სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს" - რა განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო?
"ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს" - რა განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო?

მე­დი­კა­მენტზე, რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ცალ­კე­უ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­და,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წილ­მა, თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ წამ­ლებ­ზე ფა­სე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ზარ­დეს და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ, იგი­ვე და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას გა­უ­თა­ნაბ­რეს.

"მე­დი­კა­მენტზე, რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ცალ­კე­უ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­და. კერ­ძოდ, კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წილ­მა, თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ წამ­ლებ­ზე ფა­სე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ზარ­დეს და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ, იგი­ვე და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას გა­უ­თა­ნაბ­რეს. წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით, ფა­სე­ბის ერ­თდრო­უ­ლად გაზ­რდის პრო­ცეს­ში, შე­საძ­ლოა, ად­გი­ლი ჰქონ­დეს არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ შე­თან­ხმე­ბებს ან დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის არა­სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქტს, რი­თაც სექ­ტო­რი, მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბის მი­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, აზა­რა­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ებს. კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მზად არის მოკ­ვლე­ვის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თოს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მოვ­ლე­ნილ დარ­ღვე­ვებ­ზე მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თურ­ქუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის გახ­სნით, თურ­ქე­თი­დან მე­დი­კა­მენ­ტე­ბი პა­რა­ლე­ლუ­რი იმ­პორ­ტით, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მით შე­მო­ვი­და, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­ლე­ბის ფასი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ევ­რო­პულ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად იაფი ღირს. შე­სა­ბა­მი­სად, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, თურ­ქუ­ლი წამ­ლე­ბის ფა­სის ხე­ლოვ­ნუ­რი ზრდა, მი­უ­ღე­ბე­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის, რად­გან ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს გა­ცხა­დე­ბულ მი­ზანს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უზ­რუნ­ველ­ყოს მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, წამ­ლებ­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი ფა­სის და­წე­სე­ბის გზით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

ნამდვილად. წლებია ვიღებ წამალს, რომლის 1 აბი ღირდა 8 ლარი და იყო იტალიური. ბოლო თვეებში გაქრა საერთოდ, შემოვიდა თურქული და ღირდა 5 ლარი. თუმცა ცოტა ხნის წინ იგივე თურქული წამალში გადამახდევინეს 8 ლარამდე. რა გამოვიდა, იგივე თანხას ვიხდი უფრო დაბალ ხარისხში.

ალა
0

უპატრონო ქვეყანაა, ისეთი ჯარიმები უნდა დაწესთეს რომ ვერ შეძლოს მაგის გაფიქრებაც,გაჭირვებული ადამიანი ძლივს ყიდულობს და შენ ვიგაც დეგენერატი ადიდებ ფასებს,ურცხვი ხარ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს" - რა განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო?

"ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს" - რა განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო?

მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს.

"მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს. წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო მზად არის მოკვლევის პროცესში ჩაერთოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს. შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.