სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარას" ულამაზესი საგოლე პასი ქუსლით, გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი და საუკეთესო ასისტენტი ჩემპიონთა ლიგაში, მესისთან ერთად - ხვიჩას და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება
"კვარას" ულამაზესი საგოლე პასი ქუსლით, გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი და საუკეთესო ასისტენტი ჩემპიონთა ლიგაში, მესისთან ერთად - ხვიჩას და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას "ნა­პო­ლიმ" ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩი ფრან­კფურ­ტში "აინ­ტრახტთან" გა­მარ­თა და ან­გა­რი­შით 0:2 გა­ი­მარ­ჯვა.

იტა­ლი­ურ­მა გუნ­დმა, რო­მე­ლიც სე­რია ა-ს უპი­რო­ბო ლი­დე­რია, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზეც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­იბრწყი­ნა და გა­სა­ო­ცა­რი თა­მა­ში აჩ­ვე­ნა ბრი­ტა­ნუ­ლი "ლი­ვერ­პუ­ლი­სა" თუ ჰო­ლან­დი­უ­რი "აიაქ­სის" გა­ნად­გუ­რე­ბით. შე­გახ­სნებთ, გუნ­დმა 15 ქუ­ლით ჯგუფ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მატ­ჩის წინ ნე­ა­პო­ლელ­თა მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტი ამ­ბობ­და, რომ მე­ტო­ქეს ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე პლეი-ოფებ­ში თა­მა­შის მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, - გუნ­დებს მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში გას­ვლის თა­ნა­ბა­რი შან­სე­ბი აქ­ვთო, - გა­ნა­ცხა­და სპა­ლე­ტიმ და დას­ძი­ნა: "ოსი­მე­ნი და კვა­რა­ცხე­ლია - ორი­ვე ნი­ჭი­ე­რია, აქვთ ტა­ლან­ტი, ფან­ტა­ზია და თა­მა­შის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, რათა მსოფ­ლიო ფეხ­ბურთს შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნონ... ამას­თა­ნა­ვე, ისი­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მათ ამ შეხ­ვედ­რა­ში საქ­მი­სად­მი სწო­რი მიდ­გო­მა ექ­ნე­ბათ..."

ის არ შემ­ცდა­რა...

ფრან­კფურ­ტუ­ლი გუნ­დის ნა­ხე­ვარმცვე­ლი მა­რიო გი­ოტ­ცეც მარ­თა­ლი იყო, რო­დე­საც მატ­ჩის წინ ამ­ბობ­და, - კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და ოსი­მენ­თან თა­მა­ში­სას სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებ­სო...

პირ­ველ ტა­იმ­ში დიდ­წი­ლად "ნა­პო­ლი" ფლობ­და ბურთს, თუმ­ცა დაც­ვა­ში ჩამ­დგა­რი "აინ­ტრახ­ტის" კარ­თან ბევ­რი სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტი არ შექ­მნი­ლა. ნე­ა­პო­ლი­ტა­ნელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბა სა­ბო­ლო­ოდ შე­დეგ­ში მა­ინც აი­სა­ხა, ჯერ ოსი­მე­ნის შე­უ­და­რე­ბე­ლი თა­მა­შის შემ­დეგ "ნა­პო­ლიმ" პე­ნალ­ტი მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა 36-ე წუთ­ზე კვა­რა­ცხე­ლი­ას დარ­ტყმუ­ლი მე­კა­რემ აიღო, მაგ­რამ მა­ლე­ვე, მე-40 წუთ­ზე ლო­სა­ნოს ზუს­ტი პა­სის შემ­დეგ ოსი­მენ­მა ან­გა­რი­შის გახ­სნა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა.

მე­ო­რე ტა­ი­მიც "ნა­პო­ლის" უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო, 58-ე წუთ­ზე "აინ­ტრახ­ტი" 10 კა­ცით დარ­ჩა, ზამ­ბო ან­გი­სას წი­ნა­აღ­მდეგ გერ­მა­ნელ­თა ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ფე­ხურ­თელ­მა კოლო მუ­ან­მა ისე იუ­ხე­შა, რომ ის მსაჯ­მა მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ა­ძე­ვა მო­ედ­ნი­დან.

65 - ე წუთ­ზე თა­მა­ში ჩვე­ნე­ბურ­საც წა­უ­ვი­და - ქუს­ლით ეფექ­ტუ­რად მი­წო­დე­ბუ­ლი პასი დი ლო­რენ­ცომ გო­ლად აქ­ცია და "ნა­პო­ლი" 2 ბურ­თით და­წი­ნა­ურ­და.

ამ პა­სის შემ­დეგ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და­ე­წია მე­სის და ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ონტთა ლი­გის სა­უ­კე­თე­სო ასის­ტენ­ტია 4 სა­გო­ლე პა­სით.

ამ გა­მარ­ჯვე­ბით "ნა­პო­ლიმ" დიდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში თა­მა­შის­კენ.

მერ­ვე­დფი­ნა­ლის გან­მე­ო­რე­ბი­თი მატ­ჩი ნე­ა­პოლ­ში 16 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ხვიჩა მაგარი ბაღანაა, ვარსკვლავ ბიჭუნა და ა.შ. ხვიჩა არის 22 წლის ახალგაზრდა კაცი, შესანიშნავად თამაშობს და აცალეთ ამ კაცს თამაში და ცხოვრება. ბაღანა და ბიჭუნა ხვიჩა იყო 10-12 წლის ასაკში, მოზარდი იყო 15-16 წლიდან და არაა ლამაზი 22 წლის კაცს ენის მოჩლეფით ელაპარაკონ.

მარგალი
9

სპალეტიმ უნდა მისცეს მეტი თავისუფლება და ნუ ღლის დაცვაში სირბილით. მესმის ჩაიწიო და შუა ცენტრიდან დაცვას დაეხმარო მაგრამ კიმთან მირბენას ენერგია უნდა და შემდეგ არ რჩება ძალა ჯადოქრობისთვის. 

ავტორი:

"კვარას" ულამაზესი საგოლე პასი ქუსლით, გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი და საუკეთესო ასისტენტი ჩემპიონთა ლიგაში, მესისთან ერთად - ხვიჩას და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება

"კვარას" ულამაზესი საგოლე პასი ქუსლით, გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი და საუკეთესო ასისტენტი ჩემპიონთა ლიგაში, მესისთან ერთად - ხვიჩას და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი ფრანკფურტში "აინტრახტთან" გამართა და ანგარიშით 0:2 გაიმარჯვა.

იტალიურმა გუნდმა, რომელიც სერია ა-ს უპირობო ლიდერია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც, შეიძლება ითქვას, რომ გაიბრწყინა და გასაოცარი თამაში აჩვენა ბრიტანული "ლივერპულისა" თუ ჰოლანდიური "აიაქსის" განადგურებით. შეგახსნებთ, გუნდმა 15 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მატჩის წინ ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ამბობდა, რომ მეტოქეს ევროტურნირებზე პლეი-ოფებში თამაშის მეტი გამოცდილება ჰქონდა, - გუნდებს მეოთხედფინალში გასვლის თანაბარი შანსები აქვთო, - განაცხადა სპალეტიმ და დასძინა: "ოსიმენი და კვარაცხელია - ორივე ნიჭიერია, აქვთ ტალანტი, ფანტაზია და თამაშის მაღალი ხარისხი, რათა მსოფლიო ფეხბურთს შეტყობინება გაუგზავნონ... ამასთანავე, ისინი ახალგაზრდები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ შეხვედრაში საქმისადმი სწორი მიდგომა ექნებათ..."

ის არ შემცდარა...

ფრანკფურტული გუნდის ნახევარმცველი მარიო გიოტცეც მართალი იყო, როდესაც მატჩის წინ ამბობდა, - კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებსო...

პირველ ტაიმში დიდწილად "ნაპოლი" ფლობდა ბურთს, თუმცა დაცვაში ჩამდგარი "აინტრახტის" კართან ბევრი სახიფათო მომენტი არ შექმნილა. ნეაპოლიტანელთა უპირატესობა საბოლოოდ შედეგში მაინც აისახა, ჯერ ოსიმენის შეუდარებელი თამაშის შემდეგ "ნაპოლიმ" პენალტი მოიპოვა, თუმცა 36-ე წუთზე კვარაცხელიას დარტყმული მეკარემ აიღო, მაგრამ მალევე, მე-40 წუთზე ლოსანოს ზუსტი პასის შემდეგ ოსიმენმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა.

მეორე ტაიმიც "ნაპოლის" უპირატესობით დაიწყო, 58-ე წუთზე "აინტრახტი" 10 კაცით დარჩა, ზამბო ანგისას წინააღმდეგ გერმანელთა ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხურთელმა კოლო მუანმა ისე იუხეშა, რომ ის მსაჯმა მომენტალურად გააძევა მოედნიდან.

65 - ე წუთზე თამაში ჩვენებურსაც წაუვიდა - ქუსლით ეფექტურად მიწოდებული პასი დი ლორენცომ გოლად აქცია და "ნაპოლი" 2 ბურთით დაწინაურდა.

ამ პასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაეწია მესის და ქართველი ჩემპიონტთა ლიგის საუკეთესო ასისტენტია 4 საგოლე პასით.

ამ გამარჯვებით "ნაპოლიმ" დიდი ნაბიჯი გადადგა ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშისკენ.

მერვედფინალის განმეორებითი მატჩი ნეაპოლში 16 მარტს გაიმართება.

იხილეთ ასევე: