მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებას ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია ამ კანონის მისაღებად. ერთადერთი, რაც ამას ხელს შეუშლის, ხალხის ერთსულოვანი წინააღმდეგობაა" - ვახუშტი მენაბდე
"ხელისუფლებას ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია ამ კანონის მისაღებად. ერთადერთი, რაც ამას ხელს შეუშლის, ხალხის ერთსულოვანი წინააღმდეგობაა" - ვახუშტი მენაბდე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა "ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ ინი­ცი­რე­ბულ ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტებს მხა­რი და­უ­ჭი­რა.

რა სა­მარ­თლე­ბი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბია წინ და მო­ა­ხერ­ხებს თუ არა უმ­რავ­ლე­სო­ბა კა­ნო­ნად და­ამ­ტი­ცოს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და - ამ კი­თხვზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტ ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დეს ვთხო­ვეთ.

მისი თქმით, ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას ხელი შე­უ­შა­ლოს, ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი, ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღოს.

"პრო­ცე­დუ­რუ­ლად ახლა წინ გვაქვს ასეთ პრო­ცე­სი; მას შემ­დეგ რაც იურ­დი­ულ­მა კო­ო­მი­ტეტ­მა მხა­რი დუ­ჭი­რა კა­ნონპ­რო­ექტს, ამ კვი­რა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, დას­რულ­დე­ბა პლე­ნა­რულ სხდო­მებ­ზე მისი გან­ხილ­ვა, შემ­დეგ პრო­ექ­ტი გა­იგ­ზავ­ნე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში, იქე­დან როცა გა­მო­იგ­ზავ­ნე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, შემ­დგ და­ი­წყე­ბა პირ­ვე­ლი და მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვე­ბი და ,დიდი ალ­ბა­თო­ბით, პარ­ლა­მენ­ტი და­ამ­ტკი­ცებს კა­ნონს.

ამის შემ­დეგ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია, ვეტო და­ა­დოს, თუმ­ცა 76 ხმაა მის და­საძ­ლე­ვად სა­ჭი­რო და უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს რე­სურ­სი აქვს პარ­ლა­მენ­ტში. სა­ბო­ლოო ინ­სტან­ცია არის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გსა­ჩივ­რე­ბა. თუმ­ცა ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­წო­ლას გა­უძ­ლოს და რამე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­და­წყვი­ტოს.

ასე, რომ ხე­ლისფლე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი გა­აჩ­ნია ამ კა­ნო­ნის მი­სა­ღე­ბად. ერ­თა­დერ­თი, რაც ამას ხელს შე­უშ­ლის, ხალ­ხის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა" - აცხა­დებს AMBEBI.GE -სთან ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი წარ­დგე­ნი­ლია "ხალ­ხის ძა­ლი­დან“ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის: - სო­ზარ სუ­ბა­რის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლის, დაჩი ბე­რა­ი­ას, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის, ეკა სე­ფაშ­ვი­ლის, და­ვით კა­ჭა­რა­ვას და ზაალ მი­ქე­ლა­ძის მიერ.

პარ­ლა­მენ­ტში თავ­და­პირ­ვე­ლად "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­რე­გის­ტრირ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი "გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით“, უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბად ისე­თი არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის გარ­კვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბა (20%-ზე მეტი) უცხო­ე­თი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა, ვინც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად“ მო­ი­აზ­რე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბა­ზა­ში უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს. რე­გის­ტრა­ცი­ის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ასახ­ვა. ამავდრო­უ­ლად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ის ყო­ველ­წლი­უ­რად შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად" იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ანი­ჭებს ნე­ბის­მი­ერ დროს კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როს და სა­კი­თხის შეს­წავ­ლა-მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, მო­ნი­ტო­რინ­გის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის წარ­დგე­ნი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც "კონ­კრე­ტულ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­თა­ნა­დო მი­ნიშ­ნე­ბას შე­ი­ცავს“.

უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის თა­ვის არი­დე­ბა ან დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­უვ­სებ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვევს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ჯა­რი­მე­ბას 25 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით. პრო­ექ­ტით ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შემ­დე­გი სა­ხის ჯა­რი­მე­ბი: - იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე დაშ­ვე­ბი­დან 10 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია არ შე­ავ­სებს გა­ნა­ცხა­დის ფორ­მას - 10 ათა­სი ლარი; დო­კუ­მენ­ტებ­ში ხარ­ვე­ზე­ბის გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში არ­გა­მოს­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 10 ათა­სი ლარი; კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ერთი თვის შემ­დეგ ჩა­დე­ნა - 20 ათა­სი ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა რი­გით მე­ო­რე - "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უცხო­ე­თის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პირს ექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბას უცხო­ე­თი­დან იღებს.

"უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და იქ­ნე­ბა დას­ჯა­დი ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით - 5 წლამ­დე ვა­დით.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ნონპ­რო­ექ­ტით დად­გე­ნილ უცხო­უ­რი ძა­ლის აგენ­ტის კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს მი­მარ­თონ და უცხო­უ­რი ძა­ლის აგენ­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბა მო­ი­თხო­ვონ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა არ გავ­რცელ­დე­ბა დიპ­ლო­მა­ტებ­ზე, კონ­სუ­ლებ­ზე და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე. კა­ნო­ნი ასე­ვე არ შე­ე­ხე­ბა უცხო ქვეყ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, პირს, რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა და პირს, "რო­მე­ლიც რე­ლი­გი­ურ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, მეც­ნი­ე­რულ, აკა­დე­მი­ურ ან სა­ხე­ლოვ­ნე­ბო საქ­მი­ა­ნო­ბას კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ეწე­ვა“.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
2

ფაქტი ის არის რომ ხალხი ამას არ აპროტესტებს და სწორადაც იქცევა 

დააა
3

ხალხი არ ვართ, ვისაც გამჭირვალობა გვინდა? ვისაც გვინდა ვიცოდეთ, ვინ ასრულებს სხვა ქვეყნის დავალებებს, და ვინ ჩვენი ქვეყნის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ხელისუფლებას ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია ამ კანონის მისაღებად. ერთადერთი, რაც ამას ხელს შეუშლის, ხალხის ერთსულოვანი წინააღმდეგობაა" - ვახუშტი მენაბდე

"ხელისუფლებას ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია ამ კანონის მისაღებად. ერთადერთი, რაც ამას ხელს შეუშლის, ხალხის ერთსულოვანი წინააღმდეგობაა" - ვახუშტი მენაბდე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

რა სამართლებივი პროცედურებია წინ და მოახერხებს თუ არა უმრავლესობა კანონად დაამტიცოს პროექტი, რომელის წინააღმდეგაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა - ამ კითხვზე პასუხის გაცემა კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს ვთხოვეთ.

მისი თქმით, ერთადერთი, რამაც შეიძლება ამ კანონის მიღებას ხელი შეუშალოს, ხალხის წინააღმდეგობაა. როგორც ის განმარტავს, ხელისუფლებას აქვს ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი, ეს კანონი მიიღოს.

"პროცედურულად ახლა წინ გვაქვს ასეთ პროცესი; მას შემდეგ რაც იურდიულმა კოომიტეტმა მხარი დუჭირა კანონპროექტს, ამ კვირაში სავარაუდოდ, დასრულდება პლენარულ სხდომებზე მისი განხილვა, შემდეგ პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, იქედან როცა გამოიგზავნება რეკომენდაციები, შემდგ დაიწყება პირველი და მეორე მოსმენით განხილვები და ,დიდი ალბათობით, პარლამენტი დაამტკიცებს კანონს.

ამის შემდეგ პრეზიდენტს შეუძლია, ვეტო დაადოს, თუმცა 76 ხმაა მის დასაძლევად საჭირო და უმრავლესობას ეს რესურსი აქვს პარლამენტში. საბოლოო ინსტანცია არის საკონსტიტუციო სასამართლოში გსაჩივრება. თუმცა ძალიან მეეჭვება საკონსტიტუციო სასამართომ ხელისუფლების ზეწოლას გაუძლოს და რამე განსხვავებული გადაწყვიტოს.

ასე, რომ ხელისფლებას ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია ამ კანონის მისაღებად. ერთადერთი, რაც ამას ხელს შეუშლის, ხალხის ერთსულოვანი წინააღმდეგობაა" - აცხადებს AMBEBI.GE -სთან ვახუშტი მენაბდე.

ინფორმაციისთვის, კანონპროექტები წარდგენილია "ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

პარლამენტში თავდაპირველად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. აღნიშნული კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

რაც შეეხება რიგით მეორე - "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.

პროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

აღნიშნული კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.

ასევე იხილეთ: