საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი სიმულაციურად კვდება უკვე 470 დღეა - ასეთი დაუსრულებელი "სიკვდილის ქრონიკა" კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა" - ქადაგიშვილი
"სააკაშვილი სიმულაციურად კვდება უკვე 470 დღეა - ასეთი დაუსრულებელი "სიკვდილის ქრონიკა" კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა" - ქადაგიშვილი

ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბა გა­სა­ო­ცა­რია - პირ­და­პი­რი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბაა, რად­გან უკ­რა­ი­ნას ია­რა­ღი არ გად­მო­უ­ცია ჩვენ­თვის, 2007 წელს სა­ქარ­თვე­ლომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უკ­რა­ი­ნის­თვის „ბუ­კის“ კომ­პლექ­სე­ბის გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლის, ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, კა­სი­ა­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის თხოვ­ნა მო­ი­ცავ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­და­ცე­მულ Javelin-ის სის­ტე­მებს და ამ უკა­ნას­კნელ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო არა მხო­ლოდ თან­ხმო­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან, არა­მედ მათი ახა­ლი კომ­პლექ­სე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბის წი­ნა­და­დე­ბაც კი, გარ­კვე­უ­ლი დარ­ტყმის ქვეშ დგე­ბა აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია.

„რბი­ლად რომ ვთქვათ, გა­სა­ო­ცა­რია ამ ადა­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა. ნა­ხეთ, რო­გო­რი და­მაბ­ნე­ვე­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბით აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას: უკ­რა­ი­ნამ 2008 წლის ომის დროს რომ გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს გარ­კვე­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ახლა ჩვენ ვო­მობთ და დაგ­ვიბ­რუ­ნე­თო. აშშ-მა რომ გად­მოგ­ცათ "ჯა­ვე­ლი­ნე­ბი", ისიც მოგ­ვე­ცი­თო. სწო­რედ აქ არის პირ­და­პი­რი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, რად­გან ეს ია­რა­ღი არ გად­მო­უ­ცია ჩვენ­თვის, 2007 წელს სა­ქარ­თვე­ლომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნა ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა და 2008 წლის ომი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და, ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვი მა­ნი­პუ­ლა­ცია.

მე­ო­რე, თით­ქოს აშშ ეუბ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს, რომ შენ თუ გა­დას­ცემ უკ­რა­ი­ნას ამ "ჯა­ვე­ლი­ნებს", ამე­რი­კა ამას ჩაგ­ვი­ნაც­ვლებ­და ახა­ლი სხვა ია­რა­ღით, აშშ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აცხა­დებს, რომ არას­დროს სა­ქარ­თვე­ლოს­გან ისე­თი ქმე­დე­ბა არ მოგ­ვი­თხო­ვია, რაც რა­ი­მე პრო­ვო­ცი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­დე­ბო­და მათ შო­რის რუ­სეთ­თან, ხოლო კა­სი­ა­ნო­ვის ამ გან­ცხა­დე­ბით პი­რი­ქით, გარ­კვე­უ­ლი დარ­ტყმის ქვეშ დგე­ბა აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი გა­და­ცე­მა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ინ­სტრუქ­ტო­რი - პოლ­კოვ­ნი­კი მამ­ჩუ­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში „ბუკ“-ის გა­მო­ყე­ნე­ბას ას­წავ­ლი­და, რუ­სე­თის აგენ­ტებ­მა მოკ­ლეს როვ­ნო­ში 2017 წელს.

„ამ ადა­მი­ან­ზე გუ­შინ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ისე­თი დე­მენ­ცია სჭირს არაფ­რის გახ­სე­ნე­ბა არ შე­უძ­ლი­აო და დღეს ზუს­ტად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ვინ, რა დროს და რა გვა­რი იყო ინ­სტრუქ­ტო­რი, პოლ­კოვ­ნი­კი და რო­დის და ვინ და­ღუ­პა. წერს, რომ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა პუ­ტი­ნის და­ვა­ლე­ბით იუშ­ჩენ­კოს რა­ღაც და­უ­წყოო, მა­საც პუ­ტინ­მა და­ა­ვა­ლა ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნით რომ და­ა­ჯილ­დო­ვა ია­ნუ­კო­ვი­ჩი? - ასეთ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­ში გვამ­ყო­ფე­ბენ და ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­და­სა­წყვე­ტი. ამ ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი „კო­კო­ი­თი ფან­და­რას­ტი" პო­ლი­ტი­კით სა­დამ­დე მი­იყ­ვა­ნა საქ­მე და რა შე­დე­გე­ბი და­უდ­გა სა­ქარ­თვე­ლოს ჩვენ ყვე­ლამ და­ვი­ნა­ხეთ. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სად არის ახლა მისი? გაქ­ცე­უ­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან და დღე­საც რო­გორც შე­უძ­ლია მაქ­სი­მუმს აკე­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი და­ა­ზი­ა­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „სი­მუ­ლა­ცი­უ­რად კვდე­ბა“ და ასე­თი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში არ ყო­ფი­ლა.

„ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რო­გორ გა­მო­ვიხ­სნათ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, დი­ვერ­სან­ტი შე­მო­ვუშ­ვით, დი­ვერ­სან­ტია გა­მო­სახ­სნე­ლი. არ­ჩე­უ­ლია ეს გზა - ეს ადა­მი­ა­ნი სი­მუ­ლა­ცი­უ­რად კვდე­ბა, უკვე 470 დღეა თუ მეტი, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყო­ველ­დღე კვდე­ბა. ასე­თი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში არ ყო­ფი­ლა. ამ თე­მას სა­ერ­თა­შო­რი­სო გარ­კვე­ულ ლო­ბის­ტურ დო­ნე­ზე მუდ­მი­ვად „ათუხ­თუ­ხე­ბენ“. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას ამის არ სჯე­რა და ეს ჩანს, მაგ­რამ პრო­ექტს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ბო­ლომ­დე აქვს მი­საყ­ვა­ნი და ამ თე­მას მუდ­მი­ვად აცო­ცხლე­ბენ. რო­მელ „მაგ­ნიტსკის სი­ა­ზე“ და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც გა­იგ­ზავ­ნა მისი საქ­მე და სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ არ ყო­ფი­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცნობის ფურცელი>>>
0

ეს ვინღაა??? მორიგი პერტიული ფოსტალიონი??

საარჩევნო აფიორა
7

არც ასეთი საარჩევნო აფიორა არ ახსოვს კაცობრიობას,რაც თქვენ 2012-ში შეპირდით და გადააგდეთ მთელი ერი...(ერთი მაინც შეგესრულებინათ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სააკაშვილი სიმულაციურად კვდება უკვე 470 დღეა - ასეთი დაუსრულებელი "სიკვდილის ქრონიკა" კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა" - ქადაგიშვილი

"სააკაშვილი სიმულაციურად კვდება უკვე 470 დღეა - ასეთი დაუსრულებელი "სიკვდილის ქრონიკა" კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა" - ქადაგიშვილი

ანდრეი კასიანოვის განცხადება გასაოცარია - პირდაპირი მანიპულირებაა, რადგან უკრაინას იარაღი არ გადმოუცია ჩვენთვის, 2007 წელს საქართველომ ოფიციალურად შეიძინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უკრაინისთვის „ბუკის“ კომპლექსების გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კასიანოვის განცხადება, რომ უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი, გარკვეული დარტყმის ქვეშ დგება აშშ-ის ოფიციალური პოზიცია.

„რბილად რომ ვთქვათ, გასაოცარია ამ ადამიანის განცხადება. ნახეთ, როგორი დამაბნეველი ფორმულირებით აკეთებს განცხადებას: უკრაინამ 2008 წლის ომის დროს რომ გადასცა საქართველოს გარკვეული შეიარაღება, ახლა ჩვენ ვომობთ და დაგვიბრუნეთო. აშშ-მა რომ გადმოგცათ "ჯაველინები", ისიც მოგვეცითო. სწორედ აქ არის პირდაპირი მანიპულირება, რადგან ეს იარაღი არ გადმოუცია ჩვენთვის, 2007 წელს საქართველომ ოფიციალურად შეიძინა ეს შეიარაღება და 2008 წლის ომი საერთოდ არ არსებობდა, ეს არის ფაქტობრივი მანიპულაცია.

მეორე, თითქოს აშშ ეუბნებოდა საქართველოს, რომ შენ თუ გადასცემ უკრაინას ამ "ჯაველინებს", ამერიკა ამას ჩაგვინაცვლებდა ახალი სხვა იარაღით, აშშ ოფიციალურად აცხადებს, რომ არასდროს საქართველოსგან ისეთი ქმედება არ მოგვითხოვია, რაც რაიმე პროვოცირების მიზეზი გახდებოდა მათ შორის რუსეთთან, ხოლო კასიანოვის ამ განცხადებით პირიქით, გარკვეული დარტყმის ქვეშ დგება აშშ-ის ოფიციალური პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ინსტრუქტორი - პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც საქართველოში „ბუკ“-ის გამოყენებას ასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.

„ამ ადამიანზე გუშინ გვეუბნებოდნენ, რომ ისეთი დემენცია სჭირს არაფრის გახსენება არ შეუძლიაო და დღეს ზუსტად ჩამოაყალიბა ვინ, რა დროს და რა გვარი იყო ინსტრუქტორი, პოლკოვნიკი და როდის და ვინ დაღუპა. წერს, რომ იანუკოვიჩმა პუტინის დავალებით იუშჩენკოს რაღაც დაუწყოო, მასაც პუტინმა დაავალა ბრწყინვალების ორდენით რომ დააჯილდოვა იანუკოვიჩი? - ასეთ მანიპულირებაში გვამყოფებენ და ამ დროს საქართველოს აქვს ეგზისტენციალური პრობლემები გადასაწყვეტი. ამ ადამიანმა თავისი „კოკოითი ფანდარასტი" პოლიტიკით სადამდე მიიყვანა საქმე და რა შედეგები დაუდგა საქართველოს ჩვენ ყველამ დავინახეთ. პასუხისმგებლობა სად არის ახლა მისი? გაქცეულია პასუხისმგებლობისგან და დღესაც როგორც შეუძლია მაქსიმუმს აკეთებს, რომ საქართველოს ინტერესები დააზიანოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი „სიმულაციურად კვდება“ და ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა.

„ლაპარაკია იმაზე, როგორ გამოვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, დივერსანტი შემოვუშვით, დივერსანტია გამოსახსნელი. არჩეულია ეს გზა - ეს ადამიანი სიმულაციურად კვდება, უკვე 470 დღეა თუ მეტი, გვეუბნებიან, რომ ყოველდღე კვდება. ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. ამ თემას საერთაშორისო გარკვეულ ლობისტურ დონეზე მუდმივად „ათუხთუხებენ“. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამის არ სჯერა და ეს ჩანს, მაგრამ პროექტს საქართველოს წინააღმდეგ საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი და ამ თემას მუდმივად აცოცხლებენ. რომელ „მაგნიტსკის სიაზე“ და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი, როდესაც გაიგზავნა მისი საქმე და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არაადამიანური მოპყრობა მის წინააღმდეგ არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.