მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად იქცა: "ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" - რა განაცხადეს ალიევმა და ღარიბაშვილმა დავოსში?
ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად იქცა: "ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" - რა განაცხადეს ალიევმა და ღარიბაშვილმა დავოსში?

მიგ­ვაჩ­ნია, რომ უფრო მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უნდა გვქონ­დეს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, კავ­კა­სი­ა­სა და ევ­რო­პა­ში, რათა აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ოთ სა­ბა­ჟო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე, რომ ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პით ვი­მუ­შა­ოთ და ტა­რი­ფე­ბის პო­ლი­ტი­კაც შე­ჯე­რე­ბუ­ლი გვქონ­დეს , - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა და­ვოს­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი შუა დე­რეფ­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ზე - "რო­გორ იქცა ევ­რა­ზი­ის შუა დე­რე­ფა­ნი ბი­ლი­კი­დან გზატ­კე­ცი­ლად" . დის­კუ­სი­ა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ყვე­ლა სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტი მზა­დაა აზერ­ბა­ი­ჯან­ში, რომ მეტი ტვირთბ­რუნ­ვა გა­ა­ტა­როს და სა­მიზ­ნე 25 მლნ ტო­ნაა.

"შუა დე­რეფ­ნის ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა ის გახ­ლავთ, რომ ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, დიდ პრო­ექტს ქმნი­ან და ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვთ. ეს არის წარ­მა­ტე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის კონ­ტექ­სტში. აზერ­ბა­ი­ჯანს უბრწყინ­ვა­ლე­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს მე­ზობ­ლებ­თან: და­სავ­ლე­თით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და თურ­ქეთ­თან, აღ­მო­სავ­ლე­თით კი ცენ­ტრა­ლურ აზი­ას­თან. ბუ­ნებ­რი­ვად ვართ ხიდი აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის, ბოლო წლებ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში დიდი კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბა გვაქვს. ასე­ვე, უნდა ით­ქვას, რომ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტი მზა­დაა აზერ­ბა­ი­ჯან­ში, რომ მეტი ტვირთბ­რუნ­ვა მი­ი­ღოს და გა­ა­ტა­როს. 15 მი­ლი­ო­ნი ტო­ნაა ჩვე­ნი პორ­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამას ვა­ფარ­თო­ებთ და ბი­უ­ჯეტ­ში თან­ხე­ბი უკვე გავ­წე­რეთ - 25 მლნ ტონა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­მიზ­ნე. გვინ­და, კი­დევ უფრო მეტი სა­ქონ­ლის გა­ტა­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ, რად­გან ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი მარ­შრუ­ტით აღარ წარ­მო­ებს.

უკვე ვნა­ხეთ, რომ ჩვენ­კენ დიდი მო­ცუ­ლო­ბის ტვირ­თი წა­მო­ვი­და, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­სა­წყი­სია ამ პრო­ცე­სის. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე წლი­დან და­ვი­წყეთ ნავ­თო­ბის ტრან­ზი­ტუ­ლი გა­ტა­რე­ბა ყა­ზა­ხე­თი­დან არა მხო­ლოდ თურ­ქმე­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ დე­რე­ფანს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს ჰიდ­რო ნახ­შირ­ბა­დის გა­ტა­რე­ბის. ამი­ტომ მიგ­ვაჩ­ნია, რომ უფრო მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უნდა გვქონ­დეს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, კავ­კა­სი­ა­სა და ევ­რო­პა­ში, რათა აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ოთ სა­ბა­ჟო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე, რომ ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პით ვი­მუ­შა­ოთ ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნამ და ტა­რი­ფე­ბის პო­ლი­ტი­კაც შე­ჯე­რე­ბუ­ლი გვქონ­დეს. იმი­ტომ, რომ ეს არა მარ­ტო მიმ­ზიდ­ვე­ლი უნდა იყოს სხვა მარ­შრუ­ტე­ბის ჩახ­სნის ხარ­ჯზე, არა­მედ ჩვენ­თვის კო­მერ­ცი­უ­ლა­დაც მიმ­ზიდ­ვე­ლი უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

"უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ომია მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის, ჩვენც გვე­ხე­ბა. მგო­ნი, ამ ომმა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ქვეყ­ნებ­მა და ერებ­მა ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია უნდა მო­ახ­დი­ნონ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დის­კუ­სი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს რო­გორც საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ასე­ვე პორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

"ომამ­დე ქვეყ­ნე­ბი ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ შუა დე­რე­ფანს, მაგ­რამ ომის შემ­დეგ ყუ­რა­დღე­ბა გა­აქ­ტი­ურ­და და გა­ი­ზარ­და. ამი­ტომ, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა ბრძა­ნა, მეც გა­ვი­მე­ო­რებ, ბრწყინ­ვა­ლე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს აზერ­ბა­ი­ჯან­თან, ყა­ზა­ხეთ­თან, თურ­ქეთ­თან, ჩვენ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა გაგ­ვაჩ­ნია. ჩვე­ნი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სა­ხით შერ­წყმა ძა­ლი­ან კარ­გია. ჩვენ ამ ეტაპ­ზე დიდ კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბას ვახ­დენთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე. მინ­და ვახ­სე­ნო, რომ ჩვე­ნი გზატ­კე­ცი­ლე­ბი, რო­მე­ლიც შენ­დე­ბა, 2024 წლის ბო­ლოს­თვის უნდა დას­რულ­დეს. 2,3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ჩა­ი­დო ამ საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. ეს ხელს შე­უ­წყობს ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მან სა­პორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი ახ­სე­ნა.

"ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი მინ­და ვახ­სე­ნო. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და­ი­წყებს ამ პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას, ამ კონ­სორ­ცი­უ­მის 51% იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში, 49% კი გა­მო­ცხად­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ზე. ჩვენ სა­უ­ბა­რი გვაქვს ბევრ პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტორ­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რა­ტომ ვა­კე­თებთ ამას და რა­ტომ გვინ­და ამ პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა, მო­გახ­სე­ნებთ. პრე­ზი­დენ­ტმა ალი­ევ­მა ბრძა­ნა, რომ მზარ­დია პო­ტენ­ცი­ა­ლი პორ­ტებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს 550 ტონა შე­უძ­ლია გა­ა­ტა­როს, 200-ზე მეტი ბა­თუმ­ში, ეს არ არის საკ­მა­რი­სი. მინ­და, ეს პრო­ექ­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდის მიზ­ნით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ.

ასე­ვე მინ­და ვახ­სე­ნო, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­თან ერ­თად, ჩვენ სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მათ შო­რის არის შავი ზღვის წყალ­ქვე­შა ელექტრო­ნუ­ლი კა­ბე­ლი. ესეც სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვაა, ამას ვა­კე­თებთ აზერ­ბა­ი­ჯან­თან, რუ­მი­ნეთ­თან, უნ­გრეთ­თან ერ­თად. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მხარ­და­ჭე­რი­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მიერ. სექ­ტემ­ბერ­ში, ბუ­ქა­რეს­ტში ხელი მო­ვა­წე­რეთ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუმს, ოთხი­ვე ქვე­ყა­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ამ პრო­ექტს და ინ­ვეს­ტი­რე­ბას ჩა­დებს ამ ამ­ბი­ცი­ურ პრო­ექ­ტში. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვაა. ამი­ტომ, მზად უნდა ვი­ყოთ, რომ გა­იზ­რდე­ბა სა­ქო­ნელბ­რუნ­ვა ამ დე­რე­ფან­ში. ეს მარ­შრუ­ტი ყვე­ლა­ზე მოკ­ლეა ევ­რო­პა­სა და მწარ­მო­ებ­ლებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­თი­დან მო­მა­ვა­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ივ­ლის, 15 მაქ­სი­მუმ 10 დღე­ში შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ, ეს სა­ინ­ტე­რე­სო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­რე­ფა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნესკლი­მა­ტი გა­აჩ­ნია ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სი­მარ­ტი­ვის კუ­თხით და თან პირ­ველ ათე­ულ­შია.

"პირ­ველ ოცე­ულ­შიც ვართ ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და ა.შ. სხვა რე­ი­ტინ­გის და ინ­დექ­სე­ბის კონ­ტექ­სტში. ასე­ვე მინ­და ვთქვა, რომ ოთხი თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­რეწ­ვე­ლო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს არის იშ­ვი­ა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, შექ­მნან სა­წარ­მო­ე­ბი, ჩა­დონ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და თან ამის და­კავ­ში­რე­ბა გვინ­და გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ას­თან. სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რია ჰიდ­რო­ე­ლექტრო­რე­სურ­სე­ბით. ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ სტრა­ტე­გია, სა­დაც დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გვაქვს გან­ზრა­ხუ­ლი გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ა­ში, მზის, ქა­რის და ა.შ. გვინ­და ეს იაფი ენერ­გია და ჩვე­ნი, სტრა­ტე­გი­უ­ლი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯამ­ში ხელს შე­უ­წყობს ბიზ­ნე­სის კე­თე­ბას, ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი.

გვქონ­და შეხ­ვედ­რა ყა­ზა­ხეთ­ში, სა­დაც ხელი მო­ვა­წე­რეთ ე.წ. საგ­ზაო რუ­კას იმა­ზე თუ რო­გორ შე­ვუ­წყოთ ხელი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­გორ მოვხსნათ ბა­რი­ე­რე­ბი და მი­მაჩ­ნია, რომ შევ­თან­ხმდე­ბით მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯებ­ზე.“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მემატიანი
6

მადლობა წინა მთავრობებს ასეთი პროექტების შესრულებისათვის ,აბა თქვენ იცით ჯერ მეტროს მესამე ხაზი,მერე ახალი ნავთობსადენი>>>>

*
34

დავოსის თავყრილობა, ერთ-ერთი მწარე მასონის, შვაბის საკუთრებაა!!! და ესენი რას დაცუნცულებენ იქ, ყოველ წელს??? ააა, ალბათ ქართველების მძიმე ყოფაზე წუხან, გლობალისტი მასონებიი!:))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად იქცა: "ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" - რა განაცხადეს ალიევმა და ღარიბაშვილმა დავოსში?

ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად იქცა: "ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" - რა განაცხადეს ალიევმა და ღარიბაშვილმა დავოსში?

მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში, რათა აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშაოთ და ტარიფების პოლიტიკაც შეჯერებული გვქონდეს , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის შესახებ საუბრისას განაცხადა, ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" . დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზადაა აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა გაატაროს და სამიზნე 25 მლნ ტონაა.

"შუა დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ ინიციატივაში მონაწილეობენ, დიდ პროექტს ქმნიან და ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ეს არის წარმატების წინაპირობა ნებისმიერი მრავალეროვნული ინიციატივის კონტექსტში. აზერბაიჯანს უბრწყინვალესი ურთიერთობები აქვს მეზობლებთან: დასავლეთით, საქართველოსთან და თურქეთთან, აღმოსავლეთით კი ცენტრალურ აზიასთან. ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ბოლო წლებში ინფრასტრუქტურაში დიდი კაპიტალდაბანდება გვაქვს. ასევე, უნდა ითქვას, რომ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზადაა აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა მიიღოს და გაატაროს. 15 მილიონი ტონაა ჩვენი პორტების შესაძლებლობა. ამას ვაფართოებთ და ბიუჯეტში თანხები უკვე გავწერეთ - 25 მლნ ტონა იქნება ჩვენი სამიზნე. გვინდა, კიდევ უფრო მეტი საქონლის გატარება მოვახდინოთ, რადგან ტრანსპორტირება ტრადიციული მარშრუტით აღარ წარმოებს.

უკვე ვნახეთ, რომ ჩვენკენ დიდი მოცულობის ტვირთი წამოვიდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია ამ პროცესის. ასევე, მიმდინარე წლიდან დავიწყეთ ნავთობის ტრანზიტული გატარება ყაზახეთიდან არა მხოლოდ თურქმენეთის მიმართულებით. ამ დერეფანს დიდი პოტენციალი აქვს ჰიდრო ნახშირბადის გატარების. ამიტომ მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში, რათა აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშაოთ ყველა ამ ქვეყანამ და ტარიფების პოლიტიკაც შეჯერებული გვქონდეს. იმიტომ, რომ ეს არა მარტო მიმზიდველი უნდა იყოს სხვა მარშრუტების ჩახსნის ხარჯზე, არამედ ჩვენთვის კომერციულადაც მიმზიდველი უნდა იყოს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

"უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფული ომია მთელი რეგიონისთვის, ჩვენც გვეხება. მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა ეკონომიკის დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დისკუსიის მიმდინარეობისას.

მისი თქმით, საქართველო პარტნიორებთან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე პორტების განვითარებას.

"ომამდე ქვეყნები ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია. ჩვენი ქიმიური ნივთიერებების სახით შერწყმა ძალიან კარგია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაზე. მინდა ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ახსენა.

"ერთი კონკრეტული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მინდა ვახსენო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას, ამ კონსორციუმის 51% იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49% კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით. რატომ ვაკეთებთ ამას და რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა, მოგახსენებთ. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი პორტებში. საქართველოს 550 ტონა შეუძლია გაატაროს, 200-ზე მეტი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი. მინდა, ეს პროექტი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განვახორციელოთ.

ასევე მინდა ვახსენო, რომ აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენ სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი. ესეც საინტერესო ინიციატივაა, ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად. ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. სექტემბერში, ბუქარესტში ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტირებას ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, რომელიც საქართველოს გაივლის, 15 მაქსიმუმ 10 დღეში შემოვა საქართველოში. ამიტომ, ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დერეფანია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესკლიმატი გააჩნია ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით და თან პირველ ათეულშია.

"პირველ ოცეულშიც ვართ ეკონომიკური თავისუფლების და ა.შ. სხვა რეიტინგის და ინდექსების კონტექსტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ოთხი თავისუფალი სამრეწველო-ეკონომიკური ზონა გვაქვს საქართველოში, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები აზერბაიჯანში, საქართველოში და თან ამის დაკავშირება გვინდა განახლებად ენერგიასთან. საქართველო მდიდარია ჰიდროელექტრორესურსებით. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც დიდი ინვესტიციები გვაქვს განზრახული განახლებად ენერგიაში, მზის, ქარის და ა.შ. გვინდა ეს იაფი ენერგია და ჩვენი, სტრატეგიული, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა გამოვიყენოთ. ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს ბიზნესის კეთებას, ინვესტორებისთვის იქნება მომგებიანი.

გვქონდა შეხვედრა ყაზახეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ე.წ. საგზაო რუკას იმაზე თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებას, როგორ მოვხსნათ ბარიერები და მიმაჩნია, რომ შევთანხმდებით მომდევნო ნაბიჯებზე.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.