სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითვალისწინებს "თავდაცვის კოდექსის" ახალი პროექტი: სამსახური მხოლოდ თავდაცვის ძალებში და მნიშვნელოვანი სიახლე სტუდენტებისთვის, ამასთანავე, სამსახურის გადავადება უკვე ძალიან ძვირი დაგიჯდებათ
რას ითვალისწინებს "თავდაცვის კოდექსის" ახალი პროექტი: სამსახური მხოლოდ თავდაცვის ძალებში და მნიშვნელოვანი სიახლე სტუდენტებისთვის, ამასთანავე, სამსახურის გადავადება უკვე ძალიან ძვირი დაგიჯდებათ

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ "თავ­დაც­ვის კო­დექ­სი“ შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, ქარ­თუ­ლი ჯა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მისი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის მო­რი­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს შე­ეც­ვლე­ბა სა­ხე­ლი და ეწო­დე­ბა "წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი".

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი კო­დექ­სით იქ­მნე­ბა რე­ზერ­ვის მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თვის.

  • თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ახა­ლი "თავ­დაც­ვის კო­დექ­სის“ პრო­ექ­ტით იც­ვლე­ბა:

სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ნაკ­ლო­ვა­ნი სის­ტე­მა; ძლი­ერ­დე­ბა ჯა­რის სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი; იქ­მნე­ბა რე­ზერ­ვის მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თვის.

ყვე­ლა წვე­ვამ­დე­ლი შე­ას­რუ­ლებს მხო­ლოდ სამ­ხედ­რო ფუნ­ქცი­ას და იმ­სა­ხუ­რებს თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში;

ნაც­ვლად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­სა, გაწ­ვე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბას და ნა­ტოს სტან­დარ­ტე­ბით წვრთნას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მხო­ლოდ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო;

ყვე­ლა წვე­ვამ­დე­ლი გა­ივ­ლის ძი­რი­თად სა­წყის საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბას (BCT) და შემ­დგომ წვრთნებს;

არ­სე­ბუ­ლი 12-თვი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის ვადა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა.

სტუ­დენ­ტებს, მხო­ლოდ მათი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში ან უქმე დღე­ე­ბის ხარ­ჯზე, წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი მოხ­დი­ლად ჩა­ეთ­ვლე­ბათ: თუ სამ­ხედ­რო წვრთნას გა­ივ­ლი­ან ყო­ველ­წლი­უ­რად, ზა­ფხულ­ში 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მომ­დევ­ნო 4 წელი; ან გა­ივ­ლი­ან 2-წლი­ან უმ­ცროს ოფი­ცერ­თა მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მას ისე, რომ ხელი არ შე­ეშ­ლე­ბათ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, ხოლო სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბი­სა და ხა­რის­ხის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ე­ნი­ჭე­ბათ ლე­ი­ტე­ნან­ტის სამ­ხედ­რო წო­დე­ბა, აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის ვერ მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი - სერ­ჟან­ტის წო­დე­ბა; ან გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან უკვე მოქ­მედ ანა­ზღა­უ­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ულ რე­ზერვში და იმ­სა­ხუ­რე­ბენ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წე­ლი­წად­ში 45 დღე, რომ­ლის სამი წლის ამო­წურ­ვის შემ­დგომ, წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი მოხ­დი­ლად ჩა­ეთ­ვლე­ბათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ასე­ვე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე წვე­ვამ­დე­ლებს.

  • ასე­ვე იც­ვლე­ბა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გა­და­ვა­დე­ბის პი­რო­ბე­ბიც:

აღ­მო­ი­ფხვრე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხარ­ვე­ზი და გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ფიქ­ტი­უ­რი "რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის“ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ჯა­რის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით;

უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სამ­ხედ­რო­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი მრა­ვალ­წლი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რის და­ფა­სე­ბის მიზ­ნით:

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სამ­ხედ­რო­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის­თვის, ყო­ველ სამ წე­ლი­წად­ში ერთხელ, თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით, უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის (ბი­ნე­ბის) მშე­ნებ­ლო­ბა;

სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის თა­ვის არი­დე­ბის მო­საკ­რებ­ლის ოდე­ნო­ბის ზრდა - 2000 ლა­რის ნაც­ვლად (18 თვით გა­და­ვა­დე­ბი­სათ­ვის), იქ­ნე­ბა 10 000 ლარი (ერთი წლით გა­და­ვა­დე­ბი­სათ­ვის);

2024 წლის 1 - ლი იან­ვრი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვა და წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში თუ სა­რე­ზერ­ვო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვა ხდე­ბა. მა­ნამ­დე ეს ფუნ­ქცია ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ჰქონ­და.

  • რას აპ­რო­ტეს­ტებს "გირ­ჩი"?

"მო­ნო­ბა არ მო­სუ­ლა", - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა პარ­ტია "გირ­ჩი" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს "თავ­დაც­ვის კო­დექ­სის" ახალ პრო­ექტს. "გირ­ჩი“თვლის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ახალ­გაზ­რდებს 125 ლა­რად "სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ნუ­რი შრო­მის­თვის“ - "ღი­ლაკ­ზე თი­თის დამ­ჭე­რე­ბად და შლაგ­ბა­უ­მე­ბის ამ­წევ-დამ­წე­ვე­ბად იმე­ტებს“.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად­ვე, და­გეგ­მი­ლია პო­ტენ­ცი­ურ გაწ­ვე­ულ­თა წრის გა­ფარ­თო­ე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის მი­ხედ­ვით, "გირ­ჩის“ რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ("სა­ქარ­თვე­ლოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, ევან­გე­ლის­ტუ­რი, პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ეკ­ლე­სია - ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა”) აღარ ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან და­იხ­სნას, რა­საც ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­და.

"გირ­ჩის" დე­პუ­ტა­ტე­ბის აზ­რით, თუ გე­ნერ­ლებს სჭირ­დე­ბათ მეტი ჯა­რის­კა­ცი, ამის­თვის თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯეტ­ში მეტი თან­ხა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და ისე­თი ხელ­ფა­სი გა­და­ვუ­ხა­დოთ, რომ ჯარ­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით წა­ვიდ­ნენ. "ეს ტრე­ფი­კინ­გია. ამას აპი­რე­ბენ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაწ­ვე­ვით. ამას ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ, ადრე თუ გვი­ან, მთავ­რო­ბას გა­ვა­გე­ბი­ნებთ, რომ მო­ნო­ბა "არ მო­სუ­ლა", - ამ­ბობს "გირ­ჩის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი.

მათი შე­ფა­სე­ბით, სტუ­დენ­ტე­ბის ჯარ­ში გაწ­ვე­ვა­ზე უა­რის თქმა საკ­მა­რი­სი არ არის, რად­გან ჯარ­ში არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბია და არ­სე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მის გამო, ახალ­გაზ­რდე­ბის იძუ­ლე­ბით წაყ­ვა­ნა, სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­ზანს ვერ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. მათი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მეტი ფული უნდა და­ხა­რა­ჯოს თავ­დაც­ვა­ზე და შექ­მნას პრო­ფე­სი­უ­ლი არ­მია. ია­რა­ღი­სა და სამ­ხედ­რო საქ­მის მოყ­ვა­რუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით იმ­სა­ხუ­რე­ბენ ჯარ­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი და ღირ­სე­უ­ლი ხელ­ფა­სი იქ­ნე­ბა.

"გირ­ჩის" აქ­ცია

კო­დექ­სის პრო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ "გირ­ჩის" ინი­ცი­ა­ტი­ვით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია 11 მარტს გა­ი­მარ­თა.

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ახალ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებს მნიშ­ვნე­ლო­ვანს უწო­დებს და სა­უ­ბარს რე­ზერ­ვის თა­ო­ბა­ზე იწყებს:

"საფრ­თხე­ე­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბი­დან და ხან­გრძლი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსოფ­ლი­ოს არ­ცერ­თი ქვეყ­ნის რე­გუ­ლა­რულ არ­მი­ას არ ეყო­ფა იმის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რომ მხო­ლოდ საშ­ტა­ტო სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბით გა­უმკლავ­დეს მტერს. მას აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა რე­ზერ­ვის დახ­მა­რე­ბა, რისი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ერ­თწ­ლი­ა­ნი ომი.

რე­ზერ­ვი შე­იძ­ლე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი იყოს ან სას­წრა­ფოდ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, რო­მელ­თა სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბის­თვის, ელე­მენ­ტა­რუ­ლი სამ­ხედ­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­სას­წავ­ლად ომის დროს დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა. ამი­ტო­მაც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბის დიდ და­ნა­კარგს მი­ი­ღე­ბენ, ან არ­მი­ის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში საბ­რძო­ლო და­ნა­კარ­გის შე­სავ­სე­ბად გა­იგ­ზავ­ნე­ბი­ან ის რე­ზერ­ვის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ჯერ კი­დევ მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­ში მო­ას­წრეს და­წყე­ბი­თი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის გავ­ლა და იმის სას­წრა­ფოდ შეს­წავ­ლა მა­ინც აღარ სჭირ­დე­ბათ, უსაფრ­თხოდ რო­გორ ის­რო­ლონ ავ­ტო­მა­ტი და რო­გო­რი სა­ფა­რი შე­არ­ჩი­ონ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვის დროს.

რო­დე­საც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილს გავ­ლი­ლი აქვს სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის სხვა­დას­ხვა დონე, იქ­ნე­ბა ეს არ­მი­ა­ში სა­კონ­ტრაქ­ტო, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ან სა­რე­ზერ­ვო სამ­სა­ხუ­რი, მეტ-ნაკ­ლე­ბად მზა­დაა სა­მო­ქა­ლა­ქო სტრუქ­ტუ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს მომ­ხდურს, ამას სა­ხელ­მწი­ფოს ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვის სის­ტე­მა ეწო­დე­ბა, რაც უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მისი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამის­თვის კი, რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად და ეფექ­ტი­ა­ნად არის სა­ჭი­რო მშვი­დო­ბი­ა­ნი პე­რი­ო­დი­სა და რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, რათა შე­საძ­ლო კრი­ზი­სუ­ლი მო­მენ­ტის დად­გო­მას ქვე­ყა­ნაც და მისი მო­სახ­ლე­ო­ბაც მომ­ზა­დე­ბუ­ლი დახ­ვდეს.

სწო­რედ ქვეყ­ნის ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვის­თვის მომ­ზა­დე­ბას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მომ­ზა­დე­ბუ­ლი "თავ­დაც­ვის კო­დექ­სის" ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის ის პუნ­ქტე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გაწ­ვე­ვას შე­ე­ხე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო გან­სჯის საგ­ნად იქცა.

კარ­გია, რომ წვე­ვამ­დე­ლე­ბი სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს მხო­ლოდ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ივ­ლი­ან, რი­თაც შე­წყდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მრა­ვალ­წლი­ა­ნი და არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლო კრი­ტი­კა, რომ ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად გაწ­ვე­ულ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ებ­ში არ უნდა იმ­სა­ხუ­რონ".

თავ­დაც­ვის ახა­ლი კო­დექ­სის პრო­ექ­ტში ერთ-ერთი სა­დაო სა­კი­თხი, გან­სა­კუთ­რე­ბით "გირ­ჩე­ლე­ბის­თვის“ ის გახ­ლავთ, რომ რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს აღარ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს აა­რი­დონ თავი. ახა­ლი კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს არა­სამ­ხედ­რო, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ შრო­მით სამ­სა­ხურ­ში გა­იწ­ვე­ვენ.

შე­კი­თხვა­ზე, - რამ­დე­ნად სწო­რია ახა­ლი პრო­ექ­ტის ეს კონ­კრე­ტუ­ლი პუნ­ქტი, პა­სუ­ხად ირაკ­ლი ალა­დაშ­ვილს ეს სტა­ტის­ტი­კა მოჰ­ყავს:

"ბოლო 7 წე­ლი­წად­ში, 2016 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი მღვდელმსა­ხუ­რე­ბის ან სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე 55 321 კაცს გა­და­უ­ვად­და, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა­ზე ბევ­რი, გა­და­ვა­დე­ბა "გირ­ჩი“ - ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წევ­რო­ბის გა­მოა. რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2016-2022 წლებ­ში სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი 774 103 კაცს გა­და­უ­ვად­და, ხოლო 24 717 კაცი გაწ­ვე­ვის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მათ შო­რის, ვი­საც ჯარ­ში გაწ­ვე­ვა მღვდელმსა­ხუ­რე­ბის ან სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­უ­ვად­და, 21 კაცი იყო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი; 15 - მუს­ლი­მა­ნი; 330 - "იეჰო­ვას მოწ­მე"; 36 324 - "გირ­ჩი" - ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა"; 2106 - კა­ტა­კომ­ბუ­რი ეკ­ლე­სია (ან­დრი­ა­ძე), 41 - სხვა­დას­ხვა. ამას­თა­ნა­ვე, 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მეტ, 286 673 შემ­თხვე­ვა­ში ჯარ­ში გაწ­ვე­ვა სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რებს გა­და­უ­ვად­დათ“.

ალა­დაშ­ვი­ლის თქმით, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ სწო­რედ "გირ­ჩი“ - ბიბ­ლი­ურ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბამ“ ქარ­თუ­ლი ჯა­რის "მო­ნო­ბის­გან“ (რო­გორც "გირ­ჩის" ლი­დე­რე­ბი მუ­დამ გა­ი­ძა­ხი­ან) 36 324 ახალ­გაზ­რდა "გა­და­არ­ჩი­ნა".

"თუ რა იდე­უ­რი "მღვდელმსა­ხუ­რე­ბი" არი­ან "გირ­ჩი" - ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­გან" 50 ლა­რად ნა­ყი­დი ბეჭ­დი­ა­ნი ფურ­ცლის მფლო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, მათი და მათი მშობ­ლე­ბის სინ­დის­ზე იყოს, მაგ­რამ თა­ვად "გირ­ჩის" ერთ-ერთი ლი­დე­რის მიერ პირ­და­პირ ეთერ­ში ნათ­ქვა­მის (თუ წა­მოც­დე­ნი­ლის) თა­ნახ­მად, "გირჩს" ამ 50-ლა­რი­ა­ნი "მღვდელმსა­ხუ­რე­ბი­დან" თურ­მე წე­ლი­წად­ში 20 ათა­სამ­დე ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნია და ახლა სწო­რედ იმა­ზე დარ­დო­ბენ, თუ სა­ხელ­მწი­ფო ამ "მი­ზე­რუ­ლი" შე­მო­სავ­ლის წარ­თმე­ვა­საც რო­გორ უპი­რებს "გირჩს". არა­ნაკ­ლებ თვალ­ში სა­ცე­მია ისიც, რომ "კა­ტა­კომ­ბურ ეკ­ლე­სი­ა­საც" საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის - 2 106 ახალ­გაზ­რდა "გა­და­ურ­ჩე­ნია" ქარ­თუ­ლი არ­მი­ის­გან“, - ამ­ბობს ალა­დაშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, კა­ნონპ­რო­ექ­ტი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ შრო­მით სამ­სა­ხურს ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნდა მო­ი­ხა­დოს სამ­ხედ­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ სინ­დი­სის, აღმსა­რებ­ლო­ბის ან რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ტი­ვით უარს აცხა­დებს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ზე. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის ვა­დად 12 თვეა გან­სა­ზღვრუ­ლი და გუ­ლის­ხმობს ისეთ საქ­მი­ა­ნო­ბებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მედ­პერ­სო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ სამ­სა­ხუ­რის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­სა­ბა­მის ხელ­ფას­საც მი­ი­ღე­ბენ.

  • ავ­ტო­რი ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე
ავტორი:

რას ითვალისწინებს "თავდაცვის კოდექსის" ახალი პროექტი: სამსახური მხოლოდ თავდაცვის ძალებში და მნიშვნელოვანი სიახლე სტუდენტებისთვის, ამასთანავე, სამსახურის გადავადება უკვე ძალიან ძვირი დაგიჯდებათ

რას ითვალისწინებს "თავდაცვის კოდექსის" ახალი პროექტი: სამსახური მხოლოდ თავდაცვის ძალებში და მნიშვნელოვანი სიახლე სტუდენტებისთვის, ამასთანავე, სამსახურის გადავადება უკვე ძალიან ძვირი დაგიჯდებათ

თავდაცვის სამინისტრომ "თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ხელისუფლების თქმით, ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება "წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური".

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.

  • თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი "თავდაცვის კოდექსის“ პროექტით იცვლება:

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა; ძლიერდება ჯარის სოციალური გარანტიები; იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.

ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში;

ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატოს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო;

ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს;

არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება.

სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ: თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი; ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება; ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.

  • ასევე იცვლება სამხედრო სამსახურის გადავადების პირობებიც:

აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური "რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით;

უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით:

თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა;

სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მოსაკრებლის ოდენობის ზრდა - 2000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის), იქნება 10 000 ლარი (ერთი წლით გადავადებისათვის);

2024 წლის 1 - ლი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა.

  • რას აპროტესტებს "გირჩი"?

"მონობა არ მოსულა", - ასე ეხმიანება პარტია "გირჩი" თავდაცვის სამინისტროს "თავდაცვის კოდექსის" ახალ პროექტს. "გირჩი“თვლის, რომ სახელმწიფო ახალგაზრდებს 125 ლარად "საჯარო დაწესებულებაში მონური შრომისთვის“ - "ღილაკზე თითის დამჭერებად და შლაგბაუმების ამწევ-დამწევებად იმეტებს“.

პროექტის თანახმადვე, დაგეგმილია პოტენციურ გაწვეულთა წრის გაფართოება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, "გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას ("საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება”) აღარ ექნება საშუალება, რომ ახალგაზრდები სამხედრო სამსახურიდან დაიხსნას, რასაც ის წლების განმავლობაში აკეთებდა.

"გირჩის" დეპუტატების აზრით, თუ გენერლებს სჭირდებათ მეტი ჯარისკაცი, ამისთვის თავდაცვის ბიუჯეტში მეტი თანხა უნდა გაითვალისწინონ და ისეთი ხელფასი გადავუხადოთ, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდნენ. "ეს ტრეფიკინგია. ამას აპირებენ ქვეყნის მასშტაბით სამხედრო-სავალდებულო გაწვევით. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ადრე თუ გვიან, მთავრობას გავაგებინებთ, რომ მონობა "არ მოსულა", - ამბობს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი.

მათი შეფასებით, სტუდენტების ჯარში გაწვევაზე უარის თქმა საკმარისი არ არის, რადგან ჯარში არასათანადო პირობებია და არსებული მრავალი პრობლემის გამო, ახალგაზრდების იძულებით წაყვანა, სამხედრო ძალების გაძლიერების მიზანს ვერ მოემსახურება. მათი თქმით, ხელისუფლებამ მეტი ფული უნდა დახარაჯოს თავდაცვაზე და შექმნას პროფესიული არმია. იარაღისა და სამხედრო საქმის მოყვარული ქართველები სიამოვნებით იმსახურებენ ჯარში, სადაც ადამიანური პირობები და ღირსეული ხელფასი იქნება.

"გირჩის" აქცია

კოდექსის პროექტის საწინააღმდეგოდ "გირჩის" ინიციატივით საპროტესტო აქცია 11 მარტს გაიმართა.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს მნიშვნელოვანს უწოდებს და საუბარს რეზერვის თაობაზე იწყებს:

"საფრთხეების მასშტაბურობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მსოფლიოს არცერთი ქვეყნის რეგულარულ არმიას არ ეყოფა იმის ადამიანური რესურსი, რომ მხოლოდ საშტატო სამხედრო მოსამსახურეებით გაუმკლავდეს მტერს. მას აუცილებლად დასჭირდება რეზერვის დახმარება, რისი თვალსაჩინო მაგალითია რუსეთ-უკრაინის ერთწლიანი ომი.

რეზერვი შეიძლება დაკომპლექტებული იყოს ან სასწრაფოდ მობილიზებული მშვიდობიანი მოქალაქეებისგან, რომელთა სათანადოდ მომზადებისთვის, ელემენტარული სამხედრო უნარ-ჩვევების შესასწავლად ომის დროს დრო და საშუალება არ იქნება. ამიტომაც საბრძოლო მოქმედებების პირველივე დღიდან მობილიზებულების დიდ დანაკარგს მიიღებენ, ან არმიის პირად შემადგენლობაში საბრძოლო დანაკარგის შესავსებად გაიგზავნებიან ის რეზერვისტები, რომლებმაც ჯერ კიდევ მშვიდობიან პერიოდში მოასწრეს დაწყებითი სამხედრო მომზადების გავლა და იმის სასწრაფოდ შესწავლა მაინც აღარ სჭირდებათ, უსაფრთხოდ როგორ ისროლონ ავტომატი და როგორი საფარი შეარჩიონ მოწინააღმდეგის საარტილერიო დაბომბვის დროს.

როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გავლილი აქვს სამხედრო მომზადების სხვადასხვა დონე, იქნება ეს არმიაში საკონტრაქტო, სავალდებულო ან სარეზერვო სამსახური, მეტ-ნაკლებად მზადაა სამოქალაქო სტრუქტურების მხარდაჭერით ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიოს მომხდურს, ამას სახელმწიფოს ტოტალური თავდაცვის სისტემა ეწოდება, რაც უალტერნატივოა საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამისთვის კი, რაც შეიძლება დროულად და ეფექტიანად არის საჭირო მშვიდობიანი პერიოდისა და რესურსის გამოყენება, რათა შესაძლო კრიზისული მომენტის დადგომას ქვეყანაც და მისი მოსახლეობაც მომზადებული დახვდეს.

სწორედ ქვეყნის ტოტალური თავდაცვისთვის მომზადებას უნდა ემსახურებოდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომზადებული "თავდაცვის კოდექსის" ახალი კანონპროექტი, რომლის ის პუნქტები, რომლებიც სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეების გაწვევას შეეხება, საზოგადოების ფართო განსჯის საგნად იქცა.

კარგია, რომ წვევამდელები სამხედრო-სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლიან, რითაც შეწყდება საზოგადოების ნაწილის მრავალწლიანი და არცთუ უსაფუძვლო კრიტიკა, რომ ქვეყნის დასაცავად გაწვეულმა ჯარისკაცებმა დაცვის პოლიციასა და სასჯელაღსრულების კოლონიებში არ უნდა იმსახურონ".

თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტში ერთ-ერთი სადაო საკითხი, განსაკუთრებით "გირჩელებისთვის“ ის გახლავთ, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, სავალდებულო სამხედრო სამსახურს აარიდონ თავი. ახალი კოდექსის მიხედვით, რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაიწვევენ.

შეკითხვაზე, - რამდენად სწორია ახალი პროექტის ეს კონკრეტული პუნქტი, პასუხად ირაკლი ალადაშვილს ეს სტატისტიკა მოჰყავს:

"ბოლო 7 წელიწადში, 2016 წლიდან მოყოლებული, სამხედრო-სავალდებულო სამსახური მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321 კაცს გადაუვადდა, საიდანაც ყველაზე ბევრი, გადავადება "გირჩი“ - ბიბლიური თავისუფლების“ წევრობის გამოა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016-2022 წლებში სამხედრო-სავალდებულო სამსახური 774 103 კაცს გადაუვადდა, ხოლო 24 717 კაცი გაწვევისგან გათავისუფლდა. მათ შორის, ვისაც ჯარში გაწვევა მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე გადაუვადდა, 21 კაცი იყო მართლმადიდებელი; 15 - მუსლიმანი; 330 - "იეჰოვას მოწმე"; 36 324 - "გირჩი" - ბიბლიური თავისუფლება"; 2106 - კატაკომბური ეკლესია (ანდრიაძე), 41 - სხვადასხვა. ამასთანავე, 7 წლის განმავლობაში ყველაზე მეტ, 286 673 შემთხვევაში ჯარში გაწვევა სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს გადაუვადდათ“.

ალადაშვილის თქმით, სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ სწორედ "გირჩი“ - ბიბლიურმა თავისუფლებამ“ ქართული ჯარის "მონობისგან“ (როგორც "გირჩის" ლიდერები მუდამ გაიძახიან) 36 324 ახალგაზრდა "გადაარჩინა".

"თუ რა იდეური "მღვდელმსახურები" არიან "გირჩი" - ბიბლიური თავისუფლებისგან" 50 ლარად ნაყიდი ბეჭდიანი ფურცლის მფლობელი ახალგაზრდები, მათი და მათი მშობლების სინდისზე იყოს, მაგრამ თავად "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის მიერ პირდაპირ ეთერში ნათქვამის (თუ წამოცდენილის) თანახმად, "გირჩს" ამ 50-ლარიანი "მღვდელმსახურებიდან" თურმე წელიწადში 20 ათასამდე ლარის შემოსავალი ჰქონია და ახლა სწორედ იმაზე დარდობენ, თუ სახელმწიფო ამ "მიზერული" შემოსავლის წართმევასაც როგორ უპირებს "გირჩს". არანაკლებ თვალში საცემია ისიც, რომ "კატაკომბურ ეკლესიასაც" საკმაო რაოდენობის - 2 106 ახალგაზრდა "გადაურჩენია" ქართული არმიისგან“, - ამბობს ალადაშვილი.

ცნობისათვის, კანონპროექტი ალტერნატიულ შრომით სამსახურს ითვალისწინებს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე. ალტერნატიული სამსახურის გავლის ვადად 12 თვეა განსაზღვრული და გულისხმობს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა მაგალითად, სამხედრო ჰოსპიტალში მედპერსონალის დახმარება. აღსანიშნავია, რომ ამ სამსახურისთვის მოქალაქეები შესაბამის ხელფასსაც მიიღებენ.

  • ავტორი ხათუნა ბახტურიძე