Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ინალ არძინბას მორიგი სამიზნე: "ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური სამსახურების გეგმაზომიერი განადგურება დაიწყო..."
ინალ არძინბას მორიგი სამიზნე: "ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური სამსახურების გეგმაზომიერი განადგურება დაიწყო..."

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ზან­მი­მარ­თულ შემ­ცი­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ე.წ. სა­ელ­ჩოს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, ტა­ტი­ა­ნა გუ­ლი­ას თქმით, ის ინალ არ­ძინ­ბას მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შემ­ცი­რე­ბა­ში მოჰ­ყვა. მი­სი­ვე თქმით, არ­ძინ­ბამ ამ სამ­სა­ხუ­რის გეგ­მა­ზო­მი­ე­რი გა­ნად­გუ­რე­ბა და­ი­წყო...

გუ­ლი­ას მტკი­ცე­ბით, ის აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში 1992 წლი­დან მუ­შა­ობს, შემ­დეგ უკვე, რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში, მრჩე­ვე­ლი-თა­ნა­შემ­წის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა ინალ არ­ძინ­ბას ბრძა­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს...

მი­სი­ვე თქმით, სა­ელ­ჩო­ში ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ გამ­წვავ­და, რაც ბჟა­ნი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ელჩი, იგორ ახბა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ამას მოჰ­ყვა, სა­ელ­ჩოს პე­რი­ო­დუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბის ფონ­ზე შერ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უწეს­რი­გო და­ნიშ­ვნა, თვით­ნე­ბუ­რი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, რუ­სუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან, რა­მაც შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნოს აფხა­ზე­თის იმი­ჯი" - მი­აჩ­ნია გუ­ლი­ას.

ინალ არ­ძინ­ბა ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე 2021 წლის 17 ნო­ემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა. ის, აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ნა­თე­სა­ვია, რა­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­ში სიმ­პა­თი­ე­ბი აღ­ძრა, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ ის კრემ­ლის უკონ­კუ­რენ­ტო კად­რი იყო, რა­მაც აფხა­ზებ­ში შიში და აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Аиашара-ს ცნო­ბით, აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

"მათ მხო­ლოდ მოკ­ლედ უპა­სუ­ხეს - უკო­მენ­ტა­როდ. ეს მა­შინ, რო­დე­საც მი­ნის­ტრი სა­უბ­რობს ყვე­ლა­ფერ­ზე, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სებ­ზე, ტუ­რიზ­მზე, ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე... რო­გორც ჩანს, პატ­რი­ო­ტიზ­მი ახლა უაზ­რო ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში, პი­ჯა­კე­ბის ხა­რისხში, სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შეხ­ვედ­რე­ბის გა­შუ­ქე­ბა­ში და რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­სავ­ლე­თის რე­აქ­ცი­ებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა... ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბი­სას ახალ­გაზ­რდა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ავი­წყდე­ბა, რომ ის აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის წევ­რია და ემ­სა­ხუ­რე­ბა აფხა­ზე­თის ხალ­ხს. ვიდ­რე ამას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო შეგ­ნე­ბუ­ლად მო­ი­შო­რებს სამ­შობ­ლოს ნამ­დვილ პატ­რი­ო­ტებს" - წერს გა­მო­ცე­მა.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ინალ არ­ძინ­ბა და მისი გუნ­დი კრემ­ლის ნა­რა­ტივს წმინ­დად მიჰ­ყვე­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ, ქვე­ყა­ნა­ში ევ­რო­პუ­ლი და და­სავ­ლუ­რი კი არა, ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზუ­რი მოს­პონ.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი რის­კის ზღვარ­ზე თა­მაშს ჰგავს. რო­დე­საც ომი დას­რულ­და, გუ­ლია ყვე­ლა შე­საძ­ლო თუ შე­უძ­ლე­ბელ ბერ­კეტს იყე­ნებ­და, რომ აფხა­ზე­თის ხმა მსოფ­ლი­ოს გა­ე­გო... რო­დე­საც იმ მძი­მე წლებ­ში, ბევ­რი აფხა­ზე­თი­დან შორს, თბილ და მყუდ­რო ად­გი­ლებ­ში გარ­ბო­და, ეს ქალი ცდი­ლობ­და ყვე­ლას ნაც­ვლად ელა­პა­რა­კა...

თუ ადრე მხო­ლოდ ვვა­რა­უ­დობ­დით, ახლა მგო­ნი, ყვე­ლა­ნი ერ­თად ვხე­დავთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი წმენ­დას ჰგავს, ცდი­ლო­ბენ ყვე­ლა­ფერს, რაც აქამ­დე უშიშ­რო­ბი­სა და ურ­ყე­ო­ბის მა­გა­ლი­თად გვქონ­და, ჩა­მოგ­ვა­შო­რონ. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვა მაქვს, ბა­ტო­ნე­ბო, თქვენ მარ­თლა აფხა­ზეთს და აფხაზ ხალ­ხს ემ­სა­ხუ­რე­ბით?! მრცხვე­ნია თქვენს გამო!" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ნი­ზ­ფა არ­შბა.

"რა­ტომ უნდა გვი­ნიშ­ნავ­დნენ კრემ­ლის კადრს ისე, თით­ქოს ეს ნორ­მაა? ახლა ირ­კვე­ვა, რომ მოს­კო­ვი კი­დევ ერთ კადრს გვიმ­ზა­დებს - მალე პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფრი­ა­დო­სა­ნი სტუ­დენ­ტი ედ­გარ გვა­ზა­ვა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ინალ არ­ძინ­ბას თა­ნა­შემ­წეა. ირ­კვე­ვა, რომ რუ­სე­თი მას მი­ნის­ტრად გვიმ­ზა­დებს, არ­ძინ­ბას კი პრე­ზი­დენ­ტად... ეს კი ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლაფ­რის, ყვე­ლა­ნა­ი­რი აღი­ა­რე­ბა, სტა­ტუ­სი, კა­ნო­ნე­ბი მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე იქ­ნე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, გა­საკ­ვი­რი არ არის, ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­ას და მისი კო­ლე­გე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ფი­ნან­სუ­რი შემ­ცი­რე­ბა ლო­გი­კუ­რია, რა სა­ჭი­როა ხარ­ჯი, და­მა­ტე­ბი­თი უწყე­ბე­ბი და კად­რე­ბი, თუკი კრემ­ლი­დან წა­მო­სულ დი­რექ­ტი­ვებს უსი­ტყვოდ შე­ას­რუ­ლებს?!" - წერს აქ­ტი­ვის­ტი ანა ან­ქვა­ბი.

მთა­ვა­რი ფოტო: სპუტ­ნი­კი

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კავკასიური სახლი
0

ერთი გულიაა "აფხაზი" და მეორე გვაზავა. ისე ავტორ, რაში გვაინტერესებს ამ ტატიანას ამბავი, რომელსაც პრო-აფსუური ხედვა აქვს? იქნებ ხელმოწერები შევაგროვოთ რომ ინალამ ისევ აღადგინოს სამსახურში. ერთისაც დედაც და მეორესაც და იმათიც ვინც აფხაზეთის მითიურ "დამოუკიდებლობას" უჭერს მხარს. სულ გადაუჭამიათ ერთმანეთი, სულ ერთ ადგილზე მკიდია. აფხაზეთი კი იყო და არის საქართველო

:)))
3

ეს იქაური კობახიძეა?!?

ავტორი:

ინალ არძინბას მორიგი სამიზნე: "ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური სამსახურების გეგმაზომიერი განადგურება დაიწყო..."

ინალ არძინბას მორიგი სამიზნე: "ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური სამსახურების გეგმაზომიერი განადგურება დაიწყო..."

ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს დიპლომატიური სამსახურების მიზანმიმართულ შემცირებაში ადანაშაულებენ. ე.წ. საელჩოს ყოფილი თანამშრომლის, ტატიანა გულიას თქმით, ის ინალ არძინბას მიერ განხორციელებულ შემცირებაში მოჰყვა. მისივე თქმით, არძინბამ ამ სამსახურის გეგმაზომიერი განადგურება დაიწყო...

გულიას მტკიცებით, ის აფხაზეთის ე.წ. საჯარო უწყებებში 1992 წლიდან მუშაობს, შემდეგ უკვე, რუსეთის საელჩოში, მრჩეველი-თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა ინალ არძინბას ბრძანებით გაათავისუფლეს...

მისივე თქმით, საელჩოში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბჟანიას პრეზიდენტობის პერიოდში ელჩი, იგორ ახბა გაათავისუფლეს.

"ამას მოჰყვა, საელჩოს პერიოდული განადგურება, ფინანსური პრობლემები, სხვადასხვა თანამდებობებზე პირადი ნაცნობობის ფონზე შერჩეული ადამიანების უწესრიგო დანიშვნა, თვითნებური გათავისუფლებები, მათ შორის, რუსული სტრუქტურებიდან, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს აფხაზეთის იმიჯი" - მიაჩნია გულიას.

ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის, აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია, რამაც თავდაპირველად აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილში სიმპათიები აღძრა, თუმცა მალევე გასაგები გახდა, რომ ის კრემლის უკონკურენტო კადრი იყო, რამაც აფხაზებში შიში და აგრესია გამოიწვია.

საინფორმაციო სააგენტო Аиашара-ს ცნობით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე კომენტარს არ აკეთებენ.

"მათ მხოლოდ მოკლედ უპასუხეს - უკომენტაროდ. ეს მაშინ, როდესაც მინისტრი საუბრობს ყველაფერზე, მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებზე, ტურიზმზე, ინვესტიციებზე... როგორც ჩანს, პატრიოტიზმი ახლა უაზრო ინტერვიუების რაოდენობაში, პიჯაკების ხარისხში, სახელმწიფო სიმბოლოების ბოროტად გამოყენებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრების გაშუქებაში და რუსეთთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციებში გამოიხატება... ქულების მოპოვების მცდელობისას ახალგაზრდა საგარეო საქმეთა მინისტრს ავიწყდება, რომ ის აფხაზეთის მთავრობის წევრია და ემსახურება აფხაზეთის ხალხს. ვიდრე ამას ადგილობრივი მოსახლეობა გააცნობიერებს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეგნებულად მოიშორებს სამშობლოს ნამდვილ პატრიოტებს" - წერს გამოცემა.

  • ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ინალ არძინბა და მისი გუნდი კრემლის ნარატივს წმინდად მიჰყვებიან და ცდილობენ, ქვეყანაში ევროპული და დასავლური კი არა, ყველაფერი აფხაზური მოსპონ.

"ეს ყველაფერი რისკის ზღვარზე თამაშს ჰგავს. როდესაც ომი დასრულდა, გულია ყველა შესაძლო თუ შეუძლებელ ბერკეტს იყენებდა, რომ აფხაზეთის ხმა მსოფლიოს გაეგო... როდესაც იმ მძიმე წლებში, ბევრი აფხაზეთიდან შორს, თბილ და მყუდრო ადგილებში გარბოდა, ეს ქალი ცდილობდა ყველას ნაცვლად ელაპარაკა...

თუ ადრე მხოლოდ ვვარაუდობდით, ახლა მგონი, ყველანი ერთად ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი წმენდას ჰგავს, ცდილობენ ყველაფერს, რაც აქამდე უშიშრობისა და ურყეობის მაგალითად გვქონდა, ჩამოგვაშორონ. ძალზე მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს, ბატონებო, თქვენ მართლა აფხაზეთს და აფხაზ ხალხს ემსახურებით?! მრცხვენია თქვენს გამო!" - ამბობს ადგილობრივი ნიზფა არშბა.

"რატომ უნდა გვინიშნავდნენ კრემლის კადრს ისე, თითქოს ეს ნორმაა? ახლა ირკვევა, რომ მოსკოვი კიდევ ერთ კადრს გვიმზადებს - მალე პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვება მოსკოვის სახელმწიფოს უნივერსიტეტის ფრიადოსანი სტუდენტი ედგარ გვაზავა, რომელიც ამჟამად ინალ არძინბას თანაშემწეა. ირკვევა, რომ რუსეთი მას მინისტრად გვიმზადებს, არძინბას კი პრეზიდენტად... ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფრის, ყველანაირი აღიარება, სტატუსი, კანონები მხოლოდ ქაღალდზე იქნება.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, ქალბატონი გულიას და მისი კოლეგების გათავისუფლება - ფინანსური შემცირება ლოგიკურია, რა საჭიროა ხარჯი, დამატებითი უწყებები და კადრები, თუკი კრემლიდან წამოსულ დირექტივებს უსიტყვოდ შეასრულებს?!" - წერს აქტივისტი ანა ანქვაბი.

მთავარი ფოტო: სპუტნიკი