პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ - ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმერ პუტინი დგას" - ბილ ბროუდერი
"აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ - ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმერ პუტინი დგას" - ბილ ბროუდერი

ვფიქ­რობ, რომ თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში მოკ­ვდე­ბა, რამ­დე­ნი­მე პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. ეს ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს დიდ თა­ვის ტკი­ვილს გა­უ­ჩენს , - ამის შე­სა­ხებ ე.წ. „მაგ­ნიტსკის სიის“ ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა, ბილ ბრო­უ­დერ­მა „ტვ პირ­ველ­თან“ ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბრო­უ­დერ­მა აღ­ნიშ­ნა, რაც უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცი­აა იმის შე­სა­ხებ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აწა­მე­ბენ, უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, რომ შე­იქ­მნას დრო­ე­ბი­თი ე.წ. "სა­ა­კაშ­ვი­ლის სია“, სა­დაც შევ­ლენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქმე­დე­ბა­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"იმე­დი მაქვს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ, შე­წყვე­ტენ ასეთ ქმე­დე­ბას, რად­გან თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი მოკ­ვდე­ბა, მათ მძი­მე ცხოვ­რე­ბა ელო­დე­ბათ. აშ­კა­რაა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აწა­მე­ბენ. ეს ფო­ტო­ე­ბი­და­ნაც ჩანს, არაა სა­ჭი­რო იყო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი, რომ ეს და­ი­ნა­ხო. უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, თუ ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რად­გან პრო­კუ­რო­რე­ბი აფერ­ხე­ბენ მის თხოვ­ნას მი­ი­ღოს სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა, ცი­ხის ექი­მე­ბიც, ალ­ბათ ჩარ­თუ­ლი არი­ან არა­სა­თა­ნა­დო აქ­ტი­ვო­ბა­ში და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გას­ცე­მენ ბრძა­ნე­ბებს. რაც მე­ტია ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, მით უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, რომ შევ­ქმნათ დრო­ე­ბით, რო­გორც ჩვენ ვე­ძა­ხით, „სა­ა­კაშ­ვი­ლის სია“, სა­დაც შე­ვიყ­ვანთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამას აკე­თე­ბენ. ეს და­უ­ჯე­რებ­ლად ბო­რო­ტუ­ლი ქმე­დე­ბაა. ეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხია და ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვენ ვის­მენთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან, რომ ჯი­უ­ტად არ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ და არ აგ­ზავ­ნი­ან მას სამ­კურ­ნა­ლოდ ევ­რო­პა­ში. ამ­გვა­რად, სა­ქარ­თვე­ლო ანად­გუ­რებს მის რე­პუ­ტა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წინ აღუდ­გა პუ­ტინს 2008 წელს, რო­დე­საც ის შე­მო­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან პერ­სო­ნა­ლუ­რი ვენ­დე­ტა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში, რო­მელ­თაც პუ­ტი­ნი მოს­წონთ. ახლა კი აშ­კა­რაა, რომ ვი­თა­რე­ბა ნორ­მა­ლუ­რი გზით არ მი­დის. ჩემი აზ­რით, ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დგას. ის ცდი­ლობს შური იძი­ოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც მას უპა­ტივ­ცემ­ლოდ მო­ექ­ცა. ასე­ვე ეს არის მე­სი­ჯი ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის­თვის - „აი, რა და­გე­მარ­თე­ბა შენც მო­მა­ვალ­ში“. ამი­ტომ, ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ.

სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ექ­სპერ­ტი არ ვარ, ამი­ტომ სპე­კუ­ლი­რე­ბას ვერ მო­ვახ­დენ იმა­ზე, თუ ვინ დგას ამის უკან. რისი თქმაც შე­მიძ­ლია არის ის, რომ მთავ­რო­ბამ ის სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ უნდა გა­უშ­ვას სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად. თუ ამ გზას არ აირ­ჩე­ვენ, მა­შინ თა­ვად­ვე მო­ა­წე­რენ ხელს ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვას. და­სავ­ლეთ­თან მი­მარ­თე­ბით მათ პრობ­ლე­მე­ბი ათე­უ­ლო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბათ, მათ შო­რის სან­ქცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით“, - გა­ნა­ცხა­და ბილ ბრო­უ­დერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
2

 ბერიას გავს

ვახტანგი -70
2

ამერიკაში დაბადებული, ამჟამად დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, პოლიტიკოსი, ინვესტორი და ფინანსისტი ბილ ბროუდერი პირდაპირ ემუქრება დღევანდელ ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალაუფლების დაკარგვაში და დასავლეთთან პრობლემების გაჩენას ათე­უ­ლო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ შო­რის სან­ქცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით!?...

ეს ვაჟბატონი სააკაშვილის მიმართებით საკუთარ დასკვნებს მისი ფოტოებით აკეთებს!?....

მოკლედ რომ ვთქვათ დასავლეთის რიგი პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი მოღვაწეებისა და სააკაშვილის ოჯახის მიერ დაფინანსებული პირებისაგან მიდის ტოტალური და ორკესტრირებული ზეწოლა, მათ შორის დაშინება...

ეყოფათ კი გამძლეობა, მხნეობა და პრინციპულობა ხელისუფლების პირველ პირებს დაიცვან საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენი?

ახლა ამას დაემატა დღევანდელი ხელისუფლების იმიჯი, რომელსაც ბრალს დებენ რუსეთისადმი კოლობორაციულ დამოკიდებულებაში, თითქოსდა ასრულებენ პუტინის განკარგულებას!!??....

პირდაპირ საოცრებები ხდება!!!!!

- 2008 წლამდე სააკაშვილი ჩახუტებული რომ იყო პუტინთან არ გახსოვთ?

- ალბათ ისიც გემახსოვრებათ როცა სააკაშვილი ამბობდა რა პრობლემაო რუსეთის ბაზების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზეო!

- მაღალი რანგის ქართველ ოფიცრებს რომ აგზავნიდა მოსკოვში სწავლება - გადამზადებაზე ესეც გემახსოვრებათ...

- 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისათვის ჩაბარებული ქვეყნის ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები?

 

ავტორი:

"აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ - ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმერ პუტინი დგას" - ბილ ბროუდერი

"აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ - ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმერ პუტინი დგას" - ბილ ბროუდერი

ვფიქრობ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იქნება. ეს ქართველ პოლიტიკოსებს დიდ თავის ტკივილს გაუჩენს , - ამის შესახებ ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთმა ავტორმა, ბილ ბროუდერმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც ბროუდერმა აღნიშნა, რაც უფრო მეტი ინფორმაციაა იმის შესახებ, მიხეილ სააკაშვილს აწამებენ, უფრო სავარაუდოა, რომ შეიქმნას დროებითი ე.წ. "სააკაშვილის სია“, სადაც შევლენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქმედებაში იღებენ მონაწილეობას.

"იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ, შეწყვეტენ ასეთ ქმედებას, რადგან თუ სააკაშვილი მოკვდება, მათ მძიმე ცხოვრება ელოდებათ. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ეს ფოტოებიდანაც ჩანს, არაა საჭირო იყო სამედიცინო ექსპერტი, რომ ეს დაინახო. უფრო საინტერესო ის არის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი, რადგან პროკურორები აფერხებენ მის თხოვნას მიიღოს სამედიცინო მკურნალობა, ციხის ექიმებიც, ალბათ ჩართული არიან არასათანადო აქტივობაში და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც გასცემენ ბრძანებებს. რაც მეტია ასეთი ინფორმაცია, მით უფრო სავარაუდოა, რომ შევქმნათ დროებით, როგორც ჩვენ ვეძახით, „სააკაშვილის სია“, სადაც შევიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ეს დაუჯერებლად ბოროტული ქმედებაა. ეს ჰუმანიტარული საკითხია და ყოველდღიურად ჩვენ ვისმენთ საქართველოს მთავრობისგან, რომ ჯიუტად არ ათავისუფლებენ და არ აგზავნიან მას სამკურნალოდ ევროპაში. ამგვარად, საქართველო ანადგურებს მის რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე.

მიხეილ სააკაშვილი წინ აღუდგა პუტინს 2008 წელს, როდესაც ის შემოიჭრა საქართველოში. მან პერსონალური ვენდეტა განახორციელა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არსებობენ ადამიანები საქართველოს მთავრობაში, რომელთაც პუტინი მოსწონთ. ახლა კი აშკარაა, რომ ვითარება ნორმალური გზით არ მიდის. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმერ პუტინი დგას. ის ცდილობს შური იძიოს მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მას უპატივცემლოდ მოექცა. ასევე ეს არის მესიჯი ვლადიმერ ზელენსკისთვის - „აი, რა დაგემართება შენც მომავალში“. ამიტომ, ეს არ უნდა დავუშვათ.

საქართველოს შიდა პოლიტიკაში ექსპერტი არ ვარ, ამიტომ სპეკულირებას ვერ მოვახდენ იმაზე, თუ ვინ დგას ამის უკან. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ მთავრობამ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გაუშვას სათანადო მკურნალობის მისაღებად. თუ ამ გზას არ აირჩევენ, მაშინ თავადვე მოაწერენ ხელს ძალაუფლების დაკარგვას. დასავლეთთან მიმართებით მათ პრობლემები ათეულობით წლის განმავლობაში ექნებათ, მათ შორის სანქციების თვალსაზრისით“, - განაცხადა ბილ ბროუდერმა.