სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს” - სიმღერისა და უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე ბუბა კიკაბიძე ფილარმონიიდან გამოასვენეს
"უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს” - სიმღერისა და უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე ბუბა კიკაბიძე ფილარმონიიდან გამოასვენეს

"უკა­ნას­კნე­ლი მე­ფა­ი­ტო­ნე ემ­შვი­დო­ბე­ბა თბი­ლისს”, ამ სიმ­ღე­რი­სა და უწყვე­ტი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის ფონ­ზე სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ბუბა კი­კა­ბი­ძე უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ა­ცი­ლეს. ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი "ბუბა, ბუბა“.

პა­ნაშ­ვი­დი ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც დიდი ხე­ლო­ვა­ნის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წევ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ.

დაკ­რძალ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნი­დან. სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ.

ბუბა კი­კა­ბი­ძეს ყვა­ვი­ლე­ბის გვირ­გვი­ნით პა­ტი­ვი მი­ა­გეს უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა ქარ­თველ­მა მე­ომ­რებ­მა.

პა­ნაშ­ვი­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ის­მო­და მომ­ღერ­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, მათ შო­რის კი­ნო­ფილ­მი­დან “მი­მი­ნო”.

ბუბა კი­კა­ბი­ძეს მისი ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ. ის კვი­რას 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"ლე­გენ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის მი­სა­ბა­ძი იყო" - უკ­რა­ი­ნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ბუბა კი­კა­ბი­ძის პა­ნაშ­ვიდ­ზე ზე­ლენ­სკის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი წა­ი­კი­თხა

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი/„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ნა­ხეთ ვი­დეო:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

ყველამ თავისი ცოდვები დათვალოს😡

ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სპეტაკი ქართული სული🙏😢❤️

სოხუმელი ვეტერანი
24

ღმერთმა განათლოს მისი სული! რაც არ უნდა ვილაპარაკოთ კიკაბიძემ ეპოქა შექმნა და კოლორიტიც იყო. სამწუხაროდ, როგორც ყველა მოკვდავის, მის ცხოვრებასაც არ ჩაუვლია ცოდვების გარეშე ისევე, როგორც არასწორი და შეიძლება ვთქვათ უღირსი საქციელის გარეშე. მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური შეხედულებები და პირწავარდნილი მიშისტობა იმ ყველაფრის მერე რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდზე გამოაშკარავდა, ეგ ხომ საერთოდ ჩემთვის პირადად მიუღებელია და მის მიშისტურ პოზიციას ვერასოდეს გავიგებ, იქეთ ზვიადის ხელისუფლების დამხობისას მისი პოზიცია, იმის იქეთ კიდევ თვითმფრინავის ბიჭების არდახვრეტის თხოვნაზე ჯერ ხელის მოწერის და შემდეგ ხელმოწერის უკან წაღების ამბავი და ა.შ. მაგრამ ყველა შემთხვევაში მაინც კოლორიტი კაცი იყო და შეიძლება ითქვას რაღაც მხრივ საქართველოს სავიზიტო ბარათიც. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ხოლო რაც არასწორად უკეთებია იმაზე უფალმა მოთხოვოს!!!

ავტორი:

"უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს” - სიმღერისა და უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე ბუბა კიკაბიძე ფილარმონიიდან გამოასვენეს

"უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს” - სიმღერისა და უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე ბუბა კიკაბიძე ფილარმონიიდან გამოასვენეს

"უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს”, ამ სიმღერისა და უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე სახალხო არტისტი ბუბა კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ისმოდა შეძახილები "ბუბა, ბუბა“.

პანაშვიდი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, სადაც დიდი ხელოვანის ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები და საზოგადოების სხვა წევრები მივიდნენ.

დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ მეზობელი ქვეყნების დელეგაციები, მათ შორის, უკრაინიდან. სამოქალაქო პანაშვიდზე სამძიმრის წერილი გამოგზავნა კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.

ბუბა კიკაბიძეს ყვავილების გვირგვინით პატივი მიაგეს უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მეომრებმა.

პანაშვიდის მიმდინარეობისას ისმოდა მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერები, მათ შორის კინოფილმიდან “მიმინო”.

ბუბა კიკაბიძეს მისი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი იყო" - უკრაინის კულტურის მინისტრმა ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე ზელენსკის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი/„ინტერპრესნიუსი"

ნახეთ ვიდეო: