პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან - ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება უკრაინაზე" - რა თქვა პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე?
"2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან - ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება უკრაინაზე" - რა თქვა პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე?

2008 წლის ომის შემ­დეგ, არ გვი­ნა­ხავს რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, პი­რი­ქით, რუ­სეთ­თან ბიზ­ნე­სი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­და, რაც ძა­ლი­ან ცუდი სიგ­ნა­ლი იყო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, მშვი­დო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს და სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბი­ა­ნი გეგ­მა აქვს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად.

"მშვი­დო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია და აქვე გე­ტყვით, რომ სა­ქარ­თვე­ლო კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კას მიყ­ვე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს მშვი­დო­ბი­ა­ნი გეგ­მა, თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ეუ­თოს და სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში. თქვენ ბრძა­ნეთ, ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბი, ესეც არის ის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის გაგ­ვაჩ­ნია.

ამი­ტომ, უნდა გა­ვი­მე­ო­რო, რომ ეს ომი უნდა შე­წყდეს. ჩვენ გვი­ნა­ხავს ომის შე­დე­გი ჩვენ­სა­ვე ქვე­ყა­ნა­ში 2008 წელს. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, სრუ­ლად დავ­კარ­გეთ კონ­ტრო­ლი ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და რო­გორც ვთქვი, სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი აქვს რუ­სეთს კვლავ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სია, არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. ასე­ვე მინ­და ვახ­სე­ნო, რომ 2008 წლის ომის შემ­დეგ, ჩვენ არ გვი­ნა­ხავს სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ზე და­წეს­დე­ბო­და.

პი­რი­ქით, ვნა­ხეთ, რომ ბიზ­ნე­სი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­და რუ­სეთ­თან, ამი­ტომ, ვი­ტყო­დი, ძა­ლი­ან ცუდი სიგ­ნა­ლი იყო ის, რომ სან­ქცი­ე­ბი არ მოჰ­ყვა ჩვენს შემ­თხვე­ვას. უნდა ვახ­სე­ნო, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რო­გორ წა­ვალთ წინ. თუ ეს ომი გაგ­რძელ­დე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მას კი­დევ უფრო და­მან­გრე­ვე­ლი ძალა ექ­ნე­ბა. მეტი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბა. ეს ომი მსოფ­ლი­ომ უნდა და­ას­რუ­ლოს",- აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­საც ჰქონ­და ომი რუ­სეთ­თან, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს და ორი სამ­ხედ­რო ბაზა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ, დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გა­წი­ეს დე­ეს­კა­ლა­ცი­ის კუ­თხით და ქვე­ყა­ნა აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე.

"თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონ­და ომი რუ­სეთ­თან. მას შემ­დეგ, რუ­სეთს ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს, აფხა­ზე­თი, სამ­ხრეთ ოსე­თი. ორი სამ­ხედ­რო ბაზა გა­ა­ჩი­ნა ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სეთ­მა. მას შემ­დეგ ჩვენ ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­მო­ვი­ა­რეთ, ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა გვქონ­და. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც ჩვენ მო­ვე­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, 2012 წელს, ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გავ­წი­ეთ დე­ეს­კა­ლა­ცი­ის კუ­თხით. დე­ეს­კა­ლა­ცი­ას­თან ერ­თად, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. სა­ქარ­თვე­ლომ ხელი მო­ა­წე­რა ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის ჩათ­ვლით, უვი­ზო მი­მოს­ვლა გაგ­ვაჩ­ნია და გა­სულ წელ­საც, ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ, რო­დე­საც ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მი­ა­ნი­ჭა სა­ქარ­თვე­ლოს. თქვენს კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის მიზ­ნით ვი­ტყვი შემ­დეგს: ამ ომს უკ­რა­ი­ნა­ში ყვე­ლა­ზე აქვს გავ­ლე­ნა. ჩვენ ახლა ვხე­დავთ, რომ აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნა­ზე. ეს არის და­მან­გრე­ვე­ლი ომი და მე უნდა ვთქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს ამ ომის შე­სა­ჩე­რებ­ლად",- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს ისე ცნობისთვის.
65

შეიძლება ქართველმა ხალხმა არ იცის ან საიდან გეცოდინებათ, მაგრამ ერთს გეტყვით. შეშფოთებულ შტატებში მომუშავე მძღოლები იძახიან. მსოფლიო დედაქალაქად წოდებულ დიდ საპორტო ქალაქში. შემოდის დიდი რაოდენობის ტვირთი რუსეთიდან. თითქმის მაგას უჭირავს მთელი ტერმინალიო. ამ ყველაფრის გადაზიდვას აწარმოებს უკრაინულ ებრაული კომპანია. ეს უბრალოდ ანალიზისთვის, სანქციებთან დაკავშირებით.

დავითი
51

უკრაინის ომი ომია და დასანქცირა რუსეთი ევროკავშირმა და საქართველოს 2008 წლის ომი არყოფილა თურმე სასასანქცირებელი,ნაცები რომ იყვნენ მაშინ მთავრობაში არაფერი არ გაკეთეს იმისთვის რომ ხელი შეშალათ რუსეთის ბიზნესი რომ ყვავოდა, მილიონი რუსი ტურისტი რომ შემოდიოდა საქართველოში ნაცების დროს,ეს ნაცები უნდა ამოძირკვო საერთოდ ქართული პოლიტიკიდან

ავტორი:

"2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან - ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება უკრაინაზე" - რა თქვა პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე?

"2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან - ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება უკრაინაზე" - რა თქვა პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე?

2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს მშვიდობიანი გეგმა აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

"მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიყვება. რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მედიაციის პროცესში. თქვენ ბრძანეთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ესეც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისთვის გაგვაჩნია.

ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენსავე ქვეყანაში 2008 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და როგორც ვთქვი, სამხედრო ბაზები აქვს რუსეთს კვლავ ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებულა. ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომელიც რუსეთზე დაწესდებოდა.

პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა რუსეთთან, ამიტომ, ვიტყოდი, ძალიან ცუდი სიგნალი იყო ის, რომ სანქციები არ მოჰყვა ჩვენს შემთხვევას. უნდა ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება. ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2008 წელს საქართველოსაც ჰქონდა ომი რუსეთთან, რუსეთს საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ორი სამხედრო ბაზა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, დიდი ძალისხმევა გაწიეს დეესკალაციის კუთხით და ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

"თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან. მას შემდეგ, რუსეთს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი. ორი სამხედრო ბაზა გააჩინა ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთმა. მას შემდეგ ჩვენ ბევრი პრობლემა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევა გვქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 2012 წელს, ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ დეესკალაციის კუთხით. დეესკალაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია და გასულ წელსაც, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა საბჭომ, როდესაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს. თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით ვიტყვი შემდეგს: ამ ომს უკრაინაში ყველაზე აქვს გავლენა. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე. ეს არის დამანგრეველი ომი და მე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.