მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი მოთხოვნაა, ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩვენი სპეციალისტი ჩაერთოს" - რას ამბობს ბადრი ესებუას ადვოკატი
"ჩვენი მოთხოვნაა, ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩვენი სპეციალისტი ჩაერთოს" - რას ამბობს ბადრი ესებუას ადვოკატი

"ჩვენ უარს არ ვი­ტყვით დღეს ნი­მუ­შის გა­ცე­მა­ზე", - ამის შე­სა­ხებ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კატ­მა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ისი­ნი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის პრო­ცეს­ში თა­ვი­ან­თი სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩარ­თვას მო­ი­თხო­ვენ.

"ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, თუ რა­ტომ გა­და­ი­დო პრო­ცე­სი. ბრალ­დე­ბის მხა­რემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღეს შე­იძ­ლე­ბა გა­აჟ­ღე­როს ბრალ­დე­ბის მხა­რემ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. ჩვენ მო­ვი­თხო­ვეთ გო­ნივ­რუ­ლი ვადა, რომ კონ­სულ­ტა­ცია გაგ­ვევ­ლო ბად­რი ესე­ბუ­ას­თან, გუ­შინ მას შეხ­ვდით და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თუ ბრალ­დე­ბის მხა­რემ თვი­თონ და­ა­ყე­ნა თა­ვი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი რაც მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და, ჩვენც თა­ნახ­მა ვართ.

საქ­მე ეხე­ბა ფო­ნოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნას. ჩვენ უარს არ ვი­ტყვით დღეს ნი­მუ­შის გა­ცე­მა­ზე. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის დროს ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩა­ერ­თოს, ეს ეხე­ბა ორი­ვე ექ­სპერ­ტი­ზას: ოდო­რო­ლო­გი­ურს და ფო­ნოს­კო­პი­ურს. რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, ჩვე­ნი პო­ზი­ცია ცალ­სა­ხად მკა­ფიო იქ­ნე­ბა, ამის სა­ფუძ­ვე­ლი დღეს ბრალ­დე­ბის მხა­რეს ნამ­დვი­ლად არ აქვს, ეს სა­ფუძ­ვე­ლი უნდა არ­სე­ბობ­დეს, თუნ­დაც სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში“, - გა­ნა­ცხა­და იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

ცნო­ბის­თვის, ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩვენი მოთხოვნაა, ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩვენი სპეციალისტი ჩაერთოს" - რას ამბობს ბადრი ესებუას ადვოკატი

"ჩვენი მოთხოვნაა, ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩვენი სპეციალისტი ჩაერთოს" - რას ამბობს ბადრი ესებუას ადვოკატი

"ჩვენ უარს არ ვიტყვით დღეს ნიმუშის გაცემაზე", - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა.

  • მისი თქმით, ისინი ექსპერტიზის ჩატარების პროცესში თავიანთი სპეციალისტის ჩართვას მოითხოვენ.

"ყველასთვის ცნობილია, თუ რატომ გადაიდო პროცესი. ბრალდების მხარემ შუამდგომლობა დააყენა ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით. დღეს შეიძლება გააჟღეროს ბრალდების მხარემ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე. ჩვენ მოვითხოვეთ გონივრული ვადა, რომ კონსულტაცია გაგვევლო ბადრი ესებუასთან, გუშინ მას შეხვდით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ბრალდების მხარემ თვითონ დააყენა თავისი მტკიცებულებების გადამოწმებაზე შუამდგომლობა, ფაქტობრივად ეჭვქვეშ დააყენა მტკიცებულებები რაც მანამდე არსებობდა, ჩვენც თანახმა ვართ.

საქმე ეხება ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნას. ჩვენ უარს არ ვიტყვით დღეს ნიმუშის გაცემაზე. ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩვენი სპეციალისტი ჩაერთოს, ეს ეხება ორივე ექსპერტიზას: ოდოროლოგიურს და ფონოსკოპიურს. რაც შეეხება ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, ჩვენი პოზიცია ცალსახად მკაფიო იქნება, ამის საფუძველი დღეს ბრალდების მხარეს ნამდვილად არ აქვს, ეს საფუძველი უნდა არსებობდეს, თუნდაც სამედიცინო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.