მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქება ბათუმის სანაპიროსთან - რამდენად უსაფრთხოდ შევძლებთ შავიზღვისპირეთში დასვენებას და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ზღვაში უცხო სხეულს დავინახავთ?
აფეთქება ბათუმის სანაპიროსთან - რამდენად უსაფრთხოდ შევძლებთ შავიზღვისპირეთში დასვენებას და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ზღვაში უცხო სხეულს დავინახავთ?

გუ­შინ სა­ღა­მოს ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე სა­ზღვაო ნაღ­მი აფეთ­ქდა.

აფეთ­ქე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი "ფე­ის­ბუ­ქით“ გავ­რცელ­და და გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა, ეს ყო­ფი­ლი­ყო საბ­ჭო­თა წარ­მო­ე­ბის წყალ­ზე­და გან­თავ­სე­ბის ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნაღ­მი, რო­მე­ლიც ზღვამ სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნის ან რუ­სე­თის სა­ნა­პი­რო ზო­ლი­დან გა­მო­რი­ყა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 229-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც აფეთ­ქე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რი“ ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­ზღვაო ნაღ­მი ზღვამ სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყა, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი კი ბულ­გა­რე­თის, რუ­მი­ნე­თის და თურ­ქე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­ზეც მოხ­და.

სხვა­თა შო­რის, ერთი წლის წინ ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ამ საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობ­და "კვი­რის პა­ლიტ­რის“ სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით: "რო­დის ვე­ლო­დოთ აჭა­რის სა­ნა­პი­რო­ზე ღუ­ზა­მო­წყვე­ტილ მო­ტივ­ტი­ვე სა­ზღვაო ნაღ­მე­ბის სტუმ­რო­ბას, მა­შინ, რო­დე­საც რუ­მი­ნე­ლე­ბი და თურ­ქე­ბი მათ უკვე იჭე­რენ."

"ზუს­ტად ერთი წლის წინ, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის დროს, რო­დე­საც რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის ძა­ლე­ბი დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბი­დან აპი­რებ­დნენ სა­ზღვაო დე­სან­ტის გა­დას­ხმას ოდე­სა-ოჩა­კო­ვის მო­ნაკ­ვეთ­ზე, ეს ნაღ­მე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა თავ­დაც­ვის მიზ­ნით ამ სა­ნა­პი­რო ზოლ­თან გა­ნა­თავ­სეს.

ამ პრინ­ციპ­მა იმუ­შა­ვა და რუ­სებ­მა სა­ზღვაო დე­სან­ტის გა­დას­ხმა მა­შინ ვე­ღარ გა­ბე­დეს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ჩანს, ზღვის ღელ­ვამ, შტორმ­მა ამ სა­ზღვაო ნაღ­მე­ბის ნა­წი­ლი ღუ­ზებს მო­წყვი­ტა (ისი­ნი ღუ­ზე­ბი­თაა ფსკერ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი) და ზღვა­ში გა­მო­ი­ტა­ნა. არ­სე­ბობს აფეთ­ქე­ბამ­დე­ლი ფოტო, სა­დაც კარ­გად ჩანს, რო­გორ დრე­ი­ფობს ნაღ­მი. ეს არის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ЯМ -ის ტი­პის სა­ზღვაო ნაღ­მი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძვე­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­საა (ამ ტი­პის სა­ზღვაო ნაღ­მებს სსრკ ჯერ კი­დევ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­ი­დან იყე­ნებ­და) და ის ზღვის ფსკერ­ზე 12 მ სიმ­ძი­მე­ზე და­დე­ბუ­ლი ღუ­ზით არის გა­მობ­მუ­ლი, ხოლო თა­ვად "ეშ­ვე­ბი­ა­ნი“ ნაღ­მი კი ზღვის ზე­და­პი­რი­დან ნა­ხე­ვარ მეტრზეა ჩა­ძი­რუ­ლი. ის არ მო­ჩანს, მაგ­რამ რო­გორც კი ხო­მალ­დის კორ­პუ­სის წყალ­ქვე­შა ნა­წი­ლი ნაღ­მის "ეშ­ვე­ბი­დან“ ერთ-ერთს შე­ე­ხე­ბა, 172 კგ-იან ნაღმში მო­თავ­სე­ბუ­ლი 20 კგ. ტრო­ტი­ლის დე­ტო­ნა­ცია და აფეთ­ქე­ბა ხდე­ბა...

ამ მოძ­ვე­ლე­ბულ სა­ზღვაო ნაღ­მებს ბევ­რი ტექ­ნი­კუ­რი ნაკ­ლი აქვთ, მათ შო­რის ისიც, რომ ზღვის წყალ­ქვე­შა დი­ნე­ბის სიჩ­ქა­რემ თუკი წამ­ში ერთ მეტრს გა­და­ა­ჭარ­ბა, დიდი შან­სია, ნაღ­მი ღუ­ზას მო­წყდეს და "თა­ვი­სუ­ფალ ცურ­ვა­ში“ გა­და­ვი­დეს. ნაღ­მე­ბი არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი თვით­ლიკ­ვი­და­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მით, მათ შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი იცუ­რონ ზღვა­ში და მუ­დამ საფრ­თხეს შე­ად­გენ­დნენ ნე­ბის­მი­ე­რი სა­მო­ქა­ლა­ქო გე­მის­თვის, თუ სამ­ხედ­რო ხო­მალ­დის­თვის. ამის მა­გა­ლითს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ასე­თი­ვე სა­ზღვაო ნაღ­მე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რო­მელ­თა ნა­წი­ლი 75 წლის შემ­დე­გაც საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ოდე­სი­დან წა­მო­სუ­ლი შავი ზღვის დი­ნე­ბა სა­ა­თის ის­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოძ­რა­ობს და გვერდს უვ­ლის ჯერ რუ­მი­ნე­თის, შემ­დეგ კი - ბულ­გა­რე­თის სა­ნა­პი­რო­ებს, სტამ­ბოლ­თან ჩა­უვ­ლის ბოს­ფო­რის სრუ­ტეს და თურ­ქე­თის სი­ნო­პის, სამ­სუ­ნი­სა და ტრა­პი­ზო­ნის გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს ბა­თუ­მი­სა და ფო­თის პორ­ტებს მო­ად­გე­ბა... დიდი ალ­ბა­თო­ბით სწო­რედ ეს მარ­შრუ­ტი გა­მო­ცუ­რა ოდე­სი­დან ბა­თუ­მამ­დე ამ სა­ზღვაო ნაღმმა“, - ამ­ბობს ალა­დაშ­ვი­ლი.

  • ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის შავი ზღვის სა­ნა­პი­რო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ნაღ­მე­ბის­გან თა­ვის დაც­ვა და რო­გორ ხდე­ბა მათი გა­უ­ნე­ბელ­ყო­ფა, რა­ზეც ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი გვპა­სუ­ხობს:

"თა­ნა­მედ­რო­ვე ნაღ­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ ნაღ­მებს არ აქვთ თვით­ლიკ­ვი­და­ტო­რი, რათა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მისი გა­უ­ნე­ბელ­ყო­ფა მოხ­დეს. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი ასე­თი­ვე ნაღ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ზღვებ­სა და ოკე­ა­ნე­ებ­ში და­ცუ­რავს, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, დღე­საც ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს. ზღვა­ში თა­ვი­სუფ­ლად მო­ტივ­ტი­ვე (ღუ­ზი­დან მო­წყვე­ტის შემ­დეგ ნაღ­მის კორ­პუ­სი სა­ნა­ხევ­როდ ამო­დის ზღვის ზე­და­პირ­ზე) ნაღ­მე­ბის გა­სა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფად, რო­გორც წესი, იყე­ნე­ბენ სნა­ი­პე­რულ შაშ­ხა­ნებს, მსხვილ­კა­ლიბ­რი­ან ტყვი­ამფრქვე­ვებს ან, სუ­ლაც, სა­ხო­მალ­დო ქვე­მე­ხებს, რათა ტყვია თუ ჭურ­ვი რო­გორ­მე მო­არ­ტყან ნაღ­მის რო­მე­ლი­მე მგრძნო­ბი­ა­რე "ეშვს“ და გა­მო­იწ­ვი­ონ დე­ტო­ნა­ცია, თუმ­ცა, ხო­მალ­დი, რომ­ლი­და­ნაც ნაღმს ეს­ვრი­ან, არა­ნაკ­ლებ ორას მეტრზე მა­ინც უნდა იყოს და­ცი­ლე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ადა­მი­ა­ნი ზღვა­ში უცხო სხე­ულს თუ და­ი­ნა­ხავს (მით უმე­ტეს, სა­ნა­პი­რო­ზე თუ გა­მო­რი­ყა), არ უნდა მი­ე­კა­როს, იმ ად­გილს გა­ე­ცა­ლოს და სას­წრა­ფოდ პატ­რუ­ლი უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს. ახლა ეს ნაღ­მი თა­ვი­სით აფეთ­ქდა - ტალ­ღე­ბი რომ ნაღმს მი­წას აჯა­ხებს, "ეშ­ვე­ბის“ დარ­ტყმის შე­დე­გად ხდე­ბა აფეთ­ქე­ბა (ზო­გა­დად, გე­მის, ხო­მალ­დის კორ­პუსს როცა მი­ე­ჯა­ხე­ბა, ნაღ­მი მა­შინ ფეთ­ქდე­ბა, სა­ნა­პი­რო­ზე როცა ამო­ვა, შე­იძ­ლე­ბა ქვა­საც მი­ე­ჯა­ხოს და ამი­ტომ აფეთ­ქდეს, თო­რემ შუა ზღვა­ში თუ არა­ფე­რი შე­ე­ჯა­ხა, არის მის­თვის). ერთი პლუ­სი აქ ისაა, რომ როცა ნაღ­მი ღუ­ზას მო­წყვე­ტი­ლია და ზე­მოთ ტივ­ტი­ვებს, ის ხილ­ვა­დია.

პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ნაღმვა, რის­თვი­საც არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­ტოს მუდ­მივ­მოქ­მე­დი ხო­მალ­დე­ბის გამ­ნაღმვე­ლი ეს­კად­რი­ლია - იმა­ვე ბა­თუმ­სა და ფოთ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად შე­მო­დი­ოდ­ნენ თურ­ქე­თის, სა­ბერ­ძნე­თის, რუ­მი­ნე­თის ე.წ. მტრა­ლა­ვი ხო­მალ­დე­ბი. მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი და­ი­წყო და თურ­ქეთ­მა სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბის­თვის შავი ზღვა ჩა­კე­ტა, ნა­ტოს მოქ­მე­დი გამ­ნაღმვე­ლი ეს­კად­რა ვე­ღარ შე­მო­ვი­და და, ცხა­დია, გა­ნაღმვაც არ მომ­ხდა­რა“.

00:00 / 00:00
ავტორი:

აფეთქება ბათუმის სანაპიროსთან - რამდენად უსაფრთხოდ შევძლებთ შავიზღვისპირეთში დასვენებას და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ზღვაში უცხო სხეულს დავინახავთ?

აფეთქება ბათუმის სანაპიროსთან - რამდენად უსაფრთხოდ შევძლებთ შავიზღვისპირეთში დასვენებას და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ზღვაში უცხო სხეულს დავინახავთ?

გუშინ საღამოს ბათუმის სანაპიროზე საზღვაო ნაღმი აფეთქდა.

აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები "ფეისბუქით“ გავრცელდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო საბჭოთა წარმოების წყალზედა განთავსების ხომალდსაწინააღმდეგო ნაღმი, რომელიც ზღვამ სავარაუდოდ, უკრაინის ან რუსეთის სანაპირო ზოლიდან გამორიყა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის რედაქტორი“ ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, საზღვაო ნაღმი ზღვამ სანაპიროზე გამორიყა, მსგავსი ფაქტები კი ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის სანაპიროებზეც მოხდა.

სხვათა შორის, ერთი წლის წინ ირაკლი ალადაშვილი ამ საფრთხეზე საუბრობდა "კვირის პალიტრის“ სტატიაში სათაურით: "როდის ველოდოთ აჭარის სანაპიროზე ღუზამოწყვეტილ მოტივტივე საზღვაო ნაღმების სტუმრობას, მაშინ, როდესაც რუმინელები და თურქები მათ უკვე იჭერენ."

"ზუსტად ერთი წლის წინ, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დროს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალები დიდი სადესანტო ხომალდებიდან აპირებდნენ საზღვაო დესანტის გადასხმას ოდესა-ოჩაკოვის მონაკვეთზე, ეს ნაღმები უკრაინელებმა თავდაცვის მიზნით ამ სანაპირო ზოლთან განათავსეს.

ამ პრინციპმა იმუშავა და რუსებმა საზღვაო დესანტის გადასხმა მაშინ ვეღარ გაბედეს. დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, ზღვის ღელვამ, შტორმმა ამ საზღვაო ნაღმების ნაწილი ღუზებს მოწყვიტა (ისინი ღუზებითაა ფსკერზე დამაგრებული) და ზღვაში გამოიტანა. არსებობს აფეთქებამდელი ფოტო, სადაც კარგად ჩანს, როგორ დრეიფობს ნაღმი. ეს არის, სავარაუდოდ, ЯМ -ის ტიპის საზღვაო ნაღმი, რომელიც ძალიან ძველი მოდიფიკაცისაა (ამ ტიპის საზღვაო ნაღმებს სსრკ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროიდან იყენებდა) და ის ზღვის ფსკერზე 12 მ სიმძიმეზე დადებული ღუზით არის გამობმული, ხოლო თავად "ეშვებიანი“ ნაღმი კი ზღვის ზედაპირიდან ნახევარ მეტრზეა ჩაძირული. ის არ მოჩანს, მაგრამ როგორც კი ხომალდის კორპუსის წყალქვეშა ნაწილი ნაღმის "ეშვებიდან“ ერთ-ერთს შეეხება, 172 კგ-იან ნაღმში მოთავსებული 20 კგ. ტროტილის დეტონაცია და აფეთქება ხდება...

ამ მოძველებულ საზღვაო ნაღმებს ბევრი ტექნიკური ნაკლი აქვთ, მათ შორის ისიც, რომ ზღვის წყალქვეშა დინების სიჩქარემ თუკი წამში ერთ მეტრს გადააჭარბა, დიდი შანსია, ნაღმი ღუზას მოწყდეს და "თავისუფალ ცურვაში“ გადავიდეს. ნაღმები არ არის აღჭურვილი თვითლიკვიდაციის მექანიზმით, მათ შეიძლება წლები იცურონ ზღვაში და მუდამ საფრთხეს შეადგენდნენ ნებისმიერი სამოქალაქო გემისთვის, თუ სამხედრო ხომალდისთვის. ამის მაგალითს მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი ასეთივე საზღვაო ნაღმები წარმოადგენენ, რომელთა ნაწილი 75 წლის შემდეგაც საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება.

ოდესიდან წამოსული შავი ზღვის დინება საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობს და გვერდს უვლის ჯერ რუმინეთის, შემდეგ კი - ბულგარეთის სანაპიროებს, სტამბოლთან ჩაუვლის ბოსფორის სრუტეს და თურქეთის სინოპის, სამსუნისა და ტრაპიზონის გავლით საქართველოს ბათუმისა და ფოთის პორტებს მოადგება... დიდი ალბათობით სწორედ ეს მარშრუტი გამოცურა ოდესიდან ბათუმამდე ამ საზღვაო ნაღმმა“, - ამბობს ალადაშვილი.

  • ჩვენ დავინტერესდით, რა საფრთხის შემცველია დამსვენებლებისთვის შავი ზღვის სანაპირო, როგორ შეიძლება ამ ნაღმებისგან თავის დაცვა და როგორ ხდება მათი გაუნებელყოფა, რაზეც ირაკლი ალადაშვილი გვპასუხობს:

"თანამედროვე ნაღმებისგან განსხვავებით, ამ ნაღმებს არ აქვთ თვითლიკვიდატორი, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი გაუნებელყოფა მოხდეს. მეორე მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა ქვეყნების მიერ გაშვებული ასეთივე ნაღმები, რომლებიც ზღვებსა და ოკეანეებში დაცურავს, არაა გამორიცხული, დღესაც ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდეს. ზღვაში თავისუფლად მოტივტივე (ღუზიდან მოწყვეტის შემდეგ ნაღმის კორპუსი სანახევროდ ამოდის ზღვის ზედაპირზე) ნაღმების გასაუვნებელყოფად, როგორც წესი, იყენებენ სნაიპერულ შაშხანებს, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს ან, სულაც, სახომალდო ქვემეხებს, რათა ტყვია თუ ჭურვი როგორმე მოარტყან ნაღმის რომელიმე მგრძნობიარე "ეშვს“ და გამოიწვიონ დეტონაცია, თუმცა, ხომალდი, რომლიდანაც ნაღმს ესვრიან, არანაკლებ ორას მეტრზე მაინც უნდა იყოს დაცილებული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

ადამიანი ზღვაში უცხო სხეულს თუ დაინახავს (მით უმეტეს, სანაპიროზე თუ გამორიყა), არ უნდა მიეკაროს, იმ ადგილს გაეცალოს და სასწრაფოდ პატრული უნდა გამოიძახოს. ახლა ეს ნაღმი თავისით აფეთქდა - ტალღები რომ ნაღმს მიწას აჯახებს, "ეშვების“ დარტყმის შედეგად ხდება აფეთქება (ზოგადად, გემის, ხომალდის კორპუსს როცა მიეჯახება, ნაღმი მაშინ ფეთქდება, სანაპიროზე როცა ამოვა, შეიძლება ქვასაც მიეჯახოს და ამიტომ აფეთქდეს, თორემ შუა ზღვაში თუ არაფერი შეეჯახა, არის მისთვის). ერთი პლუსი აქ ისაა, რომ როცა ნაღმი ღუზას მოწყვეტილია და ზემოთ ტივტივებს, ის ხილვადია.

პირველ რიგში აუცილებელია განაღმვა, რისთვისაც არსებობს სპეციალური ნატოს მუდმივმოქმედი ხომალდების გამნაღმველი ესკადრილია - იმავე ბათუმსა და ფოთში ყოველწლიურად შემოდიოდნენ თურქეთის, საბერძნეთის, რუმინეთის ე.წ. მტრალავი ხომალდები. მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და თურქეთმა სამხედრო ხომალდებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა, ნატოს მოქმედი გამნაღმველი ესკადრა ვეღარ შემოვიდა და, ცხადია, განაღმვაც არ მომხდარა“.