პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ არესტოვიჩი არის საკუთარ თავზე შეყვარებული საქონელი" - სკანდალი არესტოვიჩის გარშემო: რა განაცხადა და რით იმართლებს თავს?
"ომის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ არესტოვიჩი არის საკუთარ თავზე შეყვარებული საქონელი" - სკანდალი არესტოვიჩის გარშემო: რა განაცხადა და რით იმართლებს თავს?

14 იან­ვარს რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა უკ­რა­ი­ნა­ზე მა­სობ­რი­ვი შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნეს, რის შე­დე­გა­დაც დნიპ­რო­ში ცხრა­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ორი სა­დარ­ბა­ზო ჩა­მო­ინ­გრა. შე­დე­გად 30-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 70-ზე მეტი და­შავ­და. იმა­ვე დღეს სა­ღა­მოს, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ველ­მა ოლექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რა­კე­ტა, რო­მე­ლიც დნიპ­რო­ში ცხრა­სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს მოხ­ვდა, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ჩა­მო­აგ­დეს.

"ჩა­მო­აგ­დეს, ვე­რან­და­ზე და­ე­ცა. და­ცე­მი­სას აფეთ­ქდა“, - გა­ნა­ცხა­და არეს­ტო­ვიჩ­მა მარკ ფე­ი­გი­ნის გადა­ცე­მა­ში YouTube-ის არხზე.

მი­სი­ვე თქმით X-22-ის ტი­პის რა­კე­ტა ტოქ­სი­კურ საწ­ვავ­ზე მუ­შა­ობს და სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ნად­გუ­რე­ბის და­მა­ტე­ბით ელე­მენ­ტად სწო­რედ ეს იქცა.

"რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს, ის სა­დარ­ბა­ზოს და­ე­ცა და აფეთ­ქდა. "X-22" ტი­პის რა­კე­ტა, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად ტოქ­სი­კურ საწ­ვავ­ზე მუ­შა­ობს. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ გა­ნად­გუ­რე­ბის და­მა­ტე­ბით ელე­მენ­ტად სწო­რედ ტოქ­სი­კუ­რი საწ­ვა­ვი იქცა, - აცხა­დებს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ვე­ლი ოლექ­სი არეს­ტო­ვი­ჩი.

არეს­ტო­ვი­ჩის გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ რა­კე­ტა უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა "ჩა­მო­აგ­დეს", რუ­სულ­მა მე­დი­ამ აქ­ტი­უ­რად გა­ა­შუ­ქა.

დნიპ­როს მერ­მა ბო­რის ფი­ლა­ტოვ­მა თა­ვის "ტე­ლეგ­რამ არხზე" მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა ოლექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩი.

"ომის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვამ­ბობ­დი, რომ არეს­ტო­ვი­ჩი არის სა­კუ­თარ თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი... მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტის აპა­რატ­ში ვი­ღაც აშ­კა­რად ფსონს დებს მას­ზე. უკაც­რა­ვად, მე ვერ გა­ვუ­წიე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, მაგ­რამ უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და კონ­ტრდაზ­ვერ­ვა ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან უპა­სუ­ხონ“, - წერს ფი­ლა­ტო­ვი.

ფი­ლა­ტოვ­მა არეს­ტო­ვიჩს "ბო­რო­ტი" და "ვო­ლან­დი" უწო­და.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­დალ­მა, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა მი­კო­ლა ოლეშ­ჩუკმა, თა­ვის მხრივ, გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს "არ აქვთ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ამ ტი­პის რა­კე­ტე­ბის ჩა­მოგ­დე­ბა“. ოლეშ­ჩუკ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას მოხ­ვდა X-22 რა­კე­ტა, რო­მე­ლიც კურსკის ოლ­ქი­დან იყო გაშ­ვე­ბუ­ლი.

15 იან­ვრის ღა­მეს არეს­ტო­ვიჩ­მა კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მისი თქმით, "არა­ვინ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს უკ­რა­ი­ნას სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ზე რა­კე­ტის ჩა­მო­ვარ­დნა­ში".

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ნა­შა­უ­ლი ცალ­სა­ხაა და არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს ბუნ­დო­ვა­ნი. ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ თუ არ იქ­ნე­ბო­და რუ­სუ­ლი დარ­ტყმა, არ იქ­ნე­ბო­და ტრა­გე­დია...“- და­წე­რა მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, არეს­ტო­ვიჩ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც გან­მარ­ტა, რომ ინ­ფორ­მა­ცია მას მი­ა­წო­და "ამ­ხა­ნაგ­მა, PVE-ს ყო­ფილ­მა ჯა­რის­კაც­მა“, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმის დროს ქუ­ჩა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"მან მი­თხრა, რომ 100%-ით გა­ი­გო ორი აფეთ­ქე­ბის ხმა. აქამ­დე ის არ შემ­ცდა­რა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ რა­კე­ტა ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი იყო“, - წერს არეს­ტო­ვი­ჩი.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ველ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მარკ ფე­ი­გინ­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს, გა­დაღ­ლი­ლი იყო და ძლივს ლა­პა­რა­კობ­და.

"ხალ­ხო, უბ­რა­ლოდ, და­ვი­ღა­ლე. 320 -ე დღეა ყო­ველ სა­ღა­მოს პირ­და­პირ ეთერ­ში ვარ, და­ნარ­ჩენ სა­მუ­შა­ოს თუ არ ჩავ­თვლით, ამას ემა­ტე­ბა: ძი­ლის მუდ­მი­ვი ნაკ­ლე­ბო­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­დატ­ვირ­თვა, მივ­ლი­ნე­ბე­ბი. მი­ლი­ო­ნო­ბით კონ­ტაქ­ტი დღე­ში”, - თავს იმარ­თლებს არეს­ტო­ვი­ჩი.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­დლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, პოლ­კოვ­ნიკ­მა იური იგ­ნატ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­ლე­მა­რა­თო­ნის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ ყვე­ლას, ფრთხი­ლად იყ­ვნენ უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი­სას .

"ხე­დავთ, რა ხდე­ბა დნიპ­რო­ში, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის და სხვა­თა გან­ცხა­დე­ბებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის სა­წარ­მო­ებ­ლად“, - თქვა მან.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
1

ვინც საქართველოს ემტერება, ყველა, წყალსაც წაუღია 😈👈

გია
3

სიმართლის წამოცდენას არ აპატიებენ მაგას, ფაქტია. 

ავტორი:

"ომის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ არესტოვიჩი არის საკუთარ თავზე შეყვარებული საქონელი" - სკანდალი არესტოვიჩის გარშემო: რა განაცხადა და რით იმართლებს თავს?

"ომის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ არესტოვიჩი არის საკუთარ თავზე შეყვარებული საქონელი" - სკანდალი არესტოვიჩის გარშემო: რა განაცხადა და რით იმართლებს თავს?

14 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასობრივი შეტევა მიიტანეს, რის შედეგადაც დნიპროში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ორი სადარბაზო ჩამოინგრა. შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. იმავე დღეს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც დნიპროში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

"ჩამოაგდეს, ვერანდაზე დაეცა. დაცემისას აფეთქდა“, - განაცხადა არესტოვიჩმა მარკ ფეიგინის გადაცემაში YouTube-ის არხზე.

მისივე თქმით X-22-ის ტიპის რაკეტა ტოქსიკურ საწვავზე მუშაობს და სავარაუდოდ, განადგურების დამატებით ელემენტად სწორედ ეს იქცა.

"რაკეტა ჩამოაგდეს, ის სადარბაზოს დაეცა და აფეთქდა. "X-22" ტიპის რაკეტა, რომელიც უკიდურესად ტოქსიკურ საწვავზე მუშაობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განადგურების დამატებით ელემენტად სწორედ ტოქსიკური საწვავი იქცა, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი.

არესტოვიჩის განცხადება იმის შესახებ, რომ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა "ჩამოაგდეს", რუსულმა მედიამ აქტიურად გააშუქა.

დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა თავის "ტელეგრამ არხზე" მწვავედ გააკრიტიკა ოლექსეი არესტოვიჩი.

"ომის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ არესტოვიჩი არის საკუთარ თავზე შეყვარებული საქონელი... მაგრამ პრეზიდენტის აპარატში ვიღაც აშკარად ფსონს დებს მასზე. უკაცრავად, მე ვერ გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ უშიშროების სამსახური და კონტრდაზვერვა ვალდებულნი არიან უპასუხონ“, - წერს ფილატოვი.

ფილატოვმა არესტოვიჩს "ბოროტი" და "ვოლანდი" უწოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს "არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც შეუძლია ამ ტიპის რაკეტების ჩამოგდება“. ოლეშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ მრავალსართულიან შენობას მოხვდა X-22 რაკეტა, რომელიც კურსკის ოლქიდან იყო გაშვებული.

15 იანვრის ღამეს არესტოვიჩმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "არავინ დაადანაშაულებს უკრაინას საცხოვრებელ კორპუსზე რაკეტის ჩამოვარდნაში".

"რუსეთის ფედერაციის დანაშაული ცალსახაა და არ შეიძლება იყოს ეს ბუნდოვანი. ყველას კარგად ესმის, რომ თუ არ იქნებოდა რუსული დარტყმა, არ იქნებოდა ტრაგედია...“- დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, არესტოვიჩმა გამოაქვეყნა ახალი განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ ინფორმაცია მას მიაწოდა "ამხანაგმა, PVE-ს ყოფილმა ჯარისკაცმა“, რომელიც თავდასხმის დროს ქუჩაში იმყოფებოდა.

"მან მითხრა, რომ 100%-ით გაიგო ორი აფეთქების ხმა. აქამდე ის არ შემცდარა და დარწმუნებული ვიყავი, რომ რაკეტა ჩამოგდებული იყო“, - წერს არესტოვიჩი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მარკ ფეიგინთან ინტერვიუს დროს, გადაღლილი იყო და ძლივს ლაპარაკობდა.

"ხალხო, უბრალოდ, დავიღალე. 320 -ე დღეა ყოველ საღამოს პირდაპირ ეთერში ვარ, დანარჩენ სამუშაოს თუ არ ჩავთვლით, ამას ემატება: ძილის მუდმივი ნაკლებობა, ინფორმაციით გადატვირთვა, მივლინებები. მილიონობით კონტაქტი დღეში”, - თავს იმართლებს არესტოვიჩი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა უკრაინული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ საჰაერო ძალები მოუწოდებენ ყველას, ფრთხილად იყვნენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის კომენტარებისას .

"ხედავთ, რა ხდება დნიპროში, რუსული პროპაგანდა ოსტატურად იყენებს ხელისუფლებაში ჩართული ნებისმიერი ადამიანის და სხვათა განცხადებებს ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო ომის საწარმოებლად“, - თქვა მან.

წყარო