სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ეხმარება იაპონიას, გაუმკლავდეს არაერთ ძლიერ მიწისძვრას, რომელიც გამანადგურებელი იქნებოდა ნაკლებად მომზადებული ქვეყნებისთვის" - როგორ აგებენ იაპონიაში მიწისძვრისადმი გამძლე შენობებს
"ეს ეხმარება იაპონიას,  გაუმკლავდეს არაერთ ძლიერ მიწისძვრას, რომელიც გამანადგურებელი იქნებოდა ნაკლებად მომზადებული ქვეყნებისთვის" - როგორ აგებენ იაპონიაში მიწისძვრისადმი გამძლე შენობებს

თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში მომ­ხდარ­მა და­მან­გრე­ველ­მა მი­წისძვრამ მთელ მსოფ­ლი­ოს კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა, რო­გო­რი და­უც­ვე­ლია ადა­მი­ა­ნი ამ­გვა­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის დროს და და­ა­ფიქ­რა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ მსგავ­სი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრის დროს მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუ­მა­დე იქ­ნას დაყ­ვა­ნი­ლი.

სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის მი­მართ გამ­ძლე ნა­გე­ბო­ბე­ბის აშე­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი და რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა.

სი­რია - 6 თე­ბერ­ვალს მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შემ­დეგ

როცა ვსა­უბ­რობთ შე­ნო­ბე­ბის გამ­ძლე­ო­ბა­ზე მი­წისძვრის მი­მართ, არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბით უს­წრებს და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს და ეს ქვე­ყა­ნა ია­პო­ნი­აა.

"მშე­ნებ­ლო­ბის დროს იყე­ნე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ჟი­ნე­რი­ის მიდ­გო­მებს. სწო­რედ ეს ეხ­მა­რე­ბა ია­პო­ნი­ას, რომ გა­უმკლავ­დეს არა­ერთ ძლი­ერ მი­წისძვრას, რო­მე­ლიც გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ნაკ­ლე­ბად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის", - ამ­ბო­ბენ სამ­შე­ნებ­ლო ინ­ჟი­ნე­რი­ის ია­პო­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი.

  • "ია­პო­ნია არის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გამ­ძლე შე­ნო­ბე­ბის სახ­ლი - სა­ი­დუმ­ლო კი ისაა, რომ ისი­ნი აგე­ბენ შე­ნო­ბებს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ "იცეკ­ვონ, რო­დე­საც მათ ქვეშ მიწა მოძ­რა­ობს", - წერს BBC.

ტო­კი­ო­ში, ოსა­კა­სა და იო­კო­ჰა­მა­ში აგე­ბუ­ლი ცა­თამბჯე­ნე­ბი ტო­ვე­ბენ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ისე­თი­ვე ნა­გე­ბო­ბე­ბია, რო­გორც სტან­დარ­ტუ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ნო­ბე­ბი, თუმ­ცა ასე არ არის.

  • რა­ტომ არის ია­პო­ნია მი­წისძვრის მი­მართ გამ­ძლე შე­ნო­ბე­ბის აშე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით ლი­დე­რი?

იდეა, რომ შე­ექ­მნათ მი­წისძვრის მი­მართ უფრო გამ­ძლე კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი, ცხა­დია, აუ­ცი­ლებ­ლო­ბით გაჩ­ნდა. ია­პო­ნი­ის არ­ქი­პე­ლა­გი წყნა­რი ოკე­ა­ნის "ცე­ცხლო­ვან რგოლ­ზე“ მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ევ­რა­ზი­ის, წყნა­რი ოკე­ა­ნი­სა და ფი­ლი­პი­ნე­ბის ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ქვე­შაა და მათი მოძ­რა­ო­ბა არ­ქი­პე­ლაგ­ზე არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, მი­წისძვრებს გა­ნა­პი­რო­ბებს.

ია­პო­ნი­ა­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა ყო­ფი­ლა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უა­რე­სი 1923 წელს იყო, რიხ­ტე­რის შკა­ლის მი­ხედ­ვით, მის­მა სიმ­ძლავ­რემ 7.9 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა. მი­წისძვრის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და ტო­კიო და იო­კო­ჰა­მა. და­ი­ღუ­პა 140 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. 2011 წლის ტო­კოჰუს მი­წისძვრა ცნო­ბი­ლია, რო­გორც ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი 9.0 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის. მი­წისძვრას მოჰ­ყვა ცუ­ნა­მი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბამ 18 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა.

1923 წლის და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შე­დე­გი ია­პო­ნი­ა­ში

ეს იყო ერთი მრა­ვა­ლი სე­ის­მუ­რი მოვ­ლე­ნი­დან, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ას თავს ყო­ველ­წლი­უ­რად ატყდე­ბა. ისი­ნი მა­ნამ­დეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით აშე­ნებ­დნენ შე­ნო­ბებს, თუმ­ცა 2011 წლის მი­წისძვრის შემ­დეგ, მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი კი­დევ უფრო გამ­კაცრ­და.

  • რო­გო­რია ია­პო­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა?

ია­პო­ნი­ა­ში მი­წისძვრის მი­მართ მდგრა­დი შე­ნო­ბის აგე­ბის სტან­დარ­ტე­ბი შემ­დე­გია:

პირ­ვე­ლი დონე - ეს არის მი­ნი­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნა ია­პო­ნი­ა­ში მი­წისძვრი­სად­მი რე­ზის­ტენ­სუ­ლი შე­ნო­ბის ასა­გე­ბად და ავალ­დე­ბუ­ლებს მშე­ნე­ბელს, რომ კარ­კა­სი, კო­ჭე­ბი, სვე­ტე­ბი და კედ­ლე­ბი იყოს მი­ნი­მა­ლუ­რი სის­ქის, შე­ნო­ბა იყოს მსუ­ბუ­ქი, რათა გა­უმკლავ­დეს რხე­ვას.

მე­ო­რე დონე - ეს არის სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბის ასა­გე­ბად იყე­ნე­ბენ. ასეთ დროს იყე­ნე­ბენ ე.წ. დემ­პე­რებს, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გენს სა­ძირ­კვლამ­დე და სარ­თუ­ლებს შო­რის გან­ლა­გე­ბულ ერ­თგვარ ამორ­ტი­ზა­ტო­რებს, რაც შთან­თქავს მი­წისძვრის ენერ­გი­ას. უფრო მარ­ტი­ვად თუ ვი­ტყვით, მათ­ზე გა­და­დის მი­წისძვრის ძალა, ხოლო შე­ნო­ბა ხდე­ბა უფრო მე­ტად და­ცუ­ლი.

მე­სა­მე დონე - ეს არის მი­წისძვრის მი­მართ მდგრა­დი შე­ნო­ბის ასა­გე­ბად ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­ნო­ბის სტრუქ­ტუ­რა იზო­ლი­რე­ბუ­ლია მი­წის­გან ტყვი­ის, ფო­ლა­დის, ან რე­ზი­ნის ფე­ნე­ბით. ეს ფენა შე­ნო­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, მი­წას­თან ერ­თად მოძ­რა­ობს მი­წისძვრის დროს, სიმ­ძლავ­რე მას­ზე გა­და­დის, ხოლო შე­ნო­ბა და­ცუ­ლია.

მი­წისძვრი­სად­მი მდგრა­დი შე­ნო­ბე­ბის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი:

შე­ნო­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ია­პო­ნელ არ­ქი­ტექ­ტო­რებს შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ თუ რო­გო­რი მე­თო­დით აა­გე­ბენ. ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი კი ასე­თია:

  • შე­ნო­ბის ბირ­თვში ფო­ლა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა - და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში შე­ნო­ბე­ბის ბირ­თვი რკი­ნა­ბე­ტო­ნი­საა
  • იყე­ნე­ბენ "დემ­პე­რებს", ფო­ლა­დის კო­ჭებ­სა და სვე­ტებს - ბე­ტო­ნის სვე­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით.
  • შე­ნო­ბის დო­ნე­ებს შო­რის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია "დემ­პე­რე­ბი"
  • აგე­ბენ ბა­დი­სებ­რი კონ­სტრუქ­ცი­ით, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს შე­ნო­ბის სიმ­ყა­რეს.

იმი­სათ­ვის, რომ გა­უძ­ლოს მი­წისძვრის წარ­მო­უდ­გე­ნელ ძა­ლებს, შე­ნო­ბებ­მა უნდა აით­ვი­სონ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სე­ის­მუ­რი ენერ­გია.

"რო­დე­საც სტრუქ­ტუ­რას შე­უძ­ლია აღიქ­ვას მი­წისძვრის მთე­ლი ძალა, ის არ და­ინ­გრე­ვა“, ამ­ბობს ტო­კი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ინ­ჟი­ნე­რი, ჯუნ სატო. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით ეს ყვე­ლა­ზე კარ­გად მი­იღ­წე­ვა შე­ნო­ბე­ბის სე­ის­მუ­რი იზო­ლა­ცი­ის შე­დე­გად.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
2

ძალიან კარგია როდესაც სხვის გამოცდილებას გაიზიარებ. ისე კი საინტერესო იქნება იაპონელი მშენებლების გამოცდილების გაზიარება. ამაში სასირცხვილო არაფერია, ასე რომ თამამად ქართველო მშენებლებო და არქიტექტორებო, საქართველოში ცხოვრება უნდა იყოს საიმედო და კარგი.

 

ნიპონ
5

10 წლის წინ რო მიწისძვრა და ცუნამი იყო იაპონიაში მგონი სუ სადღაც 20 ადამიანი ემსხვერპლა. სხვაგან რო მომხდარიყო, ასი ათასობით იქნებოდა მსხვერპლი. იაპონია სხვა ჩამოსხმის ქვეყანაა. სხვა ისტორიით, ქცევით, ტრადიციებით, წესრიგით. ზედაპირული ლაპარაკი არ გამოვა, თუ ვინმეს უნდა მას გაუთანაბრდეს. 

ავტორი:

"ეს ეხმარება იაპონიას, გაუმკლავდეს არაერთ ძლიერ მიწისძვრას, რომელიც გამანადგურებელი იქნებოდა ნაკლებად მომზადებული ქვეყნებისთვის" - როგორ აგებენ იაპონიაში მიწისძვრისადმი გამძლე შენობებს

"ეს ეხმარება იაპონიას,  გაუმკლავდეს არაერთ ძლიერ მიწისძვრას, რომელიც გამანადგურებელი იქნებოდა ნაკლებად მომზადებული ქვეყნებისთვის" - როგორ აგებენ იაპონიაში მიწისძვრისადმი გამძლე შენობებს

თურქეთსა და სირიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორი დაუცველია ადამიანი ამგვარი კატასტროფების დროს და დააფიქრა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრის დროს მსხვერპლის რაოდენობა მინიმუმადე იქნას დაყვანილი.

სტიქიური უბედურებების მიმართ გამძლე ნაგებობების აშენება მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი და რთული გამოწვევაა.

სირია - 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ

როცა ვსაუბრობთ შენობების გამძლეობაზე მიწისძვრის მიმართ, არის ქვეყანა, რომელიც ათწლეულებით უსწრებს დანარჩენ მსოფლიოს და ეს ქვეყანა იაპონიაა.

"მშენებლობის დროს იყენებენ თანამედროვე ინჟინერიის მიდგომებს. სწორედ ეს ეხმარება იაპონიას, რომ გაუმკლავდეს არაერთ ძლიერ მიწისძვრას, რომელიც გამანადგურებელი იქნებოდა ნაკლებად მომზადებული ქვეყნებისთვის", - ამბობენ სამშენებლო ინჟინერიის იაპონელი ექსპერტები.

  • "იაპონია არის მსოფლიოში ყველაზე გამძლე შენობების სახლი - საიდუმლო კი ისაა, რომ ისინი აგებენ შენობებს, რომლებსაც შეუძლიათ "იცეკვონ, როდესაც მათ ქვეშ მიწა მოძრაობს", - წერს BBC.

ტოკიოში, ოსაკასა და იოკოჰამაში აგებული ცათამბჯენები ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ისეთივე ნაგებობებია, როგორც სტანდარტული, ჩვეულებრივი შენობები, თუმცა ასე არ არის.

  • რატომ არის იაპონია მიწისძვრის მიმართ გამძლე შენობების აშენების თვალსაზრისით ლიდერი?

იდეა, რომ შეექმნათ მიწისძვრის მიმართ უფრო გამძლე კონსტრუქციები, ცხადია, აუცილებლობით გაჩნდა. იაპონიის არქიპელაგი წყნარი ოკეანის "ცეცხლოვან რგოლზე“ მდებარეობს, სადაც ევრაზიის, წყნარი ოკეანისა და ფილიპინების ტექტონიკური ფილები ერთმანეთის ქვეშაა და მათი მოძრაობა არქიპელაგზე არცთუ იშვიათად, მიწისძვრებს განაპირობებს.

იაპონიაში, წლების განმავლობაში, არაერთი დამანგრეველი მიწისძვრა ყოფილა. ერთ-ერთი ყველაზე უარესი 1923 წელს იყო, რიხტერის შკალის მიხედვით, მისმა სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის შედეგად განადგურდა ტოკიო და იოკოჰამა. დაიღუპა 140 000-ზე მეტი ადამიანი. 2011 წლის ტოკოჰუს მიწისძვრა ცნობილია, როგორც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის. მიწისძვრას მოჰყვა ცუნამი და საბოლოო ჯამში, მსხვერპლის რაოდენობამ 18 ათასს გადააჭარბა.

1923 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგი იაპონიაში

ეს იყო ერთი მრავალი სეისმური მოვლენიდან, რომელიც იაპონიას თავს ყოველწლიურად ატყდება. ისინი მანამდეც განსაკუთრებული წესების დაცვით აშენებდნენ შენობებს, თუმცა 2011 წლის მიწისძვრის შემდეგ, მშენებლობასთან დაკავშირებული მიდგომები კიდევ უფრო გამკაცრდა.

  • როგორია იაპონური გამოცდილება?

იაპონიაში მიწისძვრის მიმართ მდგრადი შენობის აგების სტანდარტები შემდეგია:

პირველი დონე - ეს არის მინიმალური მოთხოვნა იაპონიაში მიწისძვრისადმი რეზისტენსული შენობის ასაგებად და ავალდებულებს მშენებელს, რომ კარკასი, კოჭები, სვეტები და კედლები იყოს მინიმალური სისქის, შენობა იყოს მსუბუქი, რათა გაუმკლავდეს რხევას.

მეორე დონე - ეს არის სტანდარტი, რომელსაც მაღალსართულიანი შენობების ასაგებად იყენებენ. ასეთ დროს იყენებენ ე.წ. დემპერებს, რომლებიც წარმოადგენს საძირკვლამდე და სართულებს შორის განლაგებულ ერთგვარ ამორტიზატორებს, რაც შთანთქავს მიწისძვრის ენერგიას. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, მათზე გადადის მიწისძვრის ძალა, ხოლო შენობა ხდება უფრო მეტად დაცული.

მესამე დონე - ეს არის მიწისძვრის მიმართ მდგრადი შენობის ასაგებად ყველაზე ძვირადღირებული სტანდარტი. ამ შემთხვევაში შენობის სტრუქტურა იზოლირებულია მიწისგან ტყვიის, ფოლადის, ან რეზინის ფენებით. ეს ფენა შენობისგან დამოუკიდებლად, მიწასთან ერთად მოძრაობს მიწისძვრის დროს, სიმძლავრე მასზე გადადის, ხოლო შენობა დაცულია.

მიწისძვრისადმი მდგრადი შენობების ძირითადი მახასიათებლები:

შენობის ადგილმდებარეობისა და დანიშნულებიდან გამომდინარე, იაპონელ არქიტექტორებს შეუძლიათ აირჩიონ თუ როგორი მეთოდით ააგებენ. ძირითადი მახასიათებლები კი ასეთია:

  • შენობის ბირთვში ფოლადის გამოყენება - დასავლურ ქვეყნებში შენობების ბირთვი რკინაბეტონისაა
  • იყენებენ "დემპერებს", ფოლადის კოჭებსა და სვეტებს - ბეტონის სვეტებისგან განსხვავებით.
  • შენობის დონეებს შორის დამონტაჟებულია "დემპერები"
  • აგებენ ბადისებრი კონსტრუქციით, რომლებიც ხელს უწყობს შენობის სიმყარეს.

იმისათვის, რომ გაუძლოს მიწისძვრის წარმოუდგენელ ძალებს, შენობებმა უნდა აითვისონ რაც შეიძლება მეტი სეისმური ენერგია.

"როდესაც სტრუქტურას შეუძლია აღიქვას მიწისძვრის მთელი ძალა, ის არ დაინგრევა“, ამბობს ტოკიოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინჟინერი, ჯუნ სატო. მისივე განმარტებით ეს ყველაზე კარგად მიიღწევა შენობების სეისმური იზოლაციის შედეგად.

იხილეთ ასევე: