სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე... მიშამ მითხრა, ძალიან ნაწყენი ვარო" - ნიკოლოზ სააკაშვილი
"ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე... მიშამ მითხრა, ძალიან ნაწყენი ვარო" - ნიკოლოზ სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­მამ, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის მო­სა­მარ­თლე, გი­ორ­გი არე­ვა­ძეს მი­მარ­თავს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღოს და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ჩაბ­მას არ აპი­რებს, რად­გან თა­ვად უთხრა, რომ "ძა­ლი­ან ნა­წყე­ნია“.

"მინ­და მივ­მარ­თო, იფიქ­რეთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე. ღმერ­თმა არ ქნას მისი და­ღუპ­ვა და და­ინ­ვა­ლი­დე­ბა, ძა­ლი­ან ბევრ უკუპ­რო­ცესს გა­მო­იწ­ვევს. მა­გა­ლი­თად, მე რომ ვიყო დღეს რა­ღაც კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ხელს მო­ვუ­წერ­დი მი­შას კი არა, ნე­ბის­მი­ერს. ამ დროს, რო­დე­საც ასე­თი კაცი არის და­სახ­სნე­ლი, ში­ნა­ურ­შიც უნდა იყოს ერ­თი­ა­ნო­ბა, ეს მწყინს, არის მე იქით, შენ იქით, შენ ის გინ­და, მე ეს არ მინ­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და ნე­ბის­მი­ერ ოპო­ზი­ცი­ას მივ­მარ­თავ, გა­ერ­თი­ან­დით, მი­იყ­ვა­ნეთ საქ­მე ბო­ლომ­დე, მერე დას­ხე­დით და მო­ი­ლა­პა­რა­კეთ. ენა, აზ­როვ­ნე­ბა იმის­თვის არის. არ­ცერთ მათ­განს არ აკ­ლია არც ლო­გი­კა, არც გა­ნათ­ლე­ბა. ქვეყ­ნის­თვის იზ­რუ­ნეთ ხალ­ხო. ნამ­დვი­ლად ვიცი ერთი რამ, მიშა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ჩაბ­მას არ აპი­რებს, ჩვენ გვქონ­და ლა­პა­რა­კი, მე ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არას­დროს ვიქ­ნე­ბი, ძა­ლი­ან ნა­წყე­ნი ვარო“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის, ან სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 6 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა. სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 17:00 სა­ათ­ზე არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. პრო­ცეს­ზე მხა­რე­ე­ბი დას­კვნით სი­ტყვას წარ­მოთ­ქვა­მენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაბა
1

შენი შვილის დროს პატიმრებს კბილის ტკივილის ჩივილების გამო ცემდნენ და აწამებდნენ. ეს კარგად იცოდე მამავ. 

თავისუფლებამიშას
4

ქართველი ხალხის წამებისათვის მინიმალური სასჯელის მიცემისათვის რაც ოცნებამ გამოუტანა მიშას მის განთავისუფლებას ხალხი იმ შემთხვევაში დათანმხდება თუ მიშა შემოუტრიალდება მათ და ცოცხებიანი ციხიდან აღარასოდეს გამოუშვებს ამ კოჰაბიონისტ ხელისუფლებას

ავტორი:

"ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე... მიშამ მითხრა, ძალიან ნაწყენი ვარო" - ნიკოლოზ სააკაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე... მიშამ მითხრა, ძალიან ნაწყენი ვარო" - ნიკოლოზ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე, გიორგი არევაძეს მიმართავს, გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღოს და ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, რადგან თავად უთხრა, რომ "ძალიან ნაწყენია“.

"მინდა მივმართო, იფიქრეთ საქართველოზე. ღმერთმა არ ქნას მისი დაღუპვა და დაინვალიდება, ძალიან ბევრ უკუპროცესს გამოიწვევს. მაგალითად, მე რომ ვიყო დღეს რაღაც კომისიის თავმჯდომარე, ხელს მოვუწერდი მიშას კი არა, ნებისმიერს. ამ დროს, როდესაც ასეთი კაცი არის დასახსნელი, შინაურშიც უნდა იყოს ერთიანობა, ეს მწყინს, არის მე იქით, შენ იქით, შენ ის გინდა, მე ეს არ მინდა.

"ნაციონალურ მოძრაობას“ და ნებისმიერ ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე, მერე დასხედით და მოილაპარაკეთ. ენა, აზროვნება იმისთვის არის. არცერთ მათგანს არ აკლია არც ლოგიკა, არც განათლება. ქვეყნისთვის იზრუნეთ ხალხო. ნამდვილად ვიცი ერთი რამ, მიშა ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას არ აპირებს, ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, მე ქართულ პოლიტიკაში არასდროს ვიქნები, ძალიან ნაწყენი ვარო“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე არის ჩანიშნული. პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.