პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, რომ ... " - რა განაცხადა სასამართლოზე ვაკის პარკის ტრაგედიის თაობაზე დაკავებულმა ლაშა ფურცხვანიძემ
"მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, რომ ... " -  რა განაცხადა სასამართლოზე ვაკის პარკის ტრაგედიის თაობაზე დაკავებულმა ლაშა ფურცხვანიძემ

პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­სა­მარ­თლევ, მეს­მის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებთ და ვერ შე­მი­ფარ­დებთ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩემი ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნაა - და­ნარ­ჩენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩვენ­ნა­ი­რად არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­უ­ძღვით, შე­უც­ვა­ლეთ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, - ამ სი­ტყვე­ბით ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა, კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის პლუ­სის“ ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა.

მა­ნამ­დე კი ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რო­რის მიერ ნათ­ქვამ სი­ტყვებს ვა­კის პარ­კის შად­რე­ვან­ში მა­ღა­ლი ძაბ­ვის გაყ­ვა­ნი­ლო­ბის შე­სა­ხებ, რა­მაც მი­სი­ვე თქმით, შემ­თხვე­ვა გა­მო­იწ­ვია. ფურ­ცხვა­ნი­ძემ კი­თხვით მი­მარ­თა პრო­კუ­რორს, თუ რა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­აჩ­ნია ბრალ­დე­ბას მისი პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"უკვე მო­ვი­თხოვ, წარ­მო­ად­გი­ნოთ, რა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­გაჩ­ნი­ათ. რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნეთ "მა­ღა­ლი ძაბ­ვა“, ხომ არ მეშ­ლე­ბა? 220 და 380 ვოლ­ტი არ არის მა­ღა­ლი ძაბ­ვა. 360 ვოლ­ტი - ასე­თი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. ვი­მე­ო­რებ, მე მეს­მის, რომ არ გაქვთ სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის პა­ტიმ­რო­ბას ითხოვთ, კე­თი­ლი ინე­ბეთ და წა­ი­კი­თხეთ და ისე გა­ა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი, ძა­ლი­ან გთხოვთ. თქვენ თუ გინ­დათ, რომ უბ­რა­ლოდ მე ვიყო პა­ტიმ­რო­ბა­ში, მი­თხა­რით და ვიქ­ნე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში.უბ­რა­ლოდ, ვერ გა­ვი­გე და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი რა სა­ფუძ­ვლით უნდა იყ­ვნენ პა­ტიმ­რო­ბა­ში? პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­სა­მარ­თლევ, მე მეს­მის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებთ და ვერ შე­მი­ფარ­დებთ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, მე ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩემი ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნაა - და­ნარ­ჩენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩვენ­ნა­ი­რად არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­უ­ძღვით და ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, მე ღმერ­თის წი­ნა­შე ნამ­დვი­ლად არ ვარ დამ­ნა­შა­ვე, გთხოვთ, ამ ადა­მი­ა­ნებს შე­უც­ვა­ლეთ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა. მეტი არა­ფე­რი მინ­და“, - მი­მარ­თა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ მო­სა­მარ­თლეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში “ვა­კის პარკში” მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე 9 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის პლუ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი.

ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს ედა­ვე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვილს, მას ბრა­ლად სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ედე­ბა, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია შპს "გრინ­სერ­ვის+“-ის საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი - ბ.მ. და შპს "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ლ.ჭ. მათ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. "გრინ­სერ­ვის +“-ის კი­დევ ერთ თა­ნამ­შრო­მელს - დ.კ.-ს კი, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით ედე­ბა ბრა­ლი, რაც ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ასე­ვე, შპს "მშე­ნექ­სპერ­ტის“ დი­რექ­ტო­რი - ნ.ქ. და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ინ­სპექ­ტო­რი - და­ვით თუ­შიშ­ვი­ლი. მათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბას. ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია 2 კერ­ძო ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრა­ლი ედე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
2

ფეხის წამოსადებად რომ ყრია აუზში დენის სადენები ამას ბევრი ცოდნა არ ჭირდება, რომ ასე არ უნდა ყოფილიყო. იᲛიტომ იგებენ ტწნდერებს, რომ არაფერი იციან და არაფერი აკონტროლინ? სამუშაოებს Არაპროფესიონალი უნსა იბარებდეს? ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, თუნდაც რა მაგალითს მივცემთ, რას ვუპადუხებთ თუნდაც მათ მიერ შეცდომების დაშვების შემთხვევაში. Სითბოთი უნდა ვავსებდეთ და სიცოცხლეს რომ ვართმევთ ეგ დანაშაული არაა? ყველაფერი რომ წესრიგში ყოფილიყო და ისე მომხდარიყო ტრაგედია, ეს იქნებოდა უბწდური შემთხვევა. Თქვენ ვერ და არ თქვენი დაუდევრობა არ უნდა განთავისუფლებდეთ...მაგრამ ვაი...ისევ სხვაგან ეძებთ დამნაშავეს.

ერი
12

ერთი ოჯახი ხომ გაუბედურდა ახალაესნი 9ოჯახს აუბედუერბენ რაქაჯობაა ეს იყო უბედური რომლისგანაც არავინ არსად არ არის დაცული 

ავტორი:

"მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, რომ ... " - რა განაცხადა სასამართლოზე ვაკის პარკის ტრაგედიის თაობაზე დაკავებულმა ლაშა ფურცხვანიძემ

"მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, რომ ... " -  რა განაცხადა სასამართლოზე ვაკის პარკის ტრაგედიის თაობაზე დაკავებულმა ლაშა ფურცხვანიძემ

პატივცემულო მოსამართლევ, მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა - დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება, - ამ სიტყვებით ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია "გრინსერვის პლუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლეს მიმართა.

მანამდე კი ბრალდებული გამოეხმაურა პროცესზე პროკურორის მიერ ნათქვამ სიტყვებს ვაკის პარკის შადრევანში მაღალი ძაბვის გაყვანილობის შესახებ, რამაც მისივე თქმით, შემთხვევა გამოიწვია. ფურცხვანიძემ კითხვით მიმართა პროკურორს, თუ რა ახალი გარემოებები გააჩნია ბრალდებას მისი პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით.

"უკვე მოვითხოვ, წარმოადგინოთ, რა ახალი გარემოებები გაგაჩნიათ. რამდენჯერმე ახსენეთ "მაღალი ძაბვა“, ხომ არ მეშლება? 220 და 380 ვოლტი არ არის მაღალი ძაბვა. 360 ვოლტი - ასეთი საერთოდ არ არსებობს. ვიმეორებ, მე მესმის, რომ არ გაქვთ სპეციფიკური ცოდნა, მაგრამ როდესაც ადამიანის პატიმრობას ითხოვთ, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ და ისე გააკეთეთ განცხადებები, ძალიან გთხოვთ. თქვენ თუ გინდათ, რომ უბრალოდ მე ვიყო პატიმრობაში, მითხარით და ვიქნები პატიმრობაში.უბრალოდ, ვერ გავიგე დანარჩენი ადამიანები რა საფუძვლით უნდა იყვნენ პატიმრობაში? პატივცემულო მოსამართლევ, მე მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა - დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით და ჩემ შემთხვევაში, მე ღმერთის წინაშე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე, გთხოვთ, ამ ადამიანებს შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება. მეტი არაფერი მინდა“, - მიმართა ლაშა ფურცხვანიძემ მოსამართლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ვაკის პარკში” მომხდარ ტრაგედიაზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულებიც ესწრებიან.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს "გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს "ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. "გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დ.კ.-ს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"