პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს!" - გია ვოლსკი
"თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს!" - გია ვოლსკი

რა­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვხე­დავთ, არის ის, რომ ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო რე­სურ­სი საკ­მა­რი­სია არა­თუ გა­და­არ­ჩი­ნოს მისი სი­ცო­ცხლე, არა­მედ ძა­ლი­ან მოკ­ლე ხან­ში გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლოს და ფეხ­ზე და­ა­ყე­ნოს - თუკი ვაჟ­კა­ცია, გა­უძ­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ სას­ჯელს და პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე შემ­დეგ გა­მო­ვი­დეს! - ეს გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ა­კე­თა.

ვოლ­სკის თქმით, ის, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­შე­მო ხდე­ბა, ბო­რო­ტუ­ლი პიარ-გეგ­მის ნა­წი­ლია, რაც იმით უნდა დაგ­ვირ­გვინ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია მოხ­დეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს და მე­ო­რე ფრონ­ტი გა­იხ­სნას.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს ბრმა ან მოქ­მე­დებ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რომ ეს ვერ და­ი­ნა­ხოს.

“რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად მი­დი­ო­დეს, რო­დე­საც მთა­ვა­რი ექი­მი აცხა­დებს, რომ პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლო­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა - ის უარს აცხა­დებს არა მხო­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, უარს აცხა­დებს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და უფრო მე­ტიც, გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს კუ­ჭის რე­ზექ­ცია, რამ­დე­ნი­მე დღეა შიმ­ში­ლობს და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნეკ­ნიც გა­მოჩ­ნდე­ბა და შე­იძ­ლე­ბა სხვა ძვა­ლიც გა­მო­უჩ­ნდეს. მთა­ვა­რია ის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ დიდ კა­ლა­თა­ში იკ­რი­ბე­ბა, რო­მელ­საც პიარ-თაღ­ლი­თო­ბა ჰქვია. ამა­ში უშ­ვე­ლე­ბე­ლი თან­ხაა გა­დახ­დი­ლი, ხოლო გა­დახ­დი­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ იბეჭ­დე­ბა სტა­ტი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ადა­მი­ა­ნი მო­წამ­ლუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი შე­იძ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა იყოს. მო­სა­მარ­თლის გა­და­სა­წყვე­ტია, რამ­დე­ნად კომ­პე­ტენ­ტუ­რია დას­კვნე­ბი, რო­მე­ლიც გან­სა­ხილ­ვე­ლად დევს. აქ პო­ლი­ტი­კუ­რი კარ­ნა­ხი ვერ იქ­ნე­ბა. მე­ში­ნია კი­დეც, რა­ი­მე ისე­თი გან­ცხა­დე­ბა არ გა­ვა­კე­თო, რომ სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლა და­მაბ­რა­ლონ, რისი რე­სურ­სიც პო­ლი­ტი­კურ გუნდს არ გა­აჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა არა­ვი­თარ ფა­ტა­ლურ შე­დე­გამ­დე არ მივა. ვოლ­სკიმ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი რომ ყო­ფი­ლი­ყო, იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის, რაც სა­ა­კაშ­ვილს და­უმ­ტკიც­და, ის 50-წლი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას მი­ი­ღებ­და.

“მთე­ლი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოც­ვა და ამა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი, სა­ა­კაშ­ვილს იქით­კენ უბიძ­გე­ბენ, რომ თავი და­ი­ზი­ა­ნოს. ხოლო თუკი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დად­გე­ბა, ამით ისარ­გებ­ლებს არა სა­ხელ­მწი­ფო და მმარ­თვე­ლი ჯგუ­ფი, არა­მედ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი არ გა­აჩ­ნია, გარ­და იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად იყოს და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეთ და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. ასე­თია რე­ა­ლო­ბა. არის მე­ო­რე რე­ა­ლო­ბაც - თუკი ადა­მი­ა­ნი არ ჭამს, თუკი ადა­მი­ა­ნი აცხა­დებს, რომ მო­წამ­ლუ­ლია და უარს ამ­ბობს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, თუკი ადა­მი­ანს გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს კუ­ჭის რე­ზექ­ცია და არ მიჰ­ყვე­ბა და­ნიშ­ნუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს, რა საკ­ვირ­ვე­ლია, ის კარ­გად ვერ იქ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ არის ჰოს­პი­ტალ­ში.

ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ჯან­დაც­ვამ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე უზ­რუნ­ველ­ყოს.

მის­მა გუნ­დმა - კლო­უ­ნის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა რევ­კომ­მა კი და­სა­ხოს გეგ­მე­ბი და თუკი რე­სურ­სი აქვთ, არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვოს და არ­ჩევ­ნე­ბის გზით მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. მერე უნდა სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და რაც უნდა ის ქნან, თუმ­ცა ეს არ მოხ­დე­ბა, რად­გან ხა­ბე­იშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ აჯო­ბე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გ 55
2

ვაჟკაცობა სულ სხვა თვისებაა, პოლიტიკოსობა და გამბედაობა სულ სხვა. მე არ ვარ ნაცი მაგრამ, 2003 წლს, რომ არა მიშას პრინციპულობა დღეს ისევ 8 ლარიან პენსიაზე ვიქნებოდით, უშუქობაში და ორმოებიან გზაზე მათხოვარი ღიპიანი ГАИშნიკებით. 

დათო
5

ვაჟკაცი არა.... ვნახეთ გორში რა ვაჟკაცი არის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს!" - გია ვოლსკი

"თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს!" - გია ვოლსკი

რასაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ის, რომ ჩვენი სამედიცინო რესურსი საკმარისია არათუ გადაარჩინოს მისი სიცოცხლე, არამედ ძალიან მოკლე ხანში გამოაჯანმრთელოს და ფეხზე დააყენოს - თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, ის, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო ხდება, ბოროტული პიარ-გეგმის ნაწილია, რაც იმით უნდა დაგვირგვინდეს, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს, ხელისუფლება შეიცვალოს და მეორე ფრონტი გაიხსნას.

მისივე განცხადებით, ადამიანი უნდა იყოს ბრმა ან მოქმედებდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ ეს ვერ დაინახოს.

“როგორ შეიძლება მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიდიოდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი მკურნალობას არ ექვემდებარება - ის უარს აცხადებს არა მხოლოდ მკურნალობაზე, უარს აცხადებს ექსპერტიზაზე და უფრო მეტიც, გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია, რამდენიმე დღეა შიმშილობს და რასაკვირველია, ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება სხვა ძვალიც გამოუჩნდეს. მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი ერთ დიდ კალათაში იკრიბება, რომელსაც პიარ-თაღლითობა ჰქვია. ამაში უშველებელი თანხაა გადახდილი, ხოლო გადახდილი თანხის სანაცვლოდ იბეჭდება სტატიები იმის შესახებ, რომ ადამიანი მოწამლულია. აქედან გამომდინარე, რეალური სურათი შეიძლება აბსოლუტურად სხვა იყოს. მოსამართლის გადასაწყვეტია, რამდენად კომპეტენტურია დასკვნები, რომელიც განსახილველად დევს. აქ პოლიტიკური კარნახი ვერ იქნება. მეშინია კიდეც, რაიმე ისეთი განცხადება არ გავაკეთო, რომ სასამართლოზე ზეწოლა დამაბრალონ, რისი რესურსიც პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ქართული ოცნების“ დეპუტატი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არავითარ ფატალურ შედეგამდე არ მივა. ვოლსკიმ აღნიშნა ისიც, რომ თავად სააკაშვილის რეჟიმი რომ ყოფილიყო, იმ დანაშაულებისთვის, რაც სააკაშვილს დაუმტკიცდა, ის 50-წლიან თავისუფლების აღკვეთას მიიღებდა.

“მთელი მისი პოლიტიკური გარემოცვა და ამაში ოჯახის წევრებიც არიან ჩართული, სააკაშვილს იქითკენ უბიძგებენ, რომ თავი დაიზიანოს. ხოლო თუკი ფატალური შედეგი დადგება, ამით ისარგებლებს არა სახელმწიფო და მმართველი ჯგუფი, არამედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არავითარი რესურსი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება ცუდად იყოს და რაც შეიძლება მეტი პრეტენზია ჰქონდეთ დასავლელ პარტნიორებს ხელისუფლების მიმართ. ასეთია რეალობა. არის მეორე რეალობაც - თუკი ადამიანი არ ჭამს, თუკი ადამიანი აცხადებს, რომ მოწამლულია და უარს ამბობს ექსპერტიზაზე, თუკი ადამიანს გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია და არ მიჰყვება დანიშნული მკურნალობის კურსს, რა საკვირველია, ის კარგად ვერ იქნება. სწორედ ამიტომ არის ჰოსპიტალში.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანდაცვამ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზრუნველყოს.

მისმა გუნდმა - კლოუნის მიერ ჩამოყალიბებულმა რევკომმა კი დასახოს გეგმები და თუკი რესურსი აქვთ, არჩევნებში გაიმარჯვოს და არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში. მერე უნდა სააკაშვილი გაათავისუფლოს და რაც უნდა ის ქნან, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან ხაბეიშვილები საქართველოს საზოგადოებას ვერ აჯობებენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.