სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშობლებს ეგონათ, რომ მათი ქალიშვილები გაიტაცეს... არადა, ბიჭის ტანსაცმელში გადაცმული თინეიჯერები BTS-ის წევრების სანახავად გაიპარნენ: პაკისტანიდან სამხრეთ კორეისკენ
მშობლებს ეგონათ, რომ მათი ქალიშვილები გაიტაცეს... არადა, ბიჭის ტანსაცმელში გადაცმული თინეიჯერები BTS-ის წევრების სანახავად გაიპარნენ: პაკისტანიდან სამხრეთ კორეისკენ

არა­ფე­რია ცუდი იმა­ში, რომ გყავ­დეს კუ­მი­რი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მის­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან შორს წა­ვი­დეს, მა­გა­ლი­თად, ისე, რო­გორც პა­კის­ტა­ნე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

13 და 14 წლის პა­კის­ტა­ნე­ლი გო­გო­ნე­ბი 7 იან­ვარს ქა­ლაქ ყა­რა­ჩი­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. 13 წლის გო­გო­ნას მა­მის თქმით, მის ქა­ლიშ­ვილს ერთი წლით უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი ეს­ტუმ­რა. ცოტა ხან­ში კი სახ­ლი­დან გა­ვიდ­ნენ. რო­დე­საც კაც­მა მათი მო­ძებ­ნა გა­და­წყვი­ტა, ვე­ღარ იპო­ვა.

ცოტა ხან­ში თა­ვის ქა­ლიშ­ვილს 14 წლის გო­გო­ნას მა­მამ მო­ა­კი­თხა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ კა­ცებ­მა მი­იჩ­ნი­ეს, რომ მათი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­ი­ტა­ცეს ან უც­ნობ­მა პი­რებ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში ჩარ­თეს...

გო­გო­ნე­ბის ძი­ე­ბის საქ­მე­ში პო­ლი­ცი­აც ჩა­ერ­თო. 13 წლის გო­გო­ნას სახ­ლის გა­ჩხრე­კის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს დღი­უ­რი, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გა­არ­კვი­ეს, რომ გო­გო­ნე­ბი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გამ­გზავ­რე­ბას აპი­რებ­დნენ, რათა სა­კუ­თარ კერ­პებს - ჯგუფ BTS-ის წევ­რებს შეხ­ვედ­როდ­ნენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ მათ გაქ­ცე­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი გეგ­მა ჰქონ­დათ შედ­გე­ნი­ლი. გეგ­მა მო­ი­ცავ­და მა­ტა­რებ­ლის გან­რიგს, ასე­ვე გუ­გლის ძი­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ისი­ნი ეძებ­დნენ ტან­საც­მელს, რო­მე­ლიც კო­რე­ა­ში დას­ჭირ­დე­ბო­დათ. ძი­ე­ბის ველ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო სი­ტყვე­ბი: "რას უნდა ავა­რი­დო თავი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში..."

აქ­ტი­უ­რი ძებ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ზარ­დე­ბის პოვ­ნა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე­ში პა­კის­ტა­ნის ქა­ლაქ ლაჰორ­ში, მათი სახ­ლი­დან 1200 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით შეძ­ლეს, სა­დაც ისი­ნი მა­ტა­რებ­ლით ჩა­ვიდ­ნენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ გო­გო­ნე­ბი ბი­ჭის ტან­საც­მელ­ში იყ­ვნენ გა­დაც­მუ­ლე­ბი, რათა ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ექ­ცი­ათ.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს გაქ­ცე­ვა, პო­ლი­ცი­ას­თან გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათი მშობ­ლე­ბი მათ გა­ტა­ცე­ბას გულ­გრი­ლად უყუ­რებ­დნენ და არა­ფა­რად აგ­დებ­დნენ...

წყა­რო

ავტორი:

მშობლებს ეგონათ, რომ მათი ქალიშვილები გაიტაცეს... არადა, ბიჭის ტანსაცმელში გადაცმული თინეიჯერები BTS-ის წევრების სანახავად გაიპარნენ: პაკისტანიდან სამხრეთ კორეისკენ

მშობლებს ეგონათ, რომ მათი ქალიშვილები გაიტაცეს... არადა, ბიჭის ტანსაცმელში გადაცმული თინეიჯერები BTS-ის წევრების სანახავად გაიპარნენ: პაკისტანიდან სამხრეთ კორეისკენ

არაფერია ცუდი იმაში, რომ გყავდეს კუმირი, მაგრამ ზოგჯერ მისდამი სიყვარული შეიძლება ძალიან შორს წავიდეს, მაგალითად, ისე, როგორც პაკისტანელი თინეიჯერების შემთხვევაში მოხდა.

13 და 14 წლის პაკისტანელი გოგონები 7 იანვარს ქალაქ ყარაჩიში, საკუთარი სახლიდან გაუჩინარდნენ. 13 წლის გოგონას მამის თქმით, მის ქალიშვილს ერთი წლით უფროსი მეგობარი ესტუმრა. ცოტა ხანში კი სახლიდან გავიდნენ. როდესაც კაცმა მათი მოძებნა გადაწყვიტა, ვეღარ იპოვა.

ცოტა ხანში თავის ქალიშვილს 14 წლის გოგონას მამამ მოაკითხა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ კაცებმა მიიჩნიეს, რომ მათი ქალიშვილები გაიტაცეს ან უცნობმა პირებმა დანაშაულებრივ სქემაში ჩართეს...

გოგონების ძიების საქმეში პოლიციაც ჩაერთო. 13 წლის გოგონას სახლის გაჩხრეკის შემდეგ აღმოაჩინეს დღიური, რისი საშუალებითაც გაარკვიეს, რომ გოგონები სამხრეთ კორეაში გამგზავრებას აპირებდნენ, რათა საკუთარ კერპებს - ჯგუფ BTS-ის წევრებს შეხვედროდნენ.

საინტერესოა ისიც, რომ მათ გაქცევის სპეციალური გეგმა ჰქონდათ შედგენილი. გეგმა მოიცავდა მატარებლის განრიგს, ასევე გუგლის ძიების ისტორიაში ისინი ეძებდნენ ტანსაცმელს, რომელიც კორეაში დასჭირდებოდათ. ძიების ველში გამოყენებული იყო სიტყვები: "რას უნდა ავარიდო თავი სამხრეთ კორეაში..."

აქტიური ძებნის მიუხედავად, მოზარდების პოვნა მხოლოდ რამდენიმე დღეში პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, მათი სახლიდან 1200 კილომეტრის დაშორებით შეძლეს, სადაც ისინი მატარებლით ჩავიდნენ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გოგონები ბიჭის ტანსაცმელში იყვნენ გადაცმულები, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიექციათ.

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს გაქცევა, პოლიციასთან განაცხადეს, რომ მათი მშობლები მათ გატაცებას გულგრილად უყურებდნენ და არაფარად აგდებდნენ...

წყარო