საქართველომ და მოლდოვამ უკრაინის ჩარევის გარეშე უნდა მოიშორონ რუსული გავლენა და რუსეთის ჯარი თავიანთი ტერიტორიიდან. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა "რადიო თავისუფლების" უკრაინის ბიუროსთან საუბრისას განაცხადა.
"ქართველებმა უნდა გააკეთონ ეს. მოლდოველებმა თვითონ უნდა გააკეთონ, თუ თვლიან, რომ ეს ტერიტორია მათ ეკუთვნით", - განაცხადა დანილოვმა.
"მაგალითი არის მოლდოვა, რომელიც დიდი ხანია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას ექნება განვითარების პერსპექტივა, სანამ არ გათავისუფლდება რუსი ოკუპანტისაგან.
საქართველოს მაგალითი. 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, როდესაც ეს ტერორისტები შეიჭრნენ, ოკუპირებული ტერიტორია აბსოლუტურად დანგრეულია, არ ვითარდება და განვითარების პერსპექტივა არ იქნება, რადგან ფულს არავინ ჩადებს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ტერიტორიული საკითხი არ არის განსაზღვრული", - განაცხადა დანილოვმა.
"მაშინ თქვით, ეს არ არის ჩვენი ტერიტორია, თქვით ეს მსოფლიოს გასაგონად. ბიზანტიური სტილი, რომელიც პოლიტიკაში გარკვეულ დრომდე არსებობდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს", - აღნიშნა დანილოვმა.
წყარო: ekhokavkaza.com
ესენი მაგარი აჭრილები არიან ეტყობა ვადაგასულ საკვებს იღებენ. ვინ რა თხოვა ამათ ეგ ვერ გავიგე. ერთი ის ვიცი ყველას ესენი ეხვეწებიან დაგვეხმარეთო და თურმე ამათ ომიც მოუგიათ და ეხლა უნდათ რომ ჩვენც ვთხოვოთ რომ დაგვეხმარონ და ტერიტორიები დაგვიბრუნონ. ან მრჩეველი არ ყავთ ან დამრიგებელი მაგრამ ადეიშვილი ყავთ და ის არიგებს კარგად როგორც აქ სააკაშვილს არიგებდა. ცოდოა უკრაინა და უკრაინელი ხალხი ამათ ხელში
უკრაინა 2014 წლის "მაიდნამდე" თავისუფალიც იყო, უსაფრთხოც და უპრობლემოც. არც არავინ ზღუდავდა, ან აფერხებდა. 2004-2009 წლებში ამერიკელების მიერ დანიშნული პრეზიდენტიც მართავდა, მაგრამ აგრესიული არ იყო და არც რუსეთთან ჰქონდა რაიმე სერიოზული დაპირისპირება. რაც 2014 წლიდან, განსაკუთრებით, გასული წლის თებერვლიდან ხდება, უმეტესწილად უკრაინის ხელისუფლების სრულიად არაადეკვეტური და წაქეზებული პოლიტიკის ბრალეულობაა. ახლა, უკრაინის ხელისუფლება პოლიტიკას ვეღარ ცვლის და ყველაფრის რუსებზე გადაბრალებას ცდილობს. რუსეთი რომ ოკუპანტია, არავინ დაობს, მაგრამ, როდესაც მაგის თავიდან აცილება ბევრად ადვილი იყო, ვიდრე დაპირისპირება, უკრაინის ხელისუფლებამ სწორედ უკომპრომისობა, დაპირისპირების გზა აირჩია(თუ პატრონებმა აარჩევინეს) და საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, რამაც ქვეყნის ნგრევა, მოსახლეობის განადგურება გამოიწვია, თავზე უნდა აიღოს.