მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოძრაობა მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ იცოცხლო და თანამედროვეც იყო" - ქართველი მეცნიერი, რომელსაც ამერიკამ წლის ქალის წოდება მიანიჭა: რას გვიყვება 100 წლის ელენე აბაშიძე?
"მოძრაობა მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ იცოცხლო და თანამედროვეც იყო" - ქართველი მეცნიერი, რომელსაც ამერიკამ წლის ქალის წოდება მიანიჭა: რას გვიყვება 100 წლის ელენე აბაშიძე?

ის მეც­ნი­ე­რია, გე­ოგ­რა­ფი, გე­ო­ლო­გი, კარ­სტო­ლო­გი, ჰიდ­რო­ლო­გი, ჰიდ­რო-გე­ო­ლო­გი, გე­ო­ლო­გია-მი­ნე­რა­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. მეც­ნი­ე­რე­ბას შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა. ელე­ნე აბა­ში­ძე 18 მარტს 101 წლის გახ­დე­ბა. გვა­ო­ცებს თა­ვი­სი სა­უბ­რით, აზ­როვ­ნე­ბით, შე­მარ­თე­ბით და ცხოვ­რე­ბი­სად­მი აქ­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. 10.000-ზე მეტი ექ­სპე­რი­მენ­ტი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, არის 40-მდე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი­სა და 2 მო­ნოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რი. რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, დაბ­რკო­ლე­ბე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა გა­ი­ა­რა.

"კარ­სტს ( ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს იჩენს წყალ­ში ხსნად ქა­ნებ­ში - კირ­ქვა, დო­ლო­მი­ტი, ცარ­ცი, თა­ბა­ში­რი, ქვა­მა­რი­ლი - მი­წის­ქვე­შა და ზე­და­პი­რუ­ლი წყლის ნა­კა­დე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად - რედ.) სწავ­ლობ­დნენ, მაგ­რამ მხო­ლოდ მის ფორ­მა­ზე ამახ­ვი­ლებ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას. არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­და, ის რა პრო­ცესს გა­დი­ო­და, ვიდ­რე ამ ფორ­მას მი­ი­ღებ­და... უც­ნა­უ­რია, 2 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხი ვერ მიხ­ვდა, რომ აქ წყლის სიჩ­ქა­რე­ებს ჰქონ­და დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ამის­თვის მეშ­ვი­დე კლა­სის პროგ­რა­მა დამ­ჭირ­და, მეტი არა­ფე­რი... იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში კონ­გრეს­ზე რომ გა­მო­ვე­დი, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მის­მენ­დნენ, თურ­მე შე­იძ­ლე­ბო­და სხვა­ნა­ი­რი კუ­თხით ამ პრო­ცე­სის შეს­წავ­ლაო,“ - გვე­უბ­ნე­ბა მეც­ნი­ე­რი.

  • 79 წლის ასაკ­ში და­ცულ­მა დი­სერ­ტა­ცი­ამ კი დიდი აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. ამე­რი­კამ ჯერ წლის ქა­ლის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა, შემ­დეგ 300 ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა და და­ა­ჯილ­დო­ვა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, რო­გორც ვიცი, სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია 79 წლის ასაკ­ში და­ი­ცა­ვით...

- კი, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე მოხ­და, ეს იყო 1999 წელს. შემ­დეგ ამე­რი­კის მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის­გან დიდი მი­ლოც­ვა და აღი­ა­რე­ბა მო­ვი­პო­ვე. წლის ქა­ლად და­მა­სა­ხე­ლეს. ამის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ფასი კარ­გად ახლა გა­ვი­გე, რო­დე­საც პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის წლის მა­მა­კა­ცის წო­დე­ბა გა­დას­ცეს (იცი­ნის). მა­შინ მივ­ხვდი, ეს რა ყო­ფი­ლა... იმა­ზე არც მი­ფიქ­რია, თუ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის ასე­თი დამ­ფა­სე­ბე­ლი ვინ­მე იქ­ნე­ბო­და. მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გში ვი­საც რამე გა­უ­კე­თე­ბია, ეს ინ­სტი­ტუ­ტი ამას აღ­წერს, მათ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 300 ადა­მი­ან­ში და­მა­სა­ხე­ლეს...

1999 წელს და­ცუ­ლი დი­სერ­ტა­ცია სი­ნამ­დვი­ლე­ში 1984 წელს უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ბევ­რი იყო. ჩემს წინსვლას ეღო­ბე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ 1999 წელ­საც ში­შით ვი­ყა­ვი, ხელი არ შე­ე­შა­ლათ იმა­ში, რომ ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­მედ­გა... ამე­რი­კი­დან ის წე­რი­ლი უკვე მო­სუ­ლი იყო და ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვილს წა­ვა­კი­თხე, გა­და­ი­რია, აღ­ფრთო­ვან­და, სას­წრა­ფოდ ვაც­ნო­ბოთ ყვე­ლას, გა­ვა­სა­ჯა­რო­ო­თო. გა­ვა­ჩე­რე, ჯერ დი­სერ­ტა­ცია და­ვიც­ვა-მეთ­ქი... მოკ­ლედ, დი­სერ­ტა­ცია და­ვი­ცა­ვი და იმის შემ­დეგ არც ერთხელ არ ამი­ღია დოქ­ტო­რის ხელ­ფა­სი. არ მომ­ცეს...

პირ­ვე­ლი დი­სერ­ტა­ცია 1976 წელს და­ვი­ცა­ვი და 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სი 35 მა­ნე­თი მქონ­და. ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი სულ ეს იყო. მში­ერ-მწყურ­ვა­ლი ვი­ყა­ვი, ლო­ბი­ოს რომ მოვ­ხარ­შავ­დი, მა­რი­ლი, მწვა­ნი­ლი და პური არ მქონ­და... შიმ­ში­ლი არ არის ეს, აბა, სხვა რა ჰქვია? ასე რომ, ის წლე­ბი ლო­ბი­ომ და ტყე­მალ­მა გა­და­მა­ტა­ნი­ნა...

- რო­გორც ჩანს, თქვენ­თვის იდე­ას ჰქონ­და დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა...

- ეს იყო პირ­ვე­ლი, ამის­თვის თავს გა­ვი­მე­ტებ­დი. თუ შენი საქ­მე ამ ზო­მამ­დე არ გიყ­ვარს, სხვა­ნა­ი­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა. მე დიდი რა­ღაც გა­მო­მი­ვი­და.

***

ელე­ნე აბა­ში­ძე ჭი­ა­თუ­რა­ში და­ი­ბა­და, მამა გა­და­უ­სახ­ლეს, დე­დას კი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა აუკ­რძა­ლეს.

"დედა ოჯა­ხებ­ში და­დი­ო­და და სა­რე­ცხს რე­ცხავ­და. მას არ ჰქონ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თბი­ლის­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მეს­წავ­ლა. ამი­ტომ უნდა მე­მუ­შა­ვა. ორ­გან ვსწავ­ლობ­დი და ერ­თგან ვმუ­შა­ობ­დი“, - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე.

მუ­სი­კო­სო­ბაც უნ­დო­და, უკ­რავ­და, ცდი­ლობ­და ამ სფე­რო­შიც წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია. ზოგ­ჯერ თურ­მე მუ­სი­კა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­მი გვი­ან თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და და ისიც მე­ცა­დი­ნე­ო­ბას ღა­მის 12 სა­ათ­ზე იწყებ­და.

"ან­გა­რიშს მი­წევ­დნენ და მეც მრცხვე­ნო­და, მე­ტად ვერ ვა­წუ­ხებ­დი და მუ­სი­კას ამი­ტომ თავი და­ვა­ნე­ბე, რა­საც დღემ­დე მტკივ­ნე­უ­ლად გან­ვიც­დი... ადა­მი­ან­ში ყვე­ლა თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბა და ამ პრო­ცეს­ში მის­თვის ყვე­ლა მო­გო­ნე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს... სა­ინ­ტე­რე­სო ბე­ბია მყავ­და, ჩემ­ში ნე­ბის­ყო­ფა, მოთ­მი­ნე­ბა გა­ნა­ვი­თა­რა... სკო­ლა წარ­მა­ტე­ბით, ფრი­ა­დებ­ზე და­ვამ­თავ­რე,“ - გვიყ­ვე­ბა ელე­ნე აბა­ში­ძე.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე შე­უდ­გა აქ­ტი­ურ კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბას და ისეთ ადა­მი­ან­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ: ალექ­სან­დრა და ალი­ო­შა ჯა­ფა­რი­ძე­ე­ბი და ლე­ვან გო­თუა, რომ­ლე­ბიც 1945 წელს ხვამ­ლის მთა­ზე პირ­ვე­ლად ავიდ­ნენ.

"ბაწ­რის კი­ბე­ზე 23 წლის გოგო ავე­დი. ას­ვლა არ გამ­ჭირ­ვე­ბია, მაგ­რამ ჩა­მოს­ვლი­სას დაგ­რძე­ლე­ბუ­ლი იყო კი­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი და თან ქა­რიც ძა­ლი­ან აქა­ნა­ვებ­და... რთუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი იყო, სა­ში­შიც, მინ­დო­და მეყ­ვი­რა, მიშ­ვე­ლეთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ამას არ ვი­ზამ­დი, - წვა­ლე­ბით, ტან­ჯვით ჩა­მო­ვე­დი. მათ­თვი­საც არა­ფე­რი მით­ქვამს, არც მიგ­რძნო­ბი­ნე­ბია... ამ შე­სა­ნიშ­ნავ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ხვამ­ლის მთა­ზე აღ­მოვ­ჩნდი... ქალ­ბა­ტონ­მა ალექ­სან­დრამ მი­თხრა, - ელი­კო, შვი­ლო, შენ ხალ­ხი ვერ გა­გი­გებ­სო... რად­გან ასე მი­თხრა, ე.ი. მან მე გა­მი­გო, ხომ?! უჭ­კვი­ა­ნე­სი ქალი იყო საქ­მი­ა­ნი, მშვი­დი, დარ­ბა­ი­სე­ლი. გა­მოქ­ვა­ბუ­ლი კი რაც ვნა­ხეთ, თა­ვის­თა­ვად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იყო, იქ ახალ­გაზ­რდე­ბი ჩვენს შემ­დე­გაც ავიდ­ნენ, მა­თაც ნა­ხეს, რომ არა­ვი­თა­რი გან­ძი არ არის. გა­მოქ­ვა­ბულ­ში მძლავ­რი ჩანჩქე­რია და თუ გან­ძის სა­ხით რამე იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ჩანჩქე­რი ჩა­რე­ცხავ­და... აღ­მოჩ­ნდა ასე­ვე ადა­მი­ა­ნის კვა­ლი, ნა­ხა­ტე­ბი, მხედ­რე­ბი იყო კედ­ლებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი... ნამ­ყო­ფი ვარ ასე­ვე ექ­სპე­დი­ცი­ა­ში კა­ცხის სვეტ­ზე ალი­ო­შა ჯა­ფა­რი­ძეს­თან, ლე­ვან გო­თუ­ას­თან და აკა­კი ბე­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად“, - გვიყ­ვე­ბა ელე­ნე აბა­ში­ძე.

- ახლა რო­გორ ბრძან­დე­ბით, რო­გო­რია თქვე­ნი გან­წყო­ბა?

- ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, გა­და­სა­რე­ვად. თუ იმას გუ­ლის­ხმობთ, რას ნიშ­ნავს ემო­ცი­უ­რად ის, რომ 101 წლის ვხდე­ბი, გე­ტყვით, რომ მე იგი­ვე ვარ... კარ­გია ახალ­გაზ­რდო­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ანს რა შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვს და ამას რო­გორ იყე­ნებს, ესაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ვცდი­ლობ, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო ფი­ზკულ­ტუ­რით, მოძ­რა­ო­ბით. ზო­გა­და­დაც, მოძ­რა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ გინ­და, რომ იცო­ცხლო და თა­ნა­მედ­რო­ვეც იყო". ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა და ვნა­ხოთ, შემ­დგო­მი წლე­ბი რას იზამს. სა­ერ­თოდ, წლე­ბის სა­კი­თხიც რთუ­ლი რამ არის და ამას ვებ­რძვი...

- თქვენს ფო­ტო­ებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ, სა­ი­და­ნაც ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნი გვი­ყუ­რებს...

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ დღე არ გა­ვი­დო­და, ვი­ღაც მამ­კა­ცი არ ამ­კი­დე­ბო­და... მეც, ხმა­ლი რომ გქონ­დეს ადა­მი­ანს ხელ­ში მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გზას იკ­ვლევ­დე, ასე ვი­ყა­ვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­ხე­ლა სიმ­ძი­მე იყო ჩემ­თვის, ვერ წარ­მო­იდ­გენთ... გავ­თხოვ­დი, ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა, მაგ­რამ მო­მიკ­ვდა, მერე კი წლე­ბი და დრო მთლი­ა­ნად მეც­ნი­ე­რე­ბას და­ვუთ­მე. ახ­ლაც ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვე­ცე­მი. ძნე­ლია, მაგ­რამ ხომ გი­თხა­რით, სიძ­ნე­ლე­ებს მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში ძალა მე­მა­ტე­ბა...

- ერთი სა­უ­კუ­ნე ხუმ­რო­ბა არ არის? სა­უ­კუ­ნე ხომ ბევრ რა­მეს იტევს და ამ ყვე­ლა­ფერ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თქვენს თვალ­წინ ჩა­ი­ა­რა...

- ხომ ვამ­ბობ, თუ ბრძო­ლის უნა­რი გაქვს, არაფ­რის უნდა გე­ში­ნო­დეს... ყო­ფი­ლი ზვი­ა­დის­ტიც ვარ, დიდ პა­ტივს ვცემ­დი ჩვე­ნი ქვეყ­ნის პირ­ველ პრე­ზი­დენტს. ზვი­ად­მა თა­ვი­სი წარ­წე­რით თა­ვი­სი წიგ­ნი მი­სახ­სოვ­რა... იმე­რეთ­ში შემ­თხვე­ვით გა­ვი­ცა­ნი - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და მა­ნა­ნა არჩვა­ძე აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი. ეს წყვი­ლი რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი - მა­ნა­ნა ვარ­დის­ფე­რი ში­ფო­ნის კა­ბა­ში იყო და გვერ­დით შე­სა­ნიშ­ნა­ვი ვაჟ­კა­ცი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ედგა, ულა­მა­ზე­სე­ბი იყ­ვნენ... ვა­ი­მე, ვის ვხე­დავ ამათ? ბა­ტო­ნო ზვი­ად, აქეთ რო­გორ მოხ­ვდით, ახლა უნდა გა­დაგ­კოც­ნოთ-მეთ­ქი და გა­დავ­კოც­ნე...

წიგ­ნი მათ­თან კოშკში სტუმ­რო­ბი­სას მა­ჩუ­ქა... ზვი­ა­დი როცა მოკ­ლეს, მა­შინ და­ვი­ღუ­პეთ... შე­ვარ­დნა­ძე არ მიყ­ვარ­და... ქვე­ყა­ნა­ში ახ­ლაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა. თუ სი­ტუ­ა­ცია არ გა­მოს­წორ­და, აღა­რა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა, უკან-უკან წა­ვალთ... რი­ცხობ­რი­ვად ძა­ლი­ან შევ­მცირ­დით. თუ ჩვე­ნი მთავ­რო­ბა და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა ხალ­ხის სურ­ვილს, მა­შინ ჩვენ შევ­დგე­ბით, რო­გორც ერი და სა­ხელ­მწი­ფო... არ შე­მიძ­ლია ამ ასაკ­ში ამ ყვე­ლაფ­რის ყუ­რე­ბა. რომ ვუ­ყუ­რებ, ვზი­ვარ და ვტი­რი. არ მო­მას­წროს ღმერ­თმა ცუდს არა­ფერს. ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს.

- ღმერ­თი ახ­სე­ნეთ, თქვე­ნი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ეკ­ლე­სი­ა­ში იშ­ვი­ა­თად და­დი­ოდ­ნენ...

- ბე­ბი­ა­ჩე­მი ცდი­ლობ­და, მორ­წმუ­ნე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ბე­ბი­ამ გამ­ზარ­და ისე­თი, რო­გო­რიც ვარ. ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ბევრ რა­მეს­თან ერ­თად, ხელ­საქ­მე­საც მას­წავ­ლი­და - დარ­თვას, ქსო­ვას, კერ­ვას, სა­ჩე­ჩელს... რად­გან რწმე­ნა­ზე ვსა­უბ­რობთ, გე­ტყვით, ერთხელ სტუ­დენ­ტო­ბი­სას კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და, სიზ­მარ­ში იესო ქრის­ტე ლურჯ სა­მოს­ში გა­მო­მე­ცხა­და და შე­მო­მა­ნა­თა, ეს ჩემ­თვის მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლი ნი­შა­ნი იყო... დავ­ფიქ­რდი და მისი ვირ­წმუ­ნე...

წლე­ბის წინ ია ბაგ­რა­ტი­ო­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით პატ­რი­არ­ქს თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი ვეწ­ვი­ეთ. ქალ­ბა­ტონ­მა იამ პატ­რი­არ­ქს ჩემი თავი ასე გა­აც­ნო: სი­ტყვას ჩვენ შო­რის ის იტყვის, ვინც ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდაა. ახალ­გაზ­რდო­ბის რა მო­გახ­სე­ნოთ და 90 წლის კი ვარ-მეთ­ქი. რას ამ­ბობთ, ჯერ ახალ­გაზ­რდა ხარ­თო? - გა­მე­ხუმ­რა პატ­რი­არ­ქი. მო­ვი­და ჩემ­თან და ძვირ­ფა­სი ქვით მო­ჭე­დი­ლი ბე­ჭე­დი გად­მომ­ცა. ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და... ახ­ლაც სულ მგო­ნია, რომ გვერ­დით ვი­ღაც მყავს და ეს არის ღმერ­თი. ჩემი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ კი გი­ამ­ბეთ, რა გა­სა­ჭი­რი მაქვს გა­მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სხვებ­საც მუ­დამ ვეხ­მა­რე­ბო­დი...

- კე­დელ­ზე მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის ფო­ტო­ე­ბი კი­დია... იც­ნობ­დით მას?

- ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი იყო, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი კი - ჩემი სიძე გახ­ლდათ. დე­ბის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ვართ. მისი დედა მა­მა­ჩე­მის დე­ი­დაშ­ვი­ლი იყო. მოკ­ლედ, მე­დი­კოს ბე­ბია და ჩემი ბე­ბია დები იყ­ვნენ. ეს ხელ­ზე რომ მი­კე­თია, მე­დი­კოს დე­დის ნა­ქო­ნი ბე­ჭე­დია, რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მე­დი­კომ მე გად­მომ­ცა...

ერ­თად ვი­ყა­ვით გაზ­რდი­ლე­ბი. ჩემ­ზე 2 წლით უფ­რო­სი იყო და პირ­ვე­ლად 12 წლი­სა გა­ვი­ცა­ნი. მა­ნამ­დე, სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბის გამო, მოს­კოვ­ში, თა­ვის ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან იზ­რდე­ბო­და. გა­და­სა­რე­ვი ბავ­შვი იყო, ულა­მა­ზე­სი, რომ და­ვი­ნა­ხე, მე­გო­ნა, გაფ­რინ­დე­ბო­და... კარ­გად მახ­სოვს, თხი­ლებ­ში ფარ­და­გი გა­უ­შა­ლეს, დაწ­ვა და და­ი­ძი­ნა. ხელი მოვ­კი­დე არ გა­მოფ­რინ­დეს-მეთ­ქი.

- ახალ­გაზ­რდებს რას ეტყო­დით, რას ურ­ჩევ­დით?

- სირ­თუ­ლე­ებს არ უნდა შე­უ­შინ­დნენ, მეც ვი­ყა­ვი ახალ­გაზ­რდა, მი­ჭირ­და, მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს მი­ზა­ნი და ნე­ბის­ყო­ფა აქვს, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებს!

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა სიდამონძე
0

ისტორიული ქალბატონი ბრძანდებით უიშვიათესია ასეთი ადამიანები

ანა
0

საოცარი ადამიანია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მოძრაობა მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ იცოცხლო და თანამედროვეც იყო" - ქართველი მეცნიერი, რომელსაც ამერიკამ წლის ქალის წოდება მიანიჭა: რას გვიყვება 100 წლის ელენე აბაშიძე?

"მოძრაობა მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ იცოცხლო და თანამედროვეც იყო" - ქართველი მეცნიერი, რომელსაც ამერიკამ წლის ქალის წოდება მიანიჭა: რას გვიყვება 100 წლის ელენე აბაშიძე?

ის მეცნიერია, გეოგრაფი, გეოლოგი, კარსტოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდრო-გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მეცნიერებას შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა. ელენე აბაშიძე 18 მარტს 101 წლის გახდება. გვაოცებს თავისი საუბრით, აზროვნებით, შემართებით და ცხოვრებისადმი აქტიური დამოკიდებულებით. 10.000-ზე მეტი ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული, არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი. როგორც აღნიშნავს, დაბრკოლებებით სავსე ცხოვრება გაიარა.

"კარსტს ( ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც თავს იჩენს წყალში ხსნად ქანებში - კირქვა, დოლომიტი, ცარცი, თაბაშირი, ქვამარილი - მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ნაკადების ზემოქმედების შედეგად - რედ.) სწავლობდნენ, მაგრამ მხოლოდ მის ფორმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. არავის აინტერესებდა, ის რა პროცესს გადიოდა, ვიდრე ამ ფორმას მიიღებდა... უცნაურია, 2 საუკუნის განმავლობაში ხალხი ვერ მიხვდა, რომ აქ წყლის სიჩქარეებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ამისთვის მეშვიდე კლასის პროგრამა დამჭირდა, მეტი არაფერი... იუგოსლავიაში კონგრესზე რომ გამოვედი, გაოცებულები მისმენდნენ, თურმე შეიძლებოდა სხვანაირი კუთხით ამ პროცესის შესწავლაო,“ - გვეუბნება მეცნიერი.

  • 79 წლის ასაკში დაცულმა დისერტაციამ კი დიდი აღიარება მოუტანა. ამერიკამ ჯერ წლის ქალის წოდება მიანიჭა, შემდეგ 300 ყველაზე საინტერესო ადამიანს შორის დაასახელა და დააჯილდოვა.

- ქალბატონო ელენე, როგორც ვიცი, სადოქტორო დისერტაცია 79 წლის ასაკში დაიცავით...

- კი, ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა, ეს იყო 1999 წელს. შემდეგ ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ინსტიტუტისგან დიდი მილოცვა და აღიარება მოვიპოვე. წლის ქალად დამასახელეს. ამის მნიშვნელობა და ფასი კარგად ახლა გავიგე, როდესაც პრეზიდენტ ზელენსკის წლის მამაკაცის წოდება გადასცეს (იცინის). მაშინ მივხვდი, ეს რა ყოფილა... იმაზე არც მიფიქრია, თუ ჩემი საქმიანობის ასეთი დამფასებელი ვინმე იქნებოდა. მეცნიერების დარგში ვისაც რამე გაუკეთებია, ეს ინსტიტუტი ამას აღწერს, მათ მსოფლიოს მასშტაბით 300 ადამიანში დამასახელეს...

1999 წელს დაცული დისერტაცია სინამდვილეში 1984 წელს უკვე გამზადებული მქონდა, მაგრამ ჩასაფრებული ბევრი იყო. ჩემს წინსვლას ეღობებოდნენ, ამიტომ 1999 წელსაც შიშით ვიყავი, ხელი არ შეეშალათ იმაში, რომ ახალი ნაბიჯები გადამედგა... ამერიკიდან ის წერილი უკვე მოსული იყო და ვახტანგ ბოჭორიშვილს წავაკითხე, გადაირია, აღფრთოვანდა, სასწრაფოდ ვაცნობოთ ყველას, გავასაჯაროოთო. გავაჩერე, ჯერ დისერტაცია დავიცვა-მეთქი... მოკლედ, დისერტაცია დავიცავი და იმის შემდეგ არც ერთხელ არ ამიღია დოქტორის ხელფასი. არ მომცეს...

პირველი დისერტაცია 1976 წელს დავიცავი და 12 წლის განმავლობაში ხელფასი 35 მანეთი მქონდა. ჩემი შემოსავალი სულ ეს იყო. მშიერ-მწყურვალი ვიყავი, ლობიოს რომ მოვხარშავდი, მარილი, მწვანილი და პური არ მქონდა... შიმშილი არ არის ეს, აბა, სხვა რა ჰქვია? ასე რომ, ის წლები ლობიომ და ტყემალმა გადამატანინა...

- როგორც ჩანს, თქვენთვის იდეას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა...

- ეს იყო პირველი, ამისთვის თავს გავიმეტებდი. თუ შენი საქმე ამ ზომამდე არ გიყვარს, სხვანაირად არაფერი გამოვა. მე დიდი რაღაც გამომივიდა.

***

ელენე აბაშიძე ჭიათურაში დაიბადა, მამა გადაუსახლეს, დედას კი სახელმწიფო სამსახურში მუშაობა აუკრძალეს.

"დედა ოჯახებში დადიოდა და სარეცხს რეცხავდა. მას არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ თბილისში წამოვსულიყავი და მესწავლა. ამიტომ უნდა მემუშავა. ორგან ვსწავლობდი და ერთგან ვმუშაობდი“, - ამბობს ქალბატონი ელენე.

მუსიკოსობაც უნდოდა, უკრავდა, ცდილობდა ამ სფეროშიც წარმატებისთვის მიეღწია. ზოგჯერ თურმე მუსიკალური ტექნიკუმი გვიან თავისუფლდებოდა და ისიც მეცადინეობას ღამის 12 საათზე იწყებდა.

"ანგარიშს მიწევდნენ და მეც მრცხვენოდა, მეტად ვერ ვაწუხებდი და მუსიკას ამიტომ თავი დავანებე, რასაც დღემდე მტკივნეულად განვიცდი... ადამიანში ყველა თვისება ბავშვობაში ყალიბდება და ამ პროცესში მისთვის ყველა მოგონებას დიდი მნიშვნელობა აქვს... საინტერესო ბებია მყავდა, ჩემში ნებისყოფა, მოთმინება განავითარა... სკოლა წარმატებით, ფრიადებზე დავამთავრე,“ - გვიყვება ელენე აბაშიძე.

უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე შეუდგა აქტიურ კვლევით საქმიანობას და ისეთ ადამიანთა შორის აღმოჩნდა, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეები და ლევან გოთუა, რომლებიც 1945 წელს ხვამლის მთაზე პირველად ავიდნენ.

"ბაწრის კიბეზე 23 წლის გოგო ავედი. ასვლა არ გამჭირვებია, მაგრამ ჩამოსვლისას დაგრძელებული იყო კიბის საფეხურები და თან ქარიც ძალიან აქანავებდა... რთული ეპიზოდები იყო, საშიშიც, მინდოდა მეყვირა, მიშველეთ-მეთქი, მაგრამ ამას არ ვიზამდი, - წვალებით, ტანჯვით ჩამოვედი. მათთვისაც არაფერი მითქვამს, არც მიგრძნობინებია... ამ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად ხვამლის მთაზე აღმოვჩნდი... ქალბატონმა ალექსანდრამ მითხრა, - ელიკო, შვილო, შენ ხალხი ვერ გაგიგებსო... რადგან ასე მითხრა, ე.ი. მან მე გამიგო, ხომ?! უჭკვიანესი ქალი იყო საქმიანი, მშვიდი, დარბაისელი. გამოქვაბული კი რაც ვნახეთ, თავისთავად ჩვეულებრივი იყო, იქ ახალგაზრდები ჩვენს შემდეგაც ავიდნენ, მათაც ნახეს, რომ არავითარი განძი არ არის. გამოქვაბულში მძლავრი ჩანჩქერია და თუ განძის სახით რამე იყო, სავარაუდოდ, ის ჩანჩქერი ჩარეცხავდა... აღმოჩნდა ასევე ადამიანის კვალი, ნახატები, მხედრები იყო კედლებზე გამოსახული... ნამყოფი ვარ ასევე ექსპედიციაში კაცხის სვეტზე ალიოშა ჯაფარიძესთან, ლევან გოთუასთან და აკაკი ბელიაშვილთან ერთად“, - გვიყვება ელენე აბაშიძე.

- ახლა როგორ ბრძანდებით, როგორია თქვენი განწყობა?

- ძალიან კარგად ვარ, გადასარევად. თუ იმას გულისხმობთ, რას ნიშნავს ემოციურად ის, რომ 101 წლის ვხდები, გეტყვით, რომ მე იგივე ვარ... კარგია ახალგაზრდობა, მაგრამ ადამიანს რა შესაძლებლობაც აქვს და ამას როგორ იყენებს, ესაა მნიშვნელოვანი. ვცდილობ, ეს შესაძლებლობა შევინარჩუნო ფიზკულტურით, მოძრაობით. ზოგადადაც, მოძრაობა მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ იცოცხლო და თანამედროვეც იყო". ჯერჯერობით ასეა და ვნახოთ, შემდგომი წლები რას იზამს. საერთოდ, წლების საკითხიც რთული რამ არის და ამას ვებრძვი...

- თქვენს ფოტოებს ვათვალიერებ, საიდანაც ლამაზი ქალბატონი გვიყურებს...

- განსაკუთრებული სილამაზის არ ვყოფილვარ, მაგრამ დღე არ გავიდოდა, ვიღაც მამკაცი არ ამკიდებოდა... მეც, ხმალი რომ გქონდეს ადამიანს ხელში მომარჯვებული და რთულ სიტუაციაში გზას იკვლევდე, ასე ვიყავი. ეს ყველაფერი იმხელა სიმძიმე იყო ჩემთვის, ვერ წარმოიდგენთ... გავთხოვდი, ბავშვი შემეძინა, მაგრამ მომიკვდა, მერე კი წლები და დრო მთლიანად მეცნიერებას დავუთმე. ახლაც ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვეცემი. ძნელია, მაგრამ ხომ გითხარით, სიძნელეებს მიჩვეული ვარ. სირთულეების გადალახვაში ძალა მემატება...

- ერთი საუკუნე ხუმრობა არ არის? საუკუნე ხომ ბევრ რამეს იტევს და ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, თქვენს თვალწინ ჩაიარა...

- ხომ ვამბობ, თუ ბრძოლის უნარი გაქვს, არაფრის უნდა გეშინოდეს... ყოფილი ზვიადისტიც ვარ, დიდ პატივს ვცემდი ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს. ზვიადმა თავისი წარწერით თავისი წიგნი მისახსოვრა... იმერეთში შემთხვევით გავიცანი - ზვიად გამსახურდია და მანანა არჩვაძე აბდუშელიშვილების ოჯახში იყვნენ ჩამოსულები. ეს წყვილი რომ დავინახე, გაოცებული ვუყურებდი - მანანა ვარდისფერი შიფონის კაბაში იყო და გვერდით შესანიშნავი ვაჟკაცი, ზვიად გამსახურდია ედგა, ულამაზესები იყვნენ... ვაიმე, ვის ვხედავ ამათ? ბატონო ზვიად, აქეთ როგორ მოხვდით, ახლა უნდა გადაგკოცნოთ-მეთქი და გადავკოცნე...

წიგნი მათთან კოშკში სტუმრობისას მაჩუქა... ზვიადი როცა მოკლეს, მაშინ დავიღუპეთ... შევარდნაძე არ მიყვარდა... ქვეყანაში ახლაც მძიმე მდგომარეობაა. თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, აღარაფერი გვეშველება, უკან-უკან წავალთ... რიცხობრივად ძალიან შევმცირდით. თუ ჩვენი მთავრობა დაემორჩილება ხალხის სურვილს, მაშინ ჩვენ შევდგებით, როგორც ერი და სახელმწიფო... არ შემიძლია ამ ასაკში ამ ყველაფრის ყურება. რომ ვუყურებ, ვზივარ და ვტირი. არ მომასწროს ღმერთმა ცუდს არაფერს. ღმერთმა დაგვიფაროს.

- ღმერთი ახსენეთ, თქვენი თაობის ადამიანები ეკლესიაში იშვიათად დადიოდნენ...

- ბებიაჩემი ცდილობდა, მორწმუნე ვყოფილიყავი. როგორც უკვე გითხარით, ბებიამ გამზარდა ისეთი, როგორიც ვარ. ეს მისი დამსახურებაა. ბევრ რამესთან ერთად, ხელსაქმესაც მასწავლიდა - დართვას, ქსოვას, კერვას, საჩეჩელს... რადგან რწმენაზე ვსაუბრობთ, გეტყვით, ერთხელ სტუდენტობისას კრიზისული პერიოდი მქონდა, სიზმარში იესო ქრისტე ლურჯ სამოსში გამომეცხადა და შემომანათა, ეს ჩემთვის მაშინ სერიოზული ნიშანი იყო... დავფიქრდი და მისი ვირწმუნე...

წლების წინ ია ბაგრატიონის ინიციატივით პატრიარქს თავადაზნაურთა საზოგადოების წევრები ვეწვიეთ. ქალბატონმა იამ პატრიარქს ჩემი თავი ასე გააცნო: სიტყვას ჩვენ შორის ის იტყვის, ვინც ყველაზე ახალგაზრდაა. ახალგაზრდობის რა მოგახსენოთ და 90 წლის კი ვარ-მეთქი. რას ამბობთ, ჯერ ახალგაზრდა ხართო? - გამეხუმრა პატრიარქი. მოვიდა ჩემთან და ძვირფასი ქვით მოჭედილი ბეჭედი გადმომცა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... ახლაც სულ მგონია, რომ გვერდით ვიღაც მყავს და ეს არის ღმერთი. ჩემი ცხოვრების შესახებ კი გიამბეთ, რა გასაჭირი მაქვს გამოვლილი, მაგრამ იმ მდგომარეობაში მყოფი სხვებსაც მუდამ ვეხმარებოდი...

- კედელზე მედეა ჯაფარიძის ფოტოები კიდია... იცნობდით მას?

- ჩემი მამიდაშვილი იყო, რეზო თაბუკაშვილი კი - ჩემი სიძე გახლდათ. დების შვილიშვილები ვართ. მისი დედა მამაჩემის დეიდაშვილი იყო. მოკლედ, მედიკოს ბებია და ჩემი ბებია დები იყვნენ. ეს ხელზე რომ მიკეთია, მედიკოს დედის ნაქონი ბეჭედია, რომ გარდაიცვალა, მედიკომ მე გადმომცა...

ერთად ვიყავით გაზრდილები. ჩემზე 2 წლით უფროსი იყო და პირველად 12 წლისა გავიცანი. მანამდე, სხვადასხვა გარემოების გამო, მოსკოვში, თავის ბიძაშვილებთან იზრდებოდა. გადასარევი ბავშვი იყო, ულამაზესი, რომ დავინახე, მეგონა, გაფრინდებოდა... კარგად მახსოვს, თხილებში ფარდაგი გაუშალეს, დაწვა და დაიძინა. ხელი მოვკიდე არ გამოფრინდეს-მეთქი.

- ახალგაზრდებს რას ეტყოდით, რას ურჩევდით?

- სირთულეებს არ უნდა შეუშინდნენ, მეც ვიყავი ახალგაზრდა, მიჭირდა, მაგრამ თუ ადამიანს მიზანი და ნებისყოფა აქვს, ყველაფერს შეძლებს!