კარგია ჩემში თუ ჩემ გარშემო, სულ ლიტერატურის ბრალია. ამიტომ კითხვას, წერას და ლიტერატურაზე ლაპარაკს ვაპირებ მთელი ცხოვრება და იმედი მაქვს, ხელს არაფერი შემიშლის“,- გვიყვება თაკო.

როგორც ამბობს, მისთვის ლიტერატურას არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ საზოგადოების განვითარების პროცესშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან მისი დახმარებით შესაძლებელი ხდება ადამიანების სიყვარულის და განსხვავებების მიმღებლობის სწავლა, რაც განვითარებული სოციუმის ჩამოყალიბებას განაპირობებს.

„შეიძლება, სუბიექტური ვარ, მაგრამ არ მენდომებოდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, რომლის წევრებიც მკითხველები არ არიან. კითხვა მხოლოდ კონკრეტული ტექსტის გაცნობას არ გულისხმობს, მიმღებლობას და განსხვავებების სიყვარულს გასწავლის, ხშირად სინდისის ხმადაც იქცევა და უკეთეს ადამიანად თუ ვერ გაქცევს, უკეთეს ადამიანზე წარმოდგენას მაინც გიქმნის. კინოც ძალიან მიყვარს და მუსიკაც, მაგრამ ლიტერატურა ჩაუნაცვლებელი და უალტერნატივო მგონია პიროვნებებისთვისაც და საზოგადოებებისთვისაც“, - განმარტავს თაკო.

საბოლოოდ კი, ის ახალგაზრდებს ურჩევს, აუცილებლად იკითხონ ლიტერატურა. მომავალი პროფესიის არჩევის პროცესში კი საკუთარ თავს უსმინონ.

„მათთვის, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას და აბარებს უნივერსიტეტში, მხოლოდ რამდენიმე რჩევა მაქვს. პირველ ყოვლისა, ვეტყოდი რომ აუცილებლად იკითხონ მხატვრული ლიტერატურა. შეუძლებელია, ვერ იპოვონ ისეთი ავტორი ან წიგნი, რომელიც ძალიან შეუყვარდებათ. ამიტომ, მთავარია, ეძებონ. ასევე ვურჩევდი, რომ მომავალი პროფესიის არჩევისას მხოლოდ საკუთარი უნარები, ინტერესები და სურვილები გაითვალისწინონ. ამ პროფესიების სწავლა მათ მოუწევთ და არა მათ კეთილისმსურველებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ უკეთ იციან, რისი სწავლა სჯობს და სად. საბოლოოდ კი, ვეტყოდი, არასოდეს თქვან უარი საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე შიშის გამო“, - ამბობს თაკო.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში კი 223-მა სტუდენტმა მიიღო სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა.

საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობით არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა „წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“ მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები, მათ შორის: მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით „წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში“ მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო.

R