პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ნაცმოძრაობის" დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს ვიშენებ - ეს სიცრუეა” - ავთანდილ თალაკვაძე
“ნაცმოძრაობის" დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს ვიშენებ - ეს სიცრუეა” - ავთანდილ თალაკვაძე

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა გა­ავ­რცე­ლა დე­ზინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს, ოზურ­გე­თის მერი ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე, სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტის თავ­ზე კაფე-რეს­ტო­რანს იშე­ნებს.

რო­გორც ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე აცხა­დებს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა გა­ავ­რცე­ლა დე­ზინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს, ოზურ­გე­თის მერი ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე, სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტის თავ­ზე კაფე-რეს­ტო­რანს იშე­ნებს - ეს სიც­რუ­ეა, რა თქმა უნდა, ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა!

არ გვიკ­ვირს, რომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ასე­თი ცი­ნი­კუ­რი ტყუ­ი­ლის გავ­რცე­ლე­ბა იკად­რეს, თუმ­ცა, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, აღ­მოჩ­ნდნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც და­ი­ჯე­რეს, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩემი ოფი­სის თავ­ზე კაფე ან რეს­ტო­რა­ნი ავი­შე­ნო.

სი­ნამ­დვი­ლე­ში პირ­ვე­ლად, მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის გა­ნახ­ლე­ბა, რო­მელ­შიც გან­თავ­სე­ბუ­ლია გუ­რი­ის მხა­რის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია, საკ­რე­ბუ­ლო, მე­რია და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი. პრო­ექ­ტი, სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან ერ­თად, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­სა­დი­ლოს მო­წყო­ბას, რომ­ლი­თაც ყვე­ლა ისარ­გებ­ლებს. სა­სა­დი­ლო არ წარ­მო­ად­გენს მე­რის ოფი­სის ნა­წილს და არ მდე­ბა­რე­ობს მე­რის ოფი­სის თავ­ზე.

ოზურ­გეთ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მე­დია ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. ნაც­ვლად, იმი­სა რომ თა­ვი­სი ქა­ლა­ქის და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვან, თა­ვი­სი კუ­თხის პატ­რი­ო­ტე­ბი იყ­ვნენ, - „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” აქაც ოზურ­გე­თის იმი­ჯის და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, რა­საც უპა­სუ­ხოდ არ დავ­ტო­ვებთ არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში.

სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქის და­ცინ­ვა სა­მარ­ცხვი­ნოა! სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­საფ­რე­ბა სა­მარ­ცხვი­ნოა!“ - წერს ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

!!!
4

ამათ ყველა ოცნება აიხდინეს!

ავტორი:

“ნაცმოძრაობის" დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს ვიშენებ - ეს სიცრუეა” - ავთანდილ თალაკვაძე

“ნაცმოძრაობის" დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს ვიშენებ - ეს სიცრუეა” - ავთანდილ თალაკვაძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს.

როგორც ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს - ეს სიცრუეა, რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება!

არ გვიკვირს, რომ არიან ადამიანები, ვინც ასეთი ცინიკური ტყუილის გავრცელება იკადრეს, თუმცა, ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც დაიჯერეს, რომ შეიძლება ჩემი ოფისის თავზე კაფე ან რესტორანი ავიშენო.

სინამდვილეში პირველად, მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის განახლება, რომელშიც განთავსებულია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, საკრებულო, მერია და მუნიციპალური სამსახურები. პროექტი, სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, თანამშრომლებისთვის ითვალისწინებს სასადილოს მოწყობას, რომლითაც ყველა ისარგებლებს. სასადილო არ წარმოადგენს მერის ოფისის ნაწილს და არ მდებარეობს მერის ოფისის თავზე.

ოზურგეთში ახალი პროექტების განხორციელების პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია ყველანაირად ცდილობს მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას. ნაცვლად, იმისა რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ, - „ნაციონალური მოძრაობა” აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული, რასაც უპასუხოდ არ დავტოვებთ არც ერთ შემთხვევაში.

საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!“ - წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.