სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობის ოცნება ავისრულე... ვუთხარი, მამაჩემი ამ დროშის გამო მოკვდა და ეს დროშა უნდა დავიცვა-მეთქი" - გაიცანით ქართველი ემიგრანტი, აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო
"ბავშვობის ოცნება ავისრულე... ვუთხარი, მამაჩემი ამ დროშის გამო მოკვდა და ეს დროშა უნდა დავიცვა-მეთქი" - გაიცანით ქართველი ემიგრანტი, აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო

5 თე­ბერ­ვალს, პა­რი­ზის გრან სლე­მის ბოლო სა­შე­ჯიბ­რო დღეს 81 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. გა­მარ­ჯვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ლაშა ბე­ქა­ურ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც დარ­ბაზ­ში ჩანს მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის გა­გო­ნე­ბა­ზე ცრემ­ლე­ბი მოს­დის და გულ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის მუშტს ირტყამს...

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა კი­თხუ­ლობ­და ვინ იყო ემიგ­რან­ტი კაცი, რო­მე­ლიც თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ დარ­ბაზ­ში მი­ვი­და და გრი­გა­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბის ემო­ცი­ე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­ხა­ტა. ეს კაცი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი გო­გი­ტა შა­მუ­გი­აა, რო­მელ­მაც ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და იმ დროს იმ­ღე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ყვე­ლა­ზე მაღ­ლა იყო აწე­უ­ლი... ოც­ნე­ბა აუს­რულ­და მის უფ­როს ვაჟ­საც, და­ვითს, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ძი­უ­დოს ვარ­ჯი­შობს და საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნი პი­რა­დად გა­იც­ნო...

გო­გი­ტა შა­მუ­გია დევ­ნი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო 2000 წელს დე­დას­თან ერ­თად და­ტო­ვა, თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო უმ­ძი­მე­სი ბავ­შვო­ბა და აფხა­ზე­თის ომი, რო­მელ­საც მისი ოჯა­ხის წევ­რი, მამა შე­ე­წი­რა...

AMBEBI.GE შა­მუ­გი­ას ეს­პა­ნეთ­ში და­უ­კავ­შირ­და:

- მამა და ბიძა აფხა­ზე­თის ომში იბ­რძოდ­ნენ, ჩვენ გა­ლის რა­ი­ონ ქვე­მო ბარ­ღე­ბი­დან ვართ... ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ცოტა ხნით, ზუგ­დიდ­ში ზედა ეწერ­ში გად­მო­ვე­დით, სწო­რედ მა­შინ, 1994 წლის 9 აპ­რილს მოკ­ლეს მამა აფხა­ზებ­მა. ისი­ნი ერთი წელი მა­მას ცხე­დარს ეძებ­დნენ, ჩემი მშობ­ლე­ბის ქორ­წი­ნე­ბის სუ­რა­თე­ბი დაჰ­ქონ­დათ და მე­ზობ­ლებს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, სად არის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლიო.

სიკ­ვდი­ლამ­დე 45 დღით ადრე ვნა­ხე მამა და მი­თხრა, ნუ გე­ში­ნია, არა­ვინ მომ­კლავს, არ ვიცი, რო­დის გნა­ხავ, მაგ­რამ რომ დავ­ბრუნ­დე­ბით ხარი უნდა და­გიკ­ლაო. მამა რომ მოკ­ლეს, ბე­ბი­ამ მე­ზობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ბოს­ტან­ში და­ა­საფ­ლა­ვა, შემ­დეგ კი მთე­ლი ბოს­ტა­ნი გა­და­ბა­რა, რომ ეჭვი არ აე­ღოთ რომ იქ იყო და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი.

მა­ლე­ვე მე­ზო­ბელს ვთხო­ვეთ და მა­მის ცხე­და­რი მათი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის საფ­ლა­ვის კარ­თან და­ვა­საფ­ლა­ვეთ. ჩუ­მად დავ­დი­ო­დით საფ­ლავ­ზე, მე, დედა ჩემი და. მთელ ოჯახს გვე­ძებ­დნენ აფხა­ზე­ბი, რად­გან მამა ცნო­ბი­ლი მე­ო­მა­რი იყო. სა­ბო­ლო­ოდ 1995 წელს გა­ვუ­კე­თეთ მა­მას თა­ვი­სი საფ­ლა­ვი... მე­ხუ­თედ და­ვა­საფ­ლა­ვეთ. მა­მას ძმა­კა­ცებ­მა მისი და­პი­რე­ბუ­ლი ხარი დაკ­ლეს, ქელე­ხი წლის­თავ­ზე გა­და­ვუ­ხა­დეთ...

- ამის შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

-1997 წელს ომში და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის შვი­ლე­ბი უცხო­ურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რა­ღაც პროგ­რა­მით ეს­პა­ნეთ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს. ორი თვე ეს­პა­ნურ ოჯახ­ში ვი­ცხოვ­რე. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, აფხა­ზებ­მა მო­რი­გი წმენ­და მო­ა­წყეს და ისევ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით, ოჯა­ხი ტყე­ში გა­ვი­ხიზ­ნეთ. უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი გა­ვი­ტა­ნეთ, მე­ზობ­ლე­ბი სას­ტი­კი წა­მე­ბით დაგ­ვი­ხო­ცეს, ახ­ლაც მახ­სოვს მათი სის­ხლი­ა­ნი ხე­ლე­ბი... იმ ღა­მეს, ჩვენს ოჯახ­ში კა­ზა­კე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ და ჩემ დას შუბ­ლზე ავ­ტო­მა­ტის ლულა მი­ა­დეს, შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე ჰქონ­და სის­ხლჩაქ­ცე­ვა. დე­დას ოქ­როს სთხოვ­დნენ, მაგ­რამ ია­რა­ღის მეტი სახ­ლში არა­ფე­რი გვქონ­და, ბო­ლოს არა­ყი წა­ი­ღეს და წა­ვიდ­ნენ.

- ოჯა­ხი წახ­ვე­დით ეს­პა­ნეთ­ში?

- მა­შინ ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი იყო, ჩემი 15 წლის და მო­ი­ტა­ცეს და და­ო­ჯახ­და. დავ­რჩით მე და დედა. ეს­პა­ნურ­მა ოჯახ­მა, სა­დაც 2 თვე ვი­ცხოვ­რე 200 დო­ლა­რი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე ამ­დე­ნი ფული და წე­რი­ლი, სა­დაც მიწ­ვევ­დნენ. კი­დევ ორი თვით ჩა­ვე­დი და წა­მოს­ვლი­სას მი­თხრეს, რომ დე­დაც წა­მო­მეყ­ვა­ნა და ისე დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. მიშ­ვი­ლეს, დე­დაც წა­მო­ვიყ­ვა­ნე და 1 წელი ვი­ცხოვ­რე მათ­თან. შემ­დეგ სახ­ლი მოგ­ვცეს, დე­დამ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო და ვცხოვ­რობთ მას შემ­დეგ აქ. ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ 1000 ბავ­შვი მყავს ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან ბა­ნა­კებ­ში, აფხა­ზე­თი­დან, კო­დო­რის ხე­ო­ბი­დან.

- ეს­პა­ნეთ­ში თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით.

- სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში ვმუ­შა­ობ, რკი­ნიგ­ზა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მე­უღ­ლეს, სო­ხუ­მე­ლია, ერთ-ერთ ექ­სპე­დი­ცი­ას თარ­ჯიმ­ნად ჩა­მოყ­ვა და ასე გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ორი შვი­ლი გვყავს, უფ­რო­სი რო­მე­ლიც ვი­დე­ო­შიც ჩანს, და­ვი­თი და უმ­ცრო­სი გაბ­რი­ე­ლი. ორი­ვე შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოვ­ნათ­ლე, უფ­რო­სი გე­ლათ­ში და უმ­ცრო­სი ქო­ბუ­ლეთ­ში, ერთ-ერთ ტა­ძარ­ში.

- ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რო­გორ მოხ­ვდით, შვილ­თან ერ­თად ჩახ­ვე­დით საფ­რან­გეთ­ში ეს­პა­ნე­თი­დან.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ძი­უ­დო, აქა­უ­რი მე­გობ­რე­ბი ხში­რად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებ­ზე, არა­ვის იც­ნობ­დნენ. ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი, ოლიმ­პი­ა­დას უყუ­რეთ და ნა­ხეთ ქათ­ვე­ლე­ბის ძი­უ­დო-მეთ­ქი. ეს არის ჩემ­თვის რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო, მა­გი­ტომ შე­მიყ­ვარ­და, რომ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვართ ამ სპორ­ტში. ბავ­შვმა თა­ვი­დან ფეხ­ბურ­თი აირ­ჩია, მაგ­რამ შემ­დეგ ორი­ვე ძი­უ­დო­ზე შე­ვიყ­ვა­ნე. ერთ დღე­საც უფ­როს­მა მი­თხრა, მამა, ჩემი და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა თუ ქარ­თველ ძი­უ­დო­ის­ტებს გა­ვიც­ნო­ბო, 10 თე­ბერ­ვალს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს ტატო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, ჩემი სტი­ლის არი­სო. ეს მოხ­და ოქ­ტომ­ბერ­ში. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ის­რა­ელ­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით, ნიკო შე­რა­ზა­დიშ­ვილ­თან ვმე­გობ­რობ, რო­მე­ლიც იქ ას­პა­რე­ზობს, მაგ­რამ მი­სი­ვე რჩე­ვით ცოტა და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და არ გინ­და ბავ­შვთან ერ­თად და პა­რიზ­ში ჯო­ბი­აო.

მა­შინ­ვე ვი­ყი­დე პა­რი­ზის ბი­ლე­თე­ბი. აქამ­დე არა­სო­დეს მქო­ნია სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი მემ­ღე­რა, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი იმარ­ჯვებს. ეს იყო ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა...

პა­რიზ­ში რომ ჩა­ვე­დით, ცოტა პრობ­ლე­მა იყო დარ­ბაზ­ში, საფ­რან­გე­თის დრო­შის გარ­და, არა­ვის აძ­ლევ­დნენ სა­შუ­ა­ლე­ბას თა­ვი­სი ქვეყ­ნის დრო­შა ჰქო­ნო­დათ. პირ­ველ დღეს, ამის გამო, ცოტა უხე­შად შე­ნიშ­ვნაც მომ­ცეს. ვუ­თხა­რი, მა­მა­ჩე­მი ამ დრო­შის გამო მოკ­ვდა და გთხოვთ, დრო­შა უნდა და­ვიც­ვა, რა­მე­ში კი არ გე­ჯიბ­რე­ბით-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს მი­თხრეს, გქონ­დეს, მაგ­რამ სულ დრო­შით არ იდ­გეო. არც ვი­ცო­დი, რომ კა­მე­რა­ში მოვ­ხვდი და ამ დროს ყვე­ლამ ნახა, რომ გულ­ზე ხელს ვირ­ტყამ­დი.

- თქვე­ნი ოც­ნე­ბა ას­რულ­და და თქვენ­მა შვილ­მა თუ გა­იც­ნო ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი?

- დიახ, ტატო პი­რა­დად გა­იც­ნო, მაგ­რამ ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო მი­ახ­ლო­ე­ბა, დაც­ვა გამ­კაც­რე­ბუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნე­ბის გამო. ასე­ვე გა­იც­ნო სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლად აღი­ა­რეს. მე კი ჩემი ოც­ნე­ბა ავის­რუ­ლე და ვიმ­ღე­რე ჩემი ქვეყ­ნის ჰიმ­ნი, მა­შინ რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მაღ­ლა ფრი­ა­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა. გმი­რე­ბი არი­ან ის ბი­ჭე­ბი, ვინც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა...

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდ
1

ეს მუჯაჰედის წვერები რა უბედურებაა კი, მაგრამ რომ ქართველობ ცოტა იმაზეც ხომ უნ და იფიქრო რა წარმოდგენას უქმნი სხვას შენ ქვეყანაზე?

ანანო
0

გაიხარე ოჯახით!გვეამაყები ასეთი ქართველი, წარმატება გქონოდეს !

ავტორი:

"ბავშვობის ოცნება ავისრულე... ვუთხარი, მამაჩემი ამ დროშის გამო მოკვდა და ეს დროშა უნდა დავიცვა-მეთქი" - გაიცანით ქართველი ემიგრანტი, აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო

"ბავშვობის ოცნება ავისრულე... ვუთხარი, მამაჩემი ამ დროშის გამო მოკვდა და ეს დროშა უნდა დავიცვა-მეთქი" - გაიცანით ქართველი ემიგრანტი, აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო

5 თებერვალს, პარიზის გრან სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. გამარჯვებიდან რამდენიმე წუთში, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დარბაზში ჩანს მამაკაცი საქართველოს დროშით, რომელსაც საქართველოს ჰიმნის გაგონებაზე ცრემლები მოსდის და გულზე გამარჯვების მუშტს ირტყამს...

სოციალურ ქსელში ყველა კითხულობდა ვინ იყო ემიგრანტი კაცი, რომელიც თანამემამულის საგულშემატკივროდ დარბაზში მივიდა და გრიგალაშვილის გამარჯვების ემოციები მთელი საქართველოს სახელით გამოხატა. ეს კაცი ესპანეთში მცხოვრები გოგიტა შამუგიაა, რომელმაც ბავშვობის ოცნება აისრულა და იმ დროს იმღერა საქართველოს ჰიმნი, როდესაც საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა იყო აწეული... ოცნება აუსრულდა მის უფროს ვაჟსაც, დავითს, რომელიც თავადაც ძიუდოს ვარჯიშობს და საყვარელი სპორტსმენი პირადად გაიცნო...

გოგიტა შამუგია დევნილია, საქართველო 2000 წელს დედასთან ერთად დატოვა, თუმცა მანამდე იყო უმძიმესი ბავშვობა და აფხაზეთის ომი, რომელსაც მისი ოჯახის წევრი, მამა შეეწირა...

AMBEBI.GE შამუგიას ესპანეთში დაუკავშირდა:

- მამა და ბიძა აფხაზეთის ომში იბრძოდნენ, ჩვენ გალის რაიონ ქვემო ბარღებიდან ვართ... ომის დაწყების შემდეგ ცოტა ხნით, ზუგდიდში ზედა ეწერში გადმოვედით, სწორედ მაშინ, 1994 წლის 9 აპრილს მოკლეს მამა აფხაზებმა. ისინი ერთი წელი მამას ცხედარს ეძებდნენ, ჩემი მშობლების ქორწინების სურათები დაჰქონდათ და მეზობლებს ეკითხებოდნენ, სად არის დასაფლავებულიო.

სიკვდილამდე 45 დღით ადრე ვნახე მამა და მითხრა, ნუ გეშინია, არავინ მომკლავს, არ ვიცი, როდის გნახავ, მაგრამ რომ დავბრუნდებით ხარი უნდა დაგიკლაო. მამა რომ მოკლეს, ბებიამ მეზობლების დახმარებით, ბოსტანში დაასაფლავა, შემდეგ კი მთელი ბოსტანი გადაბარა, რომ ეჭვი არ აეღოთ რომ იქ იყო დასაფლავებული.

მალევე მეზობელს ვთხოვეთ და მამის ცხედარი მათი მიცვალებულის საფლავის კართან დავასაფლავეთ. ჩუმად დავდიოდით საფლავზე, მე, დედა ჩემი და. მთელ ოჯახს გვეძებდნენ აფხაზები, რადგან მამა ცნობილი მეომარი იყო. საბოლოოდ 1995 წელს გავუკეთეთ მამას თავისი საფლავი... მეხუთედ დავასაფლავეთ. მამას ძმაკაცებმა მისი დაპირებული ხარი დაკლეს, ქელეხი წლისთავზე გადავუხადეთ...

- ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

-1997 წელს ომში დაღუპული გმირების შვილები უცხოურმა ორგანიზაციამ რაღაც პროგრამით ესპანეთში წაგვიყვანეს. ორი თვე ესპანურ ოჯახში ვიცხოვრე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აფხაზებმა მორიგი წმენდა მოაწყეს და ისევ მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით, ოჯახი ტყეში გავიხიზნეთ. უმძიმესი დღეები გავიტანეთ, მეზობლები სასტიკი წამებით დაგვიხოცეს, ახლაც მახსოვს მათი სისხლიანი ხელები... იმ ღამეს, ჩვენს ოჯახში კაზაკები შემოვიდნენ და ჩემ დას შუბლზე ავტომატის ლულა მიადეს, შემდეგ რამდენიმე დღე ჰქონდა სისხლჩაქცევა. დედას ოქროს სთხოვდნენ, მაგრამ იარაღის მეტი სახლში არაფერი გვქონდა, ბოლოს არაყი წაიღეს და წავიდნენ.

- ოჯახი წახვედით ესპანეთში?

- მაშინ ძალიან მძიმე პერიოდი იყო, ჩემი 15 წლის და მოიტაცეს და დაოჯახდა. დავრჩით მე და დედა. ესპანურმა ოჯახმა, სადაც 2 თვე ვიცხოვრე 200 დოლარი გამომიგზავნეს, მაშინ პირველად ვნახე ამდენი ფული და წერილი, სადაც მიწვევდნენ. კიდევ ორი თვით ჩავედი და წამოსვლისას მითხრეს, რომ დედაც წამომეყვანა და ისე დავბრუნებულიყავი. მიშვილეს, დედაც წამოვიყვანე და 1 წელი ვიცხოვრე მათთან. შემდეგ სახლი მოგვცეს, დედამ მუშაობა დაიწყო და ვცხოვრობთ მას შემდეგ აქ. ამ ამბების შემდეგ 1000 ბავშვი მყავს ჩამოყვანილი საქართველოდან ბანაკებში, აფხაზეთიდან, კოდორის ხეობიდან.

- ესპანეთში თქვენი საქმიანობის შესახებ მოგვიყევით.

- სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობ, რკინიგზაში. რაც შეეხება მეუღლეს, სოხუმელია, ერთ-ერთ ექსპედიციას თარჯიმნად ჩამოყვა და ასე გავიცანით ერთმანეთი. ორი შვილი გვყავს, უფროსი რომელიც ვიდეოშიც ჩანს, დავითი და უმცროსი გაბრიელი. ორივე შვილი საქართველოში მოვნათლე, უფროსი გელათში და უმცროსი ქობულეთში, ერთ-ერთ ტაძარში.

- ჩემპიონატზე როგორ მოხვდით, შვილთან ერთად ჩახვედით საფრანგეთში ესპანეთიდან.

- ძალიან მიყვარს ძიუდო, აქაური მეგობრები ხშირად მეკითხებოდნენ ქართველ სპორტსმენებზე, არავის იცნობდნენ. ყველას ვეუბნებოდი, ოლიმპიადას უყურეთ და ნახეთ ქათველების ძიუდო-მეთქი. ეს არის ჩემთვის როგორც საქართველოს სიმბოლო, მაგიტომ შემიყვარდა, რომ ყველაზე წარმატებულები ვართ ამ სპორტში. ბავშვმა თავიდან ფეხბურთი აირჩია, მაგრამ შემდეგ ორივე ძიუდოზე შევიყვანე. ერთ დღესაც უფროსმა მითხრა, მამა, ჩემი დაბადების დღის საჩუქარი იქნება თუ ქართველ ძიუდოისტებს გავიცნობო, 10 თებერვალს არის დაბადებული. ყველაზე მეტად მიყვარს ტატო გრიგალაშვილი, ჩემი სტილის არისო. ეს მოხდა ოქტომბერში. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ისრაელში ჩავსულიყავით, ნიკო შერაზადიშვილთან ვმეგობრობ, რომელიც იქ ასპარეზობს, მაგრამ მისივე რჩევით ცოტა დაძაბული სიტუაციაა და არ გინდა ბავშვთან ერთად და პარიზში ჯობიაო.

მაშინვე ვიყიდე პარიზის ბილეთები. აქამდე არასოდეს მქონია საშუალება, რომ საქართველოს ჰიმნი მემღერა, როდესაც ქართველი იმარჯვებს. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება...

პარიზში რომ ჩავედით, ცოტა პრობლემა იყო დარბაზში, საფრანგეთის დროშის გარდა, არავის აძლევდნენ საშუალებას თავისი ქვეყნის დროშა ჰქონოდათ. პირველ დღეს, ამის გამო, ცოტა უხეშად შენიშვნაც მომცეს. ვუთხარი, მამაჩემი ამ დროშის გამო მოკვდა და გთხოვთ, დროშა უნდა დავიცვა, რამეში კი არ გეჯიბრებით-მეთქი. მეორე დღეს მითხრეს, გქონდეს, მაგრამ სულ დროშით არ იდგეო. არც ვიცოდი, რომ კამერაში მოვხვდი და ამ დროს ყველამ ნახა, რომ გულზე ხელს ვირტყამდი.

- თქვენი ოცნება ასრულდა და თქვენმა შვილმა თუ გაიცნო ქართველი სპორტსმენები?

- დიახ, ტატო პირადად გაიცნო, მაგრამ ძალიან გართულებული იყო მიახლოება, დაცვა გამკაცრებული იყო უკრაინის მოვლენების გამო. ასევე გაიცნო საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელი, რომელიც საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. მე კი ჩემი ოცნება ავისრულე და ვიმღერე ჩემი ქვეყნის ჰიმნი, მაშინ როდესაც ყველაზე მაღლა ფრიალებდა საქართველოს დროშა. გმირები არიან ის ბიჭები, ვინც ამის საშუალება მომცა...