პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტელექტსა" და "არტანუჯში" აღარ ვმუშაობ. სამსახურიდან გამათავისუფლეს... 15-წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დასრულდა" - რას წერს მარიკა ბაკურაძე
"ინტელექტსა" და "არტანუჯში" აღარ ვმუშაობ. სამსახურიდან გამათავისუფლეს... 15-წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დასრულდა" - რას წერს მარიკა ბაკურაძე

ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "არ­ტა­ნუ­ჯ­მა" და "ინ­ტე­ლექ­ტმა" სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ამით მათი 15-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დას­რულ­და.

"დღე­ი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ინ­ტე­ლექტსა" და "არ­ტა­ნუ­ჯში" აღარ ვმუ­შა­ობ. სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს ზუს­ტად ასე, მოკ­ლედ და სწრა­ფად, რო­გორც ამ ტექსტს ვკი­თხუ­ლობთ ახლა მიმ­დი­ნა­რე დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, ახა­ლი წიგ­ნე­ბის ტელე-გა­შუ­ქე­ბას ვა­თან­ხმებ­დი სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მებ­თან და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ღა­მის 11-ის ნა­ხე­ვარ­ზე, ვით­საფ­ში მე­სი­ჯი მომ­წე­რეს, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მთავ­რდე­ბა, დიდი მად­ლო­ბა, ნახ­ვამ­დი­სო.

15-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ერთი მე­სი­ჯით დას­რულ­და. პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კომ­პა­ნია და სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტი რომ შეხ­ვედ­რას, პა­ტი­ვის­ცე­მას, თა­ნამ­შრო­მელ­თან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბარს და თუნ­დაც გაფრ­თხი­ლე­ბას ნიშ­ნავს, ეს ხომ ყვე­ლამ ვი­ცით. მაგ­რამ ისიც ხომ ვი­ცით, რომ შეხ­ვედ­რას და სა­უ­ბარს თვა­ლის გას­წო­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ეს კი ად­ვი­ლი არ არის მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც უს­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ..ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძი­რი­თად მი­ზეზს ყვე­ლა ვხვდე­ბით ალ­ბათ. და არ ღირს ჩაღ­რმა­ვე­ბა...

რა­ღაც­ნა­ი­რად მქონ­და იმე­დი, რომ ფე­ის­ბუქ სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი გა­უ­გო­ნა­რი სი­ძულ­ვი­ლი ჯერ კი­დევ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, მაგ­რამ ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფაქ­ტმა და­მა­ფიქ­რა იმა­ზე, რომ რე­ა­ლო­ბა­შიც გა­და­სუ­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი, აბა სხვა რას უნდა ნიშ­ნავ­დეს ეს ქცე­ვა? ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა და სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა ხომ ამას მოწ­მობს?

რო­გორც ლე­გენ­და­რუ­ლი ბ-ნი ამი­რა­ნი იტყო­და, რეპ­რე­სი­ე­ბია მოგ­ვი­წე­რია ხელი ბოლ­შე­ვიზ­მზე და ეგ არის ასე გას­რულ­და ჩემი 15-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან. იმე­დია, ჩემს სა­ხელს არ ამოჭ­რი­ან იმ წიგ­ნე­ბი­დან, სა­დაც ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იკი­თხე­ბა. ასე­ვე, და­ვი­ტო­ვებ იმედს, რომ ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რი, მწე­რა­ლი თუ პო­ე­ტი, ვისი წარ­მა­ტე­ბის და პო­პუ­ლა­რო­ბის გზა­ზე მე ჩემი წვლი­ლი მაქვს შე­ტა­ნი­ლი, და­ფიქ­რდე­ბა ამ ფაქ­ტზე და სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­დავს მოვ­ლე­ნებს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის სია კი სა­ბედ­ნი­ე­როდ ბევ­რია.

ბო­ლოს, მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ის პრო­დი­უ­სერს, ამ­დენ­წლი­ა­ნი გა­უ­ჩე­რე­ბე­ლი, ერ­თგუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის. საზ. მა­უ­წყე­ბე­ლი, რუს­თა­ვი ორი, ფორ­მუ­ლა, ტვ პირ­ვე­ლი, პი­კის სა­ა­თი, ევ­რო­ნი­უ­სი, იმე­დი და ა.შ. ძვირ­ფა­სო ხალ­ხო, ჩვენ ხომ ვი­ცით, რომ ალა­ლად და სა­მარ­თლი­ა­ნად ვმუ­შა­ობ­დით ერ­თმა­ნეთ­თან. ამ ხალ­ხმა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის რა ხა­რის­ხით ვას­რუ­ლებ­დი სა­მუ­შა­ოს, რო­მე­ლიც შე­მა­წყვე­ტი­ნეს. + იმედ­ზე, ჩემი გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რე­ბი. ყვე­ლა მად­ლო­ბა თქვენ ამა­ზე მე­ტად ამ სა­კი­თხის გამ­წვა­ვე­ბას არ ვა­პი­რებ. შე­მიძ­ლია, მაგ­რამ მეტს აღა­რა­ფერს ვი­ზამ. იცით რა­ტომ? იმი­ტომ, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ დრო გავა, ეს გა­უ­გო­ნა­რი ის­ტე­რია გა­და­ივ­ლის და დარ­ჩე­ბა დიდ­ზე დიდი სირ­ცხვი­ლი. მე კი არ მინ­და ამ სირ­ცხვი­ლის მო­ნა­წი­ლე ვიყო", - წერს მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

"You're either with us, or against us"

George Bush

"Кто не с нами, тот против нас!"

Владимир Ленин

იმაზე ადრე კიდევ რომაელბმა

Qui non est nobiscum adversus nos est!

რა ყველაფერს წამხდარს თქვენ ითვისებთ, ჰა სექტა?

ელი
5

ვითომ დემოკრატები ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ მერე რას იზავენ

ავტორი:

"ინტელექტსა" და "არტანუჯში" აღარ ვმუშაობ. სამსახურიდან გამათავისუფლეს... 15-წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დასრულდა" - რას წერს მარიკა ბაკურაძე

"ინტელექტსა" და "არტანუჯში" აღარ ვმუშაობ. სამსახურიდან გამათავისუფლეს... 15-წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დასრულდა" - რას წერს მარიკა ბაკურაძე

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გამომცემლობა "არტანუჯმა" და "ინტელექტმა" სამსახურიდან გაათავისუფლეს და ამით მათი 15-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა.

"დღეიდან გამომცემლობა "ინტელექტსა" და "არტანუჯში" აღარ ვმუშაობ. სამსახურიდან გამათავისუფლეს ზუსტად ასე, მოკლედ და სწრაფად, როგორც ამ ტექსტს ვკითხულობთ ახლა მიმდინარე დღეების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვეულ რეჟიმში, ახალი წიგნების ტელე-გაშუქებას ვათანხმებდი სხვადასხვა გადაცემებთან და მოულოდნელად, ღამის 11-ის ნახევარზე, ვითსაფში მესიჯი მომწერეს, ჩვენი თანამშრომლობა მთავრდება, დიდი მადლობა, ნახვამდისო.

15-წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დასრულდა. პასუხისმგებელი კომპანია და სწორი მენეჯმენტი რომ შეხვედრას, პატივისცემას, თანამშრომელთან უკმაყოფილების მიზეზებზე საუბარს და თუნდაც გაფრთხილებას ნიშნავს, ეს ხომ ყველამ ვიცით. მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ შეხვედრას და საუბარს თვალის გასწორება სჭირდება. ეს კი ადვილი არ არის მით უფრო მაშინ, როდესაც უსმართლო გადაწყვეტილებას იღებ..ჩემი გათავისუფლების ძირითად მიზეზს ყველა ვხვდებით ალბათ. და არ ღირს ჩაღრმავება...

რაღაცნაირად მქონდა იმედი, რომ ფეისბუქ სივრცეში არსებული გაუგონარი სიძულვილი ჯერ კიდევ ვირტუალური იყო, მაგრამ ჩემი გათავისუფლების ფაქტმა დამაფიქრა იმაზე, რომ რეალობაშიც გადასულა ეს ყველაფერი, აბა სხვა რას უნდა ნიშნავდეს ეს ქცევა? ადამიანების დევნა და სამსახურიდან გაშვება ხომ ამას მოწმობს?

როგორც ლეგენდარული ბ-ნი ამირანი იტყოდა, რეპრესიებია მოგვიწერია ხელი ბოლშევიზმზე და ეგ არის ასე გასრულდა ჩემი 15-წლიანი ურთიერთობა გამომცემლობასთან. იმედია, ჩემს სახელს არ ამოჭრიან იმ წიგნებიდან, სადაც ჩემი მონაწილეობა იკითხება. ასევე, დავიტოვებ იმედს, რომ ყველა თანამედროვე ავტორი, მწერალი თუ პოეტი, ვისი წარმატების და პოპულარობის გზაზე მე ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი, დაფიქრდება ამ ფაქტზე და სხვანაირად შეხედავს მოვლენებს. ასეთი ადამიანების სია კი საბედნიეროდ ბევრია.

ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა ტელევიზიის პროდიუსერს, ამდენწლიანი გაუჩერებელი, ერთგული მუშაობისთვის. საზ. მაუწყებელი, რუსთავი ორი, ფორმულა, ტვ პირველი, პიკის საათი, ევრონიუსი, იმედი და ა.შ. ძვირფასო ხალხო, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ალალად და სამართლიანად ვმუშაობდით ერთმანეთთან. ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის რა ხარისხით ვასრულებდი სამუშაოს, რომელიც შემაწყვეტინეს. + იმედზე, ჩემი გადაცემის პროდიუსერები. ყველა მადლობა თქვენ ამაზე მეტად ამ საკითხის გამწვავებას არ ვაპირებ. შემიძლია, მაგრამ მეტს აღარაფერს ვიზამ. იცით რატომ? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ დრო გავა, ეს გაუგონარი ისტერია გადაივლის და დარჩება დიდზე დიდი სირცხვილი. მე კი არ მინდა ამ სირცხვილის მონაწილე ვიყო", - წერს მარიკა ბაკურაძე.