მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება რევანშზე ფიქრობს" - გია ხუხაშვილი
"ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება რევანშზე ფიქრობს" - გია ხუხაშვილი

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­ვან­შზე ფიქ­რობს.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისევ რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვით უტევს და­სავ­ლეთს.

"რო­დე­საც ასე­თი კრი­ზი­სი ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს ორი შე­საძ­ლო არ­ჩე­ვა­ნი - შე­ე­ცა­დოს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რო­მელ­საც უჩ­ნდე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი, და­მა­ყა­როს გარ­კვე­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და კომ­პრო­მი­სის გზით ია­როს და შე­ე­ცა­დოს იგი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­და­ტე­ხოს, დრო­ე­ბით უკან და­ი­ხი­ოს და მერე კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­დეს.

"ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი ფი­გუ­რე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც კო­ბა­ხი­ძის­ნა­ი­რი ფი­გუ­რე­ბის­თვის პირ­ვე­ლი გზა და­კე­ტი­ლია, იმი­ტომ, რომ მათ არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის, სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვის არ აქვთ. მათი მთე­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა აწყო­ბი­ლია სი­ძულ­ვილ­ზე, აგ­რე­სი­ა­ზე, ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა­სა და ნე­გა­ტივ­ზე, ტო­ტა­ლურ ნე­გა­ტივ­ზე, სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ზე. ხან ეკ­ლე­სი­ას ეფა­რე­ბი­ან, ხან სა­ტა­ნიზ­მზე იწყე­ბენ ლა­პა­რაკს. შე­სა­ბა­მი­სად, გუ­შინ­დე­ლი გა­მოს­ვლა კა­ნონ­ზო­მი­ე­რი იყო. ამ კაც­მა სხვა არა­ფე­რი იცის და რაც ისიც, იმას აკე­თებს, იმა­ვე სქე­მა­ში ზის, ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბაა. ფაქ­ტია, რომ ხე­ლი­სუ­ფა­ლი დღეს ფიქ­რობს რე­ვან­შზე. სი­სუს­ტის გა­მოვ­ლე­ნა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის ყვე­ლა­ზე დიდი კოშ­მა­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს და ამი­ტომ ესე­ნი ცდი­ლო­ბენ რა­ღაც­ნა­ი­რად ისევ აგ­რე­სი­ით, ისევ ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბით გა­ვიდ­ნენ ფონს. ამას აკე­თე­ბენ თა­ვი­სი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის თა­ო­ბის მი­მართ. სჯობს რომ მო­ეშ­ვან, იმი­ტომ, რომ თა­ო­ბა­თა ცვლის პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია და გარ­და­უ­ვა­ლია.

ამას­თან, ფაქ­ტია, რომ ისი­ნი იმოქ­მე­დე­ბენ აგ­რე­სი­უ­ლად. ფან­ტა­ზი­აც კი არ აქვთ, იმა­ვე გზით ივ­ლი­ან, ეს არის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა და გუ­შინ ეს ჩან­და, სა­ტა­ნიზ­მზე და რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე ილა­პა­რა­კა ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბით, რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თვი­თონ ჰყავს იმა­ვე ასა­კის შვი­ლე­ბი. ივ­ლი­ან იგი­ვე შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზით - ვანო მე­რა­ბიშ­ვილს რა­ღაც ათ­ქმე­ვი­ნეს და ამა­ზე აა­გეს თე­ო­რია. ისევ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია, ისევ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა და ა.შ. ისი­ნი ევ­რო­პის­კე­ნაც კი არ შეტ­რი­ალ­დნენ. ერ­თია, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას აგ­რე­სი­უ­ლად ექ­ცე­ვი, მაგ­რამ იქ­ნებ სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ინც რა­ღაც და­ე­კო­რექ­ტი­რე­ბი­ნათ, აქაც არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ისევ რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვით უტე­ვენ და­სავ­ლეთს, "მტრებს“ და "მტრე­ბის“ მიერ აქ და­ქი­რა­ვე­ბულ აგენ­ტუ­რას. არ აქვს მას არც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და რო­გორც ჩანს, ინ­სტრუქ­ცი­ე­ბით იმის მა­ნევ­რი, რომ რა­ი­მე შეც­ვა­ლოს. ისევ იქ არის და ელო­დე­ბა სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბას მე­ო­რე მხრი­დან, რომ გუ­შინ თუ არ სცე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ხვალ სცე­მოს. ზნეს ვერ შე­იც­ვლი­ან ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-------------
2

ეს იდიოტი როდემდე უნდა იყოს?? და ამსი ბოდვას რატო უთმობთ ეტერს??? ვინც ფულს უხდის იამს ადიდებს რა ვერგაიგეთ?? მხოლოდ პირადული, ასე იყო და ასე დარჩა. რით ვეღარ მიხვდით!!!

ალექს
0

იფიქრებს, ამიტომ 8 წელიწადზე მეტით და ორზე მეტად სიცოცხლეში არც პოლიტიკურ და არც შენნაირ პოზიციაზე , არავინ არ უნდა იყოს ! რა, მემკვიდრეობით გერგოთ ? ჩამოით ძირს, ხალხთან , არადა აახვიეთ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება რევანშზე ფიქრობს" - გია ხუხაშვილი

"ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება რევანშზე ფიქრობს" - გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება რევანშზე ფიქრობს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლება ისევ რუსული ნარატივით უტევს დასავლეთს.

"როდესაც ასეთი კრიზისი ხდება ქვეყანაში, ხელისუფლებას აქვს ორი შესაძლო არჩევანი - შეეცადოს, რომ საზოგადოებასთან, რომელსაც უჩნდება სამართლიანი პროტესტი, დამაყაროს გარკვეული კომუნიკაცია და კომპრომისის გზით იაროს და შეეცადოს იგივე საზოგადოება გადატეხოს, დროებით უკან დაიხიოს და მერე კონტრშეტევაზე გადავიდეს.

"ღარიბაშვილისნაირი ფიგურებისთვის, ისევე როგორც კობახიძისნაირი ფიგურებისთვის პირველი გზა დაკეტილია, იმიტომ, რომ მათ არანაირი რესურსი საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ნორმალური ურთიერთობის, საერთო ენის გამონახვის არ აქვთ. მათი მთელი მოღვაწეობა აწყობილია სიძულვილზე, აგრესიაზე, ძალის დემონსტრირებასა და ნეგატივზე, ტოტალურ ნეგატივზე, სპეკულაციებზე. ხან ეკლესიას ეფარებიან, ხან სატანიზმზე იწყებენ ლაპარაკს. შესაბამისად, გუშინდელი გამოსვლა კანონზომიერი იყო. ამ კაცმა სხვა არაფერი იცის და რაც ისიც, იმას აკეთებს, იმავე სქემაში ზის, ასეთი მოცემულობაა. ფაქტია, რომ ხელისუფალი დღეს ფიქრობს რევანშზე. სისუსტის გამოვლენა ასეთი ადამიანებისთვის არის ყველაზე დიდი კოშმარი, რაც შეიძლება იყოს და ამიტომ ესენი ცდილობენ რაღაცნაირად ისევ აგრესიით, ისევ ძალის დემონსტრირებით გავიდნენ ფონს. ამას აკეთებენ თავისი შვილებისა და შვილიშვილების თაობის მიმართ. სჯობს რომ მოეშვან, იმიტომ, რომ თაობათა ცვლის პროცესი დაწყებულია და გარდაუვალია.

ამასთან, ფაქტია, რომ ისინი იმოქმედებენ აგრესიულად. ფანტაზიაც კი არ აქვთ, იმავე გზით ივლიან, ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა და გუშინ ეს ჩანდა, სატანიზმზე და რაღაც სისულელეებზე ილაპარაკა ბავშვებთან მიმართებით, რაც წარმოუდგენელია. თვითონ ჰყავს იმავე ასაკის შვილები. ივლიან იგივე შეთქმულების თეორიების განვითარების გზით - ვანო მერაბიშვილს რაღაც ათქმევინეს და ამაზე ააგეს თეორია. ისევ შეთქმულების თეორია, ისევ გადატრიალების მცდელობა და ა.შ. ისინი ევროპისკენაც კი არ შეტრიალდნენ. ერთია, როცა საზოგადოებას აგრესიულად ექცევი, მაგრამ იქნებ საგარეო მიმართულებით მაინც რაღაც დაეკორექტირებინათ, აქაც არაფერი შეცვლილა. ისევ რუსული ნარატივით უტევენ დასავლეთს, "მტრებს“ და "მტრების“ მიერ აქ დაქირავებულ აგენტურას. არ აქვს მას არც ინტელექტუალური და როგორც ჩანს, ინსტრუქციებით იმის მანევრი, რომ რაიმე შეცვალოს. ისევ იქ არის და ელოდება სისუსტის გამოვლინებას მეორე მხრიდან, რომ გუშინ თუ არ სცემა საზოგადოება, ხვალ სცემოს. ზნეს ვერ შეიცვლიან ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.