სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, ტვინიდან ამოვიგლიჯო ეს ფრაზა - "ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!" - რას წერს ანდრო სოლოღაშვილის ყოფილი მეუღლე
"მინდა, ტვინიდან ამოვიგლიჯო ეს ფრაზა - "ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!" - რას წერს ანდრო სოლოღაშვილის ყოფილი მეუღლე

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ინ­ტე­ლექ­ტკლუბ "რა? სად? რო­დის?" ყო­ფი­ლი წევ­რი, ან­დრო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. მი­ზე­ზი კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი იყო, სა­დაც ბელ­გი­ა­ში გარ­დაც­ვლილ ლიზა ქის­ტა­ურ­თან და­კავ­ში­რე­ბით წერ­და. ტექ­სტი ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი ში­ნა­არ­სის იყო და ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ცი­ნიზ­მით ეწე­რა.

  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამ­ბავს "რა, სად, რო­დის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, სო­ლო­ღაშ­ვი­ლი თა­მა­შობ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტე­ლექტ-კლუბ­ში 2014 წლის შე­მოდ­გო­მამ­დე, რის შემ­დე­გაც მისი, რო­გორც "მო­აზ­როვ­ნის“ სტა­ტუ­სი აღარ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა და მო­მა­ვალ­შიც არ იგეგ­მე­ბა (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად).

ამ­ჯე­რად აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ან­დრო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ნა­თია მა­ნია წერს:

"შე­კი­თხვა: უნდა ვაც­ვათ თუ არა ჯვარს ფე­ის­ბუქ­ზე დამ­ნა­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი.უსა­ბუ­თოდ, ან თუნ­დაც სა­ბუ­თი­ა­ნად.

პა­სუ­ხი: არ ვიცი

ფე­ის­ბუქ­ზე­ვე წა­კი­თხუ­ლი: ამის წინ კე­კე­ლი­ძემ და­წე­რა:სულ ერთი ფრა­ზა მიტ­რი­ა­ლებს თავ­შიო, რო­მე­ლიც ჩემ­ზე ერ­თმა გო­გომ და­წე­რაო: "ეს კი ყ**ა, მაგ­რამ..." (ცი­ტა­ტა შე­იძ­ლე­ბა არას­რუ­ლად მახ­სოვს). არ ვიცი, რამ­დე­ნად იმ­სა­ხუ­რებ­და ამ ეპი­თეტს კე­კე­ლი­ძე. იქ­ნებ­და, იმ­სა­ხუ­რებ­და. იქ­ნებ­და, არც. იქ­ნებ - ნა­წი­ლობ­რივ. იმე­დია, ჩემ და­წე­რილ წი­ნა­და­დე­ბებ­საც არ გა­იხ­სე­ნებს მო­მა­ვალ­ში.

მეტ­საც გე­ტყვით: ბო­ლომ­დე არც კი ვიცი, რა და­ნა­შა­ულ­ზეა სა­უ­ბა­რი. მხო­ლოდ ბუნ­დოვ­ნად, გად­მო­ცე­მით და მი­ნიშ­ნე­ბე­ბე­ბით.ან იქ­ნებ თა­ვად "ყ**" არ იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ ეს სა­ხე­ლი ვუ­წო­დოთ უღირ­სი ქმე­დე­ბის ჩამ­დენ ადა­მი­ა­ნებს. ფიქ­რე­ბი სა­რეკ­ლა­მო ნა­თუ­რე­ბი­ვით ინ­თე­ბი­ან და ქრე­ბი­ან თავ­ში და ყვე­ლა რომ გად­მოვ­ცე, სულ აგ­ბურ­დავთ და არ­ცაა სა­ჭი­რო.

უბ­რა­ლოდ მეც, კე­კე­ლი­ძე­სა­ვით, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ერთი და იგი­ვე ფრა­ზა მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში და მახ­სენ­დე­ბა ლა­მის ყო­ვე­ლი გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე და ეს ფრა­ზა მინ­და მო­ვი­შო­რო თა­ვი­დან.

და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ სულ ცოტა ხნის წინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ, სა­ბედ­ნი­ე­როდ თუ სა­უ­ბე­დუ­როდ, უამ­რავ­მა ჩემ­მა ფრენდმა არ იცის (ან და­ვი­წყე­ბუ­ლი აქვს), რომ მე ან­დრო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ცოლი ვარ. ან კი რა­ტომ უნდა სცოდ­ნო­დათ?! 10 წელ­ზე მე­ტია, გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ და ან­დრო ჩემს კე­დელ­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა ლა­მის ამ­დე­ნი­ვე ხა­ნია.

დავბლო­კე, როცა ჩემს ფრენ­დს რა­ღაც სი­სუ­ლე­ლის გამო უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით აგი­ნა ჩემ­სა­ვე კე­დელ­ზე, მაგ­რამ ფაქტს ვერ გა­ვექ­ცე­ვით: ნამ­დვი­ლად ჩემი ყო­ფი­ლი ქმა­რია და ჩემი შვი­ლე­ბის მამა. როცა დათო აბ­ზი­ა­ნი­ძე წერ­და, არა­ვის უთ­ქვამს ჯერო, რომ ან­დრო ჩემი შვი­ლე­ბის დე­და­აო, გულ­ში ვამ­ბობ­დი:დედა ნამ­დვი­ლად არა, მაგ­რამ მამა კია, თუმ­ცა ამას ვერ დავ­წერ რო­გორც ყო­ვე­ლი ფე­ის­ბუ­ქუ­რი სა­სა­მარ­თლო, ეს ყვე­ლა­ფე­რი სულ სამი-ოთხი დღე გაგ­რძელ­და და ის დღე­ე­ბი ვკი­თხუ­ლობ­დი ყვე­ლა­ფერს, რაც ჩემს კე­დელ­ზე მხვდე­ბო­და.

ყვე­ლა­ფერს.ვკი­თხუ­ლობ­დი, რო­გორ ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს, უფრო მწა­რედ და უფრო ლა­მა­ზად ეგი­ნე­ბი­ნათ. რო­გორ იცავ­დნენ თავს კლუ­ბის წევ­რე­ბი: ჩვენ არა, კაცო, ჩვენ რა შუ­ა­ში ვართ?ეს ან­დროა.კლუ­ბი არ არის ან­დრო და არც ან­დროა კლუ­ბი აი, თით­ქოს რა­ღაც მა­ზო­ხის­ტუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვე­წა­ფე­ბო­დი ყვე­ლა­ფერს.

მიდი, კი­დევ წა­ი­კი­თხე, კი­დევ წა­ი­კი­თხე! ღირ­სი ხარ! ღირ­სი ხარ, რომ ცო­ლად გაჰ­ყე­ვი, რომ გიყ­ვარ­და თა­ვის დრო­ზე, როცა ერთი მარ­ტო­სუ­ლი უც­ნა­უ­რი ბიჭი გე­გო­ნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ; როცა რო­მან­ტი­კულ წე­რი­ლებს გწერ­და და სიყ­ვა­რულს გე­ფი­ცე­ბო­და; როცა ვერ ამო­ი­ცა­ნი; ვერ ჩას­წვდი, რამ­დე­ნად ცუდი იყო, რამ­დე­ნად ცუ­დად იყო და რა გა­მო­ვი­დო­და მის­გან მო­მა­ვალ­ში.

მიდი, იკი­თხე ახლა! იკი­თხე და დატ­კბი! მეც ვკი­თხუ­ლობ­დი.ვკი­თხუ­ლობ­დი ყო­ველ გი­ნე­ბას და ლან­ძღვას.ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ ყ**ა, სა­ზი­ზღა­რია, არა­ა­და­მი­ა­ნია, მო­საკ­ლა­ვია, რომ ყვე­ლას სძულს და არა­ვინ ესალ­მე­ბა.ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ ავად­მყო­ფია.ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ კლუ­ბი­დან გა­აგ­დეს ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ კაი ხა­ნია, არც ერთ გუნდს არ ნდო­მე­ბია მას­თან თა­მა­ში, რომ კლუბ­ში არც არა­ფე­რი უქ­ნია ოდეს­მე და წე­სი­ე­რად არა­სო­დეს უთა­მა­შია, რომ თურ­მე ბრო­ლის ბუ ან­დროს ოთახ­ში მომ­ლან­დე­ბია და ისიც, რომ სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ არა­ერ­თხელ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ.

მერე იუ­თუბ­ზე წა­შა­ლეს მისი თა­მა­შე­ბი­დან ნა­წყვე­ტე­ბი სა­თა­უ­რით "ან­დრო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის სას­წა­უ­ლი" და სხვა­ნი. თით­ქოს, ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც სა­ზი­ზღრო­ბა თქვა ერთხელ, ან თუნ­დაც ათ­ჯერ, არ ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, ოდეს­მე ექნა ამ თა­მაშ­ში სას­წა­უ­ლი. ოდეს­მე ბავ­შვებს რომ მო­უნ­დეთ, ნა­ხონ, რო­გორ თა­მა­შობ­და მამა, რა­მეს მა­ინც თუ აკე­თებ­და სა­ქე­ბარს და სა­სა­ხე­ლოს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვე­ღა­რა­ფერს ნა­ხა­ვენ.

სა­მა­გი­ე­როდ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აგ­ნე­ბენ, რო­გო­რი სა­დის­ტი, არა­ა­და­მი­ა­ნი, უგუ­ლო და ავად­მყო­ფი იყო მა­მა­მა­თი.

მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია, ნა­თია, გა­ა­უქ­მე ფე­ის­ბუ­ქი, სა­ნამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის. ბავ­შვებ­საც გა­ა­უქ­მე­ბი­ნე. თქვენც არ მოგდგნენ. მე გა­ვი­ფიქ­რე, რომ მარ­თა­ლია, ან­დრო­ზე ათას სა­ზი­ზღრო­ბას წე­რენ, უმე­ტე­სად მარ­თალს, მაგ­რამ ბევრ ტყუ­ილ­საც, მაგ­რამ მე და ბავ­შვებს ჯერ არა­ვინ შეგ­ვხე­ბია. და მე­ტიც: უმე­ტე­სო­ბამ სა­ერ­თოდ არ იცის, ვინ ვართ ჩვენ.

და ამ დი­ა­ლო­გის მერე ან­დროს­თვის მი­ძღვნი­ლი პოს­ტის ქვეშ მა­ლე­ვე წა­ვი­კი­თხე ასე­თი კო­მენ­ტა­რი:

"ამას შვი­ლე­ბი ჰყავს? ეს არ უნდა გამ­რავ­ლდეს!" და ყო­ველ დი­ლით, როცა ვიღ­ვი­ძებ, თავ­ში წყევ­ლა­სა­ვით მიტ­რი­ა­ლებს ეს სი­ტყვე­ბი:

"ამას შვი­ლე­ბი ჰყავს? ეს არ უნდა გამ­რავ­ლდეს!"

თქვენ­გან რა მინ­და? არ ვიცი. უბ­რა­ლოდ ჩემს ფიქ­რებს გი­ზი­ა­რებთ.რად­გან და­ვი­ღა­ლე ამ ყვე­ლაფ­რის თავ­ში ტრი­ა­ლით და მინ­და ტვი­ნი­დან ამო­ვიგ­ლი­ჯო ეს ფრა­ზა - "ამას შვი­ლე­ბი ჰყავს? ეს არ უნდა გამ­რავ­ლდეს!"

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ჩემი ქისტაურისადმი "პატივისცემა" ჯერ კიდევ მაშინ დამთავრდა, როცა ჯერ კიდევ გიორგი მქვიაო იძახდა, მაგრამ ამბობდა, რომ იმიტომ უნდა ცნობილი იყოს, რომ მსოფლიოს გააგებინოს რა ცუდი ქვეყანააო. ხოდა წავიდა უფრო "მაგარ" ქვეყანაში, ჯერ ლიკად მოგვევლინა, და მერე დამართეს ის რაც დამართეს. კიდევ კაი საქართველოში არ მოხდა, თორემ მის მკვლელობასაც ამ კაცს დააბრალებდნენ!

დიანა
0

ნუ მიაქცევთ ყურადღებას ნურავის. უფრო ბევრი ადამიანი მას უჭერს მხარს და მის მოსაზრებას იზიარებს. თქვენს შვილებს უმაგრესი მამა ჰყავს და კიდე ბევრ წარმატებებს ვუსურვებ მამასაც და შვილებსაც. ღმერთმა ბედნიერები გიმყოფოთ თქვენი შვილები

ავტორი:

"მინდა, ტვინიდან ამოვიგლიჯო ეს ფრაზა - "ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!" - რას წერს ანდრო სოლოღაშვილის ყოფილი მეუღლე

"მინდა, ტვინიდან ამოვიგლიჯო ეს ფრაზა - "ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!" - რას წერს ანდრო სოლოღაშვილის ყოფილი მეუღლე

რამდენიმე კვირის წინ ინტელექტკლუბ "რა? სად? როდის?" ყოფილი წევრი, ანდრო სოლოღაშვილი საზოგადოების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მიზეზი კი სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი იყო, სადაც ბელგიაში გარდაცვლილ ლიზა ქისტაურთან დაკავშირებით წერდა. ტექსტი ჰომოფობიური შინაარსის იყო და ტრაგედიის შესახებ ცინიზმით ეწერა.

  • მოგვიანებით, ამბავს "რა, სად, როდის" შემოქმედებითი ჯგუფი გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებული განცხადებით, სოლოღაშვილი თამაშობდა სატელევიზიო ინტელექტ-კლუბში 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდეგაც მისი, როგორც "მოაზროვნის“ სტატუსი აღარ განახლებულა და მომავალშიც არ იგეგმება (წაიკითხეთ ვრცლად).

ამჯერად აღნიშნულის შესახებ ანდრო სოლოღაშვილის ყოფილი მეუღლე, ნათია მანია წერს:

"შეკითხვა: უნდა ვაცვათ თუ არა ჯვარს ფეისბუქზე დამნაშავე ადამიანები.უსაბუთოდ, ან თუნდაც საბუთიანად.

პასუხი: არ ვიცი

ფეისბუქზევე წაკითხული: ამის წინ კეკელიძემ დაწერა:სულ ერთი ფრაზა მიტრიალებს თავშიო, რომელიც ჩემზე ერთმა გოგომ დაწერაო: "ეს კი ყ**ა, მაგრამ..." (ციტატა შეიძლება არასრულად მახსოვს). არ ვიცი, რამდენად იმსახურებდა ამ ეპითეტს კეკელიძე. იქნებდა, იმსახურებდა. იქნებდა, არც. იქნებ - ნაწილობრივ. იმედია, ჩემ დაწერილ წინადადებებსაც არ გაიხსენებს მომავალში.

მეტსაც გეტყვით: ბოლომდე არც კი ვიცი, რა დანაშაულზეა საუბარი. მხოლოდ ბუნდოვნად, გადმოცემით და მინიშნებებებით.ან იქნებ თავად "ყ**" არ იმსახურებს იმას, რომ ეს სახელი ვუწოდოთ უღირსი ქმედების ჩამდენ ადამიანებს. ფიქრები სარეკლამო ნათურებივით ინთებიან და ქრებიან თავში და ყველა რომ გადმოვცე, სულ აგბურდავთ და არცაა საჭირო.

უბრალოდ მეც, კეკელიძესავით, რამდენიმე კვირაა, ერთი და იგივე ფრაზა მიტრიალებს თავში და მახსენდება ლამის ყოველი გაღვიძებისთანავე და ეს ფრაზა მინდა მოვიშორო თავიდან.

დავიწყოთ იქიდან, რომ სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, უამრავმა ჩემმა ფრენდმა არ იცის (ან დავიწყებული აქვს), რომ მე ანდრო სოლოღაშვილის ყოფილი ცოლი ვარ. ან კი რატომ უნდა სცოდნოდათ?! 10 წელზე მეტია, განქორწინებულები ვართ და ანდრო ჩემს კედელზე არ გამოჩენილა ლამის ამდენივე ხანია.

დავბლოკე, როცა ჩემს ფრენდს რაღაც სისულელის გამო უშვერი სიტყვებით აგინა ჩემსავე კედელზე, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით: ნამდვილად ჩემი ყოფილი ქმარია და ჩემი შვილების მამა. როცა დათო აბზიანიძე წერდა, არავის უთქვამს ჯერო, რომ ანდრო ჩემი შვილების დედააო, გულში ვამბობდი:დედა ნამდვილად არა, მაგრამ მამა კია, თუმცა ამას ვერ დავწერ როგორც ყოველი ფეისბუქური სასამართლო, ეს ყველაფერი სულ სამი-ოთხი დღე გაგრძელდა და ის დღეები ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ჩემს კედელზე მხვდებოდა.

ყველაფერს.ვკითხულობდი, როგორ ეჯიბრებოდნენ ადამიანები ერთმანეთს, უფრო მწარედ და უფრო ლამაზად ეგინებინათ. როგორ იცავდნენ თავს კლუბის წევრები: ჩვენ არა, კაცო, ჩვენ რა შუაში ვართ?ეს ანდროა.კლუბი არ არის ანდრო და არც ანდროა კლუბი აი, თითქოს რაღაც მაზოხისტური სიამოვნებით ვეწაფებოდი ყველაფერს.

მიდი, კიდევ წაიკითხე, კიდევ წაიკითხე! ღირსი ხარ! ღირსი ხარ, რომ ცოლად გაჰყევი, რომ გიყვარდა თავის დროზე, როცა ერთი მარტოსული უცნაური ბიჭი გეგონა მხოლოდ და მხოლოდ; როცა რომანტიკულ წერილებს გწერდა და სიყვარულს გეფიცებოდა; როცა ვერ ამოიცანი; ვერ ჩასწვდი, რამდენად ცუდი იყო, რამდენად ცუდად იყო და რა გამოვიდოდა მისგან მომავალში.

მიდი, იკითხე ახლა! იკითხე და დატკბი! მეც ვკითხულობდი.ვკითხულობდი ყოველ გინებას და ლანძღვას.ვკითხულობდი, რომ ყ**ა, საზიზღარია, არაადამიანია, მოსაკლავია, რომ ყველას სძულს და არავინ ესალმება.ვკითხულობდი, რომ ავადმყოფია.ვკითხულობდი, რომ კლუბიდან გააგდეს ვკითხულობდი, რომ კაი ხანია, არც ერთ გუნდს არ ნდომებია მასთან თამაში, რომ კლუბში არც არაფერი უქნია ოდესმე და წესიერად არასოდეს უთამაშია, რომ თურმე ბროლის ბუ ანდროს ოთახში მომლანდებია და ისიც, რომ საუკეთესო მოთამაშედ არაერთხელ დაუსახელებიათ.

მერე იუთუბზე წაშალეს მისი თამაშებიდან ნაწყვეტები სათაურით "ანდრო სოლოღაშვილის სასწაული" და სხვანი. თითქოს, ადამიანს, რომელმაც საზიზღრობა თქვა ერთხელ, ან თუნდაც ათჯერ, არ ჰქონდეს უფლება, ოდესმე ექნა ამ თამაშში სასწაული. ოდესმე ბავშვებს რომ მოუნდეთ, ნახონ, როგორ თამაშობდა მამა, რამეს მაინც თუ აკეთებდა საქებარს და სასახელოს, სავარაუდოდ, ვეღარაფერს ნახავენ.

სამაგიეროდ, აუცილებლად მიაგნებენ, როგორი სადისტი, არაადამიანი, უგულო და ავადმყოფი იყო მამამათი.

მეგობარმა მირჩია, ნათია, გააუქმე ფეისბუქი, სანამ ეს ყველაფერი ჩაივლის. ბავშვებსაც გააუქმებინე. თქვენც არ მოგდგნენ. მე გავიფიქრე, რომ მართალია, ანდროზე ათას საზიზღრობას წერენ, უმეტესად მართალს, მაგრამ ბევრ ტყუილსაც, მაგრამ მე და ბავშვებს ჯერ არავინ შეგვხებია. და მეტიც: უმეტესობამ საერთოდ არ იცის, ვინ ვართ ჩვენ.

და ამ დიალოგის მერე ანდროსთვის მიძღვნილი პოსტის ქვეშ მალევე წავიკითხე ასეთი კომენტარი:

"ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!" და ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, თავში წყევლასავით მიტრიალებს ეს სიტყვები:

"ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!"

თქვენგან რა მინდა? არ ვიცი. უბრალოდ ჩემს ფიქრებს გიზიარებთ.რადგან დავიღალე ამ ყველაფრის თავში ტრიალით და მინდა ტვინიდან ამოვიგლიჯო ეს ფრაზა - "ამას შვილები ჰყავს? ეს არ უნდა გამრავლდეს!"