პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„სხვა ყველაფერი წყალს წაუღია, თუ საქართველო აღარ იქნება!“ - მწერალი, რომელსაც ქართველი მკითხველი არასდროს ივიწყებს
„სხვა ყველაფერი წყალს წაუღია, თუ საქართველო აღარ იქნება!“ - მწერალი, რომელსაც ქართველი მკითხველი არასდროს ივიწყებს

გრი­გოლ აბა­ში­ძე მისი ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნე­ბით მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ას ეფუძ­ნე­ბა და ამავდრო­უ­ლად, მწერ­ლის ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია, დღემ­დე არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. გრი­გოლ აბა­ში­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი მი­უ­ძღვის ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მისი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან სამი ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი დღემ­დე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ესე­ნია: „ლა­შა­რე­ლა“, „დიდი ღამე“, „ცოტ­ნე, ანუ ქარ­თველ­თა და­ცე­მა და ამაღ­ლე­ბა“.

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნის დატ­ვირ­თვა ძა­ლი­ან დი­დია. ის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდეს ის­ტო­რია. ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნე­ბი უყ­ვართ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი აინ­ტე­რე­სებთ. სწო­რედ ამი­ტომ არის გრი­გოლ აბა­ში­ძის ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნე­ბი დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი. მწე­რა­ლი მათი წე­რი­სას ეყ­რდნო­ბო­და ქარ­თველ მე­მა­ტი­ა­ნე­თა ნაშ­რო­მებს, მათ შო­რის, ჟამ­თა­აღ­მწე­რელ­სა და ლაშა-გი­ორ­გის დრო­ინ­დელ მე­მა­ტი­ა­ნეს. ის მიჰ­ყვე­ბა მე­მა­ტი­ა­ნე­ე­ბის ის­ტო­რი­ებს, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად ფარ­თოდ შლის ფან­ტა­ზი­ას ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გარ­შე­მო. ნა­წი­ლობ­რივ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ლაშა-გი­ორ­გი დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­ზე­ბუ­ლი მე­ფეა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გრი­გოლ აბა­ში­ძე სა­მი­ვე რო­მან­ში იცავს ზღვარს ის­ტო­რი­ა­სა და ფან­ტა­ზი­ას შო­რის. მისი რო­მა­ნე­ბი არც ის­ტო­რი­ის მო­სა­წყე­ნი ფურ­ცლე­ბია და არც სრუ­ლი ფან­ტა­ზია. მწე­რა­ლი ცდი­ლობს წარ­სულს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნოს და ახა­ლი თა­ო­ბის­თვის გაკ­ვე­თი­ლი გა­ხა­დოს. მისი მი­ზა­ნი სა­კუ­თა­რი ტექ­სტე­ბით ქარ­თვე­ლე­ბის გა­მო­ფხიზ­ლე­ბა, თვითმყო­ფა­დი ერის შექ­მნა და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო. სწო­რედ ამი­ტომ გრი­გოლ აბა­ში­ძე თა­ვი­სუფ­ლად გვე­სა­უბ­რე­ბა წარ­სუ­ლის შეც­დო­მებ­ზეც და ცდი­ლობს მკი­თხველს და­ა­ნახ­ვოს, თუ რამ­ხე­ლა ზი­ა­ნი მო­აქვს ამ შეც­დო­მებს; და­არ­წმუ­ნოს ყვე­ლა, რომ მათი გა­მე­ო­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ფაქტს ის­ტო­რი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დებ­ლის გრი­გოლ აბა­ში­ძის შე­სა­ხებ:

  • გრი­გოლ აბა­ში­ძე 1914 წელს და­ი­ბა­და და 1994 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ის სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, 1 აგ­ვის­ტოს დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს.
  • აბა­ში­ძის ოჯა­ხი რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი იყო სტა­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დროს.
  • ლექ­სებს აქ­ვეყ­ნებ­და 1934 წლი­დან. პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი კი 1938 გა­მოს­ცა.
  • ის მწერ­ლი­სა და პო­ე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, მთარ­გმნე­ლიც გახ­ლდათ. გრი­გოლ აბა­ში­ძეს ნა­თარ­გმნი აქვს ბულ­გა­რე­ლი პო­ე­ტე­ბის - ქრის­ტო ბო­ტე­ვის­სა და ივა­ნე ვა­ზო­ვის, რუ­მი­ნე­ლი პო­ე­ტის მი­ხაი ემი­ნეს­კუს, ჩეხი პო­ე­ტის იან ნე­რუ­დას, უნ­გრე­ლი პო­ე­ტის შან­დორ პე­ტე­ფის, სპარ­სი პო­ე­ტის ნი­ზა­მი გან­ჯე­ლის რამ­დე­ნი­მე ლექ­სი.
  • აბა­ში­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თარ­გმნი­ლია სხვა­დას­ხვა ენა­ზე.
  • სხვა­დას­ხვა დროს გრი­გოლ აბა­ში­ძე სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და. მათ შო­რის, ის იყო ჟურ­ნალ „ნი­ან­გის“, „დრო­ში­სა“ და „მნა­თო­ბის“ რე­დაქ­ტო­რი; 1967 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, ხოლო 1973 წლი­დან — თავ­მჯდო­მა­რე. 1970-იდან სსრკ მწე­რალ­თა კავ­ში­რის სამ­დივ­ნოს წევ­რი. 1979 წელს აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დვილ წევ­რად.
  • გრი­გოლ აბა­ში­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს და კვლავ გა­მო­ი­ცე­მა. მისი სამ­ტო­მე­უ­ლი „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი პრო­ექ­ტის „XXI სა­უ­კუ­ნის ოჯახს ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სჭირ­დე­ბა“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა. თი­თო­ე­უ­ლი ტომი გა­მოს­ვლი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა. პირ­ვე­ლი ტომი, რო­მე­ლიც 20 მარტს გა­მო­ვა, „ლა­შა­რე­ლა“ იქ­ნე­ბა. მომ­დევ­ნო ორ თვე­ში კი გა­მო­ი­ცე­მა „დიდი ღამე“ და „ცოტ­ნე, ანუ ქარ­თველ­თა და­ცე­მა და ამაღ­ლე­ბა“.

გარ­და იმი­სა, რომ გრი­გოლ აბა­ში­ძე შე­სა­ნიშ­ნა­ვი მწე­რა­ლი გახ­ლავთ, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია მისი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც. მან ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა და გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი ლა­მა­რა აბა­ში­ძე პირ­ვე­ლად თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში ნახა. მწე­რა­ლი 30-31 წლის იქ­ნე­ბო­და, ქალი - 12 წლით უმ­ცრო­სი. ლა­მა­რას და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფა­კულ­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ინ­გლი­სუ­რის გან­ხრით და ფრან­გუ­ლიც კარ­გად იცო­და, მუ­სი­კა კი მისი დიდი გა­ტა­ცე­ბა იყო და სა­ო­პე­რო სპექ­ტაკლს არ აც­დენ­და. მწე­რალს ლა­მა­რა აბა­ში­ძე და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­ე­წო­ნა და შე­უყ­ვარ­და კი­დეც. ლექ­სიც მი­უ­ძღვნია - "ჯიქთა-ხა­თუ­ნი", რო­მე­ლიც მერე ყვე­ლას პირ­ზე ეკე­რა.

მალე და­ო­ჯახ­დნენ და ორი შვი­ლი ეყო­ლათ. გრი­გოლ აბა­ში­ძემ ორი­ვეს დიდი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის სა­ხე­ლე­ბი უწო­და: ქა­ლიშ­ვილს - თა­მა­რი და ვაჟს - და­ვი­თი.

მარ­თა­ლია, ცოლ-ქმარს შო­რის 12 წე­ლი­წა­დი იყო სხვა­ო­ბა, მაგ­რამ ეს არ იგ­რძნო­ბო­და. გრი­გოლ აბა­ში­ძე ბუ­ნე­ბით ისე­თი ახალ­გაზ­რდუ­ლი იყო, ისე­თი ხა­ლი­სი­ა­ნი, იუ­მო­რით სავ­სე, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯახ­შიც და მის გა­რე­თაც ყვე­ლას უად­ვილ­დე­ბო­და. ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. გრი­გო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ლა­მა­რას გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბო­და, არა­ფე­რი, რა­შიც ქალი არ იყო ჩარ­თუ­ლი. შვი­ლე­ბიც კი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან­ნი იყ­ვნენ მათ­თვის. თით­ქოს, ერ­თმა­ნე­თის­თვის იყ­ვნენ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც ერთი მთლი­ა­ნო­ბა. მწე­რა­ლი ყვა­ვი­ლე­ბის დახ­ლთან თუ გა­ივ­ლი­და, მე­უღ­ლეს­თან აუ­ცი­ლებ­ლად იები ან სხვა ყვა­ვი­ლი მიჰ­ქონ­და. ქალს სი­ლა­მა­ზე უყ­ვარ­და, ნი­ჭი­ერ მხატ­ვრებ­თან ურ­თი­ერ­თობ­და და სახ­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზად ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი.

სწო­რედ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი აძ­ლი­ე­რებ­და გრი­გოლ აბა­ში­ძეს და უქ­მნი­და მო­ტი­ვა­ცი­ას, რომ ეწე­რა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­მელ­თაც დღემ­დე უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლი ჰყავს.

ავტორი:

„სხვა ყველაფერი წყალს წაუღია, თუ საქართველო აღარ იქნება!“ - მწერალი, რომელსაც ქართველი მკითხველი არასდროს ივიწყებს

„სხვა ყველაფერი წყალს წაუღია, თუ საქართველო აღარ იქნება!“ - მწერალი, რომელსაც ქართველი მკითხველი არასდროს ივიწყებს

გრიგოლ აბაშიძე მისი ისტორიული რომანებით მე-20 საუკუნის ქართული მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ნაწარმოებები, რომლებიც ისტორიას ეფუძნება და ამავდროულად, მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. გრიგოლ აბაშიძეს განსაკუთრებული როლი მიუძღვის ისტორიული რომანის განვითარებაში. მისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან სამი ისტორიული რომანი დღემდე ძალიან პოპულარულია. ესენია: „ლაშარელა“, „დიდი ღამე“, „ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“.

ფართო საზოგადოებისთვის ისტორიული რომანის დატვირთვა ძალიან დიდია. ის კარგი საშუალებაა, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ისტორია. ისტორიული რომანები უყვართ ახალგაზრდებს, რომლებსაც ისტორიული მოვლენები აინტერესებთ. სწორედ ამიტომ არის გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანები დღემდე აქტუალური და პოპულარული. მწერალი მათი წერისას ეყრდნობოდა ქართველ მემატიანეთა ნაშრომებს, მათ შორის, ჟამთააღმწერელსა და ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანეს. ის მიჰყვება მემატიანეების ისტორიებს, თუმცა ამავდროულად ფართოდ შლის ფანტაზიას ისტორიული მოვლენების გარშემო. ნაწილობრივ მისი დამსახურებაა, რომ ლაშა-გიორგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიზებული მეფეა.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ აბაშიძე სამივე რომანში იცავს ზღვარს ისტორიასა და ფანტაზიას შორის. მისი რომანები არც ისტორიის მოსაწყენი ფურცლებია და არც სრული ფანტაზია. მწერალი ცდილობს წარსულს ახალი სიცოცხლე შესძინოს და ახალი თაობისთვის გაკვეთილი გახადოს. მისი მიზანი საკუთარი ტექსტებით ქართველების გამოფხიზლება, თვითმყოფადი ერის შექმნა და ახალგაზრდა თაობის გაძლიერება იყო. სწორედ ამიტომ გრიგოლ აბაშიძე თავისუფლად გვესაუბრება წარსულის შეცდომებზეც და ცდილობს მკითხველს დაანახვოს, თუ რამხელა ზიანი მოაქვს ამ შეცდომებს; დაარწმუნოს ყველა, რომ მათი გამეორება არ შეიძლება.

გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ისტორიული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლის გრიგოლ აბაშიძის შესახებ:

  • გრიგოლ აბაშიძე 1914 წელს დაიბადა და 1994 წელს გარდაიცვალა. ის საკუთარ დაბადების დღეზე, 1 აგვისტოს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
  • აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს.
  • ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული კი 1938 გამოსცა.
  • ის მწერლისა და პოეტის პარალელურად, მთარგმნელიც გახლდათ. გრიგოლ აბაშიძეს ნათარგმნი აქვს ბულგარელი პოეტების - ქრისტო ბოტევისსა და ივანე ვაზოვის, რუმინელი პოეტის მიხაი ემინესკუს, ჩეხი პოეტის იან ნერუდას, უნგრელი პოეტის შანდორ პეტეფის, სპარსი პოეტის ნიზამი განჯელის რამდენიმე ლექსი.
  • აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.
  • სხვადასხვა დროს გრიგოლ აბაშიძე სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. მათ შორის, ის იყო ჟურნალ „ნიანგის“, „დროშისა“ და „მნათობის“ რედაქტორი; 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წლიდან — თავმჯდომარე. 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი. 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
  • გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებები აქტუალობას არ კარგავს და კვლავ გამოიცემა. მისი სამტომეული „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის „XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება“ ფარგლებში გამოიცა. თითოეული ტომი გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად გაიყიდება. პირველი ტომი, რომელიც 20 მარტს გამოვა, „ლაშარელა“ იქნება. მომდევნო ორ თვეში კი გამოიცემა „დიდი ღამე“ და „ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“.

გარდა იმისა, რომ გრიგოლ აბაშიძე შესანიშნავი მწერალი გახლავთ, ძალიან შთამბეჭდავია მისი სიყვარულის ისტორიაც. მან ძალიან ახალგაზრდა და გამორჩეულად ლამაზი ლამარა აბაშიძე პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნახა. მწერალი 30-31 წლის იქნებოდა, ქალი - 12 წლით უმცროსი. ლამარას დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, ინგლისურის განხრით და ფრანგულიც კარგად იცოდა, მუსიკა კი მისი დიდი გატაცება იყო და საოპერო სპექტაკლს არ აცდენდა. მწერალს ლამარა აბაშიძე დანახვისთანავე მოეწონა და შეუყვარდა კიდეც. ლექსიც მიუძღვნია - "ჯიქთა-ხათუნი", რომელიც მერე ყველას პირზე ეკერა.

მალე დაოჯახდნენ და ორი შვილი ეყოლათ. გრიგოლ აბაშიძემ ორივეს დიდი ქართველი მეფეების სახელები უწოდა: ქალიშვილს - თამარი და ვაჟს - დავითი.

მართალია, ცოლ-ქმარს შორის 12 წელიწადი იყო სხვაობა, მაგრამ ეს არ იგრძნობოდა. გრიგოლ აბაშიძე ბუნებით ისეთი ახალგაზრდული იყო, ისეთი ხალისიანი, იუმორით სავსე, რომ მასთან ურთიერთობა ოჯახშიც და მის გარეთაც ყველას უადვილდებოდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდა. გრიგოლის ცხოვრებაში ლამარას გარეშე არაფერი ხდებოდა, არაფერი, რაშიც ქალი არ იყო ჩართული. შვილებიც კი მეორეხარისხოვანნი იყვნენ მათთვის. თითქოს, ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები, როგორც ერთი მთლიანობა. მწერალი ყვავილების დახლთან თუ გაივლიდა, მეუღლესთან აუცილებლად იები ან სხვა ყვავილი მიჰქონდა. ქალს სილამაზე უყვარდა, ნიჭიერ მხატვრებთან ურთიერთობდა და სახლიც განსაკუთრებულად ლამაზად ჰქონდა მოწყობილი.

სწორედ ასეთი სიყვარული აძლიერებდა გრიგოლ აბაშიძეს და უქმნიდა მოტივაციას, რომ ეწერა ნაწარმოებები, რომელთაც დღემდე უამრავი მკითხველი ჰყავს.