სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეალურად ციხე მაგისთვისაც არის, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდე და მოინანიო..." - რას ჰყვება "ბახალა", რომელიც ახლახან გათავისუფლდა პატიმრობიდან?
"რეალურად ციხე მაგისთვისაც არის, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდე და მოინანიო..." - რას ჰყვება "ბახალა", რომელიც ახლახან გათავისუფლდა პატიმრობიდან?

6-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილ­მა ("ბა­ხა­ლამ") ციხე და­ტო­ვა. მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით - 0.3726 გრა­მი ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის (სუ­ბუ­ტექ­სი) შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის საქ­მე­ზე. მსა­ხი­ო­ბი ბრალს არ აღი­ა­რებ­და და ამ­ბობს, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­უ­დეს, რად­გან არ დას­თან­ხმდა პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნას მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

"რუს­თა­ვი 2" - ის გა­და­ცე­მა­ში "პორ­ტრე­ტი ინ­ტე­რი­ერ­ში" გა­ნა­ცხა­და, რომ ცი­ხემ შეც­დო­მებ­ზე და­ა­ფიქ­რა.

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი:

"აქ ბევ­რი რა­ღაც დავ­ტო­ვე, 35 წლის ნაგ­რო­ვე­ბი სამ­ყა­რო და უცებ ამომ­გლი­ჯეს და გა­და­მაგ­დეს სხვა რე­ა­ლო­ბა­ში. ჯო­ჯო­ხე­თი იყო, ვერ ვხვდე­ბო­დი იქ რა­ნა­ი­რად უნდა მე­ცხოვ­რა. ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი შიში ის იყო, რომ გა­რეთ ყვე­ლა დამ­ხვედ­რო­და ცო­ცხლად და ჯან­მრთე­ლად.

ჩემი ის­ტო­რია ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ველ წელს ვერ ჩა­ვა­ბა­რე, შემ­დეგ იყო ტე­ლე­ვი­ზია. რო­დე­საც დავ­ლაგ­დი, სამ­ყა­რომ ახა­ლი სა­ჩუქ­რე­ბი გა­მო­უშ­ვა და მოვ­ხვდი ცი­ხე­ში. თა­ვი­დან რვა წელი რომ მო­მი­სა­ჯეს და ახ­ლოს არ იყო გა­მოს­ვლის პერ­სპექ­ტი­ვა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ვერ­თე იქა­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. 4 წლის შემ­დეგ, რომ მივ­ხვდი, ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ახ­ლოვ­დე­ბო­და, შფოთვე­ბი და­მე­წყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მეხ­მა­რა ერთი წიგ­ნი - ალან უოტ­სის "აღ­მო­სავ­ლუ­რი სიბ­რძნე და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა...“ ამ წიგნ­მა ამო­მიტ­რი­ა­ლა ცნო­ბი­ე­რე­ბა და მივ­ხვდი, რომ სახ­ლში მოვ­ხვდი და მი­სა­ღე­ბია იქა­უ­რო­ბა.

ბევ­რი პა­ტა­რა ასა­კის ადა­მი­ა­ნი შე­მო­დის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მძი­მე წარ­სუ­ლით... შე­ვა­ტყე, რომ მათ­ზე კარგ გავ­ლე­ნას ვახ­დენ­დი. მე შვი­ლი არ მყავს, თუმ­ცა ჩარ­თუ­ლი მქონ­და შვი­ლის მო­მენ­ტი.

და­ძი­ნე­ბა არის იქ ყვე­ლა­ზე კარ­გი რამე, სიზ­მა­რი ნიშ­ნავს იმ რე­ა­ლო­ბი­დან მო­წყვე­ტას და სა­დღაც გა­ბო­დი­ა­ლე­ბას. ის გზა, სა­დაც მე ვი­ა­რე, იყო გარ­თო­ბა და კლუ­ბე­ბი, რა­ღაც კუ­თხით წვლი­ლიც მი­მი­ძღვის, რომ ეს გარ­თო­ბა უფრო ლა­მა­ზი გახ­და, ვიდ­რე თა­ვის დრო­ზე იყო. ახლა ისე აღარ ვერ­თო­ბი, რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა შე­მომ­რჩა კლუ­ბე­ბის მი­მართ.

ალ­ბათ ბევ­რი რა­ღაც გა­მოვ­ტო­ვე ისე­თი, რაც ამ ასა­კის შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბო­და... რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად რამე რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა ამ ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ ვიცი.

ორი კვი­რის წინ ჩემ­თან მო­დის ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი და მთა­ვა­ზობს რა­ღაც როლს. და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და, ეს სა­ჩუქ­რად მი­ვი­ღე და დავ­თან­ხმდი.

ახლა სარ­კე­ში რომ ვი­ყუ­რე­ბი, სა­ხი­ე­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი მაქვს ის პე­რი­ო­დი, ასა­კი, ფე­რე­ბი, წლებს რაც ახ­ლავს, იქ რაც მი­ვი­ღე გა­ნა­ცხა­დის დო­ნე­ზე, ხატ­ვაც მინ­და, სად­მე რამე ფორ­მით.

ერთ-ერთი, რაც გა­მი­ხარ­და იმ ამ­ბე­ბი­დან, რაც გა­რეთ დამ­ხვდა, ეს პარ­კე­ბია. ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო ასეთ პარ­კებ­ში გვე­გო­რა­ვა. ბა­ლახ­ზე რომ გა­დავ­დი­ო­დით, მა­შინ­ვე გვტუქ­სავ­დნენ. ახლა რომ გა­მო­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე გა­ხას­ხა­სე­ბუ­ლი ბა­ლა­ხი, სა­დაც უკვე ისე­თი ტი­პე­ბი გო­რა­ო­ბენ, ადრე რომ ეგო­ნათ, რომ ეს ტე­ხავ­და.

სი­ნა­ნუ­ლე­ბის მთე­ლი რიგი იყო, სულ ვცდი­ლობ ცხოვ­რე­ბა­ში ისე არ მო­ვექ­ცე ვი­ღა­ცებს, რომ თავი უხერ­ხუ­ლად იგ­რძნონ. თურ­მე უამ­რა­ვი სი­სუ­ლე­ლე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ბევ­რი ვი­ღა­ცის­თვის მი­წყე­ნი­ნე­ბია. რე­ა­ლუ­რად ციხე მა­გის­თვი­საც არის, რომ ბევრ რა­მე­ზე და­ფიქ­რდე, ბევ­რი რამ მო­ი­ნა­ნიო... ჯერ ბო­დი­შე­ბამ­დე ვერ მი­ვე­დი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ჩემ თავ­თან გა­ვი­ა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო... ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა
1

წარმატებებს ვუსურვებ, ახლგაზრდა კაცია და უნდა გაუმკლავდეს ყველა სიძნელეს, სხვა გზა არ აქვს. თუმცა ერთია გულწრფელი სინანული ჩადენილი შეცდომების გამო არის საფუძველი პატიების, მიტევების მაგრამ გულდასაწყვეტი ისაა რომ, სანამ მსგავსი განსაცდელი არ დაუდგება ადამიანს არ ფიქრობს არასწორ ნაბიჯებზე რომალსაც დგამს ან გადაუდგია.

ვახტანგი -71
1

სტატიიდან არ ჩანს მარტო ნარკოტიკების მომხმარებელი იყო თუ გამსაღებელიც?

ნებისმიერ შემთხვევაში აშკარად იკვეთება იმ ცხოვრების გადაფასება და მიუღებლობა, რომელიც წარსულში ჰქონდა.

სულით და გულით ვუსურვებ ჯანმრთელი წესით ახალი ცხოვრების დაწყებას!

როგორც ჩანს დაოჯახებული არ არის. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ასევე ვუსურვებ ცოლ-შვილის მალე გაჩენას!!!

ავტორი:

"რეალურად ციხე მაგისთვისაც არის, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდე და მოინანიო..." - რას ჰყვება "ბახალა", რომელიც ახლახან გათავისუფლდა პატიმრობიდან?

"რეალურად ციხე მაგისთვისაც არის, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდე და მოინანიო..." - რას ჰყვება "ბახალა", რომელიც ახლახან გათავისუფლდა პატიმრობიდან?

6-წლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი გიორგანაშვილმა ("ბახალამ") ციხე დატოვა. მსახიობსა და ტელეწამყვანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი დიდი ოდენობით - 0.3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შეძენა-შენახვის საქმეზე. მსახიობი ბრალს არ აღიარებდა და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას მათთან თანამშრომლობაზე.

"რუსთავი 2" - ის გადაცემაში "პორტრეტი ინტერიერში" განაცხადა, რომ ციხემ შეცდომებზე დააფიქრა.

გიორგი გიორგანაშვილი:

"აქ ბევრი რაღაც დავტოვე, 35 წლის ნაგროვები სამყარო და უცებ ამომგლიჯეს და გადამაგდეს სხვა რეალობაში. ჯოჯოხეთი იყო, ვერ ვხვდებოდი იქ რანაირად უნდა მეცხოვრა. ჩემი ყველაზე დიდი შიში ის იყო, რომ გარეთ ყველა დამხვედროდა ცოცხლად და ჯანმრთელად.

ჩემი ისტორია ბავშვობიდან იწყება, უნივერსიტეტში პირველ წელს ვერ ჩავაბარე, შემდეგ იყო ტელევიზია. როდესაც დავლაგდი, სამყარომ ახალი საჩუქრები გამოუშვა და მოვხვდი ციხეში. თავიდან რვა წელი რომ მომისაჯეს და ახლოს არ იყო გამოსვლის პერსპექტივა, ჩვეულებრივად ჩავერთე იქაურ ცხოვრებაში. 4 წლის შემდეგ, რომ მივხვდი, ვადამდე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობა მიახლოვდებოდა, შფოთვები დამეწყო. ყველაზე მეტად დამეხმარა ერთი წიგნი - ალან უოტსის "აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა...“ ამ წიგნმა ამომიტრიალა ცნობიერება და მივხვდი, რომ სახლში მოვხვდი და მისაღებია იქაურობა.

ბევრი პატარა ასაკის ადამიანი შემოდის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მძიმე წარსულით... შევატყე, რომ მათზე კარგ გავლენას ვახდენდი. მე შვილი არ მყავს, თუმცა ჩართული მქონდა შვილის მომენტი.

დაძინება არის იქ ყველაზე კარგი რამე, სიზმარი ნიშნავს იმ რეალობიდან მოწყვეტას და სადღაც გაბოდიალებას. ის გზა, სადაც მე ვიარე, იყო გართობა და კლუბები, რაღაც კუთხით წვლილიც მიმიძღვის, რომ ეს გართობა უფრო ლამაზი გახდა, ვიდრე თავის დროზე იყო. ახლა ისე აღარ ვერთობი, რომანტიკული განწყობა შემომრჩა კლუბების მიმართ.

ალბათ ბევრი რაღაც გამოვტოვე ისეთი, რაც ამ ასაკის შესაფერისი იქნებოდა... რა უფრო მნიშვნელოვანია, იქ მიღებული გამოცდილება თუ პროფესიონალურად რამე რომ გამეკეთებინა ამ ექვსი წლის განმავლობაში, არ ვიცი.

ორი კვირის წინ ჩემთან მოდის ახალგაზრდა რეჟისორი და მთავაზობს რაღაც როლს. დაბადების დღე მქონდა, ეს საჩუქრად მივიღე და დავთანხმდი.

ახლა სარკეში რომ ვიყურები, სახიერად გამოხატული მაქვს ის პერიოდი, ასაკი, ფერები, წლებს რაც ახლავს, იქ რაც მივიღე განაცხადის დონეზე, ხატვაც მინდა, სადმე რამე ფორმით.

ერთ-ერთი, რაც გამიხარდა იმ ამბებიდან, რაც გარეთ დამხვდა, ეს პარკებია. ბავშვობის ოცნება იყო ასეთ პარკებში გვეგორავა. ბალახზე რომ გადავდიოდით, მაშინვე გვტუქსავდნენ. ახლა რომ გამოვედი და დავინახე გახასხასებული ბალახი, სადაც უკვე ისეთი ტიპები გორაობენ, ადრე რომ ეგონათ, რომ ეს ტეხავდა.

სინანულების მთელი რიგი იყო, სულ ვცდილობ ცხოვრებაში ისე არ მოვექცე ვიღაცებს, რომ თავი უხერხულად იგრძნონ. თურმე უამრავი სისულელე მაქვს გაკეთებული. ბევრი ვიღაცისთვის მიწყენინებია. რეალურად ციხე მაგისთვისაც არის, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდე, ბევრი რამ მოინანიო... ჯერ ბოდიშებამდე ვერ მივედი, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ჩემ თავთან გავიარე, მნიშვნელოვანი იყო... ძალიან შევწუხდი.