ჭანჭიკით დამაგრებული ლეპტოპი თუ გინახავთ? ალბათ, არა. მე კი უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ჭანჭიკებით დამაგრებულ ლეპტოპს ვიყენებ.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემი ახალი ნოუთბუქი დიდი ფიქრისა და არჩევის შედეგად შევიძინე, მისთვის პრაქტიკულის ნაცვლად, ლამაზი ჩანთის ყიდვა გადავწყვიტე. ჰოდა, ერთ დღესაც, მანქანის უეცარი დამუხრუჭების დროს უკანა სავარძლიდან გადმომივარდა და გამიტყდა. ხელოსანმა მისი ჭანჭიკებით დამაგრება შემომთავაზა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ მესიამოვნა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მას შემდეგ, უკვე რამდენიმე წელია, ჭანჭიკებიანი ლეპტოპი მაქვს.
ჩემს მსგავსად, ბევრი ფიქრობს, რომ კომპიუტერების დაცვა მხოლოდ სისტემური პრობლემებისგან არის საჭირო და მის ფიზიკურ დაცვას დიდ ყურადღებას არ აქცევს. თუმცა, ვლოგერი ნიკა ბაქრაძე, რომელიც მომხმარებელს თავისი ვლოგების საშუალებით ტექნიკის სწორად შერჩევასა და მოვლაში ეხმარება, ფიქრობს, რომ მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა ისარგებლონ ისეთი სერვისით, როგორიცაა მოწყობილობის დაცვა შემთხვევითი დაზიანებისგან.
გთავაზობთ ცნობილი ვლოგერის პრაქტიკულ რჩევებს, როგორ მოუაროთ თქვენს მოწყობილობას, რომ დიდხანს გემსახუროთ და ასევე როგორც დაიცვათ ის სხვადასხვა დაზიანებისგან.
ნიკას რჩევების გათვალისწინებისა და იმის მიუხედავად, რომ ლეპტოპს შეიძლება ძალიან კარგადაც ვუვლიდეთ, ვწმენდდეთ მას პერიოდულად და შესაბამისი ჩანთითა და სტიკერებით ვიცავდეთ, ის მაინც შეიძლება დაზიანდეს. მასზე წყლისა თუ ყავის გადასხმისგან, ან მოულოდნელი დავარდნისგან არავინ არის დაცული. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისი.
აღნიშნულ სერვისს საქართველოში მომხმარებლებს Lenovo სთავაზობს. შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვა (ADP) შესაძლებლობას გაძლევთ, თავიდან აიცილოთ როგორც გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად ნოუთბუქის ან პლანშეტის ფიზიკური დაზიანებით გამოწვეული ზედმეტი უსიამოვნება, ასევე - ზედმეტი დანახარჯები. შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისი საკმაოდ ძვირადღირებულ შეკეთების სერვისს ან სულაც ახალი მოწყობილობის შეძენას თავიდან აგარიდებთ. ის გაუთვალისწინებელი დანახარჯების 28%-დან 80%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა. მომსახურების ფარგლებში დაზიანებულ ლეპტოპის შეკეტება ავტორიზებულ სერვის ცენტრში უფასოდ მოხდება. ხოლო თუ კომპიუტერული ტექნიკა შეკეთებას არ ექვემდებარება, მაშინ ის ახლით იცვლება. Lenovo - ს დამატებითი გარანტიის შეძენა Lenovo-ს ავტორიზებული პარტნიორის - „ალტას“ მაღაზიებშია შესაძლებელი.