"არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ.
ისინი ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიმართავენ, რათა ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
აქციის მონაწილეებმა დღესვე მოძრაობა დააფუძნეს, რომლის სახელი "კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ იქნება.
შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად, ბათუმის უნივერსიტეტის შენობაზე სტიკერები გააკრეს “არა რუსულ კანონს”.
“ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციას მივმართავთ, ის სტუდენტები, რომლებსაც ერასმუსის პროგრამით უსარგებლია და ის ლექტორები, რომლებსაც სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობენ, აგენტები არიან? გვაინტერესებს მათი პოზიცია”, - განაცხადეს მათ.
თუ ამათ არა აქვთ ლოგიკური ახსნა, (არც შეიძლება ჰქინდეთ) რატომაა ეს კანონი რუსული და რატომ არ უნდა იყოს უცხოეთიდან შემოსული თანხების მოძრაობა გამჭვირვალე, ან დაბნეულ-ჩაკარგულები არიან, ან ცალ ფეხზე დგანან და პრინციპალის შემონათვალს ახმოვანებენ ტაშტის პრინციპით!
უკვე სტუდენტი, იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ქვეყნის ცხოვრებაში, აქტიურად იქნები ჩართული: მაგრამ თუ "თეთრისა და შავის", "ავისა და კარგის" გარჩევა, არ შეეძლება, და თუ თავისი, მტკიცედ ჩამოყალიბებული აზრი არ ექნება, და თუ თავის ქვეყნასთან კავშირში მყოფ საკითხებს, ზერელედ; სხვისი ნაკარნახები, გონებით გაანალიზებს ან თუ თავად წაიკითხავს რაიმეს და აზრს ვერ გამოიტანს და სწორ ანალიზზს ვერ გააკეთებს, ანუ თუ სხვის სათამაშო ტიკინაა მხოლოდ,, იმის სტუდენტობას, ამთავთვე, შაურის ფასი აქვს ---პროტესტის უფლება ყველას ააქვს და იპროტესტონ თუ უნდათ, მაგრამ სიმძაფრისთვის, მკვეთრ მახვილს რომ სვავთ, აი სტუდენტობა, რამე რუმე, სტუდენტები, ზომაზე მეტიც კი გვყვს ჩვენ დალოცვილ პატარა ქვეყანაში- და თუ მათი პროტესტი საყოველთავო იქნება, მაშინ ვიტყვი რომ ოცნების ამომრჩევლები დავბერდით და ჩვენ არჩეულებს კი რაღაცა ეშლებათ თქოოო....