პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მაგარი პროექტი იქნება, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება" - რას აცხადებს კალაძე "ლაგუნა ვერეზე“
"ძალიან მაგარი პროექტი იქნება, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება" - რას აცხადებს კალაძე "ლაგუნა ვერეზე“

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ლა­გუ­ნა ვე­რეს“ პრო­ექტს ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად იყე­ნე­ბენ. რო­გორც მან დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, მთლი­ა­ნად შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა "ლა­გუ­ნა ვე­რეს“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სა­ბო­ლო­ოდ, ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა.

"მეს­მის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­აქ­ცია. ამის მი­ზე­ზიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია ყვე­ლას­თვის, მაგ­რამ ფაქ­ტი არის ის, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის, რად­გან ეს თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლია. რა თქმა უნდა, არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს, თუ რო­გორ არის დღეს არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს, ძა­ლი­ან მა­გა­რი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა. დე­და­ქა­ლაქ­ში მი­ზი­დუ­ლო­ბის ახა­ლი ცენ­ტრი გაჩ­ნდე­ბა. ჩვენ ასე­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მი­ვე­სალ­მე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მთლი­ა­ნად ნარ­ჩუნ­დე­ბა "ლა­გუ­ნა ვე­რეს“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მე­ტიც, ტე­რი­ტო­რია სა­კუთ­რე­ბა­ში გად­მო­ე­ცე­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუს“ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის“,-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი აბ­რე­შუ­მის ქარ­ხნის ძვე­ლი შე­ნო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

"არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დგას აბ­რე­შუ­მის ქარ­ხნის ძვე­ლი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, არ არის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი, თუმ­ცა ქმნის თბი­ლი­სის ერთ-ერთ ის­ტო­რი­ულ სა­ხეს, შე­სა­ბა­მი­სად, და­გეგ­მა­რე­ბი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა და ეს შე­ნო­ბა არა მარ­ტო შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, არა­მედ შე­ერ­წყმე­ბა და­გეგ­მილ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის სა­ხით“,-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.myquiz

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
6

სააკაშვილმა რაც წაართვა ხალხს ისიც არ დაუბრუნებია კარგად გვახსოვს თაბუკაშვილის ქუჩაზე რა უქნეს ხალხს.მახსოვე ერთი ჩაწოლილი მოხუცი ქალი საწოლზე მწოლიარე გამოიტანეს სახლიდან 

იოსკა
2

ჩემს საკუთრებაში,რომ ჩემი მიზიდულობის ცენტრი შევქმნა თუნდაც დროებითი კონსტრუქციის ჩადგმით იმის საშუალებას მე რატომ არ მაძლევ?

ავტორი:

"ძალიან მაგარი პროექტი იქნება, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება" - რას აცხადებს კალაძე "ლაგუნა ვერეზე“

"ძალიან მაგარი პროექტი იქნება, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება" - რას აცხადებს კალაძე "ლაგუნა ვერეზე“

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, "ლაგუნა ვერეს“ პროექტს ანგაჟირებული ადამიანები პოლიტიკურად იყენებენ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შემდეგ, მთლიანად შენარჩუნდება "ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და საბოლოოდ, ძალიან კარგი პროექტი იქნება.

"მესმის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია. ამის მიზეზიც აბსოლუტურად გასაგებია ყველასთვის, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ეს თბილისის ცენტრალური ნაწილია. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია. რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. ჩვენ ასეთი პროექტის განხორციელებას მივესალმებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება "ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა, მეტიც, ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ტერიტორიაზე განთავსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა შენარჩუნდება.

"არსებულ ტერიტორიაზე დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც მართალია, არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა ქმნის თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ სახეს, შესაბამისად, დაგეგმარებისას გაითვალისწინეს არსებული გარემოება და ეს შენობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას და განხორციელდება კონკრეტული პროექტის სახით“,-განაცხადა კალაძემ.myquiz