პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქული სერიალების ვარსკვლავი - ბრძოლა მავნე ჩვევასთან, საყვარელი ქალი და ათობით ჯილდო: ვინ არის ერკან პეტეკაია, რომელსაც ფანები თურქ რიჩარდ გირს უწოდებენ
თურქული სერიალების ვარსკვლავი - ბრძოლა მავნე ჩვევასთან, საყვარელი ქალი და ათობით ჯილდო: ვინ არის ერკან პეტეკაია, რომელსაც ფანები თურქ რიჩარდ გირს უწოდებენ

მა­ღა­ლი და ელე­გან­ტუ­რი, ბუ­ნე­ბით - ხა­ლი­სი­ა­ნი და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე კო­ლე­გე­ბის თქმით, მკაც­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი - ეს ერ­კან პე­ტე­კა­ი­აა, თურ­ქუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბი.

მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ამ­ჟა­მად ქარ­თულ არ­ხებ­ზე ორი სე­რი­ა­ლი "და­კარ­გუ­ლი დრო“ და "ნამ­სხვრე­ვე­ბი“ გა­დის. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მას თურ­ქულ რი­ჩარდ გი­რა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

პო­პუ­ლა­რო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოთხმოც­და­ა­თი­ან წლებ­ში მო­ი­პო­ვა. 2015 და 2016 წლებ­ში თურ­ქე­თის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის წო­დე­ბა მი­ი­ღო. 2018 წელს და­ჯილ­დოვ­და სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის ჯილ­დო­თი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ერ­კან პე­ტე­კა­ია ერ­თა­დერ­თი თურ­ქი არ­ტის­ტია, რო­მელ­საც 32 ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი სე­რი­ალ "და­კარ­გულ დრო­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის..

სი­მაღ­ლე­ში 1 მეტ­რი 89 სან­ტი­მეტ­რია, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში 52 წელი შე­უს­რულ­და. თა­ვი­სი ხან­გრძლი­ვი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ითა­მა­შა ათო­ბით პო­პუ­ლა­რულ თურ­ქულ ფილ­მსა და სე­რი­ალ­ში.

  • ერ­კან პე­ტე­კა­ი­ას ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა

მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი თურ­ქე­თის პა­ტა­რა ქა­ლაქ ჩერ­მიკ­ში და­ი­ბა­და. მალე ოჯახ­მა გა­და­წყვი­ტა პერ­სპექ­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სა­ძი­ებ­ლად ქა­ლაქ ან­კა­რა­ში გა­და­სუ­ლი­ყო. ბიჭი კარ­გად სწავ­ლობ­და, მაგ­რამ თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბა არა­სო­დეს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, პი­რი­ქით, თვლი­და, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დრა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, იცო­და, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა მისი ბედი იყო.

ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბი­სას მან მო­ა­ხერ­ხა თა­ვი­სი პა­ტა­რა პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლის მი­ღე­ბა. 1993 წელს, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სტამ­ბო­ლის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად თა­მა­შობ­და პა­ტა­რა რო­ლებს ფილ­მებ­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რო­ბა შორს იყო.

პირ­ვე­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო წარ­მა­ტე­ბა ერ­კან­თან 1998 წელს მო­ვი­და, რო­დე­საც მთა­ვა­რი როლი მი­ი­ღო სე­რი­ალ­ში "ნა­თე­ლი დღე­ე­ბი“. ერ­კან პე­ტე­კა­ი­ას სამ­სა­ხი­ო­ბო გზა გრძე­ლი და რთუ­ლი იყო, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. მომ­დევ­ნო წლებ­ში მთა­ვა­რი რო­ლის მი­ღე­ბა ვერ შეძ­ლო, მაგ­რამ მას ყო­ველ­თვის სთა­ვა­ზობ­დნენ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან რო­ლებს.

და აი, ისიც, დად­გა დრო, რო­დე­საც მისი ვარ­კვლა­ვი ამობრწყინ­და. 2008 წელს ერ­კან პა­ტე­კა­ი­ამ მი­ი­ღო მთა­ვა­რი როლი პო­პუ­ლა­რულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ალ­ში "და­კარ­გუ­ლი დრო“. სე­რი­ა­ლი ათე­უ­ლო­ბით ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნეს.

ამ როლს მოჰ­ყვა უამ­რა­ვი შე­თა­ვა­ზე­ბა. თა­მა­შობ­და რო­გორც და­დე­ბით, ისე უარ­ყო­ფით პერ­სო­ნა­ჟებს.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

2003 წელს მა­მა­კაც­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ქალი იპო­ვა. დი­დე­მა პე­ტე­კა­ია გახ­და ქალი, რო­მელ­მაც ერ­კანს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ. მსა­ხი­ო­ბი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხში­რად ჩნდე­ბა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

  • სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი

ერ­კან პე­ტე­კა­ია ცრუ­მორ­წმუ­ნეა და თი­ლის­მის სა­ხით, ყო­ველ­თვის ატა­რებს ბე­ჭედს, გიშ­რის თვლით.

და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ის მუდ­მი­ვად უარს ამ­ბობს ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის თა­მაშ­ზე. თუმ­ცა თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ფა­ნებ­მა იცი­ან, რომ ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბი თურ­ქულ სე­რი­ა­ლებ­ში კოც­ნას და ჩა­ხუ­ტე­ბას არ სცდე­ბა.

"ჩვენ მუ­სულ­მა­ნურ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და ჩვე­ნი წე­სე­ბი, რე­ლი­გია და ტრა­დი­ცია არ მაძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას, რომ გრძნო­ბე­ბი ყვე­ლას სა­ნა­ხა­ვად გა­მოვ­ხა­ტო...“- ამ­ბობს მა­მა­კა­ცი.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ მსა­ხი­ო­ბის ოჯა­ხი დან­გრე­ვის პი­რას იყო, რო­დე­საც ერ­კა­ნი ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და. სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ალ­კოჰოლ­სა და ოჯახს შო­რის მო­უ­წია და მავ­ნე სენი დაძ­ლია.

ავტორი:

თურქული სერიალების ვარსკვლავი - ბრძოლა მავნე ჩვევასთან, საყვარელი ქალი და ათობით ჯილდო: ვინ არის ერკან პეტეკაია, რომელსაც ფანები თურქ რიჩარდ გირს უწოდებენ

თურქული სერიალების ვარსკვლავი - ბრძოლა მავნე ჩვევასთან, საყვარელი ქალი და ათობით ჯილდო: ვინ არის ერკან პეტეკაია, რომელსაც ფანები თურქ რიჩარდ გირს უწოდებენ

მაღალი და ელეგანტური, ბუნებით - ხალისიანი და გადასაღებ მოედანზე კოლეგების თქმით, მკაცრი და სამართლიანი - ეს ერკან პეტეკაიაა, თურქული კინოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობი.

მისი მონაწილეობით ამჟამად ქართულ არხებზე ორი სერიალი "დაკარგული დრო“ და "ნამსხვრევები“ გადის. თაყვანისმცემლები მას თურქულ რიჩარდ გირადაც მოიხსენიებენ.

პოპულარობა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მოიპოვა. 2015 და 2016 წლებში თურქეთის საუკეთესო მსახიობის წოდება მიიღო. 2018 წელს დაჯილდოვდა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოთი ახლო აღმოსავლეთში. ერკან პეტეკაია ერთადერთი თურქი არტისტია, რომელსაც 32 ჯილდო აქვს მიღებული სერიალ "დაკარგულ დროში" შესრულებული როლისთვის..

სიმაღლეში 1 მეტრი 89 სანტიმეტრია, გასული წლის დეკემბერში 52 წელი შეუსრულდა. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ითამაშა ათობით პოპულარულ თურქულ ფილმსა და სერიალში.

  • ერკან პეტეკაიას ბავშვობა და ახალგაზრდობა

მომავალი მსახიობი თურქეთის პატარა ქალაქ ჩერმიკში დაიბადა. მალე ოჯახმა გადაწყვიტა პერსპექტიული ცხოვრების საძიებლად ქალაქ ანკარაში გადასულიყო. ბიჭი კარგად სწავლობდა, მაგრამ თავისი გარეგნობა არასოდეს აკმაყოფილებდა, პირიქით, თვლიდა, რომ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტზე ჩააბარა, იცოდა, რომ მსახიობობა მისი ბედი იყო.

ჯერ კიდევ სტუდენტობისას მან მოახერხა თავისი პატარა პირველი კინოროლის მიღება. 1993 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, სტამბოლის სახელმწიფო თეატრში დაიწყო მუშაობა. პარალელურად თამაშობდა პატარა როლებს ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში, მაგრამ პოპულარობა შორს იყო.

პირველი სამსახიობო წარმატება ერკანთან 1998 წელს მოვიდა, როდესაც მთავარი როლი მიიღო სერიალში "ნათელი დღეები“. ერკან პეტეკაიას სამსახიობო გზა გრძელი და რთული იყო, განსხვავებით სხვა ცნობილი ადამიანებისგან. მომდევნო წლებში მთავარი როლის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ მას ყოველთვის სთავაზობდნენ მეორეხარისხოვან როლებს.

და აი, ისიც, დადგა დრო, როდესაც მისი ვარკვლავი ამობრწყინდა. 2008 წელს ერკან პატეკაიამ მიიღო მთავარი როლი პოპულარულ სატელევიზიო სერიალში "დაკარგული დრო“. სერიალი ათეულობით ქვეყანაში აჩვენეს.

ამ როლს მოჰყვა უამრავი შეთავაზება. თამაშობდა როგორც დადებით, ისე უარყოფით პერსონაჟებს.

  • პირადი ცხოვრება

2003 წელს მამაკაცმა თავისი ცხოვრების ქალი იპოვა. დიდემა პეტეკაია გახდა ქალი, რომელმაც ერკანს მთელი ცხოვრება მიუძღვნა. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობენ. მსახიობი მეუღლესთან ერთად ხშირად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე.

  • საინტერესო ფაქტები

ერკან პეტეკაია ცრუმორწმუნეა და თილისმის სახით, ყოველთვის ატარებს ბეჭედს, გიშრის თვლით.

დაოჯახების შემდეგ ის მუდმივად უარს ამბობს ინტიმური სცენების თამაშზე. თუმცა თურქული სერიალების ფანებმა იციან, რომ ინტიმური სცენები თურქულ სერიალებში კოცნას და ჩახუტებას არ სცდება.

"ჩვენ მუსულმანურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი წესები, რელიგია და ტრადიცია არ მაძლევს იმის უფლებას, რომ გრძნობები ყველას სანახავად გამოვხატო...“- ამბობს მამაკაცი.

რამდენიმე წლის წინ მსახიობის ოჯახი დანგრევის პირას იყო, როდესაც ერკანი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. საბოლოოდ არჩევანის გაკეთება ალკოჰოლსა და ოჯახს შორის მოუწია და მავნე სენი დაძლია.