საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალში: მოკლულია ახალგაზრდა კაცი, მისი დაჭრილი 5 წლის შვილი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს
შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალში: მოკლულია ახალგაზრდა კაცი, მისი დაჭრილი 5 წლის შვილი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს

გუ­შინ, 28 თე­ბერ­ვალს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლის შე­დე­გად ცხინ­ვალ­ში დაჭ­რი­ლი 5 წლის ბავ­შვი გვი­ან ღა­მით თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ekhokavkaza წერს, ინ­ფორ­მა­ცია წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ა­დას­ტუ­რეს. ცხინ­ვა­ლე­ლი ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყო.

ცხინ­ვა­ლის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ბავ­შვთა ქი­რურ­გის, ლუ­ი­ზა ჯი­ო­ე­ვას თქმით, რო­დე­საც ბიჭი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­იყ­ვა­ნეს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო, მაგ­რამ ექი­მებ­მა "ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად", - თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

"ბავ­შვს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბა მუც­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, აღე­ნიშ­ნე­ბო­და ღვიძ­ლის, მსხვი­ლი და წვრი­ლი ნაწ­ლა­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, ასე­ვე მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ქი­რურ­გმა.

  • ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ცხინ­ვალ­ში სრო­ლა იყო, რა დრო­საც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს, ხოლო ბავ­შვი დაჭ­რეს.

მოკ­ლუ­ლი, ბავ­შვის მამა, რი­ჩარდ მა­მი­ე­ვია. ცხინ­ვა­ლის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბა 1985 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ან­დრეი ხუ­გა­ევ­მა ჩა­ი­დი­ნა, რო­მელ­საც მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და მოკ­ლულ­თან.

ის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბარ­და პო­ლი­ცი­ას, ჩა­ა­ბა­რა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი და აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი .

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიკი
11

ერთ რამეს ვხვდები რა,ჩვენ მიწებს კიარ ვიბრუნებთ,ჩვენ ვხდებით ჩვენი წართმეული ტერიტოტიების ნაწილი...ბავშვს გამიჯანმრთელებას ვუსურვებ მაგრამ ეს ისე არაა როგორც ბიძოს უნდა ...

.
23

რა უჯიშოები არიან, 5 წლის ბავშვს რო ესვრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალში: მოკლულია ახალგაზრდა კაცი, მისი დაჭრილი 5 წლის შვილი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს

შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალში: მოკლულია ახალგაზრდა კაცი, მისი დაჭრილი 5 წლის შვილი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს

გუშინ, 28 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ცხინვალში დაჭრილი 5 წლის ბავშვი გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს. როგორც ekhokavkaza წერს, ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობაში დაადასტურეს. ცხინვალელი ექიმების ინფორმაციით, ბიჭის მდგომარეობა სტაბილური იყო.

ცხინვალის რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგის, ლუიზა ჯიოევას თქმით, როდესაც ბიჭი საავადმყოფოში შეიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ ექიმებმა "ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად", - თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ბავშვს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, აღენიშნებოდა ღვიძლის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების დაზიანება, ასევე მარჯვენა წინამხრის ძვლების მოტეხილობა“, - განაცხადა ქირურგმა.

  • ცნობისთვის, გუშინ ცხინვალში სროლა იყო, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ხოლო ბავშვი დაჭრეს.

მოკლული, ბავშვის მამა, რიჩარდ მამიევია. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის ცნობით, მკვლელობა 1985 წელს დაბადებულმა ანდრეი ხუგაევმა ჩაიდინა, რომელსაც მტრული დამოკიდებულება ჰქონდა მოკლულთან.

ის ნებაყოფლობით ჩაბარდა პოლიციას, ჩააბარა დანაშაულის იარაღი და აღიარა დანაშაული .