პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მენჯი: უნიკალური წყლებით ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი განადგურებულია - "ჯერ სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა და შემდეგ ივანიშვილი გვპირდებოდა აღდგენას, მაგრამ..."
მენჯი: უნიკალური წყლებით ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი განადგურებულია - "ჯერ სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა და შემდეგ ივანიშვილი გვპირდებოდა აღდგენას, მაგრამ..."

"წყა­ლი წი­ვის და ალ­დე­ბა... სა­ნა­ტო­რი­უ­მი ძვე­ლი რო­მის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბით იყო აგე­ბუ­ლი...ქა­ლაქ სი­ე­ნას სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ჭერი იტა­ლი­ა­ში, რომ­ლის ანა­ლო­გი­ი­თაც შე­იქ­მნა კუ­რორტ მენ­ჯის სა­ნა­ტო­რი­უ­მის გუმ­ბა­თი... თა­ვის მხრივ, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს სტი­ლი ან­ტი­კუ­რი რო­მი­დან (რო­მის პან­თე­ო­ნი) მო­დის" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ედი­შერ ბა­ღა­თუ­რია. მის პოსტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა...

  • მენ­ჯი მეგ­რუ­ლი სი­ტყვაა და მეგ­რუ­ლად მჟა­ვე წყლებს ნიშ­ნავს. ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის მენ­ჯის მშე­ნებ­ლო­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში 1938 წელს და­ი­წყო... შემ­დეგ იყო თვალ­წარმ­ტა­ცი, ტუ­რიზ­მის ქა­ლა­ქი და უამ­რა­ვი და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მენ­ჯში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თხუთ­მე­ტი­ვე რეს­პუბ­ლი­კი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სამ­კურ­ნა­ლოდ.. ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ვე­სა­უბ­რეთ...

ის­ტო­რი­კო­სი სე­ნა­კი­დან ნა­თია და­ვი­თა­ია:

- მენ­ჯის სა­ნა­ტო­რი­უ­მის ნან­გრე­ვებ­შიც კი ჩანს შე­ნო­ბე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბა! რო­მა­უ­ლი ან­ტი­კუ­რი ხა­ნის კულ­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბია გად­მო­ტა­ნი­ლი შე­ნო­ბის აგე­ბი­სას. ვი­ცით, თუ რო­გო­რი პომ­პე­ზუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებ­დათ კო­მუ­ნის­ტებს და აქაც კარ­გად ჩანს ეს ყვე­ლა­ფე­რი. რო­მა­უ­ლი კულ­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბის გად­მო­ტა­ნით სა­კუ­თარ პომ­პე­ზუ­რო­ბას უს­ვამ­დნენ ხაზ­სო, ასეა ცნო­ბი­ლი. მენ­ჯის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის სა­ნა­ტო­რი­უ­მი მარ­თლაც ბრწყინ­ვა­ლე ნა­გე­ბო­ბაა! მე ერთი წლის წინ გახ­ლდით და გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი - ნან­გრე­ვებ­შიც რო­გო­რი დი­დე­ბუ­ლე­ბაა...

მენ­ჯის სა­ნა­ტო­რი­უ­მი - ფოტო: ედი­შერ ბა­ღა­თუ­რია

- რო­დის და­არ­სდა ეს კუ­რორ­ტი?

- მენჯს 1938 წელს მი­ე­ნი­ჭა სა­კავ­ში­რო კუ­რორ­ტის წო­დე­ბა, შენ­დე­ბო­და 1920-30-იან წლებ­ში. ერთ და ორ წელ­ში ვერ აშენ­დე­ბო­და ასე­თი კუ­რორ­ტი... მენ­ჯში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თხუთ­მე­ტი­ვე რეს­პუბ­ლი­კი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სამ­კურ­ნა­ლოდ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მხო­ლოდ სე­ზო­ნუ­რი კუ­რორ­ტი არ იყო, წლის ოთხი­ვე სე­ზონ­ზე ხალ­ხი აქ­ტი­უ­რად მო­ე­დი­ნე­ბო­და... სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მენჯს დამ­სვე­ნებ­ლებ­მა და სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­სულ­მა ხალ­ხმა "ყა­ვარ­ჯნე­ბის სა­მა­რე" უწო­და. ძი­რი­თა­დად სახ­სრე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ყა­ვარ­ჯნე­ბით და უკან წა­სას­ვლე­ლად ყა­ვარ­ჯნე­ბი აღარ სჭირ­დე­ბო­დათ, აქ ტო­ვებ­დნენ. მენ­ჯში უნი­კა­ლუ­რი წყლე­ბია, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რე­ბი იკ­ვლევ­დნენ და ლატ­ვი­ელ მეც­ნი­ერს რო­ბერტს კუ­პცისს მენ­ჯის­თვის - სა­ქარ­თვე­ლოს მა­ცეს­ტა უწო­დე­ბია. მა­ცეს­ტა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი კუ­რორ­ტია სოჭთან ახ­ლოს, მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის.

- რო­დის და რა­ტომ იქცა ნან­გრე­ვე­ბად ეს უნი­კა­ლუ­რი კუ­რორ­ტი?

- 1999 წელს და­ვი­ბა­დე და სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვეს­წა­რი ამ ად­გი­ლის ძვე­ლი დი­დე­ბით ხილ­ვას, მაგ­რამ ის რაც იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი, თა­ვი­დან­ვე მან­ცვიფ­რებ­და და აღ­მაფრ­თო­ვა­ნებ­და.. ბავ­შვო­ბი­დან მუდ­მი­ვად მქონ­და გან­ცდა, რომ აქ სხვა სული სუ­ფევ­და, რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ახლა ვხვდე­ბი, რომ ეს სა­ნა­ტო­რი­უ­მის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტით ხდე­ბო­და. თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით ძა­ლი­ან ჰგავს რო­მა­ულ არ­ქი­ტექ­ტუ­რას, რომ­ში ერთ-ერთი წარ­მარ­თუ­ლი ტა­ძა­რია, შემ­დეგ ის ქრის­ტი­ა­ნუ­ლად გა­და­ა­კე­თეს... და აი, ახლა სი­ტუ­ა­ცია მკვეთ­რად არის შეც­ვლი­ლი, რად­გან დრო-ჟამი ყო­ვე­ლი­ვეს მუსრს ავ­ლებს.

რო­გორც ჩანს, ყვე­ლაფ­რის აღ­დგე­ნა ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.. სა­ნა­ტო­რი­უმ­ში, სა­დაც დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, დღემ­დე აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი არი­ან შე­სახ­ლე­ბუ­ლი... დღეს მენ­ჯში ად­გილ­ზე არა­ნა­ი­რი ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბე­ბი არ არის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ ჭა­ბურ­ღი­ლე­ბი ჩვე­უ­ლი­სა­მებრ ხელ­მი­საწ­ვდო­მია. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და მო­აქვთ წყლე­ბი, ვინც იცის, რამ­დე­ნად უნი­კა­ლუ­რი, სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს.

შო­თი­კო ყუ­რუა, ფი­ლო­ლო­გი მენ­ჯი­დან:

- დღეს შე­მორ­ჩე­ნი­ლია მთა­ვა­რი ბირ­თვი, რო­მე­ლიც კუ­რორ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რით არის და­შო­რე­ბუ­ლი, ეს გახ­ლავთ ის ცნო­ბი­ლი გო­გირ­დო­ვა­ნი წყა­ლი, რომ­ლის გა­მოც ხალ­ხი მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან ჩა­მო­დი­ო­და. ამ წყლის სა­თა­ვე დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია და სწო­რედ იმ ად­გილ­ზე­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა დამ­სვე­ნებ­ლე­ბის, ავად­მყო­ფე­ბის მი­ღე­ბა. ძი­რი­თად ნა­წილს ხან­დაზ­მუ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან მათ გა­უ­გი­ათ ამ წყლის სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სამ­ჩნე­ვია ნა­კა­დის მომძლავ­რე­ბა, რაც მი­ა­ნიშ­ნებს წყლის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, იმ კონ­კრე­ტულ ად­გილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ო­და! მახ­სოვს ბავ­შვო­ბა­ში ერ­თმა თა­ნა­სოფ­ლელ­მა ქალ­მა, ნა­თე­ლა ვარ­თა­გა­ვამ ჩა­მო­კი­და კარი, რათა სა­ქო­ნელს არ და­ე­ბინ­ძუ­რე­ბი­ნა ეს ად­გი­ლი. გულ­ბო­რო­ტი და შუ­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი წყლის მთა­ვარ მილს ხში­რად ქვე­ბით ავ­სებ­დნენ. დღეს ასე თუ ისე, იქ აბა­ნოს მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ო­ცა­რი ამ წყალ­ში ის არის, რომ ის წი­ვის, ალ­დე­ბა - ეს კი ბევ­რს აღაფრ­თო­ვა­ნებს. მენ­ჯში კი­დევ რამ­დე­ნი­მე წყა­როა, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის.

პი­რა­დად მე არას­დროს ვარ ნამ­ყო­ფი სო­ხუმ­ში, მაგ­რამ ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მენ­ჯი ძა­ლი­ან ჰგავს სო­ხუმს! შეგ­ვიძ­ლია ტუ­რის­ტე­ბად ჩავ­თვა­ლოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­კურ­ნა­ლოდ მო­დი­ან და სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­ში რჩე­ბი­ან. ერ­თგან ძა­ლი­ან მდუ­ღა­რე წყა­ლიც მოჩ­ქეფს, რო­მელ­შიც თითს ვერ ჩა­ყოფთ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ცხე­ლი წყა­ლი მდი­ნა­რე­ში უაზ­როდ იღ­ვრე­ბო­და. შემ­დეგ კი ის გა­მო­ი­ყე­ნეს სათ­ბუ­რე­ბის გა­სათ­ბო­ბად. ჩვე­ნი სოფ­ლის 2 ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა ცდი­ლობ­და ამ ად­გი­ლის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას: ერთ-ერ­თია თა­თია ნა­ჭყე­ბია და მე­ო­რე ირი­ნა სა­ლა­ყა­ია, რო­მელ­მაც სწო­რედ მენ­ჯის ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორტზე და­წე­რა სა­ბა­კა­ლავ­რო ნაშ­რო­მი თბი­ლი­სის ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

ფოტო: ედი­შერ ბა­ღა­თუ­რია

- რო­გორც ვიცი ტენ­დე­რია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შე­სა­ძე­ნად...

- ტენ­დე­რი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ამ ად­გი­ლის შეს­ყიდ­ვი­სათ­ვის. ასე­ვე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რო­ბი­სას და მა­ნამ­დეც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­შიც, ჩი­ნე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე გვეწ­ვივ­ნენ, ჯერ უშე­დე­გოდ!

მენ­ჯის ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი იზოლ­და სუ­ორ­დია:

- მენ­ჯი წარ­სულ­ში რეს­პუბ­ლი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის კუ­რორ­ტი იყო, ხალ­ხში ყა­ვარ­ჯნე­ბის სა­საფ­ლა­ოდ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ... მენ­ჯის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­წის წი­ა­ღი­დან ბუ­ნებ­რი­ვი დი­ნე­ბით ამო­ე­დი­ნე­ბა გო­გირდ-წყალ­ბა­დო­ვა­ნი წყლე­ბი, რომ­ლის სამ­კურ­ნა­ლო ღირ­სე­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს დიდი ნა­წი­ლის­თვის იყო ცნო­ბი­ლი. დღეს კუ­რორ­ტი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, 90-იანი წლე­ბის ცნო­ბილ მოვ­ლე­ნებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სრუ­ლი­ად შე­ე­წი­რა. თუმ­ცა სამ­კურ­ნა­ლო წყლებს დღე­საც სტუმ­რო­ბენ ამ წყლის თვი­სე­ბე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აბა­ზა­ნებს პრი­მი­ტი­უ­ლად აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბა­ში იღე­ბენ და ბი­ნად ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან რჩე­ბი­ან. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს ამ­გვა­რი ღირ­სე­ბის მქო­ნე წყლის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლია და უმი­ზე­ზოდ მდი­ნა­რე ცივ­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა. სო­ფელ მენ­ჯში მდი­ნა­რე ცი­ვის ხე­ო­ბა­ში აგ­რეთ­ვე მო­ე­დი­ნე­ბა ცხე­ლი გო­გირ­დო­ვა­ნი წყა­ლი, რო­მელ­საც კა­ნის და­ა­ვა­დე­ბებ­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. თუმ­ცა მათ სათ­ბუ­რე­ბის გა­სათ­ბო­ბად, ბოსტნე­უ­ლის მო­საყ­ვა­ნად იყე­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
0

კარგი მყიდველი უნდა მაგას, ვინც გააკეთებს და უპატროენებს..

აბა ჰე...
1

მოკლედ ახლა ვისაც არ ეზარება ხმა აქვთ ამოღებული და ყველაფერს ივანიშვილს სთხოვენ ან აბრალებენ. ამ ადამიანმა იმდენი გააკეთა და მაინც უმადურები ხართ. სააკაშვილის დროს, არაფერი არ აშენებულა და არ გაკეთებულა, პირიქით დაანგრია ქვეყანა, მაშინ ხმას ხომ არ ამოიღებდით? ჰოოოო, იმიტომ რომ მაშინ მოვიდოდნენ ცუდი ბიძიები იმ კასტილიანი კაცის მეთაურობით და გცემდნენ კარგად, ან ციხეში ჩაგსვამდნენ ან საერთოდ რასხოდში გაგიშვებდნენ. ხომ ასეა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

მენჯი: უნიკალური წყლებით ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი განადგურებულია - "ჯერ სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა და შემდეგ ივანიშვილი გვპირდებოდა აღდგენას, მაგრამ..."

მენჯი: უნიკალური წყლებით ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი განადგურებულია - "ჯერ სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა და შემდეგ ივანიშვილი გვპირდებოდა აღდგენას, მაგრამ..."

"წყალი წივის და ალდება... სანატორიუმი ძველი რომის არქიტექტურის ელემენტებით იყო აგებული...ქალაქ სიენას საკათედრო ტაძრის ჭერი იტალიაში, რომლის ანალოგიითაც შეიქმნა კურორტ მენჯის სანატორიუმის გუმბათი... თავის მხრივ, ბუნებრივია, ეს სტილი ანტიკური რომიდან (რომის პანთეონი) მოდის" - წერს სოციალურ ქსელში ედიშერ ბაღათურია. მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

  • მენჯი მეგრული სიტყვაა და მეგრულად მჟავე წყლებს ნიშნავს. ბალნეოლოგიური კურორტის მენჯის მშენებლობა სამეგრელოში 1938 წელს დაიწყო... შემდეგ იყო თვალწარმტაცი, ტურიზმის ქალაქი და უამრავი დასაქმებული ადამიანი. მენჯში საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ.. ბალნეოლოგიური კურორტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრეთ...

ისტორიკოსი სენაკიდან ნათია დავითაია:

- მენჯის სანატორიუმის ნანგრევებშიც კი ჩანს შენობების უნიკალურობა! რომაული ანტიკური ხანის კულტურის ელემენტებია გადმოტანილი შენობის აგებისას. ვიცით, თუ როგორი პომპეზურობა ახასიათებდათ კომუნისტებს და აქაც კარგად ჩანს ეს ყველაფერი. რომაული კულტურის ელემენტების გადმოტანით საკუთარ პომპეზურობას უსვამდნენ ხაზსო, ასეა ცნობილი. მენჯის ბალნეოლოგიური კურორტის სანატორიუმი მართლაც ბრწყინვალე ნაგებობაა! მე ერთი წლის წინ გახლდით და განცვიფრებული ვიყავი - ნანგრევებშიც როგორი დიდებულებაა...

მენჯის სანატორიუმი - ფოტო: ედიშერ ბაღათურია

- როდის დაარსდა ეს კურორტი?

- მენჯს 1938 წელს მიენიჭა საკავშირო კურორტის წოდება, შენდებოდა 1920-30-იან წლებში. ერთ და ორ წელში ვერ აშენდებოდა ასეთი კურორტი... მენჯში საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ მთელი წლის განმავლობაში. მხოლოდ სეზონური კურორტი არ იყო, წლის ოთხივე სეზონზე ხალხი აქტიურად მოედინებოდა... საინტერესოა, რომ მენჯს დამსვენებლებმა და სამკურნალოდ ჩამოსულმა ხალხმა "ყავარჯნების სამარე" უწოდა. ძირითადად სახსრების სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ ყავარჯნებით და უკან წასასვლელად ყავარჯნები აღარ სჭირდებოდათ, აქ ტოვებდნენ. მენჯში უნიკალური წყლებია, რომელსაც მეცნიერები იკვლევდნენ და ლატვიელ მეცნიერს რობერტს კუპცისს მენჯისთვის - საქართველოს მაცესტა უწოდებია. მაცესტა, მოგეხსენებათ, ძალიან ცნობილი კურორტია სოჭთან ახლოს, მსოფლიო მნიშვნელობის.

- როდის და რატომ იქცა ნანგრევებად ეს უნიკალური კურორტი?

- 1999 წელს დავიბადე და სამწუხაროდ, ვერ მოვესწარი ამ ადგილის ძველი დიდებით ხილვას, მაგრამ ის რაც იყო შემორჩენილი, თავიდანვე მანცვიფრებდა და აღმაფრთოვანებდა.. ბავშვობიდან მუდმივად მქონდა განცდა, რომ აქ სხვა სული სუფევდა, რაღაც განსხვავებული და ახლა ვხვდები, რომ ეს სანატორიუმის არქიტექტურული გადაწყვეტით ხდებოდა. თუ კარგად დავაკვირდებით ძალიან ჰგავს რომაულ არქიტექტურას, რომში ერთ-ერთი წარმართული ტაძარია, შემდეგ ის ქრისტიანულად გადააკეთეს... და აი, ახლა სიტუაცია მკვეთრად არის შეცვლილი, რადგან დრო-ჟამი ყოველივეს მუსრს ავლებს.

როგორც ჩანს, ყველაფრის აღდგენა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.. სანატორიუმში, სადაც დამსვენებლები ჩამოდიოდნენ, დღემდე აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებული... დღეს მენჯში ადგილზე არანაირი ხელშემწყობი პირობები არ არის მკურნალობისთვის, მაგრამ ჭაბურღილები ჩვეულისამებრ ხელმისაწვდომია. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან ადამიანები და მოაქვთ წყლები, ვინც იცის, რამდენად უნიკალური, სამკურნალო თვისებები აქვს.

შოთიკო ყურუა, ფილოლოგი მენჯიდან:

- დღეს შემორჩენილია მთავარი ბირთვი, რომელიც კურორტიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული, ეს გახლავთ ის ცნობილი გოგირდოვანი წყალი, რომლის გამოც ხალხი მოკავშირე რესპუბლიკებიდან ჩამოდიოდა. ამ წყლის სათავე დღემდე შემორჩენილია და სწორედ იმ ადგილზევე ხორციელდება დამსვენებლების, ავადმყოფების მიღება. ძირითად ნაწილს ხანდაზმულები წარმოადგენენ, რადგან მათ გაუგიათ ამ წყლის საოცარი თვისებების შესახებ. დროთა განმავლობაში შესამჩნევია ნაკადის მომძლავრება, რაც მიანიშნებს წყლის სამკურნალო თვისებების ჭეშმარიტებაში. სამწუხაროდ, იმ კონკრეტულ ადგილს წლების განმავლობაში არანაირი ყურადღება არ ექცეოდა! მახსოვს ბავშვობაში ერთმა თანასოფლელმა ქალმა, ნათელა ვართაგავამ ჩამოკიდა კარი, რათა საქონელს არ დაებინძურებინა ეს ადგილი. გულბოროტი და შურიანი ადამიანები წყლის მთავარ მილს ხშირად ქვებით ავსებდნენ. დღეს ასე თუ ისე, იქ აბანოს მიღება შესაძლებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საოცარი ამ წყალში ის არის, რომ ის წივის, ალდება - ეს კი ბევრს აღაფრთოვანებს. მენჯში კიდევ რამდენიმე წყაროა, რომელთა შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის.

პირადად მე არასდროს ვარ ნამყოფი სოხუმში, მაგრამ ხშირად მეუბნებიან, რომ მენჯი ძალიან ჰგავს სოხუმს! შეგვიძლია ტურისტებად ჩავთვალოთ ის ადამიანები, რომლებიც სამკურნალოდ მოდიან და საოჯახო სასტუმროებში რჩებიან. ერთგან ძალიან მდუღარე წყალიც მოჩქეფს, რომელშიც თითს ვერ ჩაყოფთ. წლების განმავლობაში ეს ცხელი წყალი მდინარეში უაზროდ იღვრებოდა. შემდეგ კი ის გამოიყენეს სათბურების გასათბობად. ჩვენი სოფლის 2 ძალიან კარგი ახალგაზრდა ცდილობდა ამ ადგილის პოპულარიზებას: ერთ-ერთია თათია ნაჭყებია და მეორე ირინა სალაყაია, რომელმაც სწორედ მენჯის ბალნეოლოგიურ კურორტზე დაწერა საბაკალავრო ნაშრომი თბილისის ეროვნულ უნივერსიტეტში.

ფოტო: ედიშერ ბაღათურია

- როგორც ვიცი ტენდერია გამოცხადებული შესაძენად...

- ტენდერი გამოცხადებულია ამ ადგილის შესყიდვისათვის. ასევე გიორგი გახარიას პრემიერობისას და მანამდეც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობაშიც, ჩინელი ინვესტორები რამდენჯერმე გვეწვივნენ, ჯერ უშედეგოდ!

მენჯის ბიბლიოთეკის თანამშრომელი იზოლდა სუორდია:

- მენჯი წარსულში რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტი იყო, ხალხში ყავარჯნების სასაფლაოდ მოიხსენიებდნენ... მენჯის ტერიტორიაზე მიწის წიაღიდან ბუნებრივი დინებით ამოედინება გოგირდ-წყალბადოვანი წყლები, რომლის სამკურნალო ღირსებები მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის იყო ცნობილი. დღეს კურორტი არ ფუნქციონირებს, 90-იანი წლების ცნობილ მოვლენებს ინფრასტრუქტურა სრულიად შეეწირა. თუმცა სამკურნალო წყლებს დღესაც სტუმრობენ ამ წყლის თვისებების უნიკალურობაში დარწმუნებული დამსვენებლები, რომლებიც აბაზანებს პრიმიტიულად აშენებულ შენობაში იღებენ და ბინად ადგილობრივ მოსახლეობასთან რჩებიან. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამგვარი ღირსების მქონე წყლის პოტენციალი გამოუყენებელია და უმიზეზოდ მდინარე ცივში ჩაედინება. სოფელ მენჯში მდინარე ცივის ხეობაში აგრეთვე მოედინება ცხელი გოგირდოვანი წყალი, რომელსაც კანის დაავადებებზე გამოიყენებენ. თუმცა მათ სათბურების გასათბობად, ბოსტნეულის მოსაყვანად იყენებენ.