Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთრის შემდეგ?
როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთრის შემდეგ?

ზამ­თრის გა­და­გო­რე­ბა მან­ქა­ნის­თვის შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს, რად­გან ზამ­თრის დღე­ე­ბი, თოვ­ლი, ყი­ნუ­ლი და სი­ცი­ვე აზა­რა­ლებს ყვე­ლა­ფერს, იქ­ნე­ბა ეს მუხ­რუ­ჭი, სა­ბუ­რა­ვე­ბი თუ სხვა. გა­ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მძღოლ­მა გარ­კვე­უ­ლი დრო და­უთ­მოს მან­ქა­ნას. ამ ბლოგ­ში მო­ცე­მუ­ლია რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა, თუ რო­გორ უნდა იზ­რუ­ნოს მძღოლ­მა მან­ქა­ნა­ზე ზამ­თრის შემ­დეგ.

ავ­ტო­მო­ბი­ლის კარ­გი გა­რე­ცხვა და გაპ­რი­ა­ლე­ბა

ზამ­თარ­ში თოვ­ლი­სა და ყი­ნუ­ლის სა­ფა­რის­გან გზე­ბის და­სა­ცა­ვად იყე­ნე­ბენ მა­რილ­სა და სხვა ქი­მი­კა­ტებს. ასეთ გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას კი მან­ქა­ნა­ზეც გა­და­დის ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს მან­ქა­ნის სა­ღე­ბა­ვი და სა­ვა­ლი ნა­წი­ლი. ამ მი­ზე­ზით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­ი­რე­ცხოს იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მას უკვე აღარ უწევს მა­რი­ლი­თა თუ რა­ი­მე ქი­მი­კა­ტე­ბით და­ფა­რულ გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა.

მან­ქა­ნის კარ­გად გა­რე­ცხვი­სათ­ვის უმ­ჯო­ბე­სია ჭუ­ჭყი ჯერ მა­ღა­ლი წნე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­შორ­დეს, შემ­დეგ კი ნაზი სა­პო­ნი და რბი­ლი ღრუ­ბე­ლიც კარ­გად გაწ­მენ­დენ ზამ­თარ­გა­მოვ­ლილ ავ­ტო­მო­ბილს. მას შემ­დეგ, რაც მან­ქა­ნა გა­იწ­მინ­დე­ბა, კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მან­ქა­ნის­თვის ცვი­ლის ფე­ნის გა­დას­მა, რაც სა­ღე­ბავს და­ი­ცავს მო­მა­ვა­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­სა­გან.

სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­მოწ­მე­ბა ან შეც­ვლა

ზამ­თრის ამინ­დე­ბი სა­ბუ­რა­ვე­ბის­თვი­საც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს და­ზი­ა­ნე­ბის და ცვე­თის მი­ზე­ზი, სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი სა­გულ­და­გუ­ლო შე­მოწ­მე­ბა. სა­ბუ­რა­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მრა­ვა­ლი ნიშ­ნით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს და მისი ზე­და­პი­რის ნე­ბის­მი­ე­რი დე­ფორ­მა­ცი­ის შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, უმ­ჯო­ბე­სია მძღოლ­მა მი­ა­კი­თხოს ავტო სა­ხე­ლოს­ნოს და გა­მოც­ვა­ლოს სა­ბუ­რა­ვე­ბი.

სა­ბუ­რა­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვა­დაც, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ყო­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ჭი­რო­ებს ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი­დან ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვებ­ზე გა­დას­ვლას.

იხი­ლეთ დე­ტა­ლუ­რად ჩვე­ნი სტა­ტია სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­სა­ხებ: რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ სა­ბუ­რა­ვე­ბი

მუხ­რუ­ჭე­ბის შე­მოწ­მე­ბა

ზამ­თრის ამინდმა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს მან­ქა­ნის მუხ­რუ­ჭებს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი შე­მოწ­მე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ. მძღო­ლი უნდა დარ­წმუნ­დეს რომ მუხ­რუ­ჭებს არა­ნა­ი­რი ცვე­თის და და­ზი­ა­ნე­ბის ნიშ­ნე­ბი არ გა­აჩ­ნია და რომ სა­მუხ­რუ­ჭე ხუნ­დე­ბი ჯერ კი­დევ საკ­მა­რი­სად სქე­ლია. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ სა­მუხ­რუ­ჭე ხუნ­დებ­მა შე­ას­რუ­ლონ მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ა­ჩე­რონ მან­ქა­ნა. თუკი მუხ­რუ­ჭე­ბი შე­საც­ვლე­ლია, ამ საქ­მის გა­და­დე­ბა სე­რი­ო­ზულ საფრ­თხემ­დე მი­იყ­ვანს მძღოლ­სა და მგზავ­რებს. ეს ის პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც უნდა მოგ­ვარ­დეს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე.

სხვა­დას­ხვა სი­თხე­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა

ზამ­თრის ამინდმა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს მან­ქა­ნის სხვა­დას­ხვა სი­თხე­ებს, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­სხვა­ვე­ბულ ფუნ­ქცი­ა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი შე­მოწ­მე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ შეც­ვლა ან შევ­სე­ბა. უნდა შე­მოწ­მდეს ზეთი, გა­და­ცე­მის სი­თხე, სა­მუხ­რუ­ჭე სი­თხე და გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი. მძღო­ლი უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბით აქვს მან­ქა­ნას.

სა­ქა­რე მი­ნის საწ­მენ­დი პი­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა

ზამ­თრის ამინ­დებ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ქა­რე მი­ნის საწ­მენ­დე­ბიც და­ა­ზი­ა­ნოს და მა­ნამ, სა­ნამ საწ­მენ­დი თა­ვის ფუნ­ქცი­ას და­კარ­გავს, უმ­ჯო­ბე­სია მძღოლ­მა შე­ა­მოწ­მოს და აღ­მო­ა­ჩი­ნოს, რა­ი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ხომ არ აქვს საწ­მენ­დის ზე­და­პირს. სა­ქა­რე მი­ნის საწ­მენ­დის ზე­და­პი­რი, მის რე­ზი­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ხე­უ­ლი და ჰქონ­დეს ნაპ­რა­ლე­ბი. მძღო­ლი უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ საწ­მენ­დის ზე­და­პი­რი კვლავ კარგ კონ­ტაქტს ამ­ყა­რებს სა­ქა­რე მი­ნას­თან. თუ ისი­ნი შე­საც­ვლე­ლია, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა გა­და­დოს მძღოლ­მა მისი შეც­ვლა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო მო­მენ­ტში სა­ქა­რე მი­ნის საწ­მენდმა თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლოს და მძღოლს გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას შე­ექ­მნას საფრ­თხე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გა­ზა­ფხუ­ლი­დან უკვე ნე­ბის­მი­ერ მძღოლს შე­უძ­ლია. თი­თო­ე­უ­ლი რჩე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არის ერ­თგვა­რი გა­რან­ტი იმი­სა, რომ მძღო­ლი ივ­ლის უსაფრ­თხოდ და შე­უ­ფერ­ხებ­ლად.

ასე­ვე იხი­ლეთ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ე­ბი: მან­ქა­ნის მოვ­ლის რჩე­ვე­ბი მო­გოს­გან | მარ­თვის მოწ­მო­ბა | ავტო ლი­ზინ­გის 5 უპი­რა­ტე­სო­ბა | ავ­ტო­სეს­ხი | რა­ტომ სკუ­ტე­რი

ავტორი:

როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთრის შემდეგ?

როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთრის შემდეგ?

ზამთრის გადაგორება მანქანისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს, რადგან ზამთრის დღეები, თოვლი, ყინული და სიცივე აზარალებს ყველაფერს, იქნება ეს მუხრუჭი, საბურავები თუ სხვა. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მძღოლმა გარკვეული დრო დაუთმოს მანქანას. ამ ბლოგში მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა იზრუნოს მძღოლმა მანქანაზე ზამთრის შემდეგ.

ავტომობილის კარგი გარეცხვა და გაპრიალება

ზამთარში თოვლისა და ყინულის საფარისგან გზების დასაცავად იყენებენ მარილსა და სხვა ქიმიკატებს. ასეთ გზაზე გადაადგილებისას კი მანქანაზეც გადადის ეს ნივთიერებები, რამაც შეიძლება დააზიანოს მანქანის საღებავი და სავალი ნაწილი. ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილი საფუძვლიანად გაირეცხოს იმ პერიოდში, როცა მას უკვე აღარ უწევს მარილითა თუ რაიმე ქიმიკატებით დაფარულ გზაზე გადაადგილება.

მანქანის კარგად გარეცხვისათვის უმჯობესია ჭუჭყი ჯერ მაღალი წნევის საშუალებით მოშორდეს, შემდეგ კი ნაზი საპონი და რბილი ღრუბელიც კარგად გაწმენდენ ზამთარგამოვლილ ავტომობილს. მას შემდეგ, რაც მანქანა გაიწმინდება, კარგი გადაწყვეტილებაა მანქანისთვის ცვილის ფენის გადასმა, რაც საღებავს დაიცავს მომავალი დაზიანებებისაგან.

საბურავების შემოწმება ან შეცვლა

ზამთრის ამინდები საბურავებისთვისაც შეიძლება აღმოჩნდეს დაზიანების და ცვეთის მიზეზი, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათი საგულდაგულო შემოწმება. საბურავების დაზიანება მრავალი ნიშნით შეიძლება გამოიხატოს და მისი ზედაპირის ნებისმიერი დეფორმაციის შემჩნევის შემთხვევაში, უმჯობესია მძღოლმა მიაკითხოს ავტო სახელოსნოს და გამოცვალოს საბურავები.

საბურავების დაზიანების მიუხედავადაც, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ყოველი ავტომობილი საჭიროებს ზამთრის საბურავებიდან ზაფხულის საბურავებზე გადასვლას.

იხილეთ დეტალურად ჩვენი სტატია საბურავების შესახებ: როგორ შევარჩიოთ საბურავები

მუხრუჭების შემოწმება

ზამთრის ამინდმა ასევე შეიძლება ზიანი მიაყენოს მანქანის მუხრუჭებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი შემოწმება პროფესიონალის მიერ. მძღოლი უნდა დარწმუნდეს რომ მუხრუჭებს არანაირი ცვეთის და დაზიანების ნიშნები არ გააჩნია და რომ სამუხრუჭე ხუნდები ჯერ კიდევ საკმარისად სქელია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სამუხრუჭე ხუნდებმა შეასრულონ მათი დანიშნულება და შეუფერხებლად გააჩერონ მანქანა. თუკი მუხრუჭები შესაცვლელია, ამ საქმის გადადება სერიოზულ საფრთხემდე მიიყვანს მძღოლსა და მგზავრებს. ეს ის პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება მალე.

სხვადასხვა სითხეების შემოწმება

ზამთრის ამინდმა ასევე შეიძლება ზიანი მიაყენოს მანქანის სხვადასხვა სითხეებს, რომლებიც ავტომობილის განსხვავებულ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი და მნიშვნელოვანია მათი შემოწმება და საჭიროებისამებრ შეცვლა ან შევსება. უნდა შემოწმდეს ზეთი, გადაცემის სითხე, სამუხრუჭე სითხე და გამაგრილებელი. მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ თითოეული მათგანი საჭირო რაოდენობით აქვს მანქანას.

საქარე მინის საწმენდი პირების შემოწმება

ზამთრის ამინდებმა შეიძლება საქარე მინის საწმენდებიც დააზიანოს და მანამ, სანამ საწმენდი თავის ფუნქციას დაკარგავს, უმჯობესია მძღოლმა შეამოწმოს და აღმოაჩინოს, რაიმე დაზიანება ხომ არ აქვს საწმენდის ზედაპირს. საქარე მინის საწმენდის ზედაპირი, მის რეზინები შეიძლება იყოს დახეული და ჰქონდეს ნაპრალები. მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ საწმენდის ზედაპირი კვლავ კარგ კონტაქტს ამყარებს საქარე მინასთან. თუ ისინი შესაცვლელია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადოს მძღოლმა მისი შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო მომენტში საქარე მინის საწმენდმა თავისი დანიშნულება ვერ შეასრულოს და მძღოლს გადაადგილებისას შეექმნას საფრთხე.

აღნიშნული რჩევების გათვალისწინება გაზაფხულიდან უკვე ნებისმიერ მძღოლს შეუძლია. თითოეული რჩევის გათვალისწინება არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ მძღოლი ივლის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად.

ასევე იხილეთ საინტერესო სტატიები: მანქანის მოვლის რჩევები მოგოსგან | მართვის მოწმობა | ავტო ლიზინგის 5 უპირატესობა | ავტოსესხი | რატომ სკუტერი