სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხის ძალა“ ზის ჩვენ უკან, "გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს - თავმჯდომარეს მივმართეთ წერილით, სთხოვოს მათ, სხვაგან გადასხდნენ" - ხათუნა სამნიძე
"ხალხის ძალა“ ზის ჩვენ უკან, "გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს - თავმჯდომარეს მივმართეთ წერილით, სთხოვოს მათ, სხვაგან გადასხდნენ" - ხათუნა სამნიძე

ე.წ. გან­დე­გი­ლე­ბი, „ოც­ნე­ბის“ რა­დი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლი ზის ჩვენს უკან, „გა­მო­ირ­ჩე­ვა“ დე­დის გი­ნე­ბით და გვი­წო­დებს ჯა­შუ­შებს - თავ­მჯდო­მა­რეს მივ­მარ­თე წე­რი­ლით, სთხო­ვოს მათ, სხვა­გან გა­დას­ხდნენ, - ამის შე­სა­ხებ „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, არის საფრ­თხე იმის, რომ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ის ად­გი­ლი, სა­დაც ისი­ნი სხე­დან, მუდ­მი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბის და კონ­ფლიქ­ტის კე­რად გა­და­იქ­ცეს.

„ე.წ. გან­დე­გი­ლე­ბი ანუ „ოც­ნე­ბის“ რა­დი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლი, კა­ნო­ნის უკან წა­ღე­ბის შემ­დეგ არ წყვეტს ამ კა­ნო­ნის სუ­ლის­კვე­თე­ბით მოქ­მე­დე­ბას, ზის ჩვენს უკან, გა­მო­ირ­ჩე­ვა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით, რომ ვართ თურ­მე ჯა­შუ­შე­ბი და „გა­მო­ირ­ჩე­ვა“ დე­დის გი­ნე­ბით. შე­საძ­ლე­ბე­ლია მათ­თვის მძი­მე იყოს, რომ მო­ღა­ლა­ტე­ებს ვე­ძა­ხით მათ, ვინც და­ა­ი­ნი­ცი­რა რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი და ხმა მის­ცა მათ, მაგ­რამ დიახ, ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და ღა­ლა­ტო­ბენ ამ ქვე­ყა­ნას და იმის ნაც­ვლად, შე­წყვი­ტონ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­უ­ბა­რი და მისი სუ­ლის­კვე­თე­ბით მოქ­მე­დე­ბა, აგ­რძე­ლე­ბენ იგი­ვეს და გვე­ძა­ხი­ან აგენ­ტებს. ამას მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა ამ 9-ია­ნის მხრი­დან. ჯა­ფა­რი­ძემ ის­რო­ლა მიკრო­ფო­ნი, სო­ზარ სუ­ბა­რი პირ­და­პირ ეძახ­და ნა­კა­ი­ძეს ჯა­შუშს, მეც მომ­მარ­თეს, რო­გორც კი ჩა­ვე­რიე, რომ ვარ ჯა­შუ­ში და აგენ­ტი, გვი­თხრეს, რომ კარ­გად ვი­ცით, რო­მე­ლი ქვეყ­ნის. ამას მოჰ­ყვა სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბის მოს­ვლა და თავს და­ესხნენ ნა­კა­ი­ძეს, ეს­რო­ლეს მოგ­ლე­ჯი­ლი მიკრო­ფო­ნი. რად­გან ეს უკვე ორი დღეა გრძელ­დე­ბა, ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და მუდ­მი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბის კერა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის ად­გი­ლი, სა­დაც ჩვენ და 9-იანი ზის, ამი­ტომ მივ­მარ­თე წე­რი­ლით თავ­მჯდო­მა­რეს. ის ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს წეს­რი­გი სხდო­მა­ზე, ამი­ტომ ვთხო­ვე, სთხო­ვოს მისი უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს, რომ სხვა­გან გა­დას­ხდნენ და არ იყოს ეს ად­გი­ლი მუდ­მი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბის კერა,“ - გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

საერთოდ რო არ უნდა იჯდეთ პარლამენტში ეს არავინ გითხრათ? და თქვენ გინება გიკვირთ ??მთელი ქვეყნის გასაგონად იგინებით 

ლაშა
0

დედა კი არა ტუალეტში უნდა ჩაგაყუდონ თავით, მაშინ იქნება სიმართლის ჭეშმარიტება.

ავტორი:

"ხალხის ძალა“ ზის ჩვენ უკან, "გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს - თავმჯდომარეს მივმართეთ წერილით, სთხოვოს მათ, სხვაგან გადასხდნენ" - ხათუნა სამნიძე

"ხალხის ძალა“ ზის ჩვენ უკან, "გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს - თავმჯდომარეს მივმართეთ წერილით, სთხოვოს მათ, სხვაგან გადასხდნენ" - ხათუნა სამნიძე

ე.წ. განდეგილები, „ოცნების“ რადიკალური ნაწილი ზის ჩვენს უკან, „გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს - თავმჯდომარეს მივმართე წერილით, სთხოვოს მათ, სხვაგან გადასხდნენ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არის საფრთხე იმის, რომ სხდომათა დარბაზში ის ადგილი, სადაც ისინი სხედან, მუდმივი დაპირისპირების და კონფლიქტის კერად გადაიქცეს.

„ე.წ. განდეგილები ანუ „ოცნების“ რადიკალური ნაწილი, კანონის უკან წაღების შემდეგ არ წყვეტს ამ კანონის სულისკვეთებით მოქმედებას, ზის ჩვენს უკან, გამოირჩევა შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რომ ვართ თურმე ჯაშუშები და „გამოირჩევა“ დედის გინებით. შესაძლებელია მათთვის მძიმე იყოს, რომ მოღალატეებს ვეძახით მათ, ვინც დააინიცირა რუსული კანონი და ხმა მისცა მათ, მაგრამ დიახ, ისინი მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ღალატობენ ამ ქვეყანას და იმის ნაცვლად, შეწყვიტონ ამ კანონპროექტზე საუბარი და მისი სულისკვეთებით მოქმედება, აგრძელებენ იგივეს და გვეძახიან აგენტებს. ამას მოჰყვა შელაპარაკება ამ 9-იანის მხრიდან. ჯაფარიძემ ისროლა მიკროფონი, სოზარ სუბარი პირდაპირ ეძახდა ნაკაიძეს ჯაშუშს, მეც მომმართეს, როგორც კი ჩავერიე, რომ ვარ ჯაშუში და აგენტი, გვითხრეს, რომ კარგად ვიცით, რომელი ქვეყნის. ამას მოჰყვა სხვა დეპუტატების მოსვლა და თავს დაესხნენ ნაკაიძეს, ესროლეს მოგლეჯილი მიკროფონი. რადგან ეს უკვე ორი დღეა გრძელდება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მუდმივი დაპირისპირების კერა შეიძლება გახდეს ის ადგილი, სადაც ჩვენ და 9-იანი ზის, ამიტომ მივმართე წერილით თავმჯდომარეს. ის ვალდებულია უზრუნველყოს წესრიგი სხდომაზე, ამიტომ ვთხოვე, სთხოვოს მისი უმრავლესობის წევრებს, რომ სხვაგან გადასხდნენ და არ იყოს ეს ადგილი მუდმივი დაპირისპირების კერა,“ - განაცხადა სამნიძემ.