საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არტანუჯის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მარიკა ბაკურაძე "იმედში" მუშაობის გამო არ გაუთავისუფლებიათ: "მისი მუშაობით რამდენჯერმე უკმაყოფილება გამოვხატე - მენეჯმენტთანაც და მარიკასთანაც"
"არტანუჯის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მარიკა ბაკურაძე "იმედში" მუშაობის გამო არ გაუთავისუფლებიათ:  "მისი მუშაობით რამდენჯერმე უკმაყოფილება გამოვხატე - მენეჯმენტთანაც და მარიკასთანაც"

ჟურ­ნა­ლის­ტმა მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძემ, გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა პოს­ტი, რო­მელ­შიც წერ­და, რომ 15-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, ორი გა­მომ­ცემ­ლო­ბი­დან "არ­ტა­ნუ­ჯი“ და "ინ­ტე­ლექ­ტი“ ერთი მე­სი­ჯით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­წყვე­ტის მი­ზე­ზი, მისი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში“ მუ­შა­ო­ბა გახ­და. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "არ­ტა­ნუ­ჯის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბუბა კუ­და­ვა ამ­ბობს, რომ ცი­ლის­წა­მე­ბაა, თით­ქოს ბა­კუ­რა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა რა­ი­მე ფორ­მით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს "იმე­დის“ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­სა და ბა­კუ­რა­ძის ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბას­თან. ჟურ­ნა­ლისტს გა­მომ­ცე­მელ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით უპა­სუ­ხა:

"სო­ფელ­ში ვარ. დღის ბო­ლოს მო­ვი­ცა­ლე და ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის თა­ნამ­შრომ­ლის - მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პოს­ტე­ბი, კო­მენ­ტა­რე­ბი და სი­უ­ჟე­ტე­ბი ჩა­ვათ­ვა­ლი­ე­რე. ერ­თა­დერ­თმა მი­ზეზ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა ამ ამ­ბავს გა­მოვ­ხმა­უ­რე­ბო­დი: მა­რი­კას მო­საზ­რე­ბა, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში“ მის მუ­შა­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, თა­ვად მა­რი­კა­მაც, მის­მა კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლებ­მაც და სრუ­ლი­ად უც­ნო­ბებ­მაც, არა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ად, არა­მედ უტყუ­არ ფაქ­ტად წარ­მო­ა­ჩი­ნეს. ვინც კარ­გად მიც­ნობს, და­მი­სა­ხე­ლოს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­ინც, ვინც, ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე, რო­მე­ლი­მე სამ­სა­ხუ­რი­დან, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო ან არ მი­მი­ღია, ან პი­რი­ქით, გა­მი­თა­ვი­სუფ­ლე­ბია.

მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ერთ სა­პი­რის­პი­რო მა­გა­ლითს კი ნამ­დვი­ლად გა­იხ­სე­ნე­ბენ. წმინ­და წყლის ცი­ლის­წა­მე­ბაა, თით­ქოს გა­მომ­ცემ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თა­ვის­თა­ვად სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩოს ფარ­გლებ­ში მოქ­ცე­უ­ლი, რა­ი­მე ფორ­მით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას­თან და მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძის "იმედ­ში“ მუ­შა­ო­ბას­თან. ვე­ცა­დე სათ­ქმე­ლი შე­მერ­ბი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ მო­დით, ვთქვათ პირ­და­პი­რაც: "გაღ­მა შე­ე­და­ვე“-ს კამ­პა­ნია ერთ დიდ ტყუ­ილ­ზეა აგე­ბუ­ლი. გა­მომ­ცემ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში, ზოგს გა­უკ­ვირ­დე­ბა და, სა­კად­რო თუ სხვა სა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, ერ­თმა­ნე­თის მო­საზ­რე­ბას ან­გა­რიშს ვუ­წევთ. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძეს­თან, მას­თან პი­როვ­ნუ­ლი სი­ახ­ლო­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­სა­ხუ­რებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბას წლე­ბის წინ გავ­წყვეტ­დი - როცა მისი მუ­შა­ო­ბით რამ­დენ­ჯერ­მე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტე - მე­ნე­ჯმენ­ტთა­ნაც და თა­ვად მა­რი­კას­თა­ნაც (ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს არ უკავ­შირ­დე­ბო­და, უფრო მის მო­უც­ლე­ლო­ბას).

ამის შემ­დეგ, წლე­ბია, მას­თან უშუ­ა­ლო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი კავ­ში­რი, რო­გორც ხელ­მძღვა­ნელს, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ მქო­ნია. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის სხვა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა და მის­მა უშუ­ა­ლო კუ­რა­ტორ­მა მხო­ლოდ მა­შინ მი­ი­ღეს, როცა, წლე­ბის შემ­დეგ, თა­ვა­დაც მი­ვიდ­ნენ იგი­ვე აზ­რამ­დე. ზო­გის­თვის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მა (ელექტრო­ნუ­ლი მი­მო­წე­რა) აღ­მოჩ­ნდა მი­უ­ღე­ბე­ლი. არ დავ­მა­ლავ: ჩემს სა­კუ­რა­ტო­რო სეგ­მენ­ტებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სას ასეთ ფორ­მას ნაკ­ლე­ბად მივ­მარ­თავ.

"ფორ­მა“ არ მო­ე­წო­ნათ და სა­პა­სუ­ხოდ ურ­თი­ერ­თო­ბის რო­გო­რი ფორ­მა აირ­ჩი­ეს? უა­პე­ლა­ციო დაბ­რა­ლე­ბის (ლო­გი­კით - "აბა, სხვა რა მი­ზე­ზი უნდა ყო­ფი­ლი­ყო“), იარ­ლი­ყე­ბის მი­კე­რე­ბის, სა­კი­თხში გარ­კვე­ვის გა­რე­შე სა­ჯა­რო და პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ შეკ­ვე­თი­ლი კამ­პა­ნი­ის და­გეგ­მვა-ატა­ცე­ბის... მაშ, "ფორ­მა“ არ ყო­ფი­ლა თქვენ­თვის არ­სე­ბი­თი. უბ­რა­ლოდ, მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის გა­შა­ვე­ბის, ოპო­ნენ­ტე­ბის ლან­ძღვის სა­ბა­ბი მო­გე­ცათ და "ოს­ტა­ტუ­რა­დაც“ ისარ­გებ­ლეთ. ალ­ბათ გა­გა­ო­ცებთ და, ორი დღის წი­ნაც კარ­გად ვუ­წყო­დით, თვე­ე­ბის წი­ნაც და წლე­ბის წი­ნაც, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლის - მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძის ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო ად­გი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“ იყო.

თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ად­რეც ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მო­მა­ვალ­შიც ასე ვა­პი­რებთ. კამ­პა­ნია რომ ტყუ­ილ­სა და ფა­რი­სევ­ლურ სო­ლი­და­რო­ბას და­ე­ფუძნა, ეს კარ­გად ჩანს კონ­ტრას­ტი­და­ნაც: კარ­გად და­აკ­ვირ­დით, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო (!) და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით (!) ათე­უ­ლო­ბით და ასე­უ­ლო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა­გან რო­მე­ლი კო­ლე­გა ან მე­გო­ბა­რი და­იც­ვეს კერ­ძო კომ­პა­ნი­ის ერთი შიდა სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლებ­მა? რო­მელ მუ­ზე­უ­მელს, მეც­ნი­ერს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­გან დევ­ნილ პრო­ფე­სი­ო­ნალს მი­უ­ძღვნეს ასე­თი მგზნე­ბა­რე სი­უ­ჟე­ტე­ბი? იქ ვერ და­ი­ნა­ხეს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი, ხომ? იქ მი­სა­ღე­ბი იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფორ­მაც და ფორ­მუ­ლი­რე­ბაც ("არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა“), არა?

შე­ა­და­რეთ და ად­ვი­ლად დარ­წმუნ­დე­ბით, რო­გორ ანაღ­ვლებთ მარ­თლა უსა­მარ­თლოდ ჩაგ­რულ­თა და პო­ლი­ტი­კურ დევ­ნილ­თა ბედი. უდა­ნა­შა­უ­ლო კო­ლე­გა ცი­ხე­ში უზით და ხმა ვერ ამო­უ­ღი­ათ ვერც ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ვერც მის ნაც­ნო­ბებს და კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­თან მო­ე­ცათ გული! დიახ, ხდე­ბა ხოლ­მე სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი კომ­პა­ნი­ებ­ში და ეს ნორ­მა­ლუ­რია. მი­ზე­ზიც ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს და ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზე­ზე­ბი სა­გა­მომ­ცემ­ლო სამ­ზა­რე­უ­ლოს ერთი ნა­ბი­ჯი­თაც არ გას­ცდე­ნია. სწო­რი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თუ მცდა­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი თუ უსა­მარ­თლო, ესეც ალ­ბათ გა­მოჩ­ნდე­ბა.

რაც არ უნდა მოხ­დეს, ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი მა­რი­კა­სი თბი­ლი პი­როვ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის (ჩემი სტუ­დენ­ტი გახ­ლდათ), ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის (სხვა­თა შო­რის, ჩემი შე­თა­ვა­ზე­ბით და­ი­წყო ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა). მად­ლო­ბა ამ კამ­პა­ნი­ის­თვი­საც, რო­მელ­მაც ჩემი სხვა სტუ­დენ­ტე­ბის, კო­ლე­გე­ბის, ახ­ლობ­ლებ-შო­რებ­ლე­ბის ხე­ლახ­ლა გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ივანე
0

მაგარი ხარ, აბა ეს მთავრობა გაბედავს ასეთ რამეს,?

ირაკლი ვარძიელი
3

როცა აიყვანეს სამუშაოდ კარგი იყო, გაუშვეს და უცბად ცუდი გახდაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არტანუჯის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მარიკა ბაკურაძე "იმედში" მუშაობის გამო არ გაუთავისუფლებიათ: "მისი მუშაობით რამდენჯერმე უკმაყოფილება გამოვხატე - მენეჯმენტთანაც და მარიკასთანაც"

"არტანუჯის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მარიკა ბაკურაძე "იმედში" მუშაობის გამო არ გაუთავისუფლებიათ:  "მისი მუშაობით რამდენჯერმე უკმაყოფილება გამოვხატე - მენეჯმენტთანაც და მარიკასთანაც"

ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ, გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ 15-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ორი გამომცემლობიდან "არტანუჯი“ და "ინტელექტი“ ერთი მესიჯით გაათავისუფლეს. ჟურნალისტის თქმით, თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზი, მისი ტელეკომპანია "იმედში“ მუშაობა გახდა. გამომცემლობა "არტანუჯის“ დამფუძნებელი ბუბა კუდავა ამბობს, რომ ცილისწამებაა, თითქოს ბაკურაძის გათავისუფლება რაიმე ფორმით დაკავშირებული იყოს "იმედის“ სარედაქციო პოლიტიკასა და ბაკურაძის ამ ტელევიზიაში მუშაობასთან. ჟურნალისტს გამომცემელმა სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა:

"სოფელში ვარ. დღის ბოლოს მოვიცალე და ჩვენი გამომცემლობის თანამშრომლის - მარიკა ბაკურაძის განთავისუფლებასთან დაკავშირებული პოსტები, კომენტარები და სიუჟეტები ჩავათვალიერე. ერთადერთმა მიზეზმა გადამაწყვეტინა ამ ამბავს გამოვხმაურებოდი: მარიკას მოსაზრება, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილება ტელეკომპანია "იმედში“ მის მუშაობას უკავშირდება, თავად მარიკამაც, მისმა კეთილისმსურველებმაც და სრულიად უცნობებმაც, არა ინტერპრეტაციად, არამედ უტყუარ ფაქტად წარმოაჩინეს. ვინც კარგად მიცნობს, დამისახელოს ერთი თანამშრომელი მაინც, ვინც, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, რომელიმე სამსახურიდან, პოლიტიკური შეხედულებების გამო ან არ მიმიღია, ან პირიქით, გამითავისუფლებია.

მიუკერძოებელი ადამიანები არაერთ საპირისპირო მაგალითს კი ნამდვილად გაიხსენებენ. წმინდა წყლის ცილისწამებაა, თითქოს გამომცემლობის მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება, თავისთავად სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში მოქცეული, რაიმე ფორმით დაკავშირებული იყოს ტელეკომპანია "იმედის“ სარედაქციო პოლიტიკასთან და მარიკა ბაკურაძის "იმედში“ მუშაობასთან. ვეცადე სათქმელი შემერბილებინა, მაგრამ მოდით, ვთქვათ პირდაპირაც: "გაღმა შეედავე“-ს კამპანია ერთ დიდ ტყუილზეა აგებული. გამომცემლობის ხელმძღვანელობაში, ზოგს გაუკვირდება და, საკადრო თუ სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებისას, ერთმანეთის მოსაზრებას ანგარიშს ვუწევთ. ასე რომ არ ყოფილიყო, მარიკა ბაკურაძესთან, მასთან პიროვნული სიახლოვის მიუხედავად, სამსახურებრივ ურთიერთობას წლების წინ გავწყვეტდი - როცა მისი მუშაობით რამდენჯერმე უკმაყოფილება გამოვხატე - მენეჯმენტთანაც და თავად მარიკასთანაც (ეს უკმაყოფილება მის პროფესიონალიზმს არ უკავშირდებოდა, უფრო მის მოუცლელობას).

ამის შემდეგ, წლებია, მასთან უშუალო სამსახურებრივი კავშირი, როგორც ხელმძღვანელს, ფაქტობრივად, აღარ მქონია. თანამშრომლობის დასრულების გადაწყვეტილება გამომცემლობების სხვა ხელმძღვანელებმა და მისმა უშუალო კურატორმა მხოლოდ მაშინ მიიღეს, როცა, წლების შემდეგ, თავადაც მივიდნენ იგივე აზრამდე. ზოგისთვის კომუნიკაციის ფორმა (ელექტრონული მიმოწერა) აღმოჩნდა მიუღებელი. არ დავმალავ: ჩემს საკურატორო სეგმენტებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისას ასეთ ფორმას ნაკლებად მივმართავ.

"ფორმა“ არ მოეწონათ და საპასუხოდ ურთიერთობის როგორი ფორმა აირჩიეს? უაპელაციო დაბრალების (ლოგიკით - "აბა, სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო“), იარლიყების მიკერების, საკითხში გარკვევის გარეშე საჯარო და პირადი შეურაცხყოფის, ტელეკომპანია "იმედის“ შეკვეთილი კამპანიის დაგეგმვა-ატაცების... მაშ, "ფორმა“ არ ყოფილა თქვენთვის არსებითი. უბრალოდ, მიუღებელი ადამიანებისა და კომპანიების გაშავების, ოპონენტების ლანძღვის საბაბი მოგეცათ და "ოსტატურადაც“ ისარგებლეთ. ალბათ გაგაოცებთ და, ორი დღის წინაც კარგად ვუწყოდით, თვეების წინაც და წლების წინაც, რომ ჩვენი თანამშრომლის - მარიკა ბაკურაძის ძირითადი სამუშაო ადგილი ტელეკომპანია "იმედი“ იყო.

თქვენ წარმოიდგინეთ, ადრეც ერთად ვმუშაობდით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების თანამშრომლები და მომავალშიც ასე ვაპირებთ. კამპანია რომ ტყუილსა და ფარისევლურ სოლიდარობას დაეფუძნა, ეს კარგად ჩანს კონტრასტიდანაც: კარგად დააკვირდით, ბოლო პერიოდში სახელმწიფო (!) დაწესებულებებიდან დადასტურებულად პოლიტიკური ნიშნით (!) ათეულობით და ასეულობით გათავისუფლებულთაგან რომელი კოლეგა ან მეგობარი დაიცვეს კერძო კომპანიის ერთი შიდა საკადრო გადაწყვეტილებით აღშფოთებულებმა? რომელ მუზეუმელს, მეცნიერს, კულტურის სამინისტროსგან დევნილ პროფესიონალს მიუძღვნეს ასეთი მგზნებარე სიუჟეტები? იქ ვერ დაინახეს პოლიტიკური მოტივები, ხომ? იქ მისაღები იყო გათავისუფლების ფორმაც და ფორმულირებაც ("არაკომპეტენტურობა“), არა?

შეადარეთ და ადვილად დარწმუნდებით, როგორ ანაღვლებთ მართლა უსამართლოდ ჩაგრულთა და პოლიტიკურ დევნილთა ბედი. უდანაშაულო კოლეგა ციხეში უზით და ხმა ვერ ამოუღიათ ვერც ჟურნალისტებსა და ვერც მის ნაცნობებს და კერძო კომპანიებთან მოეცათ გული! დიახ, ხდება ხოლმე საკადრო ცვლილებები კომპანიებში და ეს ნორმალურია. მიზეზიც ბევრი შეიძლება იყოს და ჩვენ შემთხვევაში მიზეზები საგამომცემლო სამზარეულოს ერთი ნაბიჯითაც არ გასცდენია. სწორი იყო გადაწყვეტილება თუ მცდარი, სამართლიანი თუ უსამართლო, ესეც ალბათ გამოჩნდება.

რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მადლიერი ვიქნები მარიკასი თბილი პიროვნული ურთიერთობისთვის (ჩემი სტუდენტი გახლდათ), ჩვენი გამომცემლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (სხვათა შორის, ჩემი შეთავაზებით დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა). მადლობა ამ კამპანიისთვისაც, რომელმაც ჩემი სხვა სტუდენტების, კოლეგების, ახლობლებ-შორებლების ხელახლა გაცნობის საშუალება მომცა".

იხილეთ ასევე: