პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ჯერ არ არის დადასტურებული - ადგილზე, ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები" - ელჩი
"საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ჯერ არ არის დადასტურებული - ადგილზე, ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები" - ელჩი

თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის გი­ორ­გი ჯან­ჯღა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

ელ­ჩის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის და ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"და­დას­ტურ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხუთი მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი. სამი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია. და­ნარ­ჩენ­ზე ჩვენ, სა­ელ­ჩო-სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხუ­რი ვმუ­შა­ობთ. რა თქმა უნდა, მათი გა­დას­ვე­ნე­ბაც მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ გვაქვს ერთი პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ერთ მო­ქა­ლა­ქეს, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჯერ ბო­ლომ­დე არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ იმ ად­გილ­ზე, ლო­კა­ცი­ა­ზე ჰა­თა­ის გუ­ბერ­ნი­ა­ში მი­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში გი­ორ­გი ჯან­ჯღა­ვა და სა­ელ­ჩოს სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, სა­დაც ისი­ნი ქარ­თველ მაშ­ვე­ლებ­სა და თურ­ქეთ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შეხ­ვდნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, თურ­ქეთ­ში 6 თე­ბერ­ვალს მომ­ხდა­რი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შე­დე­გად, ამ დრო­ის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხუთი მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. სამი მათ­გა­ნი უკვე გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ორი მო­ქა­ლა­ქის გა­დას­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ზე კი სა­ელ­ჩოს სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს.

მოქალაქე
1

პოეს-ტვ ამისთვის მოიცალა????? რა დროს ეგაა როცა ოპოზიციას უნდა სდიოდ.

ავტორი:

"საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ჯერ არ არის დადასტურებული - ადგილზე, ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები" - ელჩი

"საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ჯერ არ არის დადასტურებული - ადგილზე, ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები" - ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ელჩის თქმით, ჯერჯერობით მისი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის და ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

"დადასტურდა საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. სამი საქართველოში უკვე გადასვენებულია. დანარჩენზე ჩვენ, საელჩო-საკონსულო სამსახური ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მათი გადასვენებაც მოხდება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ეხება ერთ მოქალაქეს, მისი გარდაცვალება ჯერ ბოლომდე არ არის დადასტურებული, მაგრამ იმ ადგილზე, ლოკაციაზე ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები", - განაცხადა ელჩმა.

საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან, სადაც ისინი ქართველ მაშველებსა და თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალება. სამი მათგანი უკვე გადასვენებულია საქართველოში, ორი მოქალაქის გადასვენების პროცედურაზე კი საელჩოს საკონსულო სამსახური მუშაობს.